ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, #188-ში, „ოცნების ქალაქთან“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ბათუმის მერიამ 2024 წლის ბოლოს დაგეგმა და 2025 წლის ბიუჯეტში ჩასვა. გასული წლის ბოლოს ამ ბაღის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა, გამარჯვებული გამოავლინა და ავანსიც გასცა. 2026 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შედეგების ანგარიშის მიხედვით კი, ამ დრომდე მშენებლობა არ დაწყებულა. საქმე ისე მიდის, მერია ამ ბაღის …
Tag Archives: ახალი საბავშვო ბაღი
მერიამ ახალი საბავშვო ბაღი მაღალი ძაბვის ბოძთან ააშენა, რამდენად უსაფრთხოა ბაღი ბავშვებისთვის
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, N82-ში მერიამ ახალი საბავშვო ბაღი გახსნა. ამ ბაღთან ახლოს მაღალი ძაბვის ხაზები გადის, საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლებს ბაღის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. ერთ-ერთი მშობლის ინფორმაციით, ბაღების გაერთიანებაში დაჰპირდნენ, რომ გაარკვევენ, უსაფრთხოა თუ არა ბაღის ტერიტორია ბავშვებისთვის. მშობლების ინფორმაციით, რაც „ბათუმელებს“ ადგილზე დასაქმებულმა პირმაც დაუდასტურა, ბაღი 15 …
ბათუმში 3 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა, 780-მდე ბავშვი კი ბაღის გარეშე დარჩა
ბათუმის მერია სამი ახალი საბავშვო ბაღის გახსნის შესახებ იუწყება და ბაღების საზეიმოდ გახსნის ფოტოებს ფეისბუქზე აქვეყნებს. ახალი ბაღების გახსნას ბათუმში ბაგრატიონისა და ქათამაძის ქუჩებზე ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. ახალი ბაღი გაიხსნა ასევე დაბა ჩაქვში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. მერიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, შენობები ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია …
Continue reading “ბათუმში 3 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა, 780-მდე ბავშვი კი ბაღის გარეშე დარჩა”
ერთი ტენდერი ბათუმში 3 საბავშვო ბაღის ასაშენებლად და 1 სახლის გასამაგრებლად
სამი საბავშვო ბაღის მშენებლობისა და ერთი საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოებს ბათუმის მერია ერთობლივად ყიდულობს. შესყიდვის ბიუჯეტი 6 მილიონ 176 624 ლარია. სამი ბაღის მშენებლობას გეგმავდა მერია 2022 წელსაც, თუმცა სამივე შემთხვევაში მიმწოდებელ კომპანიებთან ხელშეკრულებები შეწყვიტეს. მხოლოდ 27 პროცენტით შესრულდა ბათუმში, ქათამაძის ქ. №38-ში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი. ბიუჯეტში დარჩა მილიონ 508 169 ლარი. მერიაში განმარტეს, …
Continue reading “ერთი ტენდერი ბათუმში 3 საბავშვო ბაღის ასაშენებლად და 1 სახლის გასამაგრებლად”
სოფელ ერგეში მოსახლეობა 5 წელია საბავშვო ბაღს ითხოვს პეტიციით
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს მოსახლეობამ საბავშვო ბაღის მშენებლობის მოთხოვნით პეტიცია აჭარის უმაღლეს საბჭოში დაარეგისტრირა. ეს სოფლის მოსახლეობის უკვე მეორე მცდელობაა. იგივე შინაარსის პეტიციით 2017 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსაც მიმართეს, თუმცა – უშედეგოდ. ხელვაჩაურის საკრებულომ პეტიიცის განხილვის შემდეგ საკითხი მერიაში [მაშინ გამგეობაში] გადაამისამართა. მერიამ საკითხი შეისწავლა და ბაღის მშენებლობის მიზნით ადგილის ძებნა დაიწყო, თუმცა ამ დრომდე …
Continue reading “სოფელ ერგეში მოსახლეობა 5 წელია საბავშვო ბაღს ითხოვს პეტიციით”
რატომ ვერ დასრულდა ახალი ბაღის მშენებლობა ბათუმში – მორიგი ტენდერი 800 ათასი ლარით
ბათუმში, ლერმონტოვის N96-ის მიმდებარედ, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე [დარჩენილი სამუშაოების დასრულებაზე] მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ მორიგი ტენდერი გამოაცხადა, ამჯერად 800 ათასი ლარით. ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა 2020 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2,1 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა, მშენებლობა დღემდე დაუსრულებელია. ბაღის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებულ შპს „ვექტორთან“ ხელშეკრულება 1 912 504 ლარზე …
ბათუმში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება – ბიუჯეტიდან 4 მილიონია გამოყოფილი
ბათუმში ახალი საბავშვო ბაღი ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე, მდინარე ჩაქვისწყლის მიმდებარედ უნდა აშენდეს. ბაღის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტში 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მშენებლობა, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2022 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს. ტენდერი ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით საბავშვო ბაღის შენობის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა …
Continue reading “ბათუმში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება – ბიუჯეტიდან 4 მილიონია გამოყოფილი”
რატომ იცვლება ლერმონტოვის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი
ბათუმში, ლერმონტოვის 96-ის მიმდებარედ, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, „სამშენებლო სამუშაოების დაწყების წინ, ირგვლივ არსებული საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა უკმაყოფილება ასაშენებელი ბაღის ადგილმდებარეობის გამო“, ამიტომ კორექტირება უნდა შევიდეს პროექტში. ბაღის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებულ შპს „ვექტორთან“ ხელშეკრულება 1 912 504 ლარზეა გაფორმებული, საიდანაც კომპანიას უკვე გადაუხადეს 527 …
Continue reading “რატომ იცვლება ლერმონტოვის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი”
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ახალი საბავშვო ბაღის ასაშენებლად 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება
ბათუმში, ლერმონტოვის N96-ის მიმდებარედ, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 2 159 100 ლარია გამოყოფილი. მშენებლობაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. ბაღის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 510 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2019 წლის 31 მარტს დაიწყება და 5 აპრილს შეწყდება. ბაღის შენობა ორსართულიანი იქნება და ის 150 …
თამარის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება
თამარის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება. ბაღის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 650 ათასამდე ლარია გათვალისწინებული. ახალი საბავშვო ბაღი თამარის დასახლებაში 210 აღსაზრდელს მოემსახურება. როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, შენობაში ახლა წყლის, საკანალიზაციო და გათბობის სისტემებს აწყობენ. მთავრობის ინფორმაციით შენობის ფასადი გრანიტის ფილებით შეიფუთება, ეზოში კი სათამაშო მოედანი მოეწყობა. მთავრობისვე ინფორმაციით, …
Continue reading “თამარის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება”