ფოთის პორტში მშრალი ნაყარი ტვირთების ახალი მე-12 ტერმინალი ამოქმედდება

ბალქ კარგო სერვისის (Bulk Cargo Service) დირექტორის სერგო ბაციაშვილის ინფორმაციით, ფოთის საზღვაო ნავსადგურის მე-12 ნავმისადგომზე, მშრალი ნაყარი ტვირთების საოპერაციო წარმადობის გაზრდის მიზნით, კომპანიამ ახალი ამწეები შეისყიდა. მშრალი ნაყარი ტვირთების გადამუშავების ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად Bulk Cargo Service-მა და APM ტერმინალს ფოთმა გააფორმეს  ხანგრძლივი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხდება მშრალი ნაყარი ტვირთების ერთობლივი გადამუშავება ფოთის საზღვაო ნავსადგურის …

როგორი იქნება კარბამიდის ტერმინალი ბათუმის პორტში [ფოტო]

ბათუმის პორტის ტერიტორიაზე კარბამიდის ტერმინალის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის მერიამ 2019 წლის 12 მარტს, მოქალაქეთა ერთი ჯგუფის პროტესტის ფონზე გასცა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ტერმინალის მშენებლობა ერთ წელში დასრულდება. ბათუმის პორტში კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე აშენდება. ოფიციალური ინფორმაციით, ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალი შენდება, თუმცა ბათუმის ნავსადგურსა და კომპანია „ვონდერნეტს“ …

ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა დაიწყო – ნებართვა მერიამ გასცა

ბათუმის პორტის ტერიტორიაზე კარბამიდის ტერმინალის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის მერიამ გასცა. ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, 2019 წლის 12 მარტს განაცხადა, რომ მერია კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვას გასცემდა. მერის ეს განცხადება იმავე დღეს გააპროტესტა მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა, რომელიც ამ მშენებლობას პერმანენტულად მანამდეც აპროტესტებდა. მშენებლობის ნებართვაც, როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, 2019 წლის 12 …

ლაშა კომახიძე: მერია კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვას გასცემს

ბათუმის მერია კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვას გასცემს – ამის შესახებ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ დღეს, 12 მარტს, ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „ახალი ტერმინალი უსაფრთხოების მაღალ სტანდარტზე აიყვანს ბათუმის პორტს“. ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის ასაშენებლად ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა კერძო კომპანიას 15 128 კვ/მ ფართობი აღნაგობის უფლებით  გადასცა. ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი 2018 წლის 22 მარტს მოეწერა. ახალი …

ბათუმის ნავსადგურში ახალი ტერმინალი გაიხსნა

დღეს, 7 თებერვალს, ბათუმის ნავსადგურში ახალი მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალი გაიხსნა. ტერმინალი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, აჭარის  მთავრობის თავმჯდომარესთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად გახსნა. ახალი ტერმინალის მშენებლობისას ნავსადგურის აკვატორიაზე ფსკერი დააღრმავეს, რისი საშუალებითაც ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის ნავმისადგომებზე შესაძლებელი იქნება FEEDERMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღება. ახალ ტერმინალში ასევე შესაძელებელი იქნება ჩვეულებრივი სატვირთო მანქანებით მისული …

„ანტიქიმიური კარავი“ ევროპის მოედანზე ბათუმში

ბათუმში, ევროპის მოედანზე, პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა დღეს, 20 იანვარს, კარავი გაშალეს. „ეს იქნება ერთგვარი სიმბოლო ამ პროტესტის. ჩვენ დღის ბოლომდე მოვიფიქრებთ, რას გავაკეთებთ, რა ფორმა მიეცემა პროტესტს,“ – გვითხრა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ალეკო თევზაძემ. კარავში, აქციის ორგანიზატორების თქმით, ახალი ტერმინალის მშენებლობის საწინააღმდეგო ხელმოწერები შეგროვდება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, ხელმოწერებს აჭარის მთავრობას გადაუგზავნიან: …

„არა ქიმიურ ტერმინალს“ – საპროტესტო აქცია ბათუმის პორტთან [ფოტო]

„ეს იყო კლოუნადა“ – ამ სიტყვებით დაიწყო საპროტესტო აქცია ახალი ტერმინალის წინააღმდეგ დღეს, 20 იანვარს. აქციის ორგანიზატორებმა ასე უმაღლესი საბჭოს წევრის, ლადო მგალობლიშვილის ქმედება შეაფასეს, რომელმაც გუშინ, „აჭარის ტელევიზიის“ პირდაპირ ეთერში კარბამიდი შეჭამა. აქციის ორგანიზატორების შეფასებით, დეპუტატი უპასუხისმგებლოა. საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და თქვეს, რომ აქციებს პერმანენტული ხასიათი …

რატომ აპროტესტებენ ბათუმის პორტში ტერმინალის მშენებლობას – აქცია ბათუმში

დღეს, 14 დეკემბერს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურთან აქცია გაიმართა. მოქალაქეების ჯგუფმა ბათუმის ნავსადგურში ტერმინალის მშენებლობა გააპროტესტა, სადაც, აქციის მონაწილეების თქმით, ქიმიური ნივთიერებების გადატანა იგეგმება. „გამაფრთხილებელი აქცია“ – ასე უწოდეს თავად აქციის მონაწილეებმა შეკრებას, რომელზეც აქციის მონაწილეები პირბადეებითა და ყვითელი ჟილეტებით მივიდნენ და მთავრობას მოუწოდეს, მოუსმინონ და გაითვალისწინონ მათი მოსაზრება. აქციას შეუერთდა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის პროფკავშირის თავმჯდომარე …

„ქიმიური შეტევა ბათუმზე“ – რა გამოვლინდა შემოწმების შედეგად

ბათუმის ნავსადგურის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გრანულებიანი გოგირდი, რომელიც ნავსადგურში, ღია სივრცეში იტვირთებოდა, საფრთხეს არ წარმოადგენს. შედეგები დღეს, 21 ივნისს, გახდა ცნობილი. „გოგირდის ნაყარი ტვირთის გადატვირთვის პროცესში გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტების მიერ ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა, გაზომვები, რა დროსაც დარღვევა არ დაფიქსირებულა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გარემოს დაცვის დეპარტამენტის აჭარა-გურიის რეგიონალური სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსმა, ნატო …

Exit mobile version