„შუახევში დაგვახვედრეს პროვოკატორები“ – გიორგი შარაშიძე გახარიას პარტიიდან

დღეს, 17 ივლისს,  გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მათი პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდნენ აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში ყოფნისას, რამდენიმე პირი დაუპირისპირდა. „სცადეს პროვოკაციის მოწყობა, დაგვახვედრეს პროვოკატორები შუახევში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი შარაშიძე. მისი თქმით, სამი ადამიანი, რომელიც მათთან დაპირისპირებას ცდილობდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან. „შუახევში ხიდზე რომ გადადიხართ იმ ტერიტორიაზე …

ჯემალ ანანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, ჯემალ ანანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც ჯემალ ანანიძის მეუღლემ, მზია იაკობაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ჯემალ ანანიძე ხელოვნურ სუნთქვაზე აღარ იმყოფება, თუმცა მდგომარეობა თითქმის უცვლელია. „ხელოვნურ სუნთქვაზე აღარ არის, თუმცა ჯერ წინსვლა არ გვაქვს, მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, ჯერჯერობით. ინსულტის ნიშნებია, რადგან მარჯვენა ხელი და ფეხი გაჩერებული აქვს“ – ამბობს ჯემალ ანანიძის მეუღლე. …

გახარიას პარტია აჭარის უმაღლეს საბჭოშიც შედის: „გავდივართ ბოიკოტის რეჟიმიდან“

პარლამენტის შემდეგ გახარიას პარტია აჭარის უმაღლეს საბჭოშიც შედის. „გავდივართ ბოიკოტის რეჟიმიდან და ვიწყებთ აქტიურ ჩართულობას ყველა საკანონმდებლო, წარმომადგენლობით ორგანში, რათა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ასახვა ჰპოვოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რეალურმა  მოთხოვნებმა, რათა ეტაპობრივად ქვეყანა დავაბრუნოთ კონსტიტუციური და დემოკრატიული განვითარების ჩარჩოში,“ – განაცხადა დღეს, 21 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ჯემალ ანანიძემ. აჭარის უმაღლეს საბჭოში …

„გახარიას სურს აკრძალული პარტიების სიას გამოაკლდეს“ – ინტერვიუ

„ამით გახარიას სურს, რომ აკრძალვის სიას გამოაკლდეს,“ – მიიჩნევს პოლიტიკის ანალიტიკოსი ლაშა ძებისაშვილი, რომელსაც გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდის ახალ გადაწყვეტილებაზე ვესაუბრეთ – დღეს, 20 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ბოიკოტის შემდეგ გახარიას პარტია პარლამენტში შედის. „გახარიას პარლამენტში შესვლით ფორმალურად „ოცნებას“ შეუძლია თქვას: აი, შეხედეთ, პოლიტიკური ოპოზიციის ძალა შემოსულია პარლამენტში. სინამდვილეში კი, ყველას ესმის, რით იყო განპირობებული …

ვინ არის 12 დეპუტატი, რომლებიც გახარიას პარტიიდან პარლამენტში შედიან

დღეს, 20 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შედის. გელა აბულაძე, ჯემალ ანანიძე, ქეთევან ბაკარაძე, რუსუდან თევზაძე, მალხაზ თორია, შალვა კერესელიძე, სალომე კობალაძე, გიგა ფარულავა, ვიკა ფილფანი, გიორგი შარაშიძე, თამარ ხვედელიანი, სოფო ხორგუანი – ეს იმ დეპუტატთა ჩამონათვალია, რომლებიც გახარიას პარტიის სახელით, პარლამენტში შევლენ. პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება „საქართველოსთვის“ წევრმა …

რას აპირებს გახარიას პარტია? – „გვირჩევნია არ ვიჩქაროთ, რომ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ“

„ჩვენ დაგვჭირდება დრო – მაქსიმუმ 2 კვირა ამ ყველაფრის გასაანალიზებლად. გვირჩევნია, არ ვიჩქაროთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. შემდეგ კი, ამ დასკვნების საფუძველზე უკვე ახალი ნაბიჯები შევიმუშაოთ,“ – გვითხრა გიორგი შარაშიძემ, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა. მასთან სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე ინტერვიუ ჩავწერეთ. „ბათუმელები“ სხვადასხვა ოპოზიციური და კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერს ესაუბრა ამ საკითხზე: როგორ და …

„ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ განცხადება – „ეს არის მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია“

ოპოზიციური პარტიები: „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებენ. „ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ არჩევნებით, კონსტიტუციური გზით უნდა მოხდეს – ეს გზა ავირჩიეთ ჩვენ და მტკიცედ გვწამს ამის! ძალადობა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის. ამასთან პროცესების ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს. აქვე, ვგმობთ დღევანდელი პროცესის ორგანიზატორების …

ვინ არიან „ძლიერი საქართველოს“ და გახარიას პარტიის კანდიდატები ბათუმში

დღეს, 17 სექტემბერს, ოპოზიციურმა პარტიებმა – „ძლიერი საქართველო – ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმში ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგზე ამ პარტიებმა ერთმანეთთან შეთანხმებული საკრებულოს თავმჯდომარეობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად „ლელოს“ წევრი და სიის პირველი ნომერი – ვაჟა დარჩია დასახელდა. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, ეს ორი ოპოზიციური პარტია თითოეულ ოლქში მხოლოდ თითო კანდიდატს …

Exit mobile version