ხელისუფლებაში მოსვლიდან ოთხი წლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებისას „ქართულმა ოცნებამ“ მთავარი გათვლა არა პარტიულ სახეებზე, არამედ სხვადასხვა სფეროში წარმატებულ პირებზე გააკეთა. არც მათ და არც სხვა პარტიების მიერ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატებად დასახელებული პირების უმეტესობას, არ აქვს სამპუნქტიანი ჩამონათვალიც კი, რა თემებზე აპირებენ სადეპუტატო უფლებამოსილების ფარგლებში მუშაობას. ბათუმის #68 მაჟორიტარულ ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ ფატი …
Tag Archives: არჩევნები 2016
ვინ წარადგენს მაღალმთიან აჭარას პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში
ახალი საოლქო გადანაწილების მიხედვით მაღალმთიან აჭარას სამი მაჟორიტარის ნაცვლად ერთი მაჟორიტარი ეყოლება პარლამენტში. ვინ დაიცავს ქედის, ხულოსა და შუახევის მოსახლეობის ინტერესებს საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში და რას ჰპირდებიან მმართველი გუნდისა თუ ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატები მოსახლეობას? საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, ქედის (მახუნცეთის თემის გარდა), შუახევისა და ხულოს მოსახლეობამ მხოლოდ ერთი მაჟორიტარი უნდა აირჩიოს საქართველოს …
Continue reading “ვინ წარადგენს მაღალმთიან აჭარას პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში”
ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარული ოლქების საზღვრები
ამომრჩეველი აჭარაში [ზოგადად ქვეყანაში] მაჟორიტარს, როგორც პარლამენტში, ასევე უმაღლეს საბჭოში, აირჩევს შესაბამის ოლქებში, რომელთა საზღვრები შეცვლილია. აჭარის ტერიტორიაზე 6 მაჟორიტარული ოლქია: 68, 69, 70, 71, 72 და 73. 71-ე მაჟორიტარული ოლქი – მოიცავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, გარდა ხალას, ჩაისუბნის, საჩინოს, ჩაქვისა და ციხისძირის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქებისა. ეს ადგილობრივი ოლქები შედის N68 [ბათუმის] მაჟორიტარული ოლქის საზღვრებში. 72-ე …
Continue reading “ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარული ოლქების საზღვრები”
„ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ სიის პირველი ათეული აჭარაში
აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ სიის პირველი ათეული: 1. ცინცქილაძე გიორგი – ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ერთიანი ოპოზიციის“ თავმჯდომარე. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს წევრი. იყო აჭარის პარლამენტის სპიკერი 2004 წელს, აბაშიძისდროინდელი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე და აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე; 2. ჭეიშვილი დიმიტრი – 69-ე [ბათუმის] მაჟორიტარულ …
Continue reading “„ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ სიის პირველი ათეული აჭარაში”
უსკო: პარტიული სია ხუთმა საარჩევნო სუბიექტმა არ წარმოადგინა
უსკოში პარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა. უსკოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე პარტიული სია 15-მა საარჩევნო სუბიექტმა [11 დამოუკიდებელი პარტია და 4 საარჩევნო ბლოკი] წარადგინა. „უსუფაშვილი – რესპუბლიკელები“; „დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისათვის”; „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“; „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“; საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“; …
Continue reading “უსკო: პარტიული სია ხუთმა საარჩევნო სუბიექტმა არ წარმოადგინა”
„ქართული ოცნების“ სიის ათეული აჭარაში
„ქართული ოცნების“ სიის პირველი ათეული აჭარაში ასე გამოიყურება: 1. ნუგზარ სურმანიძე [აჭარის ჯანდაცვის ყოფილ იმინისტრი] 2. დავით გაბაიძე [აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი] 3. ირაკლი ჭეიშვილი [ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე] 4. ცოტნე ანანიძე [აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილე, პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი] 5. დავით თედორაძე [საკრებულოს წევრი, „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრი] 6. ვლადიმერ მგალობლიშვილი [აჭარის განათლების მინისტრის …
„ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარაში
დღეს, 8 სექტემბერს ბათუმში „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ ხელმძღვანელმა ნინო ბურჯანაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტში: ბათუმის №68 ოლქი – ომარ ფარტენაძე; ბათუმის №69 ოლქი – დავით გოგიტიძე; ბათუმის №70 საარჩევნო ოლქი – ხათუნა ფხაკაძე; №71 ოლქი -სულიკო რომანაძე; №72 ოლქი – იაშა გვიანიძე; №73 ოლქი – მიხეილ მახარაძე. მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარის უმაღლეს საბჭოში: ბათუმის …
Continue reading “„ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარაში”
„თავისუფალი დემოკრატების“ სიის პირველი ათეული აჭარაში
8 სექტემბერს, უსკოში პარტიული სიების წარდგენის ვადის ბოლო დღეს, ცნობილი გახდა „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო სია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე. პარტიული სიის პირველი ნომერი ბათუმის საკრებულოს წევრი, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი აჭარაში, კობა ჩხეიძეა. სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება: 1. კობა ჩხეიძე [მაჟორიტარი #69 საარჩევნო ოლქში] 2. ჯაბა ბერიძე [მაჟორიტარი #68 საარჩევნო ოლქში] 3. ოთარ ცეცხლაძე [მაჟორიტარი …
Continue reading “„თავისუფალი დემოკრატების“ სიის პირველი ათეული აჭარაში”
„ნაციონალური მოძრაობის“ სია აჭარაში ძველი სახეებით
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის უკვე ცნობილია. პირველი ნომერი სიაში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძეა. მან სიის პირველი თხუთმეტი წევრი წარმოადგინა და აღნიშნა, რომ „ეს 15-ვე სრულად შევა უმაღლეს საბჭოში“. სიაში სულ 35 პირია. ლევან ვარშალომიძე – აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე; პეტრე ზამბახიძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი; გია აბულაძე – აჭარის …
Continue reading “„ნაციონალური მოძრაობის“ სია აჭარაში ძველი სახეებით”
უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე პარტიული სია ექვსმა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა
უსკოში პარტიული სიების წარდგენის ვადა დღეს, 8 სექტემბერს იწურება. უსკოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით პარტიული სია წარდგენილი აქვს შემდეგ 6 საარჩევნო სუბიექტს [მათ შორისაა 5 დამოუკიდებელი პარტია და ერთი საარჩევნო ბლოკი]: ,,უსუფაშვილი – რესპუბლიკელები“; ,,დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისათვის”; ,,ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“; „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“; საარჩევნო ბლოკი „ნინო …
Continue reading “უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე პარტიული სია ექვსმა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა”
შეწირე და მიიღე
ქველმოქმედება პოლიტიკურად და „ოცნების“ ხელისუფლება 2016 წელს „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულობის სახით ხუთ მილიონამდე ლარი მიიღო. სახელისუფლებო პარტიას მსხვილ თანხას ძირითადად დეველოპერები სწირავენ, შემდეგ ისინი სამთავრობო სტრუქტურების მიერ გამოცხადებულ ტენდერებს იგებენ და მაღალბიუჯეტიან კონტრაქტებს აფორმებენ, ან კიდევ, ხელსაყრელი პირობებით იღებენ მიწის ნაკვეთს ქალაქის ცენტრში მრავალბინიანი კორპუსის ასაშენებლად. მათგან ბევრმა ბედი პოლიტიკაშიც სცადა ან ახლა აპირებს. დეველოპერების …
უსკომ საარჩევნო სუბიექტებს რიგითი ნომრები მიანიჭა
უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. წილისყრით ნომერი ორ პარტიას მიენიჭა – N31 „კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო“ [ეს პარტია პარლამენტის არჩევნებისთვის ბლოკშია გაერთიანებული, ხოლო აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად დამოუკდიებლად იბრძოლებს], ხოლო მეორე პოლიტიკური გაერთიანება არის „მურმან დუმბაძე – მედეა ვასაძე – ემსახურე საქართველოს“ და მისი რიგითი ნომერია – 32. …
Continue reading “უსკომ საარჩევნო სუბიექტებს რიგითი ნომრები მიანიჭა”
კონკურსი უსკოში
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია აცხადებს კონკურსს, აჭარის საოლქო საარჩევნო კომისიებში უსკოს წარმომადგენლების ვაკანტურ პოზიციებზე. უსკოს საარჩევნო კომისიის წარმომადგენლობის მსურველმა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინოს განცხადება, რომელშიც უნდა მიეთითოს: კანდიდატის სახელი, გვარი, მისამართი, პარტიული კუთვნილება, იმ საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება სადაც სურს წარმომადგენლობა და ტელეფონის ნომერი. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს: …
უსკო საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის მინიჭების წესს განსაზღვრავს
ხვალ, 5 სექტემბერს, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია [უსკო] აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის მინიჭების წესს განსაზღვრავს. ამ წესის შესაბამისად კი, შემდგომში გაიმართება წილისყრა, საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის მინიჭებაზე, თუმცა როდის, თარიღი უცნობია. ხვალ, უსკო, სხვა საკითხებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის უსკოს წარმომადგენლების არჩევის, დაფინანსების წესისა …
Continue reading “უსკო საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის მინიჭების წესს განსაზღვრავს”
დავით ბერძენიშვილი: „ოპონირება არ უნდა გვიშლიდეს ხელს, კორექტული ურთიერთობებისთვის“
დღეს 3 სექტემბერს, „ბათუმობა“-ზე „რესპუბლიკელების“ მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, დავით ბერძენიშვილიც იმყოფებოდა. მან აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. „ბათუმელებთან“ საუბარში დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მაზნიაშვილის მეომრების საფლავთან „რესპუბლიკელების“ გამოჩენა ბუნებრივია: „ეს საფლავები ჩვენი გათხრილია, ჩვენი აღმოჩენილია, აქ იდგა საოლქო კომიტეტის შენობა, მთელი კგბ და კომუნისტების დროს, მათი წინააღმდეგობის ფონზე ირაკლი ჩავლეიშვილმა და …
უსკო-ს თავმჯდომარემ „კვარაცხელია – სოციალისტებს“ რეგისტრაცია გაუუქმა
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას „ნეიტრალური საქართველო,“ სახელწოდებით – „კვარაცხელია – სოციალისტები“ რეგისტრაცია გაუუქმა. „2016 წლის 12 აგვისტოს უსკოს თავმჯდომარის N20 განკარგულების ბათილად ცნობას წინ უძღოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ 30 აგვისტოს მიღებული განკარგულება, რითაც „კვარაცხელია – სოციალისტები“ რეგისტრაციიდან მოიხსნა. რაც იმას ნიშნავს, რომ 2016 წლის აჭარის …
Continue reading “უსკო-ს თავმჯდომარემ „კვარაცხელია – სოციალისტებს“ რეგისტრაცია გაუუქმა”
ივანიშვილის პროგნოზი: 15-მდე დეპუტატი უმაღლეს საბჭოში, 100-მდე პარლამენტში „ოცნებიდან“
8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, აჭარის უმაღლეს საბჭოში, „ქართული ოცნების“ 15-მდე, ხოლო საქართველოს პარლამენტში 100-მდე დეპუტატის ხილვას პროგნოზირებს პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი. მან ამის შესახებ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში – „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა. „პლუს-მინუს 10%, ვერ წარმომიდგენია 90 დეპუტატზე ნაკლები იყოს საქართველოს პარლამენტში, ეგ უფრო ნაკლებად წამომიდგენია, ვიდრე 115“, – განაცხადა …
საუბნო კომისიები „გამჭვირვალე“ პოლიტიკური გავლენებით
გასულ კვირას საუბნო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდა. 13-კაციან საუბნო კომისიაში შვიდი წევრი სხვადასხვა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს, პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს. დანარჩენი ექვსი კი, კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პროფესიონალიზმის ნიშნით უნდა იყოს შერჩეული. საარჩევნო მიმართულებით სერტიფიცირებული კადრები საუბნო კომისიების გარეთ დარჩნენ. „საარჩევნო ადმინისტრაციების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების ტესტი ხელისუფლებამ ამჯერადაც ვერ ჩააბარა,“ – ეს მადონა ბერიძის შეფასებაა „სამართლიანი …
Continue reading “საუბნო კომისიები „გამჭვირვალე“ პოლიტიკური გავლენებით”
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს გადადგომის მოთხოვნით მიმართა. დღეს, 31 აგვისტოს იგი საანგარიშო განცხადებით წარსდგა აჭარაში მოქმედი საავადმყოფოების მენეჯერების და სამინისტროს თანამშრომლების წინაშე. მან ოთხი წლის მანძილზე, მისი მინისტრობის დროს განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა. მინისტრის პოსტის დატოვების გადაწყვეტილების მიზეზი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაა. როგორც ცნობილია ნუგზარ სურმანიძე უმაღლეს …
Continue reading “აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა”
ვინ არიან მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები ბათუმში
ხელისუფლებაში მოსვლიდან ოთხი წლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარების დასახელებისას მმართველმა პარტიამ მთავარი გათვლა არა პარტიულ სახეებზე, არამედ სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ პირებზე გააკეთა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, სად შეხვდათ მათ საქმიანობის განხორციელებისას კანონმდებლობაში ხარვეზები, რისი შეცვლა სურთ და რა გეგმები აქვთ პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში მოხვედრის შემთხვევაში. აჭარის ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მუხრან ვახტანგაძე „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს …
Continue reading “ვინ არიან მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები ბათუმში”
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს, ბათუმში, აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ბათუმის N68 ოლქი: პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არის ნუგზარ ვარშანიძე, ხოლო აჭარის უმაღლეს საბჭოში – ჯაბა ბერიძე. ბათუმის N69 ოლქი: პარლამენტში – ნინო ბერაძე, უმაღლეს საბჭოში – კობა ჩხეიძე. ბათუმის N70 ოლქი: პარლამენტში – თეიმურაზ ხაბაძე, უმაღლეს საბჭოში – არმაზ ბახტაძე. რაც შეეხება აჭარის მუნიციპალიტეტებს. ქობულეთში მაჟორიტარი დებუტატობის …
Continue reading “„თავისუფალმა დემოკრატებმა“ აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა”
საია მოუწოდებს საოლქო კომისიებს არ დაუშვან პოლიტიკური გავლენებით გადაწყვეტილების მიღება
„საია მოუწოდებს საოლქო კომისიებს, არ დაუშვან საუბნო კომისიის პროფესიული წევრების შერჩევის დროს პოლიტიკური გავლენებით გადაწყვეტილების მიღება, წევრები შეარჩიონ პროფესიული უნარჩვევებისა და კეთილსინდისიერების მიხედვით“ – აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ დღეს გაავრცელა. საიაში აცხადებენ, ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ „მათ წევრებს ხელთ ჩაუვარდათ ქობულეთის, სენაკის, ოზურგეთის, დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიებში სავარაუდოდ არსებული წინასაწარი სიები, რომლებიც …
ლეონიდ ჩერნოვეცკი ისევ პოლიტიკაში მოდის
კიევის ყოფილმა მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ საქართველოს საპალამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ქობულეთის საოლქო-საარჩევნო კომისიაში ყველა საჭირო დოკუმენტი წარადგინა. ქობულეთის #81 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გელა ხახნელიძის ინფორმაციით, კიევის ყოფილი მერი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ქობულეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელ, უპარტიო კანდიდატად გეგმავს და მას უახლოეს დღეებში დაარეგისტრირებენ. ლეონიდ ჩერნოვეცკი ბოლო წლებია ქობულეთში ცხოვრობს. მან საქართველოს პარლამენტში შესვლის სურვილი …
უსკომ საოლქო საარჩევნო კომისიებს საწვავის ლიმიტი განუსაზღვრა
უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ დღეს, 16 აგვისტოს სხდომაზე საოლქო კომისიებს საწვავის ლიმიტი განუსაზღვრა – თითოეულ ოლქს 500 ლიტრის ოდენობით. აჭარაში სულ ექვსი საოლქო საარჩევნო კომისია იმუშავებს. დღესვე უსკომ ცვლილებები შეიტანა საარჩევნო ღონისძიებების გრაფიკში. დაზუსტდა საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის მინიჭების ვადები 2 სექტებრიდან 8 სექტემბრამდე, ასევე დაზუსტდა პარტიული სიების წარდგენის წესები. ამ დროისთვის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში …
Continue reading “უსკომ საოლქო საარჩევნო კომისიებს საწვავის ლიმიტი განუსაზღვრა”
“წარმატებული სპორტსმენი, ექიმი ან ბიზნესმენი არ ნიშნავს კარგ პარლამენტარს”
13 აგვისტოს ბათუმში, ევროპის მოედანზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. მმართველი პარტიის არჩევანის შეფასება `ბათუმელებმა“ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელს, ასლან ჭანიძეს სთხოვა. როგორ აფასებთ „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარმოდგენილ სიას? იყო თუ არა თქვენთვის ვინმე მოულოდნელი ამ სიაში? მოულოდნელი ნამდვილად იყო. ის, რომ ძველი, ცნობილი სახეები არ …
Continue reading ““წარმატებული სპორტსმენი, ექიმი ან ბიზნესმენი არ ნიშნავს კარგ პარლამენტარს””
ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე მაჟორიტარობის კანდიდატის წინააღმდეგ
“უნდა გამოვფხიზლდეთ ხულომ და მთლიანად აჭარამ, სანამ მედროვე ფეოდალები ყველას მოისყიდიან…” – ამ მოწოდებით სტატუსი სოციალურ ქსელში ხულოს საკრებულოს თავმჯდომარემ ჯამბულ ხოზრევანიძემ კვირას, 14 აგვისტოს დაწერა. მან “ქართული ოცნებიდან” ხულოს, შუახევის და ქედის მაჟორიტარობის კანდიდატად პარლამენტში ანზორ ბოლქვაძის ოფიციალურად წარდგენა გააპროტესტა. საკრებულოს თავმჯდომარე თვლის, რომ “ოცნებაში პორტირებული ნაციონალების ზეიმია” და ანზორ ბოლქვაძემ კონკრეტულ კითხვებს პასუხი …
Continue reading “ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე მაჟორიტარობის კანდიდატის წინააღმდეგ”
“ოცნება” ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატად ნუკრი ბეჟანიძეს წარადგენს
დღეს, საღამოს 8 საათზე ევროპის მოედანზე მმართველი პარტია დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე. როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, ერთ-ერთი კანდიდატი ბათუმელი ექიმი, სამშობიარო სახლის ხელმძღვანელი ნუკრი ბეჟანიძე იქნება. ნუკრი ბეჟანიძემ ინფორმაცია “ბათუმელებთან” დაადასტურა, თუმცა არ დააზუსტა, პარლამენტში მოხვედრისთვის იბრძოლებს, თუ უმაღლესი საბჭოსთვის: “დღეს, გაიგებთ ამის შესახებ, ევროპის მოედანზე” – აღნიშნა მან. ნუკრი ბეჟანიძის …
Continue reading ““ოცნება” ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატად ნუკრი ბეჟანიძეს წარადგენს”
„რეალურად არსებობს უამრავი მუხრუჭი ქალებისთვის“
რატომ უნდა იყოს მეტი ქალი პოლიტიკაში, რას ნიშნავს მისთვის ქორწინებისა და ოჯახის ცნება და დაუჭერს თუ არა სექსუალური უმცირესობების პრობლემის მოგვარებას საკანონმდებლო დონეზე გამარჯვების შემთხვევაში? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში ნინო ბერაძემ ისაუბრა. ნინო ბერაძე ამჟამად ბათუმის საკრებულოს წევრია. მესამე წელია, რაც ბათუმის საკრებულოს წევრი ხართ, ამ დროის მანძილზე რა …
Continue reading ” „რეალურად არსებობს უამრავი მუხრუჭი ქალებისთვის“”
„ბეშუმობის ინციდენტზე“ ენმ უწყებათშორის კომისიას მიმართავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უწყებათშორის კომისიას და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებით მიმართავს და ბეშუმის ინცინდენტის შესწავლას მოითხოვს. პარტიის განცხადებით, საუბარია 6 აგვისტოს, ბეშუმში გამართულ სახალხო დღესასწაულზე, სადაც ტრიბუნაზე გამოსვლის შესაძლებლობა აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს არ მისცეს. „მოვისმინეთ, რომ იქ გაჟღერდა პოლიტიკური შინაარსის დაპირებები „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან. წინასაარჩევნო პერიოდში თანაბრად უნდა ჰქონდეს ნებისმიერ პარტიას …
Continue reading “„ბეშუმობის ინციდენტზე“ ენმ უწყებათშორის კომისიას მიმართავს”
რას ჰპირდება „გირჩი“ მდიდრებსა და ღარიბებს
სწრაფად გამდიდრება – ეს ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ მთავარი გზავნილია. „გირჩის“ ბათუმის ოფისში არ მალავენ, რომ ბიზნესია მათი მთავარი აქცენტი, შემდეგ კი: „კაპიტალისტები, ვის ხელშიც მოიყრის ფული, დაეხმარებიან ღარიბებს“, – გვითხრა ჯემალ ბერიძემ, „გირჩის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა. ახალი პოლიტიკური ცენტრის ბათუმის ოფისში შეკრებილების ხედვებს „ბათუმელები“ მანამდე გაეცნო, ვიდრე „გირჩი“ გიორგი ვაშაძის „ახალ საქართველოსთან“ და პარტია …
Continue reading “რას ჰპირდება „გირჩი“ მდიდრებსა და ღარიბებს”
პარტია „ახალი საქართველოს“ ახალი სახეები ბათუმიდან
სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა ისევ არ იცის ვის აირჩევს, თუკი საერთოდ არჩევნებზე მივა. „განაწყენებული“ და გაურკვევლობაში მყოფი ამომრჩეველი გარკვეული პირობაა ახალი პოლიტიკური ძალების შესაქმნელად. ერთ-ერთი ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შეიქმნა, პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოა“. მისი ლიდერი გიორგი ვაშაძეა, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ერთ-ერთი სახე და იმდროინდელი იუსტიციის მინისტრი. პარტიის …
Continue reading “პარტია „ახალი საქართველოს“ ახალი სახეები ბათუმიდან”
ბათუმში ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნეს
25 ივლისს ბათუმში ახალი პოლიტიკური პარტია „ემსახურე საქართველოს“ დაფუძნდა . პარტიის დამფუძნებლები არიან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მედეა ვასაძე და ნუგზარ კეკელიძე, ამირან ცეცხლაძე და შალვა ჯინჭარაძე. როგორც პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მედეა ვასაძემ უთხრა „ბათუმელებს“, პარტიის ოფიციალურად დასარეგისტრირებლად იუსტიციის სამინისტროს განცხადებით ხვალ, 27 ივლისს მიმართავენ. „როგორც კი წარვადგენთ სადამფუძნებლო დოკუმენტებს რეგისტრაციისთვის, …
Continue reading “ბათუმში ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნეს”
ბათუმში წინასაარჩევნოდ მედიაცენტრი გაიხსნა
დღეს, 26 ივლისს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მედიაცენტრი გაიხსნა. მედიაცენტრში მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ წინასაარჩევნო პერიოდში მოაწყონ დისკუსიები და გაავრცელონ ინფორმაცია. ასევე დაგეგმილია მედიაბრიფინგების ორგანიზება, კანდიდატებს შორის წინასაარჩევნო დებატების მოწყობა/ჩატარება, ჟურნალისტებისთვის არჩევნებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და არჩევნების დღეს არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების …
Continue reading “ბათუმში წინასაარჩევნოდ მედიაცენტრი გაიხსნა”
რატომ უმაღლესი საბჭო? – ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან
„რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი, პარლამენტის წევრი დავით ბერძენიშვილი 2016 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ის ამ არჩევნებზე მთავარი პოლიტიკური ძალა იქნება აჭარაში და კონკურენციას გაუწევს როგორც ყოფილი, ასევე ამჟამინდელი სახელისუფლებო პარტიის კანდიდატებს. რატომ უმაღლეს საბჭოში და როგორ აპირებს პოლიტიკურ ბრძოლას აჭარაში? – ამ თემაზე დავით ბერძენიშვილმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ისაუბრა. …
Continue reading “რატომ უმაღლესი საბჭო? – ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან”
ცესკოს თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შეხვდა
დღეს, 21 ივლისს, №79 ბათუმის საარჩევნო ოლქში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია, ცესკოს სხვა წევრებთან ერთად აჭარასა და გურიაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სხვა წევრებთან ერთად და აჭარისა და გურიის რეგიონების ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს, ცესკოს წარმომადგენლებმა ძირითადი …
Continue reading “ცესკოს თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შეხვდა”
დავით ბერძენიშვილი: ჩვენ გვაქვს „ოქროს ხმა” აჭარაში
დატოვებს თუ არა აჭარის განათლებისა და კულტურის „რესპუბლიკელი“ მინისტრი პოსტს, ან რის სანაცვლოდ შეძლებს გიორგი თავამაიშვილი პოსტის შენარჩუნებას? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ კომენტარი საქართველოს პარლამენტის წევრმა „რესპუბლიკელმა“ დავით ბერძენიშვილმა გააკეთა. „თუ გიორგი კვირიკაშვილი კოალიციურობას შესაძლებლად მიიჩნევს აჭარაში და იერარქიულად, რასაც ზემოდან ერტყვიან ისე არ მოიქცევა, ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი პოზიციები. ჩვენ ძალიან ჩამოკიდებული რომ ვიყოთ მაგ …
Continue reading “დავით ბერძენიშვილი: ჩვენ გვაქვს „ოქროს ხმა” აჭარაში”