ბათუმისთვის დიდ და პატარა ავტობუსებს იყიდიან – 10,5 მილიონი ლარი 18 ავტობუსისთვის

ბათუმისთვის 18 ავტობუსის შესაძენად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ტენდერები გამოაცხადა. ორი ტიპის ავტობუსებში მთლიანობაში ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 10,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. ავტობუსები ბათუმმა 6 თვის განმავლობაში უნდა მიიღოს, თანხას კი მიმწოდებელს 2027 წლის თებერვლამდე გადაუხდიან სრულად. სატენდერო პირობების მიხედვით შესასყიდი 10 ავტობუსიდან თითოეულის სიგრძე უნდა იყოს 11,5 მეტრიდან 12-500 მეტრამდე, ხოლო 8 ავტობუსის შემთხვევაში – სიგრძე 6,5 …

ქედას, შუახევსა და ხულოს ახალი ავტობუსები აქვთ

ქედას, შუახევსა და ხულოს ახალი, EURO 5-ი სტანდარტის შესაბამისი ავტობუსები მოემსახურება – ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტების მერიები ავრცელებენ. ახალი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და  აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში ხულოს მერიამ 2 ავტობუსი მიიღო, ხოლო შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებმა  – თითო …

ქობულეთს უნდა გადავცეთ – მთავრობა ბათუმის მერიას ავტობუსებს სთხოვს

ბათუმის მერიას უკვე მზად აქვს განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვითაც აჭარის მთავრობას 6 ავტობუსი უნდა გადასცეს, შემდგომში მათი ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის გადასაცემად. წერილი შესაბამისი მოთხოვნით ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან 2023 წლის 12 ივლისს მიიღო. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მერს წერს, რომ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარდგენილია ბათუმისა და ქობულეთის მერების კორესპონდენციები 2023 წელს გამოშვებული …

ბათუმის ავტობუსებში გაჩერებას გამოაცხადებენ – ამისთვის 88 ათასი ლარია გამოყოფილი

ბათუმის ავტობუსებში გაჩერებებს გამოაცხადებენ. ამ ახალი სისტემის დანერგვისთვის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ 88 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. „მუნიციპალურ ტრანსპორტში, სამარშრუტო ხაზზე მოძრავ ავტობუსებში, გაჩერების ტექსტის [ხმოვანი] გამოცხადების პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა-დანერგვასა და შემდგომი ყოველთვიურ მხარდაჭერაზე“ ტენდერი ავტოტრანსპორტმა უკვე გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით, „მუნიციპალურ ავტობუსებში შიდა საინფორმაციო ხმოვანი სისტემის დანერგვა მოიცავს სამარშრუტო ხაზზე მოძრავი ავტობუსის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მარშრუტის …

ბათუმში 10, 10ა, 2 და 2ა ხაზებზე ძველი ავტობუსები ჩაანაცვლეს

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, 9 მაისიდან ქალაქში 10, 10ა, 2 და 2ა სამარშრუტო ხაზებზე ახალი ავტობუსები იმოძრავებს: 10 და 10ა ხაზებზე ამჟამად არსებული ავტობუსები ახალი, ISUZU-ს მარკის 10-მეტრიანი ტრანსპორტით ჩანაცვლდა 2 და 2ა ხაზებზე მოძრავი Zonda-ს მარკის ავტობუსები კი Isuzu Ataman-ის ტიპის [რომლებიც აქამდე 10 და სხვა ხაზებზე მოძრაობდნენ] ავტობუსებით შეცვალეს. ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ამ დროისთვის …

ბათუმში №11 ხაზზე ახალი ავტობუსები იმოძრავებენ

ორშაბათიდან, №11 სამარშრუტო ხაზზე მოძრავ Zonda-ს მარკის ტრანსპორტს სრულად ჩაანაცვლებს ახალი, ლურჯი ავტობუსები. ბათუმის ავტოტრანსპორტის ცნობით, „12 ავტობუსი უკვე ქალაქშია, მიმდინარეობს ხაზზე გასასვლელად მოსამზადებელი სამუშაოები. ავტოპარკის განახლება ეტაპობრივად ხდება და აპრილის თვეში დასრულდება.“ ISUZU-ს ფირმის ახალი ავტობუსები სრულად ჩაანაცვლებს Zonda-ს [ყვითელი] მარკის მოძველებულ ტრანსპორტს ბათუმში. ახალი ავტობუსები გათვლილია 70 მგზავრზე და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ავტობუსებში …

ბათუმში 4 ნომერ ავტობუსებს ხვალიდან ახლით ჩაანაცვლებენ

ბათუმში ახალი მუნიციპალური ავტობუსები სამარშრუტო ხაზზე მუშაობას ხვალიდან, 1-ელი მარტიდან დაიწყებს. პირველ ეტაპზე ახალი ავტობუსები სრულად ჩაანაცვლებს №4 სამარშრუტო ხაზზე მოძრავ Zonda-ს მარკის ტრანსპორტს. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, №4 სამარშრუტო ხაზზე 10 ახალი ავტობუსი იმოძრავებს. ბათუმის ავტოპარკის განახლების პროცესი აპრილის თვეში დასრულდება. ISUZU-ს ფირმის ახალი ავტობუსები სრულად ჩაანაცვლებს Zonda-ს [ყვითელი] მარკის მოძველებულ ტრანსპორტს. ახალი ავტობუსები გათვლილია …

18 ახალი ავტობუსი ბათუმში კვირის ბოლოს ჩამოვა

ბათუმის ავტოტრანსპორტის ცნობით,  60 ახალი ავტობუსის ეტაპობრივი მოწოდება ბათუმში მიმდინარე კვირის ბოლოდან დაიწყება. საწყის ეტაპზე ქალაქში 18 ახალი, 10 მეტრი სიგრძის ავტობუსი ჩამოვა, რომლებიც სამარშრუტო ხაზებზე მარტიდან იმოძრავებენ. ბათუმი 2023 წელს 65 ახალ ავტობუსს იყიდის, თუმცა მერიის განცხადებით, აქედან ქალაქში მხოლოდ 60 ავტობუსი იმოძრავებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით 5 ახალი ავტობუსი აჭარაში, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტს გადაეცემა, სავარაუდოდ, ეს …

რა სამარშრუტო ხაზებზე იმოძრავებს ახალი ავტობუსები ბათუმში

ბათუმი 65 ახალ ავტობუსს 2023 წლის მაისამდე ეტაპობრივად მიიღებს. შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის” ინფორმაციით, ახალი ავტობუსებით ე.წ. ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. შესაბამისად, ძველი ავტობუსებს ახლებით შემდეგ შვიდ სამარშრუტო ხაზზე ჩაანაცვლებენ: #2 [ადლიის ქ. – ახალშენის ცენტრი] #2ა [ახალშენის ცენტრი-ადლიის ქ] #4 [აღმაშენებლის ქ – სვიშევსკის ქ] #8 [აღმაშენებლის ქ – მახინჯაური] #9 [ქათამაძის ქ – ივანე მესხის …

ხვალიდან ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებს

ხვალიდან ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებენ. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტობუსები დღეს უკვე დატესტეს და ისინი მე-13 და მე-14 სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებენ [ჭავჭავაძე, ლერმონტოვი, ბაგრატიონის ქუჩები]. თანამედროვე სტანდარტის ახალი ელექტროავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ტრანსპორტში დამონტაჟებულია გათბობა და კონდიცირება, ხმოვანი სისტემა და ვიდეოკამერები. ელექტრობუსი დაიტენება ბოლო გაჩერებებზე. ელექტრობუსს შეუძლია გაიაროს დატენვის გარეშე 25 კილომეტრი. ბათუმის მერიაში აღნიშნავენ, რომ …

ახალი ავტობუსები ჩამქრალი ელექტროტაბლოებით

ბათუმში რამდენიმე ახალი ლურჯი ავტობუსი ხაზზე ელექტროტაბლოს გარეშე მუშაობს. ტაბლოს ადგილზე, მაგალითად, ერთ-ერთ ავტობუსზე ნომერი „6“ ქაღალდზეა ამობეჭდილი და ისეა განთავსებული. ანალოგიური მდგომარეობაა ასევე სხვა სამარშრუტო ხაზზე მოძრავ ზოგიერთ ავტობუსზეც. რატომ არ მუშაობს ელექტროტაბლო ავტობუსებზე, რომლებიც ბათუმის მერიამ ერთი წელიც არ არის რაც შეისყიდა? მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, „ავტობუსებს სერიოზული ტექნიკური პრობლემები არ აქვს. …

რა ნომრებით იმოძრავებენ ლურჯი ავტობუსები – ახალი ხაზი „ჭაობის უბნისთვის“

ლურჯი ფერის მუნიციპალური ავტობუსი ბათუმში N10 მარშრუტზე იმოძრავებს. ახალი ავტობუსები ახალ ხაზზეც იმოძრავებენ, რომელიც არსებულ მარშრუტებს პირველი სექტემბრიდან დაემატება. ახალი მარშრუტის სქემაა: ბათუმის ყინულის მოედანი/ორბელიანის ქუჩა-ლერმონტოვის ქუჩა-გრიბოედოვის ქუჩა-ჯავახიშვილის ქუჩა-გორგილაძის ქუჩა-ბარათაშვილის ქუჩა-თბილისის მოედანი. ამ ხაზზე რა ნომრით იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი. ახალი ავტობუსები ამ ეტაპზე სხვა ხაზებზე არ იმოძრავებენ. მერიის განცხადებით, ახალი, ლურჯი ავტობუსებით …

ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შესაძენად ტენდერში გამარჯვებული ჯერ არ დასახელებულა

ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი ერთ თვეზე მეტია დასრულდა, თუმცა ტენდერში გამარჯვებული ამ დრომდე გამოვლენილი არ არის. სატენდერო კომისიას გამარჯვებულის გამოსავლენად ვადა მიმდინარე წლის 15 მაისამდე აქვს. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, სატენდერო კომისია ამ დრომდე სწავლობს ტენდერში მონაწილე კომპანიის ტექნიკურ დოკუმენტაციას, რომელიც 30-ის ნაცვლად 40 ახალი ავტობუსის მოწოდების პირობას იძლევა. ევროდიზელზე მომუშავე ავტობუსები ბათუმის მერიას …

ახალი ავტობუსები ბათუმისთვის – ტენდერში ერთი კომპანია მონაწილეობდა

ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 2018 წლის 15 მარტს, შეწყდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ტენდერში წინადადება მხოლოდ ერთმა კომპანიამ წარადგინა. ამ ეტაპზე ბათუმისთვის ევროდიზელზე მომუშავე 30 ავტობუსი უნდა შეისყიდონ. შემდეგი ტენდერი უკვე ელექტროავტობუსების შემოყვანაზე გამოცხადდება. დღესვე ბათუმის მერიაში ახალი ავტობუსების შეძენასთან დაკავშირებით სატენდერო პაკეტი გაიხსნა. მერიის ინფორმაციით, წინადადება უკრაინულ-იაპონურმა კომპანიამ  – „ჩერკასკი ავტობუსმა“ წარმოადგინა. კომპანია მერიას …

7 მილიონი ევრო 50-მდე ახალი ადაპტირებული ავტობუსისთვის ბათუმში

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 10 ელექტრო და 40 დიზელზე მომუშავე ახალ ავტობუსს EBRD-ის სესხით შეიძენს. ავტობუსებისთვის დაახლოებით 7 მილიონი ევრო დაიხარჯება. საერთაშორისო ტენდერი ოფიციალურად გამოცხადდა და სატენდერო წინადადებების მიღება წელს 15 მარტს დასრულდება. ახალი ავტობუსები ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ასევე უნდა ჰქონდეს კონდიციონერი. ტენდერის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ინგლისურ ენაზეა EBRD-ის გვერდზე ხელმისაწვდომი. „ტენდერი ტარდება …

Exit mobile version