დღეს, 22 ოქტომბერს, ბათუმში ავარიული დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა ტაბიძის, ლეონიძის, რურუას და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის აბონენტებს. „სოკარის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს. კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი გაზი აბონენტებს ეტაპობრივად 23 ოქტომბრის 10:00 საათიდან მიეწოდება. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
Tag Archives: გაზი
სოკარი: გაზის მიწოდება ბათუმში ხვალიდან დაიწყება
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაცით, ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა ბათუმში ხვალ, 11 ოქტომბრიდან, დილიდან დაიწყება. „სამუშაოები დასრულდა იმაზე ადრე, ვიდრე ვგეგმავდით“ – განაცხადეს კომპანიაში. ამის შესახებ შეტყობინება აბონენტებმაც მიიღეს. „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორის, ვახტანგ ბერიშვილის ინფორმაციით, ხვალ დილიდან ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგებათ საავადმყოფოებსა და სხვა სასიცოცხლო ობიექტებს, შემდეგ კი ბათუმის სხვადასხვა უბნებისთვის ბუნებრივი …
Continue reading “სოკარი: გაზის მიწოდება ბათუმში ხვალიდან დაიწყება”
გაზი აჭარაში 10 ოქტომბერს, დილის 6 საათზე გაითიშება
10 ოქტომბრის 06:00 საათიდან 12 ოქტომბრის 12:00 საათამდე აჭარაში სრულიად ბათუმსა და ხელვაჩაურს, ასევე, ნაწილობრივ ქობულეთს, გაზმომარაგება შეუწყდება. „სოკარის“ განმარტებით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია. აბონენტებს ბუნებრივი გაზი სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად მიეწოდებათ. „12 ოქტომბრიდან, შაბათიდან, დავიწყებთ გაზის ჩართვას ეტაპობრივად და ორი-სამი დღე დააგვიანდება, რომ მთლიანად დავტვირთოთ რეგიონი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ვახტანგ …
Continue reading “გაზი აჭარაში 10 ოქტომბერს, დილის 6 საათზე გაითიშება”
ბათუმსა და მთელ აჭარაში გაზი მინიმუმ ორი დღით გაითიშება
აჭარაში გაზი ორი დღით გაითიშება, რეგიონის ჩართვას კი 2-3 დღე დასჭირდება – ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ „სოკარ ჯორჯია გაზში“ დაუდასტურეს. „10-11 ოქტომბერს, ხუთშაბათს და პარასკევს, გაზის მიწოდება მთლიანად აჭარაში შეწყდება. 12 ოქტომბრიდან, შაბათიდან, დავიწყებთ გაზის ჩართვას ეტაპობრივად და ორი-სამი დღე დააგვიანდება, რომ მთლიანად დავტვირთოთ რეგიონი,“ – გვითხრა „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ვახტანგ …
Continue reading “ბათუმსა და მთელ აჭარაში გაზი მინიმუმ ორი დღით გაითიშება”
8 ოქტომბერს ბათუმის ერთ ქუჩაზე გაზი გაითიშება
„სოკარის“ ინფორმაციით, ხვალ, 8 ოქტომბერს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, ბათუმში გაზმომარაგება შეუწყდებათ ფარნავაზ მეფის ქუჩის აბონენტებს. კომპანიის ინფორმაციით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია. „სოკარის“ განცხადებით, აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
ბათუმში სასტუმროებს, რესტორნებსა და დიდ ობიექტებს ღამით გაზის მიწოდება შეუწყდებათ
„სოკარ ჯორჯია გაზის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 26 ივნისს, საღამოს 21 საათიდან გაზის მიწოდება შეუწყდებათ ბათუმში მდებარე მსხვილ ობიექტებს: სასტუმროებს, რესტორნებს, ქარხნებს, პურის საცხობებს და ა.შ. კომპანიის ინფორმაციით, ობიექტებს გაზის მიწოდება ხვალ დილით აღუდგებათ. „სოკარის“ პრესსამსახურში ამბობენ, რომ გაზის გათიშვის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც ხვალ, 27 ივნისს იწყება და დიდი ობიექტების გათიშივა ეტაპობრივად მიმდინარეობს. „გაფრთხილებული არიან …
Continue reading “ბათუმში სასტუმროებს, რესტორნებსა და დიდ ობიექტებს ღამით გაზის მიწოდება შეუწყდებათ”
ხვალ გაზის მიწოდება ქობულეთსა და ჩაქვს შეუწყდება, ზეგ – ბათუმის ერთ ქუჩას
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, ხვალ, 27 ივნისს, დილის 7 საათიდან გაზი გაეთიშება ქალაქ ქობულეთის ნაწილს და ჩაქვიდან სალიბაურამდე მცხოვრებ აბონენტებს. კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდება აღდგება იმავე დღეს, საღამოს 9 საათიდან, ეტაპობრივად. 28 ივნისის 11:00 საათიდან 28 ივნისის 15:00 საათამდე კი გაზმომარაგება შეუწყდება ბათუმში ენვერ ხაბაძის ქუჩას. კომპანიის ცნობით, აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ. კომპანიის …
Continue reading “ხვალ გაზის მიწოდება ქობულეთსა და ჩაქვს შეუწყდება, ზეგ – ბათუმის ერთ ქუჩას”
გაზგასამართ სადგურზე ავტომანქანას დატუმბვის დროს ცეცხლი გაუჩნდა
ბათუმში, „სოკარის“ გაზგასამართ სადგურზე, ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ავტომანქანას გაზით დატუმბვის დროს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ავტომანქანა დაზიანდა და ერთი საბურავი დაიწვა. ადგილზე გამოძახებული იყო სახანძრო ჯგუფიც. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 187-ე მუხლით.
ბათუმში გაზი დაახლოებით ორი დღე არ იქნება
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, გაზის ცენტრალური მილსადენი დაზიანდა. ამ დროისთვის [15:40] ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ, გადაკეტილია ქუჩა. „უსაფრთხოების მიზნით, მთელი ბათუმი მალე სრულიად გამოირთვება… გაზის მიწოდება ხვალ [დილიდან] ეტაპობრივად აღდგება, მაგრამ ორი დღე დაგვჭირდება სავარაუდოდ,“ – გვითხრა „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ვახტანგ ბერიშვილმა. ბერიშვილის თქმით, ცენტრალური მილსადენი რეფერალურ კლინიკასთან ახლოს, ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ ნიადაგის …
Continue reading “ბათუმში გაზი დაახლოებით ორი დღე არ იქნება”
ხელვაჩაურს გაზი არ მიეწოდება – გაზსადენს ავტომანქანა შეეჯახა
ცოტა ხნის წინ ხელვაჩაურში გაზსადენს ავტომანქანა დაეჯახა, რამაც მაგისტრალი დააზიანა. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ განმარტებით, დღეს, 4 თებერვალს, ხელვაჩაურში გაზის გათიშვა ავტოავარიამ გამოიწვია. კომპანია ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებს, როდის აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. შეჯახების შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
„ივანიშვილის ხის გადატანის გამო თუ აკეთებთ გზას, ჩვენ რა დავაშავეთ?“ – ქობულეთში გზა გადაკეტეს
ქობულეთში მაგისტრალთან მისასვლელი გზა მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გადაკეტა. სოფელ კვირიკეს მოსახლეობა შიდა გზების შეკეთებას და ბუნებრივ აირს ითხოვს. „ივანიშვილის ხის გადატანის გამო თუ აკეთებთ გზას სხვა სოფლებში, ჩვენ რა დავაშავეთ?“ – უთხრა აქციაზე მისულ ქობულეთის მერის მოადგილეს სოფელ კვირიკეში მცხოვრებმა თამაზ ნემსაძემ. მოქალაქე ამბობს, რომ უგზოობის გამო მასთან სასწრაფო დახმარების მანქანაც ვერ მიდის და ბავშვებს …
ბათუმი-ქედის გაზსადენის მშენებლობის ზედამხედველს სამინისტრო ტენდერით შეარჩევს
ბათუმი-ქედის მონაკვეთის [ხიჭაურის დასახლებამდე] გაზსადენის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 126 700 ლარი აქვს გათვალისწინებული. სამინისტრო ტექნიკურ ზედამხედველს ტენდერით შეარჩევს. ტექნიკურმა ზედამხედველმა ტექნიკური ზედამხედველობა გაზსადენის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოებასა და მათ ხარისხიანად შესრულებაზე 18 თვის განმავლობაში უნდა განახორციელოს. გაზსადენი წელიწადნახევარში უნდა აშენდეს, მაგრამ თუ სამშენებლო სამუშაოების დასრულება ვერ განხორციელდა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში, ტექნიკური ზედამხედველი …
Continue reading “ბათუმი-ქედის გაზსადენის მშენებლობის ზედამხედველს სამინისტრო ტენდერით შეარჩევს”
როდის ვერ გათიშავს კომპანია დენს, წყალსა და გაზს დავალიანების გამო
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] შესაბამისი დადგენილებებით ცვლილებები შევიდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში. აღნიშნული ცვლილებებით დენის, გაზისა და წყლის დავალიანების გადაუხდელობის გამო შესაბამისი კომპანიები აბონენტებს დენს, გაზსა და წყალს ვერ გაუთიშავენ: [checklist] საღამოს; შაბათ-კვირას; უქმე დღეებში; უქმე დღეების წინა დღეებში. [/checklist] სემეკში აცხადებენ, რომ ასეთი ჩანაწერი მიწოდებისა და მოხმარების წესებში აქამდე …
Continue reading “როდის ვერ გათიშავს კომპანია დენს, წყალსა და გაზს დავალიანების გამო”
ბათუმში გაზის გათიშვის მიზეზი მილის დაზიანება გახდა
დღეს, 20 იანვარს ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე აბონენტებს გაზის მიწოდება შეუწყდათ. „სოკარში“ ამის მიზეზად ქალაქში გზების შეკეთებისას დაზიანებულ მილს ასახელებენ. „საგზაო კომპანიის მიერ, გზის შეკეთებისას დაზიანდა მილი და დღის ბოლომდე, თანდათან აღდგება გაზის მიწოდება“ – აცხადებენ „სოკარში“.
გაზის მიწოდება ბათუმსა და ხელვაჩაურში დღის ბოლომდე სრულად უნდა აღდგეს
„ბათუმელებს“ „სოკარ ჯორჯია გაზში“ განუცხადეს, რომ ბათუმსა და ხელვაჩაურში ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 17 დეკემბერს, დღის ბოლომდე სრულად უნდა აღდგეს. „აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ვვარაუდობთ, რომ დღის 3 საათისთვის ყველა აბონენტს მივაწოდებთ ბუნებრივ აირს, თუმცა მეტი სიზუსტისთვის გეტყვით, რომ დღის ბოლომდე აირის მიწოდება სრულად აღდგება“ – გვითხრეს კომპანიაში. აჭარაში, მათ შორის ქალაქ ბათუმში, აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება …
Continue reading “გაზის მიწოდება ბათუმსა და ხელვაჩაურში დღის ბოლომდე სრულად უნდა აღდგეს”
გაზის შეწყვეტის გამო აჭარის მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს
გაზის შეწყვეტის გამო აჭარის მთავრობა განცხადებას ავრცელებს: “თხოვნით მივმართავთ და მოვუწოდებთ ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვის პროცესში თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები”. 16 დეკემბერს ღამის საათებში ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიული მდგომარეობა შეიქმნა, რის გამოც გაზის მიწოდება შეუწყდა ბათუმისა და ხელვაჩაურის 50 …
Continue reading “გაზის შეწყვეტის გამო აჭარის მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს”
აჭარაში გაზის მიწოდება 27-29 ივნისს აღდგება
„სოკარ ჯორჯია გაზი“ თავის აბონენტებს აფრთხილებს, რომ ხვალ, 27 ივნისიდან დაიწყება ბუნებრივი აირის მიწოდება, რის გამოც მოსახლეობამ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე და ყურადღება მიაქციოს გაზის დანადგარებს. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე, „ბათუმელების“ შეკითხვას, რომელი საათიდან დაიწყება გაზის მიწოდება, პასუხობენ, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაციას არ ფლობენ: „ხვალიდან დაიწყება, რომელ საათზე ვერ გეტყვით. რაც შეეხება, გაზის მიწოდების სრულად აღდგენას 29 ივნისს …
Continue reading “აჭარაში გაზის მიწოდება 27-29 ივნისს აღდგება”
გაზზე მომუშავე ავტომობილების ტექდათვალიერება გადაიდო
2016 წლის პირველ აპრილამდე ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილებს სავალდებულო შემოწმება უნდა გაევლოთ, თუმცა ეს პროცედურა ერთი წლით კიდევ გადაწიეს. რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა ბუნებრივ აირზე გადაყვანის შემთხვევაში, არის თუ არა მგზავრების უსაფრთხოება დაცული და რა მოხდება მაშინ, თუკი ავტომობილი ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლის? მთავრობის დადგენილებით, აირბალონზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირება „აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის“ მოვალეობა იყო. …
Continue reading “გაზზე მომუშავე ავტომობილების ტექდათვალიერება გადაიდო”
ავტობანის მშენებლობა [ოჩხამურიდან ჩაქვის გვირაბამდე] 2017 წელს დასრულდება
აჭარის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ახალი გზის [ავტობანის] მშენებლობის სამუშაოები ოჩხამურიდან სახალვაშომდე [ჩაქვის გვირაბამდე] მონაკვეთში მიმდინარეობს. აჭარის საავტომობილო გზების დირექციის ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე მშენებლობა 2013 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადა გადაიწია და ეს მონაკვეთი ექსპლუატაციაში 2017 წელს შევა. სწორედ აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე გზის სამშენებლო სამუშაოების გამო აუცილებელი გახდა ცენტრალური გაზსადენის …
Continue reading “ავტობანის მშენებლობა [ოჩხამურიდან ჩაქვის გვირაბამდე] 2017 წელს დასრულდება”