ბათუმში მერვეკლასელზე თანატოლებისგან შესაძლო ძალადობის ფაქტზე მშობლები გამოკითხეს

„მშობლებმა მიმართეს პოლიციას,“ – ამბობს იმ სკოლის დირექტორი, რომლის მოსწავლეებს შორის ძალადობის ამსახველი ვიდეო ტიკ-ტოკში გავრცელდა. ბათუმში ერთ-ერთი საჯარო სკოლის მერვეკლასელებმა იჩხუბეს. ვიდეოს მიხედვით, არასრულწლოვანი გოგოები თანატოლს ფიზიკური ძალადობით ემუქრებიან, თუკი უცენზურო სიტყვებს არ გაიმეორებს საკუთარი თავის მიმართ. შემთხვევა სავარაუდოდ ქალაქის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა და მოძალადეები სავარუდოდ თავადვე იღებდნენ ვიდეოს. სკოლის დირექტორი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ …

ტრენინგი პედაგოგებისთვის: ბულინგის პრევენციის გზები სასკოლო გარემოში

ბათუმის ამერიკული კუთხე აცხადებს რეგისტრაციას ტრენინგკურსზე ” ბულინგის პრევენციის გზები სასკოლო გარემოში” (Bully-Free Zone). ტრენინგკურსი განკუთვნილია აჭარის მასშტაბით მომუშავე საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებისთვის. ტრენინგზე სასწავლო მოდულის ფარგლებში პედაგოგები შეისწავლიან სასწავლო გარემოში ბულინგის პრევენციის გზებსა და ინტერვენციის მეთოდებს. სამუშაო შეხვედრები გაიმართება ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლაში. ტრენინგის გავლა უფასოა. სასწავლო მოდული სამდღიანია და …

ბათუმში მეხუთეკლასელზე ძალადობას შსს იძიებს – ერთი ვერსიით ბიჭს სკოლის გზაზე გაუსწორდნენ

ბათუმის ერთ-ერთი საჯაროს სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს შსს იკვლევს. როგორც სკოლაში გვითხრეს, მეხუთეკლასელ ბიჭს, როცა ის სახლიდან სკოლაში მოდიოდა, გზაზე მასზე ბევრად უფროსი ბიჭები დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, ბიჭები მოზარდს ფულს სძალავდნენ. თუმცა, როგორც სკოლის დირექტორი გვეუბნება, მეხუთეკლასელი ბიჭი ჩხუბის ფაქტს შეესწრო და სხვასთან რომ არ გაემხილა, ამის გამო …

მშობელი პედაგოგს მეხუთეკლასელი ბიჭის დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გუშინ, 18 სექტემბერს, გავრცელდა ერთ-ერთი მშობლის პოსტი, სადაც ის წერს, რომ ქუთაისის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგმა მისი მეხუთეკლასელი შვილის მიმართ ვერბალური ბულინგი განახორციელა. მშობელი წერს, რომ პედაგოგმა მისი ბიჭის მისამართით კლასს საჯაროდ დაუსვა კითხვა იმის გასარკვევად, ახალი მოსწავლე გოგო იყო თუ ბიჭი. და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ ბიჭი მოგრძო თმას ატარებს. მშობლის …

როგორ უნდა დაიცვან ბავშვებმა და მოზარდებმა თავი ინტერნეტში – სპეციალისტების რჩევები

ქართულ ინტერნეტსივრცეში, განსაკუთრებით ფეისბუქზე, დღემდე ბევრი გვერდია, რომელთა მთავარი მიზანიც მოზარდების პირადი მიმოწერისა თუ ინტიმური სურათების უნებართვოდ გამოქვეყნებაა. შემდეგ ამ მოზარდებს სრულიად უცხო ადამიანები მკაცრად აკრიტიკებენ და აბულინგებენ. ბულინგი  კი ზოგჯერ ფატალურადაც მთავრდება. მოდით, კიდევ ერთხელ გადავხედოთ, რა საფრთხეები არსებობს ინტერნეტში ბავშვებისა და მოზარდებისთვის და ვნახოთ, რა რეკომენდაციებს იძლევიან კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები. ონლაინუსაფრთხოების კომპანია getsafeonline  მშობლებს ურჩევს, …

შენ ეს გამოგივა! – წერილი თინეიჯერებს

ავტორი: ნათია სირაბიძე 15 წლის ვიყავი, კონკურსში ვმონაწილეობდი, ბოლო ეტაპამდე მისული, ვერ გავედი. საშინლად განვიცადე. „ფანჯრიდან გადავხტები და „ვსო“, დამთავრდება…“ – გავიფიქრე. ღამით დედას შევუწექი საწოლში, თითქოს ვემშვიდობებოდი. ვუთხარი – რაღა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას ამის მერე-მეთქი. გულში ჩამიკრა: არასოდეს თქვა მსგავსი სისულელე, მთელი ცხოვრება წინ გაქვსო. 16 წლის რომ შევსრულდი, დაბადების დღე გადამიხადეს მშობლებმა. …

დამალული ამბავი სკოლიდან

ნათიქი 14 წლისაა, თუმცა მეხუთე კლასშია. ქართული ენა კარგად არ იცის, რადგან ეთნიკურად აზერბაიჯანელია და ქართულენოვან სკოლაში ორი წელია სწავლობს. ნათიქი გასულ წელსაც მეხუთეკლასელი იყო. მასთან ერთად სწავლობდა ნათიქის უფროსი დაც, რომელიც ახლა 15 წლისაა. მან მეექვსე კლასში გადასვლა შეძლო, ნათიქმა კი – ვერა. აქ მოყვანილი ისტორიები ბათუმის ორ სკოლას უკავშირდება. ნათიქს სკოლაში წასვლა არ …

განათლების მინისტრი ძალადობის მსხვერპლ მოზარდთან შეხვედრაზე: ყველა სკოლაში მივალ

აჭარის განათლების მინისტრი, ინგა შამილიშვილი, საქართველოს განათლების მინისტრის ინიციატივის – „მოვუსმინოთ ბავშვებს“ ფარგლებში, მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციაში წერია, რომ მინისტრმა „მოსწავლეებისგან მოისმინა, თუ რას ფიქრობენ სკოლებში ძალადობის მიზეზებზე და პრევენციაზე“. „ბათუმელები“ ინგა შამილიშვილს დაუკავშირდა და ჰკითხა, ხომ არ მოუსმენია იმ მოზარდისთვის, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ჟურნალ „ბათუმელებთან“  ისაუბრა სკოლაში რამდენიმე …

ქობულეთში სკოლის მოსწავლეს, სავარაუდოდ, უფროსკლასელი ფულს სძალავდა

ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში ერთი მოსწავლე მეორეს ფულს სძალავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება გამოძალვის მუხლით დაიწყო. შს სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ სკოლის ერთი მოსწავლე, სავარაუდოდ,  ფულს მეორე მოსწავლეს სძალავდა. სხვა დეტალებს შსს არ ასაჯაროებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს უფროსკლასელი დანით ემუქრებოდა და ასე სძალავდა ფულს. გამოძალვის ფაქტს ადასტურებს ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის …

სკოლა ბულინგის გარეშე – ესტონური გამოცდილების გაზიარება

დღეს, 30 ოქტომბერს, ესტონელი ექსპერტები გამოცდილების გაზიარებისა და მხარდაჭერის მიზნით 30-მდე სკოლის პედაგოგს, სკოლის ფსიქოლოგებს, მანდატურის სამსახურის და სკოლის ადმინისტრაციის  წარმომადგენლებს  ბათუმში, სასტუმრო „დივანში“ ხვდებიან. პროექტს ახორციელებს ასოციაცია „ერთმანეთისთვის“. ორგანიზაციის ინფორმაციით, შეხვედრის ფორმატში განიხილება ესტონური გამოცდილება და მოდელი ე.წ. „ბულინგის“ სკრინინგისა და პრევენციის საკითხებში, პროცესის მონაწილე ყველა სტრუქტურის უფლებამოსილება, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობის კონკრეტული …

ფსიქოლოგის თქმით, განათლების მინისტრის შეფასებები რისკის შემცველია

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, ახალგაზრდული ორგანიზაციების მერვე ფორუმზე, ეროვნული გამოცდების ბარიერზე საუბრის დროს, დისკრიმინაციული გამონათქვამები გამოიყენა. „სამი წლის წინ ეროვნული გამოცდების ბარიერი ოცდაერთი ქულა იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ სამი მაიმუნი რომ შეგეშვა და, უბრალოდ, შემოეხაზათ, ერთი მაინც ჩააბარებდა. ჩვენ ბარიერი ავწიეთ და ახლა შვიდი მაიმუნიდან ერთი აბარებს. ჩვენი მიზანია, მაიმუნებმა …

14 წლის მოზარდი თანაკლასელების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს

„დამცინიან, ქაღალდებს მესვრიან, თავში წიგნებს მათხლეშენ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს მეუბნებიან. არავინ მემეგობრება, სულ ჩხუბი მომწყინდა, ამიტომ სკოლა მივატოვე“, – გვეუბნება 14 წლის მოზარდი, რომელიც ამ დროისთვის მე-6 კლასში ირიცხება. სკოლის დირექცია კი, სადაც მოზარდი სწავლობდა, ამბობს, რომ  „სკოლაში უარესი რამეებიც ხდება“. „სწავლა მინდა, მაგრამ იმ სკოლაში არ წავალ. ყველა დამცინის, აბუჩად მიგდებს, განსაკუთრებით ბიჭები, თუმცა …

საკითხი, რომელზეც მოზარდები დუმილს არჩევენ

მოამზადა: სალომე გურგენიძე „ძალადობა მოზარდებში, რა შედეგი შეიძლება მოყვეს ბულინგს“ – ეს იყო დისკუსიის თემა, რომელიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლაში გაიმართა. კახა გურგენიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მომხსენებელი: დღეს უნდა ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რომელზედაც ზოგიერთი მოზარდი დუმილს ამჯობინებს. ეს არის ბულინგი. გსმენიათ ბულინგის შესახებ?! ბულინგი  გულისხმობს …

Exit mobile version