გაზი, შესაძლოა, გაძვირდეს, ხელშეკრულებას ვადა ეწურება – ინტერვიუ

„მიამიტური მოლოდინია, რომ ვიღაც ხათრით გაგვიგრძელებს ისეთივე პირობებით გაზის მოწოდებას, რაც აქამდე გვქონდა… სავარაუდოდ დაახლოებით 60-70 მილიონით მეტი გვექნება გადასახდელი გაზის იმავე მოცულობისთვის, რასაც მანამდე ვიღებდით,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი. მას საერთაშორისო კონსორციუმთან გაფორმებული 20-წლიანი ხელშეკრულების ვადის 2026 წელს დასრულებაზე ვესაუბრეთ. ბოლო 20 წელი 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს წლიურად [2025 წელს, მაგალითად, …

შუახევი-ხულოს გაზსადენის მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველს სამინისტრო ტენდერით შეარჩევს

შუახევის მუნიციპალიტეტი [ხიჭაურის დასახლება] – გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე [ზანკები] ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 168 985 ლარია გამოყოფილი. ამ თანხით ზედამხედველის შესარჩევად ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2019 წლის 28 ივნისს დაიწყება და 1 ივლისს დასრულდება. ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება მოიცავს სამუშაოების ხარისხის სისტემატიური კონტროლის განხორციელებას; ზედამხედველობა ხორციელდება სამუშაოების, …

ხიჭაური-გოდერძის გაზსადენის პროექტის განხილვა შუახევსა და ხულოში 12 მარტს გაიმართება

გაზგამანაწილებელი ქსელის [შუახევი-ხულო-გოდერძის] მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშის საჯარო განხილვა შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში 2019 წლის 12 მარტს არის დაგეგმილი. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვების დრო და ადგილია: [checklist] 2019 წლის 12 მარტი, 11 საათი, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში; 2019 წლის 12 მარტი, 13 …

შუახევი-ხულოს გაზსადენის პროექტირება იწყება – ტენდერი 300 ათასი ლარით

შუახევი [ხიჭაურის დასახლება] – გოდერძის უღელტეხილის [ზანკების დასახლება] მონაკვეთზე ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სამშენებლო დოკუმენტის პროექტს შეისყიდის. პროექტის შედგენაზე ტენდერი გამოცხადებულია, სატენდერო თანხა კი 300 ათასი ლარია. შუახევისა და ხულოს დასახლებული პუნქტების გაზმომარაგების მიზნით, ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობისათვის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი უნდა შედგეს პოტენციურ აბონენტთა რაოდენობისა და ბუნებრივი აირის საპროგნოზო მოხმარების გათვალისწინებით, …

რატომ არ წავიდა თურქეთში გაზსადენის გახსნაზე პრეზიდენტი – ადმინისტრაციის კომენტარი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნამდვილად იყო მიწვეული თურქეთში ტრანსანატოლიური მილსადენის (TANAP) გახსნის ცერემონიაზე, თუმცა როგორც პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, „მისი (ანუ პრეზიდენტის) განრიგიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა წასვლა“. პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ როცა პრეზიდენტი მიიწვიეს, „ეს საბოლოოდ დადასტურებული არ იყო“. „ჩვენ არც გაგვივრცელებია პრესრელიზი, რომ პრეზიდენტი დაესწრებოდა ცერემონიას“, – გვითხრეს პრესსამსახურში. საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურ …

ხიჭაურიდან გოდერძის უღელტეხილამდე გაზსადენის პროექტისთვის 3,5 მილიონი ლარი გამოიყოფა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხიჭაურის დასახლებიდან გოდერძის უღელტეხილამდე საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შესყიდვისთვის ბიუჯეტში 3 578 400 ლარი გამოიყოფა. პროექტის შესყიდვის შემდეგ კი დაიგეგმება გაზსადენის მშენებლობა, რაც მაღალმთიანი აჭარის გაზიფიკაციის პროგრამის მეორე ეტაპი იქნება. გაზიფიკაციის პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში ბათუმიდან ხიჭაურამდე შენდება გაზსადენი, რომელიც ნაცვლად 2019 წლისა, მიმდინარე წლის აგვისტოში ან …

როდის მიიღებს ბუნებრივ გაზს აჭარის მთის მოსახლეობა

ბათუმი-ხიჭაურის გაზსადენის მშენებლობა შესაძლოა დაგეგმილზე 4-6 თვით ადრე დასრულდეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სოფლების გაზიფიკაციაც მალე დაიწყება. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, დასახლებული პუნქტების დაქსელვაზე არც პროექტია და არც ფინანსები გამოყოფილი. მეტიც, ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, ვინ დააფინანსებს შესაბამის სამუშაოებს – საქართველოს, აჭარის მთავრობა თუ მუნიციპალიტეტებსაც ჩართავენ. მშენებელ კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიმდინარე წლის 25 …

გვარასა და ქობულეთში გაზსადენის მშენებლობა დაიწყო

აჭარის მთავრობის ცნობით, სოფელ გვარასა და სოფელ ქობულეთში გაზსადენის მშენებლობა დაიწყო. სოფელ ქობულეთში 707 აბონენტი მომარაგდება ბუნებრივი აირით (50 კმ), ხოლო სოფელ გვარაში 316 აბონენტი (23,2 კმ). მთლიანობაში მოეწყობა 321,5 კილომეტრი, რაც უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს 4400 საცხოვრებელი სახლის ბუნებრივი გაზით მომარაგებას. მშენებლობის დაწყების სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და …

ბათუმი-ქედის გაზსადენის მშენებლობის ზედამხედველს სამინისტრო ტენდერით შეარჩევს

ბათუმი-ქედის მონაკვეთის [ხიჭაურის დასახლებამდე] გაზსადენის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 126 700 ლარი აქვს გათვალისწინებული. სამინისტრო ტექნიკურ ზედამხედველს ტენდერით შეარჩევს. ტექნიკურმა ზედამხედველმა ტექნიკური ზედამხედველობა გაზსადენის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოებასა და მათ ხარისხიანად შესრულებაზე 18 თვის განმავლობაში უნდა განახორციელოს. გაზსადენი წელიწადნახევარში უნდა აშენდეს, მაგრამ თუ სამშენებლო სამუშაოების დასრულება ვერ განხორციელდა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში, ტექნიკური ზედამხედველი …

სად გაივლის ახალი გაზსადენი ბათუმიდან ხიჭაურამდე

აჭარაში ახალი ცენტრალური გაზსადენის მშენებლობა იწყება. გაზსადენი ბათუმიდან შუახევის სოფელ ხიჭაურამდე მონაკვეთში, მაქსიმუმ ორ წელში უნდა აშენდეს. მაღალმთიანი აჭარის სოფლების გაზიფიკაცია ცენტრალური გაზსადენის აშენების შემდეგ დაიწყება. ახალი გაზსადენის მშენებლობა ბათუმში, სალიბაურის დასახლებაში, დაიწყება და შინდისისა და სვიშევსკის ქუჩების გავლით გაზსადენი გადავა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ სამებაში. სამებადან გაზსადენი გაივლის მარშრუტს: ახალშენი-ხეღრუ-ქვემო ჯოჭო-ერგე. ერგედან მდინარე ჭოროხის …

ბათუმი-ქედის გაზსადენის პროექტს აჭარის მთავრობა შეისყიდის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან მიმოწერის შემდეგ „ირკვევა, რომ  მიმდინარე ეტაპზე შესაძლებელია ბათუმი-ქედის მონაკვეთზე ბუნებრივი აირის საშუალო წნევის  დაახლოებით 30 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობა, რომელიც მოხმარდება საორიენტაციოდ 4 600 აბონენტს“. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმი-ქედის მონაკვეთის გაზსადენის პროექტირების სამუშაოების ღირებულება საორიენტაციოდ 250 ათას ლარს შეადგენს. „მიმდინარე ეტაპზე საქართველოს …

გაზსადენი მაღალმთიან აჭარაში 2017 წლის შემდეგ

აჭარის მთავრობა არ აპირებს დააფინანსოს გაზსადენის მშენებლობა მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით, შესაბამისად, უარს ამბობს ამ მიზნით სპეციალური მრავალწლიანი პროგრამის შემუშავებაზეც. აჭარის მთავრობა აცხადებს, რომ ამ საკითხზე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მუშაობს: „არსებული გაზსადენი ვერ უზრუნველყოფს საჭირო სიმძლავრით გაზის მიწოდებას. შესაბამისად ნავთობისა და გაზის კორპორაცია მუშაობს ახალი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის საკითხზე, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება უზრუნველყოფილი …

Exit mobile version