რას პასუხობს ბათუმის მერია მოქალაქეებს, რომელთა სახლი ადიდებულმა მდინარემ დააზიანა

2022 წლის პირველ ოქტომბერს ადიდებულმა მდინარე ბარცხანამ, ბათუმში, ბაქრაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლს საძირკველი გამოაცალა, მისი ნაწილი კი წაიღო. ამ დროიდან სიხარულიძეების სამი ოჯახი ქირით ცხოვრობს, ქირას მერია იხდის. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ სტიქიის შემდეგ სახლის მდგომარეობა მერიის დაკვეთით შეისწავლა და მისი ექსპლუატაცია დაუშვებლად მიიჩნია. დასკვნის მიხედვით, აუცილებელია მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება და შენობის შესაბამისი კონსტრუქციული პროექტით …

ბარცხანის პლაჟი აღარ არსებობს – ხელოვნური კუნძულის მშენებლობა ბათუმში | ფოტო

ბათუმში, ბარცხანის სანაპიროსთან, ზღვის 12,5 ჰექტარ ტერიტორიას ხმელეთად გადააქცევენ. ეს ადგილი შემდგომში ერთ-ერთი ხელოვნური ნახევარკუნძული იქნება იმ პროექტის ფარგლებში, რომლითაც აქ კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ხელოვნური კუნძულის აშენებას გეგმავს. აღნიშნული პროექტი მთლიანად გააქრობს ბარცხანის პლაჟს. მიმდინარე სამუშაოების გამო, ფაქტობრივად, პლაჟი აქ უკვე აღარ არსებობს – „ამბასადორმა“ შეიტანა ლოდები და სხვა ინერტული მასალა, რომელსაც ზღვაში ყრიან. …

„ბარცხანის ნაპირგამაგრება გასახლების გარეშე შეუძლებელია“ – რაში ხარჯავს მერია 1,8 მილიონს

ბათუმში, ბაქრაძისა და ნონეშვილის ქუჩების მიმდებარედ, მდინარე ბარცხანაზე ნაპირსამაგრის მოსაწყობად მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების სავარაუდო/სატენდერო ღირებულება 1,8 მილიონი ლარია. „ბათუმელებმა“ შესაბამისი დოკუმენტების შესწავლით აღმოაჩინა, რომ  ვერ მოხერხდა ისეთი კონსტრუქციის დაპროექტება, რომელიც მიმდებარე ტერიტორიებს წყალმოვარდნისგან დაიცავდა. მიზეზი ის არის, რომ ასეთი კონსტრუქცია რომც დაპროექტდეს, ის მდინარის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებზე მდებარე შენობა-ნაგებობების …

რა დარღვევები აღმოაჩინეს მდინარე ბარცხანასთან არსებულ ფარმაცევტულ საწარმოში

ბოლო ორი კვირის განმავლობაში მდინარე ბარცხანამ მინიმუმ ორჯერ მიიღო ლილისფერი. მდინარის დაბინძურების მიზეზის დასადგენად „ბათუმელები“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაუკავშირდა, რის შემდეგაც უწყების რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, ბაქრაძის ქუჩისა და მდინარე ბარცხანის დასახლების მიმდებარედ განთავსებული საწარმოები გადაამოწმეს. ვინაიდან, ადგილობრივი მოსახლეობა მდინარის დაბინძურებას უკავშირებდა მიმდებარედ განთავსებულ ზეთის საწარმოსა და ფარმაცევტული საწარმოს საქმიანობას, დეპარტამენტმა ეს ორი საწარმო შეამოწმა. …

ბარცხანაში გადასასვლელი გზისა და ხიდის რეაბილიტაციაში 2,7 მილიონი დაიხარჯება

ბათუმში, გოგოლის ქუჩის მონაკვეთის [მაიაკოვსკის ქუჩიდან ნონეშვილის ქუჩამდე], აქვე არსებული ხიდისა და ე.წ. „ბარცხანის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 2 718 690 ლარით ტენდერია გამოცხადებული. პროექტის მიხედვით, გოგოლის ქუჩის ამ მონაკვეთში არსებული ფილების ნაცვლად დააგებენ ასფალტის საფარს, მოაწყობენ ბორდიურებსა და ტროტუარრბს, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდინარე ბარცხანაზე არსებულ ხიდს. კონკრეტულად ქუჩის ამ მონაკვეთისთვის ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტში 1 475 …

აშენდება თუ არა ფეხით გადასასვლელი ხიდი ბარცხანაში

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, თამარ მეფის გამზირზე, ლითონის კონსტრუქციის ხიდის მშენებლობა, რომელიც არაადაპტირებული იქნებოდა, მერიის გათვლებით, 2017 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო. ქალაქის ბიუჯეტში ხიდის მშენებლობისთვის 186 100 ლარი იყო გათვალისწინებული. ფეხით მოსიარულეთა ხიდის მშენებლობაზე მერიამ ტენდერი გასულ წელს გამოაცხადა, თუმცა ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. ერთადერთ კომპანიას, რომელიც ტენდერში მონაწილეობდა, მერიის სატენდერო კომპანიამ დისკვალიფიკაცია მისცა.  შპს „ემბიეი ჯორჯია“ მერიას …

ახალი ორმოები ტესტირების რეჟიმში – მერიის განმარტება

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, ნონეშვილის ქუჩაზე, ასფალტის საფარი დაახლოებით ერთი თვის წინ დააგეს. დღეს გზის სავალი ნაწილი რამდენიმე ადგილას ამოთხრილი ან დაზიანებულია; ზოგან წყალიც ამოდის. ბარცხანის ქუჩების რეაბილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება. „ზოგადად, როდესაც წყლისა და წყალარინების სისტემა მოწესრიგდება, შემდეგ მიმდინარეობს ერთი პირი ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები.  შემდეგ აჩერებენ სამუშაოებს გარკვეული პერიოდით, ვიდრე მეორე პირ …

ქუჩა ბათუმში, სადაც ტრანსპორტი ვერ მოძრაობს

ეს ქუჩა ბათუმშია, ბარცხანის დასახლებაში. იუსუფ ფაღავას ქუჩის მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა აქვს – ამ ქუჩაზე მიკროავტობუსიც აღარ მოძრაობს და ტაქსის მძღოლებიც იკავებენ თავს, როცა იუსუფ ფაღავას ქუჩიდან იღებენ შეკვეთას. ასფალტის საფარის დაზიანების გამო ქუჩა ყოველი წვიმის შემდეგ წყლითა და ტალახით ივსება. „ფეხით გავლაც შეუძლებელია უკვე,“ – ამბობს იუსუფ ფაღავას ქუჩაზე მცხოვრები, თამაზ ხოზრევანიძე, – „ბარცხანის ხიდიდან „აჭარგაზთან“ …

ბარცხანაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი იპოვეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინება  14:40 წუთზე მიიღეს. „ჩვენ როცა გავედით კარი უკვე გაღებული ჰქონდა სამაშველო სამსახურს, გარდაცვლილი ქალი დაახლოებით 24 წლის იქნება.  დაახლოებით 3-4 საათის გარდაცვლილია“-გვეუბებიან …

გარემოსდაცვითი კონფერენცია ბათუმში და ნავთობით დაბინძურებული მდინარე ბარცხანა

სანამ ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რიგით მე-8, გარემოსდაცვით კონფერენციაზე, პან-ევროპული რეგიონის ქვეყნების მინისტრები ერთმანეთს უზიარებენ სტრატეგიულ გეგმას მწვანე ეკონომიკის განვითარების და სამოქმედო პროგრამის შესახებ, ბარცხანის დასახლებაში მცხოვრები ოჯახები სახელმწიფოსგან რეაგირებას ელიან – მათი თქმით, თითქმის ერთი თვეა მდინარე ბარცხანა ნავთობითაა დაბინძურებული და აქ მცხოვრებ ოჯახებს ძლიერი სუნი აწუხებთ. „იძახიან მიწიდან ამოდისო, …

Exit mobile version