„ოცნებამ“ აჭარის ახალ უმაღლეს საბჭოში თანამდებობები გადაინაწილა

დღეს, 14 დეკემბერს, ბათუმში, „ქართული ოცნების“ ოფისში განცხადება გააკეთა მეხუთე მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ტიტე აროშიძემ. უმაღლეს საბჭოში უმრავლესობამ თანამდებობები გადაინაწილა. ტიტე აროშიძის განცხადებით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ისევ დავით გაბაიძე იქნება წარდგენილი, მისი მოადგილის ანუ ვიცე-სპიკერის პოსტს კი ტიტე აროშიძე დაიკავებს. რაც შეეხება ფრაქციებსა და კომისიებს, თანამდებობები შემდეგნაირად გადანაწილდა: ფრაქცია „ქართული ოცნების“ …

უკავშირდება თუ არა პროტესტის გამწვავება ვარშალომიძის შეურაცხყოფას – რას ამბობს რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, დღეს, 3 დეკემბერს, მთავრობაში ბრიფინგი გამართა, სადაც განცხადების შემდეგ  მან ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. „ბათუმელების“ კითხვას – როგორ ფიქრობთ, რატომ გადმოინაცვლა თქვენი აზრით, აქციების ეპიცენტრმა თბილისიდან ბათუმში და ხომ არ უკავშირდება ეს თქვენი მხრიდან ლევან ვარშალომიძის მისამართით გამოყენებულ ფრაზას –  „ჩამქრალი ვარსკვლავბიჭუნა“, რომელიც შესაძლოა აღქმულიყო პიროვნულ შეურაცხყოფად,  თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა, რომ …

ბათუმში #7 ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

დღეს, 2 სექტემბერს, აჭარის მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ კოვიდსიტუაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში კორონავირუსი #7 ავტობუსის მძღოლს დაუდასტურდა. ავტობუსი მოძრაობს ურეხში [მთისძირის ქუჩაზე], ეგრეთ წოდებული ხოფის ბაზრობის [ტაბიძისა და აღმაშენებლის ქუჩები], აბუსერიძის, გრიბოედოვის, რუსთაველის, თავდადებულის, ბარათაშვილის, ჯორჯიაშვილის, ვარშანიძის ქუჩების გავლით. „მძღოლები 14 დღეში ერთხელ იტესტებოდნენ, …

შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს -გახარია

„ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ საკითხს, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში. სამწუხაროდ, შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს“-განაცხადა დღეს 14 აპრილს გიორგი გახარიამ ბრიფინგზე. მისი თქმით, დიდი ალბათობით მთავრობას მოუწევს ამ მიმართულებით გარკვეული შეზღუდვების დაწესება, გარკვეული პერიოდით. „ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს რომ ეხლა ვართ ბრძოლაში და ამ ბრძოლის ხაზი გადის ყველგან. არის შემთხვევები, როცა კომპრომისები …

ყოფილი მინისტრი ბატიაშვილი: ვაპირებ, დიდ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას

განათლების ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღეს, 7 ნოემბერს, თანამდებობის დატოვების შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა. მას არ დაუკონკრეტებია თუ რა პოზიციაზე და სად აპირებს მუშაობის გაგრძელებას, თუმცა მიანიშნა, რომ ის განათლების სფეროში რჩება. „ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოჰყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები. ამასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მქონდა პრემიერ-მინისტრთან და ვაფასებ მის …

ბათუმის სამშობიაროს ახალი დირექტორი შენობაში შესვლას ითხოვს

„სამშობიარო სახლში შესვლის უფლებას არ მაძლევენ, არჩეული დირექტორი ვარ 10 აპრილიდან. ბათუმის სამშობიარო სახლს მიზანმიმართულად აკოტრებენ“, – განაცხადა დღეს, 5 ივნისს,  „დემოკრატიის სკოლაში“ მოწყობილ ბრიფინგზე ექიმმა ნანა შერვაშიძემ. მეწილეების კრების ოქმის მიხედვით, ნანა შერვაშიძე „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლის“ მეწილეთა უმრავლესობამ – 137-მა ადამიანმა აირჩია დირექტორად, თუმცა კრების ოქმი სადავოა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება საჯარო რეესტრიც, …

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილმა დირექტორის წინააღმდეგ ბრიფინგი გამართა

დღეს, 18 აპრილს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილმა ბრიფინგი გამართა. 103 თანამშრომლის სახელით განცხადება გააკეთა აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა თამილა დოლიძემ. მისი თქმით, ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილს პრეტენზია აქვს ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის მმართველობასთან დაკავშირებით. „ჩვენ ვხედავთ მართვაში არსებულ ხარვეზებს. დირექტორის მხრიდან ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს და უსამართლო დამოკიდებულებას თანამშრომლების მიმართ. დიდი ხანია მომწიფდა პრეტენზიები შრომის ანაზღაურების …

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების ასაშენებლად პირველ ეტაპზე 10 მილიონი გამოიყოფა

„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებენ. ამის შესახებ დღეს, 6 თებერვალს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.  თორნიკე რიჟვაძის თქმით, ე.წ. მუყაოს ქალაქში მცხოვრები ოჯახები საცხოვრებელ ფართობებს კონკრეტული კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ. მთავრობის თავმჯდომარემ არ დააკონკრეტა, რა კრიტერიუმებზეა საუბარი და სად შეეძლებათ მოქალაქეებს მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება, თუკი ისინი ბინას ვერ მიიღებენ. „კომისია აღარ შეიქმნება. არსებობს …

ენმ: საუბნო კომისიების „დამოუკიდებელი“ წევრები რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ შეარჩია

„საუბნო კომისიების ე.წ. დამოუკიდებელი წევრები რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ დააკომპლექტა,“ – აცხადებს ირმა ხოროიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. მან დღეს გამართულ ბრიფინგზე მუნიციპალიტეტების მიხედვით საუბნო კომისიების წევრების ჩამონათვალი წარმოადგინა, რომლებიც სხვადასხვა საჯარო სამსახურში დასაქმებული საჯარო მოხელეების ოჯახის წევრები არიან. „საუბარია ოლქის მიერ არჩეულ წევრებზე. ათობით არის ასეთი შემთხვევა, როცა საუბნო კომისიის წევრი მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლის ნათესავი, …

რატომ არ უძღვნის ბრიფინგებს ლადო მგალობლიშვილი ასლან აბაშიძეს

რატომ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლამდე გაწეულ სარესტორნო ხარჯებზე ისაუბროს ახლა და არა, მაგალითად, ასლან აბაშიძის ხელისუფლებაზე? – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ უმაღლესი საბჭოს წევრ ლადო მგალობლიშვილის მის მიერვე მოწვეული ბრიფინგის დასრულების შემდეგ დაუსვა. დეპუტატმა ბრიფინგი გამართა იმაზე, თუ რამდენად მეტს ხარჯავდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს ენმ [2003-2012 წლები], ვიდრე დღეს ხარჯავს „ქართული ოცნება“. „მაგ ლოგიკით უნდა …

რატომ გამართა ბრიფინგი მეუფე დიმიტრიმ

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი დღეს, 2 მარტს, ჟურნალისტებს შეხვდა. დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედრის განმავლობაში მან ყველაზე ხშირად გამოძიების მიმართ სანდოობას გაუსვა ხაზი. „არ მაქვს საფუძველი, არ ვენდო გამოძიებას. ისე არ გამიგოთ, თითქოს ხელისუფლების კრიტიკას ვარიდებ თავს…“ – აღნიშნა მიტროპოლიტმა. კითხვას, აპირებთ თუ არა მოინახულოთ ციხეში დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც თქვენთან შეხვედრას ითხოვს, მეუფე დიმიტრიმ უპასუხა, …

უსკოს მიერ 30 ოქტომბერს დაგეგმილი ბრიფინგები

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მედიისთვის რამდენიმე საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს. უსკოს ინფორმაციით, არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნდება კომისიის ვებ-გვერდსა და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი უსკოში 30 ოქტომბერს: 09.00 საათზე [საარჩევნო უბნების გახსნის შესახებ]; 12.30 საათზე [ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ]; 18.00 საათზე [17.00 საათზე უსკო ვებ-გვერდის საშუალებით გაავავრცელებს ინფორმაციას ამომრჩეველთა …

„ბათუმის კორპუსის“ გამარტივებული ტენდერი ეზოების კეთილმოწყობაზე

დღეს, 21 აპრილს ააიპ „ბათუმის კორპუსმა“ ხელხლა გამოაცხადა ტენდერი ბათუმის კორპუსების 36 ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებზე. თავდაპირველად ტენდერი 23 მარტს გამოცხადდა და წინადადებების მიღების ვადა 13 აპრილს ამოიწურა, თუმცა არცერთ კომპანიას არ შეუტანია განაცხადი. ამჯერად გამარტივებული ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო თანხა 1 227 300 ლარია. ბათუმში 36 საცხოვრებელი კორპუსის ეზოს კეთიმოწყობაა დაგეგმილი[ბორდიურების მოწყობა, ასფალტის საფარის დაგება]. დღესვე, ტენდერის …

Exit mobile version