ბათუმში ახალ ველობილიკებს მოაწყობენ – რა წერია საკრებულოს მიერ დატმკიცებულ გენგეგმაში

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში 10-ზე მეტი წელია არსებობს ველობილიკები, იმართება ველომსვლელობები და ველომარათონები, ველოსიპედით გადაადგილება პრაქტიკული დანიშნულებით ბათუმში მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილისთვის არის აქტუალური. მიმდინარე ურბანიზაციისა და მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პარალელურად, ქალაქში გაძლიერდა ზეწოლა ურბანული ტრანსპორტის სისტემებზე, ველოსიპედით მოძრაობა სამანქანო გზაზე არ არის უსაფრთხო, ველობილიკებისა და ტროტუარების დიდი ნაწილი კი ავტომობილების საპარკინგე სივრცედ არის გამოყენებული. …

ბათუმის რა ქუჩებზე დაამატა 6 ახალი ველოსადგომი „ბათუმველომ“

ბათუმის ტერიტორიაზე განთავსებულ „ბათუმველოს“ 17 ველოსადგომს 6 ახალი ადგილი დაემატა. აქამდე ველოსადგომების უმრავლესობა ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე იყო განთავსებული, რაც აფერხებდა ბულვარის გარეთ ველოსიპედებით სარგებლობის შესაძლებლობას, ახლა კი ველოსადგომები ქალაქის ტერიტორიაზე, დასახლებულ ნაწილშია განთავსდა, რაც შესაძლებელს ხდის „ბათუმველოს“ ველოსიპედი ბულვარის გარეთ, თუნდაც ჭავჭავაძის ქუჩაზე დააპარკინგოთ. ახალი ველოსადგომების მისამართებია: ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთა ბარათაშვილისა და ზუბალაშვილის …

ახალი ტერმინალი და სააბონენტო სისტემა – როგორ იმუშავებს წელს „ბათუმველო“

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ახალი ველოტერმინალი დამონტაჟდა. ამჟამად, ქალაქის მასშტაბით უკვე 17 ველოტერმინალია. დღეის მონაცემებით, „ბათუმველოს“ მომსახურება აერთიანებს 100 GPS სისტემით აღჭურვილ ველოსიპედს და ქალაქში 17 ადგილს, მათი უმრავლესობა სანაპირო ზოლის ტერიტორიაზეა. „ბათუმველოს“ ცნობით, დაგეგმილია 30 GPS სისტემის შეძენა (ჯამში დაახლოებით 15 000–18 000 ლარის ღირებულების), რის შესყიდვაზეც ტენდერს ბათუმის ავტოტრანსპორტი უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.  GPS სისტემები „ბათუმველოს“ …

რას ითვალისწინებს ბათუმის ველოგადაადგილების გენერალური გეგმა

მიუხედავად ველოქალაქის სტატუსისა, ბათუმის ველობილიკებზე მუდმივად პარკირებული ავტომანქანების გამო, ხშირად შეუძლებელია ქალაქში ველოსიპედით კომფორტულად გადაადგილება. საპარკინგე ადგილების სიმცირის გარდა ქალაქში მწვავედ დგას ავტომანქანების გამონაბოლქვით დაბინძურებული ჰაერის პრობლემაც, თუმცა ბათუმში პრიორიტეტულ ტრანსპორტად კვლავ მსუბუქი ავტომობილი რჩება. ბათუმის ველოგადაადგილების გენერალურ გეგმაში, რომელზე მუშაობაც დასასრულს უახლოვდება, ასახულია ბათუმში ველოინფრასტრუქტურისა და დიზაინის შემუშავებასთან დაკავშირებული რეკომენდაციებიც. გეგმა ითვალისწინებს მთელი ქალაქისთვის …

ველოსიპედები საათში 5 ლარამდე გაძვირდა – კიდევ რა შეცვალა „ბათუმველომ“

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ბათუმში განხლდა „ბათუმველოს“ ველოსიპედები და დაემატა ახალი ადგილები. „ბათუმველოს“ განკარგულებაში ამჟამად 14 ტერმინალი და 348 ველოსიპედია, თუმცა ტერმინალებზე მხოლოდ 70 ველოსიპედია განთავსებული. „მიმდინარეობს დანარჩენი ველოსიპედების განახლება და მათი ჯიპიარეს სისტემით აღჭურვა. ეს 70 ველოსიპედი ამ სისტემით უკვე აღჭურვილია“, – გვითხრეს კომპანიაში. ველოსიპედით სარგებლობის გამარტივების მიზნით კი შემუშავდა ახალი სერვისები: ბათუმველოს ახალი Web …

ველობარათები ნახევარ ფასად – აქციის ბოლო დღე ბათუმში

ბათუმველოს ბარათის შეძენას ქალები დღეს, რვა მარტს, ნახევარ ფასად შეძლებენ. დღევანდელი 50 %-იანი ფასდაკლებით  ერთწლიანი ბარათის ფასი 10 ლარია,  ათდღიანი ბარათისა კი – 5 ლარი. ველოსიპედით ერთი საათით სარგებლობის ფასი 2 ლარს შეადგენს. აქციის გარეშე ერთწლიანი ბარათი 20 ლარი ღირს (10 ლარი ბარათის ღირებულება, 10 ლარი ირიცხება ანგარიშზე). ათდღიანი ბარათის ფასი კი 10 ლარია (4ლარი …

ტურისტი: კარგი იდეა ცუდი სისტემით – რას სთავაზობს ბათუმველო მომხმარებელს 

ბათუმველოს ბალანსზე დღეისთვის 370 ველოსიპედია. როგორც აიპ-ში გვითხრეს, ველოსიპედები ყოველ წელს რემონტდება. მაგალითად, გასულ წელს ველოსიპედების დეტალების შესაძენად 25 600 ლარი დაიხარჯა. ველოსიპედები გარდა ბუნებრივი ცვეთისა, ვანდალიზმის გამოც ზიანდება. ველოსიპედების სკამები ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დაზიანებადი ნაწილია. სკამებს უმეტესად ავტოკალმებითა ან/და ბასრი ნივთებით აზიანებენ, რის გამოც ნაწვიმარზე შეუძლებელია ასეთი ველოსიპედით სარგებლობა. წელს ველოსიპედების შესაკეთებლად 2000-მდე ლარია …

ახალი ველოტერმინალი ბათუმში

ბათუმში, ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთასთან არსებულ სკვერში კიდევ ერთი ახალი ველოტერმინალი გაიხსნა. ბათუმველოს ახალი ტერმინალი  ჭავჭავაძის ქუჩის 34 ნომერში მდებარეობს. ბათუმველოს ინფორმაციით, ეს ადგილი მარკეტინგული კვლევების საფუძველზე შეირჩა, რაც მომსახურების არეალს ზრდის. ბათუმველოს საკუთრებაში აქამდე არსებული 23 ველოტერმინალი, ძირითადად ბათუმის ზღვისპირა ზოლსა და ცენტრალურ ადგილებშია განთავსებული: გოგებაშვილის ქუჩაზე  (რესტორანი სანაპირო), ანბანის კოშკთან, ნინოშვილის ქუჩა №1 …

ბათუმველოს ფასდაკლების აქცია ქალებისთვის

3-დან 8 მარტს ჩათვლით, დედისა და ქალთა დღესთან დაკავშირებით, ქალები ბათუმველოს 20-ლარიან ბარათებს 50%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ. ბათუმველოს ბარათების შეძენა ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში განთავსებულ ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრშია შესაძლებელი. ბათუმველოს სააბონენტო ბარათის შევსება გარდა  ამ კონკრეტული ტურისტული-საინფორმაციო ცენტრისა, შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც. დღეის მდგომარეობით ბათუმველოს 370 ველოსიპედი და 23 ველოტერმინალი აქვს, რომლებიც ბათუმის ზღვისპირა პარკში ან ქალაქის ცენტრალურ უბნებშია …

სიახლე „ბათუმველოს“ მომხმარებლებს

  დღეიდან, 20 ოქტომბრიდან, „ბათუმველოს“ მომხმარებლებს სააბონენტო ბარათის შევსება „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდდის აპარატებიდანაც შეეძლებათ. შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის პაატა დუმბაძის  განმარტებით, „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდის აპარატებიდან ბარათების შევსება შესაძლებელი იქნება საკომისიოს გარეშე:  „თანხა ბარათზე აისახება ავტომატურად, ჩარიცხვისთანავე. გადახდის მინიმალური თანხა არის 1 ლარი. აღნიშნული სერვისი შეამცირებს რიგებს საინფორმაციო ცენტრში და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს“. დირექტორის თქმით, მომხმარებლებს სხვა …

ერთწლიანი ველობარათი 10 ლარად – მხოლოდ დღეს

5 ივნისს, მხოლოდ ერთი დღით, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „ბათუმველო“ აქციას მართავს, „ბათუმველოს“ ერთწლიანი ბარათის შეძენა 50%-იან ფასდაკლებითაა შესაძლებელი, 20 ლარის ნაცვლად 10 ლარად. აქცია დღეს საღამომდე გაგრძელდება. ბარათების შეძენა ტურისტულ ცენტრებშია შესაძლებელი. „ბათუმველო” შპს ბათუმის ავტოტრანსპორტის პროექტია და 2011 წლიდან არსებობს. დაარსებიდან დღემდე „ბათუმიველოს“ 31 ათასზე მეტი აბონენტი ჰყავს დარეგისტრირებული. აქედან 1500-ზე მეტი …

მწყობრიდან გამოსული ველოსიპედები და „ბათუმველოს“ პრობლემები [ვიდეო]

„ბათუმველოს” მომხმარებელთა უკმაყოფილებას ხშირად იწვევს გათიშული ტერმინალები, ტერმინალებზე მწყობრიდან გამოსული ველოსიპედები თუ დაზიანებული ინფრასტრუქტურა. გათიშულ ტერმინალთან მისულ მომხმარებელს ცხელი ხაზის ნომრის პოვნაც უჭირს, რადგან ის არც ტერმინალზეა დატანილი და არც ველობარათზე. ამ და სხვა პრობლემების მოგვარებისთვის შპს “ბათუმის ავტოტრანსპორტი” 25 000-ზე მეტი ლარის დახარჯვას აპირებს. ამ თანხით არსებული 23 ველოტერმინალი და 370 ველოსიპედი უნდა შეაკეთონ. …

Exit mobile version