აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ამ დროისთვის 2 276 ბენეფიციარს მიეწოდა სხვადსხვა სერვისი. მომართვიანობის ზრდის გამო, 2022 წელს დაგეგმილია „ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაციის“ პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობისა და დაფინანსების ზრდა. მომავალი წლიდან ნაცვლად 714 ბენეფიციარისა, სერვისით ისარგებლებს 900 ბენეფიციარი და გამოიყოფა 2 376 00 ლარი. 2022 …
Tag Archives: აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს ღვიძლის, ძვლის ტვინისა და გულის ტრანსპლანტაციას
მერაბ თებიძე და ლია წულუკიძე ქედის მუნიციპალიტეტის პირველ მაისში ცხოვრობენ. მიმდინარე წლის დასაწყისში მერაბს მოულოდნელად განუვითარდა ღვიძლის უკმარისობა, 29 დღიანი რეანიმაციული მკურნალობის შემდეგ მას ექიმებმა ღვიძლის ტრანსპლანტაცია შესთავაზეს, პაციენტი დათანხმდა, დონორობაზე სურვილი საკუთარმა მეუღლე გამოთქვა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციას 2016 წლიდან აფინანსებს. საწყის ეტაპზე ზღვრული თანხა 10 000 ლარს შეადგენდა. თანხა ყოველწლიურად იზრდება და …
რა იცვლება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა სამედიცინო და რეაბილიტაციის პროგრამებში
აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2021 წელს ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამებს ახორციელებს, რომელთა ფარგლებშიც მიმდინარე წელს, მოცემული პერიოდისათვის, უკვე 2036 ბენეფიციარმა ისარგებლა სხვადასხვა სერვისით. აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, მოადგილესთან, ზურაბ თენიეშვილთან და სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ინდირა ნაკაიძესთან ერთად, სარეაბილიტაციო ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ბავშვთა …
ეკომიგრანტი ოჯახების თანადაფინანსება იზრდება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2022 წელს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტს 3,000,080 ლარამდე ზრდის. მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მომავალ წელს ამოქმედდება თითოეული ოჯახისათვის გათვალისწინებული თანადაფინანსების მოცულობის ზრდაა. სამინისტრო უსაფრთხო საცხოვრისის შესაძენად სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ერთჯერადად 30 000 ლარს გამოუყოფს. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა სამინისტრომ 2016 წელს შეიმუშავა, პროგრამა ყოველწლიურად …
Continue reading “ეკომიგრანტი ოჯახების თანადაფინანსება იზრდება”
რა სამედიცინო მომსახურებას აფინანსებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა და სერვისის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესება. „მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროგრამები თავისი შინაარსითა და მოცულობით ორიენტირებულია სოციალურად დაუცველ, სხვა სოციალური კატეგორიისა და დაავადების მაღალი რისკის ჯგუფებზე. COVID-19-თან შეიძლება ითქვას, 24 საათიანი ბრძოლის მიუხედავად, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური …
Continue reading “რა სამედიცინო მომსახურებას აფინანსებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო”
ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის პროცესი აჭარაში – მინისტრის ანგარიში უმაღლეს საბჭოს
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა დ სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აჭარაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ვაქცინაციის შესახებ ანგარიში წარადგინა. მინისტრის განმარტებით, ბოლო დღეებში მკვეთრად გამოხატულია სტაბილიზაცია, დღეს Covid-19-ით ინფიცირების 449 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღეებთან შედარებით 200-ით ნაკლებია. დღევანდელი მონაცემებით ასევე ინფიცირებულთა მაჩვენებელს აჭარბებს …
გაიზარდა საზღვარგარეთ მკურნალობის, შშმ პირთა და ხანდაზმულთა ხელშეწყობის პროგრამების დაფინანსება
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტი გაიზარდა და 27 200 000 ლარს შეადგენს. სამინისტროს ბიუჯეტში შეტანილი ცვლილების თანახმად გრძელდება 2021 წელს დაგეგმილი ყველა პროგრამა. გაზრდილი ბიუჯეტი ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებზე გადანაწილდა. კერძოდ, გაიზარდება მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების, ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაციის, ბავშვთა ადრეული განვითარების, აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისა …
რა შეღავათებით სარგებლობენ შშმ პირები აჭარაში – სიახლეები ჯანდაცვის პროგრამებში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამების მთავარი ბენეფიციარი სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოქალაქეებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან. პროგრამები უშუალოდ მორგებულია მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე. ნახეთ პროგრამები სრულად: სამინისტრო აღნიშნული მიმართულებით თითქმის ყოველწლიურად ამოქმედებს ახალ პროგრამას, ან მიმდინარეობს უკვე არსებული პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და მომსახურების ნუსხის, ბენეფიციართა რაოდენობისა და დაფინანსების ოდენობის გაზრდა-გაფართოება. …
Continue reading “რა შეღავათებით სარგებლობენ შშმ პირები აჭარაში – სიახლეები ჯანდაცვის პროგრამებში”
„ყველაფერი ფერფლად იქცა“ – სახლის დაწვის შემდეგ 4-სულიან ოჯახს არავინ დაეხმარა
„მოულოდნელად გაჩენილი ხანძრისგან ჩემი ხის სახლი მთლიანად დაიწვა, ფერფლად იქცა ყველაფერი, ვერაფერი გადავარჩინეთ…“ – ამბობს თამილა ჯოყილაძე, რომლის სახლიც წელს, 7 თებერვალს დაიწვა. თამილა ჯოყილაძე ქმართან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მულის ოჯახში ცხოვრობს. მას არც ქირის ფულს უხდიან და კომპენსაციაზეც უარს ეუბნებიან, რადგან სახლი, სადაც ოჯახი 6 წელი ცხოვრობდა, მისი კერძო საკუთრება არ იყო. …
Continue reading “„ყველაფერი ფერფლად იქცა“ – სახლის დაწვის შემდეგ 4-სულიან ოჯახს არავინ დაეხმარა”
უფასო „ტამიფლუ“ აფთიაქებში ჯერ არ არის – H1N1
საქართველოს ჯანდაცვის სამინიტრომ მოქალაქეებისთვის უფასოდ გადასაცემად აფთიაქებს „ტამიფლუ“ ნაწილობრივ უკვე გადასცა. PSP-ში გვითხრეს, რომ პრეპარატი სამინისტროსგან უკვე მიიღეს, თუმცა ქსელში ჯერ არ გადაუნაწილებიათ, გადაცემული ანტივირუსული პრეპარატის გადანაწილება უკვე დაწყებულია და ხვალ საღამოს წამალი აფთაქებში PSP -ს მომხმარებლისთვის უკვე მისაწვდომი იქნება. „ავერსისა“ და „ფარმადეპოს“ ინფორმაციით კი, მედიკამენტს სამინისტროსგან ჯერ კიდევ ელოდებიან. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ანტივირუსული …
Continue reading “უფასო „ტამიფლუ“ აფთიაქებში ჯერ არ არის – H1N1”
ვინ დაეხმარება ოჯახს, რომელსაც „ოცნების ქალაქში“ სახლი დაეწვა
შოთა ბოლქვაძე „ოცნების „ქალაქში“ 2012 წლიდან ცხოვრობს. დღეს გაჩენილმა ხანძარმა მისი ხის სახლი მთლიანად გადაწვა. ოჯახმა სახლიდან ვერაფრის გამოტანა ვერ შეძლო. ვიდრე მცირეწლოვანებს და ასაკოვან ბებიას სახლიდან გამოიყვანდნენ, ყველაფერი განადგურდა. „სამი ძმაა სულ, ჯამში 17 სული. ამ ოჯახს შვიდი შვილი ჰყავს. მეორე ძმა 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე ცხოვრობს, მესამე – ნაქირავებშია. სოფელ ირემაძეებიდან არიან და სახლი …
Continue reading “ვინ დაეხმარება ოჯახს, რომელსაც „ოცნების ქალაქში“ სახლი დაეწვა”
რატომ შეეცვალათ მეპატრონე ბათუმში სამედიცინო დაწესებულებებს
სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც 100 პროცენტიან წილს სახელმწიფო ფლობს, ქვემდებარეობა შეეცვალათ. „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო“, „ინფექციური საავადმყოფო“ და „სამედიცინო განათლების ცენტრი“ აქამდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარებოდა. ამჯერად ამ დაწესებულებების მართვას აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს. „ერთგვარი უხერხულობა იქმნებოდა, როცა ცალკეულ პრობლემაზე საავადმყოფოს ადმინისტრაცია მიმართავდა ფინანსთა სამინისტროს, შემდეგ ეს სამინისტრო ჩვენ გვწერდა წერილს და …
Continue reading “რატომ შეეცვალათ მეპატრონე ბათუმში სამედიცინო დაწესებულებებს”
რატომ ვერ მკურნალობენ ძლიერ დამწვრობას აჭარაში?
აჭარის რეგიონში მოქმედ სამედიცინო კლინიკებში ძლიერი დამწვრობის მკურნალობის სერვისი არ მოქმედებს. კლინიკებში მხოლოდ პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაა შესაძლებელი. რეგიონში არც დამწვრობის სპეციალისტია. „მოთხოვნა არის დაბალი, რის გამოც არც ერთ კლინიკას არ უღირს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და კადრების შენახვა,“ – განმარტავს ზაალ მიქელაძე, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. მისი თქმით, ქვეყანაში მოქმედი ერთადერთი …
Continue reading “რატომ ვერ მკურნალობენ ძლიერ დამწვრობას აჭარაში?”
თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაშავებული ბათუმში გადმოიყვანეს
9 აპრილს თურქეთში, ქალაქ რიზესთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაზარალებული საქართველოს მოქალაქე ახლახან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. პაციენტი ამ დრომდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. „თურქეთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში მიიყვანა პაციენტი, რადგან არ მომხდარიყო მისი ხელახლა გადართვა მართვით სუნთქვაზე. მისი მდგომარეობა ისევ მძიმეა,“ – გვითხრა ზაალ მიქელაძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა. რიზესთან მომხდარი ავტოსაგზაო …
Continue reading “თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაშავებული ბათუმში გადმოიყვანეს”
თავშესაფარი ფსიქიკურად დაავადებული ადამიანებისთვის
ფსიქიკურად დაავადებულ ხანდაზმულებს თავშესაფარში მიიღებენ – საუბარია 65 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, ვისაც ასაკობრივი ცვლილებების გამო სხვადასხვა ფსიქიკური დაავადება ქრონიკულად აწუხებს, მაგრამ არა გამწვავებული ფორმით. ამ ტიპის პაციენტების სტაციონარში მოთავსება ამჟამად შეუძლებელია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ივლისიდან 50 ასეთი პაციენტის დაფინანსებას აპირებს. „ესენი არიან მოხუცები, რომლებიც გარშემომყოფებს საფრთხეს არ უქმნიან, მაგრამ ხშირად ოჯახებს მათი მოვლის საშუალება არ აქვთ, ან …
Continue reading “თავშესაფარი ფსიქიკურად დაავადებული ადამიანებისთვის”
ჯანდაცვის მინისტრის წარდგინებით სამი მოადგილე დაინიშნა
აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის სამი მოადგილე უკვე დანიშნულია. მეოთხე მოადგილის სავარძელი ამ დროისთვის ვაკანტური რჩება. მინისტრის წარდგინებით მოადგილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ნიშნავს. მინისტრის პირველი მოადგილე ამავე უწყების სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ლელა სურმანიძე იქნება ის პროფესიით ექიმია და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობს 2007 წლიდან. საკადრო ცვლილება არ შეხებია მინისტრის ორ მოადგილეს: ნონა …
Continue reading “ჯანდაცვის მინისტრის წარდგინებით სამი მოადგილე დაინიშნა”