ბათუმის მერიის ასუცნობიანი პასუხი შტატების გაზრდაზე ახალი წლიდან

ბათუმის მერიამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი უკვე მოამზადა და საკრებულოს გადაუგზავნა  განხილვისა და დამტკიცებისთვის. ბიუჯეტის ერთხელ დაკორექტირებულ ვარიანტში, მიუხედავად იმისა, სრულად გაითვალისწინა თუ არა მერიამ საკრებულოს შენიშვნები, უკვე არაფერი შეიცვლება [პრეცედენტი ამ დრომდე არ ყოფილა]. ბიუჯეტის ახალი  პროექტის თანახმად, იანვრიდან თავისი დაფინანსება ექნება მერიის ახალ ა(ა) იპს – „ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციასაც“. თანხა 3 …

ბათუმის ახალი, მუნიციპალური ინსპექციის ბიუჯეტი 3.4 მილიონი იქნება და 110 პირი დასაქმდება – პროექტი

2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ბათუმის ახალი ა(ა)იპის ბიუჯეტი 3 მილიონ 444 000 ლარი იქნება. აქედან 1 მილიონ 460 000 ლარი ხელფასებისთვის გაითვალისწინეს. მერიის საფინანსო საბიუჯეტო პოლიტიკის სამსახურის უფროსის, ედნარ ნატარიძის განმარტებით,  ნაწილობრივ ამასაც უკავშირდება მომავალი წლის ბიუჯეტის სახელფასო გრაფაში თანხის გაზრდა. ამავე პროექტის მიხედვით, მუნიციპალურ ინსპექციაში 110 პირი დასაქმდება. როგორც ა(ა)იპის შექმნასთან დაკავშირებულ დოკუმენტებშია განმარტებული, …

ბათუმის მერია მუნიციპალურ ინსპექციას აფუძნებს – გაიზრდება საშტატო ნუსხა და ხარჯები

ბათუმის მერია ყველა საზედამხედველო ფუნქციის ერთ მუნიციპალურ ორგანიზაციაში გაერთიანებას გეგმავს, ეს ორგანიზაცია კი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ახალი აიპი -„ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“ იქნება. აიპის შესაქმნელად მერია თანხმობას საკრებულოსგან ითხოვს და განმარტავს, რომ საზედამხედველო ფუნქციების ერთ ორგანიზაციაში გაერთიანება ეფექტური მუშაობისთვის სჭირდება. პროექტის განმარტებითი ბარათით ირკვევა, რომ  ახალი აიპის შექმნასთან ერთად საზედამხედველო მიმართულებით საშტატო ნუსხა გაიზრდება. გარდა ამისა, …

პარლამენტარის პარტნიორის კომპანია სასტუმროს გონიოში უსაფრთხოების წესების დარღვევით აშენებს

შპს „გონიო 5 მგზავრებისგან“ გონიოს პირველ ზოლში, ზღვის სანაპიროზე, სასტუმროს უსაფრთხოების წესების დარღვევით აშენებს. სამშენებლო ტერიტორია არ არის შემოსაზღვრული  სამშენებლო ღობით და არც უსაფრთხოების ბადითაა შეფუთული აშენებული კარკასი. გარდა ამისა, მშენებლობა პირდაპირ სასეირნო პრომინადის გასწვრივ მიმდინარეობს, რაც დისკომფორტს უქმნის დამსვენებელს. ამ სამშენებლო მოედანზე ვერც საინფორმაციო დაფას ნახავთ, რაც კანონით სავალდებულოა. კომპანია „გონიო 5 მგზავრებისგან“ დავით …

მშენებლობის ნებართვა შეუჩერდება კომპანიას, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებს

მერიის გაფრთხილება: კომპანიებს, რომლებიც მშენებლობის დროს უსაფრთხოების სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ, მშენებლობის ნებართვა შეუჩერდებათ. ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა მშენებელი კომპანიების გასაფრთხილებლად სპეციალური განცხადება დღეს, 12 თებერვალს, გააკეთა. ირაკლი მოქიას განმარტებით, ბოლო პერიოდში ბათუმში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ მშენებელი კომპანიები უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებენ. ამიტომაც  კომპანიებს, რომლებიც ამ პრობლემას ვერ …

სამშენებლო კომპანიამ გონიოში მოასფალტებული გზა დააზიანა

კომპანია „რმგ გრუპი“ გონიოში, სვიმონ კანანელის ქუჩაზე, #65ა-ში რვასართულიან საცხოვრებელ სახლს აშენებს. კომპანიამ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას სახლებთან მისასვლელი, კაპიტალურად მოასფალტებული გზა ისე დააზიანა, რომ ამ გზაზე ავტომანქანით გადაადგილება სახიფათო გახდა. ერთ-ერთი აქ მცხოვრების, რესან კონცელიძის ინფორმაციით, მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, კომპანია ყოველგვარი რეაგირების გარეშე აგრძელებდა მუშაობას, რის გამოც ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. პოლიციასთან ერთად ვითარების შესასწავლად 2019 წლის …

მერია ქმნის ახალ ა(ა)იპს, რომელსაც უკანონო მიშენებების მოშლის უფლება ექნება

ბათუმის მერია ახალი ა(ა)იპის შექმნას გეგმავს, რომელიც საზედამხედველო სამსახურებს გააერთიანებს. მერის განმარტებით, ახალი ა(ა)იპი აღჭურვილი იქნება ტექნიკით, რაც ზედამხედველს დარღვევის გამოვლენისთანავე დაუყონებლივ რეაგირების საშუალებას მისცემს. ა(ა)იპს უკანონო მშენებლობის დაფიქსირებისას დემონტაჟის უფლება ექნება. „შესაძლოა მრავალსართულიან სახლებს ვერ შევეჭიდოთ თავიდანვე, ეს შეიძლება იყოს მცირე ტიპის, როგორიც არის აივნის, ან  სარდაფის მიშენება – თვითონ სამსახური გადაწყვეტს და კანონმდებლობაც …

ბათუმში ახალაშენებული კორპუსის სამი ბინიდან ვიტრაჟული ფანჯრები ჩამოცვივდა

ბათუმში, პუშკინის #13-ში მდებარე ახალაშენებული მრავალბინიანი სახლიდან ვიტრაჟული ფანჯრები ჩარჩოებიანად მოწყდა და ქუჩაში ჩამოცვივდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მხოლოდ ეზოში გაჩერებული ავტომანქანა დაზიანდა. აქ მცხოვრებლები შიშობენ, რომ შეიძლება იგივე განმეორდეს და ეს ამბავი უფრო ტრაგიკულადაც დასრულდეს: „შეიძლება ჩამოვარდეს ფანჯარა და ვინმეს, იქვე გამვლელს დაეცეს.“ მას შემდეგ, რაც ვიტრაჟული ფანჯრები ერთმანეთის მიყოლებით „გავარდა ფასადიდან“, ბინების მესაკუთრეებმა …

ბათუმის მერია: ვარკვევთ, ვინ აწარმოებს პლაჟზე მშენებლობას

პლაჟზე, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა არ არის განთავსებული აბრა იმის შესახებ, თუ ვინ აწარმოებს მშენებლობას, არსებობს თუ არა დამტკიცებული პროექტი და მშენებლობის ნებართვა შესაბამისი სამსახურების მხრიდან. „ბათუმელებს“ მერიაში განუმარტეს, რომ მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმირებულია მერიის ზედამხედველობის სამსახური. აღნიშნულ სამსახურში აცხადებენ, რომ ჯერ-ჯერობით იკვლევენ, თუ ვინ აწარმოებს მშენებლობას პლაჟზე. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა, თუ ვის …

ბათუმის მერიამ უკანონო მშენებლობის შესახებ იცოდა – მშენებლობა მაინც დასრულდა

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #17-ში, მრავალბინიან სახლში, ბინის იმ მესაკუთრეს, რომელმაც აივანი უკანონოდ ამოაშენა, შესაძლოა მშენებელმა კომპანიამ ნასყიდობის ხელშეკრულება გაუუქმოს. მოქალაქემ აივანზე მოაჯირი 15 მარტს მოჭრა და კედლის ამოშენება დაიწყო. დღეს, ანუ 28 მარტს, მშენებლობა დასრულებულია – ამოყვანილ კედლებში ფანჯრებია ჩასმული, ხოლო ფასადი შეღებილია. რატომ ვერ შეაჩერა ბათუმის მერიამ უკანონო მშენებლობა, როცა ფაქტის შესახებ მისთვის თავიდანვე იყო ცნობილი? „ჩვენ …

ასლან აბაშიძის რძალს ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #16-ში, უკანონო მიშენება მოაშლევინეს

ასლან აბაშიძის რძალს, სალომე ბაჯელიძეს, რომელიც ვაჟა-ფშაველას #16-ში ახალაშენებულ მრავალბინიან სახლზე დაშენების სამუშაოებს უკანონოდ აწარმოებდა, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა აშენებული ფართობი მოაშლევინა. მესაკუთრე ჯერ გააფრთხილეს, შემდეგ კი პროექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მითითება მისცეს, რაც მესაკუთრემ შეასრულა. უკანონოდ დაშენებული ფართობი უკვე მონგრეულია, ის სივრცე კი, რომელზეც დაშენების სამუშაოებს ატარებდნენ, პირვანდელ მდგომარეობაშია მოყვანილი.   გიორგი აბაშიძის მეუღლეს, …

წითლად შეღებილი სახლის ამბავი

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, წითლად შეღებილი ერთსართულიანი სახლის მეპატრონეს, სადაც ახლა რესტორანი ფუნქციონირებს, ბათუმის მერია სასამართლოში უჩივის. მერია  სახლის ფასადის უნებართვოდ გადაღებვის გამო რესტორნის მმართველის დაჯარიმებას და სახლის ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას ითხოვს. გორგასლის #53-ში მესაკუთრემ ერთსართულიანი ბელეტაჟი წითლად შეღება. სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაშია. კანონმდებლობა ძეგლის დაცვის ზონაში არ უშვებს ისეთ …

ბათუმში უკანონოდ აშენებული სართულები არც ერთმა კომპანიამ არ დააკანონა

2018 წლის პირველი იანვრიდან ძალას დაკარგავს დადგენილება, რომლითაც მერიამ მშენებლებს ბათუმში უკანონოდ აშენებული სართულების დაკანონების შესაძლებლობა მისცა. დადგენილება #25  კ2 -ის გაზრდაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შუამდგომლობით, უკანონოდ აშენებულ ერთ კვადრატულ მეტრზე 400 ლარის გადახდის სანაცვლოდ დაკანონებას ითვალისწინებდა. ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, ამ შესაძლებლობით არც ერთ კანონდამრღვევ მშენებელს არ უსარგებლია. ბათუმში დაფიქსირდა ბევრი შემთხვევა, როდესაც …

მერიის თანამშრომელი სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა

ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავეს. ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფროს სპეციალისტს, გიორგი ფუტკარაძეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ წაუყენა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლის დაკავებაზე განცხადებას ბათუმის მერია ავრცელებს: „ბათუმის მერია თანამშრომლობს და ხელს უწყობს მიმდინარე გამოძიებას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, …

სამშენებლო ღობეებით მიტაცებული ტროტუარი

ბათუმში, მეორე სკოლის გვერდით, მელიქიშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში, მაღალსართულიანი სახლის მშენებლობა რამდენიმე წელია გაჩერებულია. შენობას შემოვლებული ჰქონდა ე.წ. დამცავი ღობე ალუმინის დაჭმუჭნილი ფურცლებით, რომლითაც ტროტუარი ქუჩის გამყოფ ბორდიურამდე იყო შემოღობილი. 19 აპრილს განვითარებული ძლიერი ქარის შემდეგ, უკვე ორი დღეა, ეს ფურცლები პირდაპირ ქუჩაში ყრია. შესაბამისად, ნაგვის გროვად ქცეული ღობის შიგა მონაკვეთი ახლა ქუჩის ყოველი მხრიდან ჩანს, ხოლო …

Exit mobile version