„თავდამსხმელი გირაოთი გაუშვეს, სასამართლო სხდომა რომ ტარდებოდა, არ მითხრა პროკურორმა, რომ დავსწრებოდი, დაზიანებები ახლაც მემჩნევა სახეზე, თვალი ჩალურჯებული მაქვს, ფეხებზე დაჟეჟილობა მაქვს. ესაა სამართალი? ეგ რომ გამოუშვეს, მე რით ვარ დარწმუნებული, რომ ხვალ არ დამესხმება თავს? ამაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას?“ – შეკითხვები აქვს ჯამბულ ირემაძეს. იგი მე-4 ხაზის მუნიციპალური ავტობუსის მძღოლია ბათუმში. მძღოლს სამსახურებრივი მოვალეობის …
Tag Archives: ავტობუსი
„ვაიაფებთო და აძვირებენ“ – ქუჩის გამოკითხვა ბათუმში ფასებსა და მგზავრობის გაძვირებაზე
ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა 30 თეთრიდან 70 თეთრამდე გაძვირდა. რას ფიქრობს ხალხი ტრანსპორტის გაძვირებაზე, როცა „ოცნების“ მთავრობა საკვები პროდუქტების გაიაფებაზე საუბრობს? ელის ხალხი საკვებზე ფასების კლებას? – ნახეთ „ბათუმელების“ ქუჩის გამოკითხვა.
მერია ბათუმში მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობას აძვირებს
ბათუმის მერია მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასის გაზრდას 70 თეთრამდე გეგმავს და ამისთვის საკრებულოს თანხმობას სთხოვს. ამ დროისთვის ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასი 30 თეთრია. გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად მერია საწვავის ფასის გაზრდას ასახელებს. განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მგზავრობის ტარიფის ცვლილება გამოწვეულია ასევე M3 კატეგორიის მუნიციპალური ავტობუსების ავტოპარკის განახლებით და მარშრუტებს შორის მანძილის გაზრდით. „აღნიშნული გარემოებების …
Continue reading “მერია ბათუმში მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობას აძვირებს”
ბათუმში 1, 8, 15 და 19 ავტობუსების მოძრაობის მარშრუტი დროებით იცვლება
ბათუმის მერიის ცნობით, გიორგი ცაბაძის ქუჩაზე (ყოფილი გოგოლის ქუჩა) საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება სევერიანე აჭარელის ქუჩიდან იოსებ ნონეშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემა: №1 სამარშრუტო ხაზი – ბარათაშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, ბაქოს ქუჩა, ნონეშვილის ქუჩა, სვიშევსკის ქუჩა. უკუმიმართულება – სვიშევსკის ქუჩა, ნონეშვილის …
Continue reading “ბათუმში 1, 8, 15 და 19 ავტობუსების მოძრაობის მარშრუტი დროებით იცვლება”
სააღდგომოდ #11 მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობა უფასო იქნება
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს #11 მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ინფორმაციას ბათუმის ავტოტრანსპორტი ავრცელებს. #11 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს სავაჭრო ცენტრი „ბათუმიდან“ ბაგრატიონის, შარტავას, ორბელიანის, ლერმონტოვის, გიორგი ბრწყინვალეს, მელიქიშვილის, რუსთაველის, დემეტრე თავდადებულის, ბარათაშვილის, წერეთლის, ჯორჯიაშვილის, პუშკინის, სოხუმის, შავშეთისა და მესხის ქუჩების გავლით, ფერიის სასაფლაომდე.
რომელი ავტობუსების მარშრუტი შეიცვალა ბათუმში და როდის გაიხსნება ხალვაშის გამზირი
როდის გაიხსნება ფრიდონ ხალვაშის გამზირის დასაწყისი, რომელიც დღეს, 5 მარტს, ისევ ცალმხრივად ჩაიკეტა? – გზების დეპარტამენტის პრესცენტრში გვითხრეს, რომ კომპანია, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, „დაჯარიმდა და სამუშაოები 2 თვეში უნდა დასრულდეს“. გზების დეპარტამენტის პრესცენტრში სამუშაო დღის ბოლომდე ვერ დაგვიზუსტეს, როდის დაჯარიმდა კომპანია და როდიდან აითვლება ეს 2 თვე? უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე …
Continue reading “რომელი ავტობუსების მარშრუტი შეიცვალა ბათუმში და როდის გაიხსნება ხალვაშის გამზირი”
ბათუმის ავტოტრანსპორტი 25 ახალ ავტობუსს იყიდის
„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 25 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს. კონსოლიდირებულ ტენდერს ავტობუსების შესყიდვაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გამოაცხადებს, რომელიც ფასის დასადგენად ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს. „M3 ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, საქართველოს მთავრობა გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას. აღნიშნული ავტობუსები განკუთვნილია შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“. გთხოვთ არაუგვიანეს 2024 წლის 24 იანვრისა მოგვაწოდოთ შევსებული ფასების ცხრილი [გთხოვთ მიუთითოთ ასევე ვალუტა] და არსებობის …
Continue reading “ბათუმის ავტოტრანსპორტი 25 ახალ ავტობუსს იყიდის”
თამარის დასახლებიდან ბონის ბაზრამდე ავტობუსის დანიშვნას ითხოვენ
„ბენზედან ბონის მიმართულებით ფარეხში, ბაზარში ვერ დავდივართ, საქალაქო ავტობუსი აღარ დადის. ადრე დადიოდა 2 ნომერი და შემდეგ მოხსნეს. შეწუხებული ვართ, ორჯერ იქეთ და ორჯერ აქეთ უნდა შეიცვალო ტრანსპორტი ბაზარში რომ წახვიდე და მოხვიდე. ზამთარში ვწვალობთ განსაკუთრებით“, – მოგვწერეს მოქალაქეებმა „ბათუმელებს“. მოქალაქეები იმასაც გვწერენ, რომ ახალი მარშრუტის დანიშვნის თხოვნით ბათუმის მერიასაც მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. …
Continue reading “თამარის დასახლებიდან ბონის ბაზრამდე ავტობუსის დანიშვნას ითხოვენ”
ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში „თიბისის“ ბარათებითაც გადაიხდით
ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში „საქართველოს ბანკისა“ და სპეციალური პლასტიკური ბარათების გარდა მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე „თიბისი“ ბანკის ნებისმიერი ბარათითაა შესაძლებელი. „დაემატა „თიბისი“, არის „საქართველოს ბანკი“ და საერთაშორისო ბანკებიც. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოქალაქეების 90 პროცენტს უკვე შესაძლებლობა აქვს მგზავრობის საფასური პირადი ბარათით გადაიხადოს. „ლიბერთი ბანკს“ რაც შეეხება, ვისაც ამ ბანკის ბარათები აქვს, ისინი ჩვენთან ისედაც …
Continue reading “ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში „თიბისის“ ბარათებითაც გადაიხდით”
1, 7, 7ა და 8 ნომერი საქალაქო ავტობუსების მარშრუტები დროებით იცვლება
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ლეონიძისა და ხახულის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დროებით იცვლება მიმართულება შემდეგ სამარშრუტო ხაზებზე: 1, 7, 7ა და 8. N1 სამარშრუტო ხაზზე ავტობუსი იმოძრავებს ორბელიანის-შარტავას-ბაგრატიონის-აღმაშენებლის-ტაბიძის-რურუას-აღმაშენებლის ქუჩებით. N7 სამარშრუტო ავტობუსი იმოძრავებს ვარშანიძის-გენერალ ასლან აბაშიძის-შარტავას-ბაგრატიონის-აღმაშენებლის-ტაბიძის-რურუას-აღმაშენებლის ქუჩებით. N7ა სამარშრუტო ხაზზე ავტობუსი იმოძრავებს აღმაშენებლის-ლეონიძის-გენერალ ასლან აბაშიძის-ვარშანიძის ქუჩებით. N8 სამარშრუტო ხაზზე კი ავტობუსი იმოძრავებს შემდეგი ქუჩებთ: ორბელიანი-შარტავა-ბაგრატიონი-აღმაშენებელი-ტაბიძე-რურუა-აღმაშენებელი.
1, 1ა, 8 და 11 ნომერი საქალაქო ავტობუსების მარშრუტები დროებით იცვლება
ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ლეონიძისა და შავშეთის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დროებით იცვლება მიმართულება შემდეგ სამარშრუტო ხაზებზე: #1, #1ა, #8 და სამუშაოების დასრულებამდე #1 და #1ა ლეონიძის ქუჩის ნაცვლად იმოძრავებს გენ. ასლან აბაშიძის, ხახულისა და ვარშანიძის ქუჩებზე, ხოლო სამარშრუტო ხაზი #8 ლეონიძის ქუჩის ნაწილის გავლის შემდეგ მოძრაობას გააგრძელებს ხახულის, ვარშანიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩებზე. ხოლო …
Continue reading “1, 1ა, 8 და 11 ნომერი საქალაქო ავტობუსების მარშრუტები დროებით იცვლება”
ბათუმში №11 ხაზზე ახალი ავტობუსები იმოძრავებენ
ორშაბათიდან, №11 სამარშრუტო ხაზზე მოძრავ Zonda-ს მარკის ტრანსპორტს სრულად ჩაანაცვლებს ახალი, ლურჯი ავტობუსები. ბათუმის ავტოტრანსპორტის ცნობით, „12 ავტობუსი უკვე ქალაქშია, მიმდინარეობს ხაზზე გასასვლელად მოსამზადებელი სამუშაოები. ავტოპარკის განახლება ეტაპობრივად ხდება და აპრილის თვეში დასრულდება.“ ISUZU-ს ფირმის ახალი ავტობუსები სრულად ჩაანაცვლებს Zonda-ს [ყვითელი] მარკის მოძველებულ ტრანსპორტს ბათუმში. ახალი ავტობუსები გათვლილია 70 მგზავრზე და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ავტობუსებში …
Continue reading “ბათუმში №11 ხაზზე ახალი ავტობუსები იმოძრავებენ”
ბათუმში 4 ნომერ ავტობუსებს ხვალიდან ახლით ჩაანაცვლებენ
ბათუმში ახალი მუნიციპალური ავტობუსები სამარშრუტო ხაზზე მუშაობას ხვალიდან, 1-ელი მარტიდან დაიწყებს. პირველ ეტაპზე ახალი ავტობუსები სრულად ჩაანაცვლებს №4 სამარშრუტო ხაზზე მოძრავ Zonda-ს მარკის ტრანსპორტს. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, №4 სამარშრუტო ხაზზე 10 ახალი ავტობუსი იმოძრავებს. ბათუმის ავტოპარკის განახლების პროცესი აპრილის თვეში დასრულდება. ISUZU-ს ფირმის ახალი ავტობუსები სრულად ჩაანაცვლებს Zonda-ს [ყვითელი] მარკის მოძველებულ ტრანსპორტს. ახალი ავტობუსები გათვლილია …
Continue reading “ბათუმში 4 ნომერ ავტობუსებს ხვალიდან ახლით ჩაანაცვლებენ”
18 ახალი ავტობუსი ბათუმში კვირის ბოლოს ჩამოვა
ბათუმის ავტოტრანსპორტის ცნობით, 60 ახალი ავტობუსის ეტაპობრივი მოწოდება ბათუმში მიმდინარე კვირის ბოლოდან დაიწყება. საწყის ეტაპზე ქალაქში 18 ახალი, 10 მეტრი სიგრძის ავტობუსი ჩამოვა, რომლებიც სამარშრუტო ხაზებზე მარტიდან იმოძრავებენ. ბათუმი 2023 წელს 65 ახალ ავტობუსს იყიდის, თუმცა მერიის განცხადებით, აქედან ქალაქში მხოლოდ 60 ავტობუსი იმოძრავებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით 5 ახალი ავტობუსი აჭარაში, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტს გადაეცემა, სავარაუდოდ, ეს …
Continue reading “18 ახალი ავტობუსი ბათუმში კვირის ბოლოს ჩამოვა”
ბათუმის ავტობუსების პარკი სრულად განახლდება 2022 წლის ბოლომდე
აჭარის მთავრობის ცნობით, 2022 წლის ბოლომდე ბათუმის ავტობუსების პარკის სრულად განახლება იგეგმება. ბათუმის ავტოტრანსპორტში ამბობენ, რომ ჯერ არ არის ცნობილი, თუ რამდენი თანხა დაიხარჯება ახალი ავტობუსების შესაძენად, თუმცა ცნობილია, რომ ავტოპარკის განახლების შემდეგ ბათუმის ავტოტრანსპორტის ბალანსზე არსებული, ძველი Zonda-ს მარკის ყვითელი ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება ახლებით. ბათუმის ავტოტრანსპორტის მონაცემებით, ამჟამად სამარშრუტო ხაზზე 60 ასეთი ავტობუსი მოძრაობს. ჩანაცვლებულ …
Continue reading “ბათუმის ავტობუსების პარკი სრულად განახლდება 2022 წლის ბოლომდე”
ჩაქვში მგზავრებით სავსე ავტობუსი თხრილში გადავარდა – დაშავდა 1 პირი
დღეს, 6 ივნისს, ჩაქვში მგზავრებით სავსე მუნიციპალური ავტობუსი თხრილში გადავარდა. ავტობუსი ბათუმის-ჩაქვის სამარშრუტო ხაზზე მოძრაობდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი მგზავრი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ პრესცენტრის ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და მას მაღალი არტერიული წნევა დაუფიქსირდა. „ავტობუსიც დაზიანდა, თუმცა მისი აღდგენა მალე იქნება შესაძლებელი,“ – გვითხრეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“. გადაყირავებული ავტობუსი …
Continue reading “ჩაქვში მგზავრებით სავსე ავტობუსი თხრილში გადავარდა – დაშავდა 1 პირი”
პირველი ივნისიდან ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების სამუშაო საათები იზრდება
ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, პირველი ივნისიდან მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო დრო იზრდება. ბათუმის ავტოტრანსპორტში განმარტავენ, რომ სხვადასხვა სამარშრუტო ხაზის სამუშაო საათები სხვადასხვა დროით გახანგრძლივდება. მცირედით შემოკლდა ტრანსპორტის მოძრაობას შორის ინტერვალები. აღნიშნული ცვლილება საზაფხულო სეზონს უკავშირდება. ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის გრაფიკი ასე გამოიყურება: მარშრუტი № დასახელება სამუშაოს დაწყების დრო მოძრაობებს შორის ინტერვალი ბოლო წრის დაწყების დრო № 1 აღმაშენებლის …
Continue reading “პირველი ივნისიდან ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების სამუშაო საათები იზრდება”
საქალაქო ავტობუსები, რომელთა მოძრაობის მიმართულება დროებით შეიცვალა
ბათუმის ავტოტრანსპორტი იუწყება, რომ აბუსერიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეიცვალა №1; №7, №8, №12/12ა, №13 და №16 ავტობუსების სამარშრუტო ხაზი, კერძოდ: №1ა სამარშრუტო ხაზი: აღმაშენებლის ქ, ლეონიძის ქ, ორბელიანის ქ, ლერმონტოვის ქ, ბაგრატიონის ქ, ხიმშიაშვილის ქ, ასათიანის ქ, მელიქიშვილის ქ, ბაგრატიიონის ქ, თავდადებულის ქ, ჭავჭავაძის ქ, წერეთლის ქ, მაიაკოვსკის ქ, სვიშევსკის ქ, შინდისის ქ, ნონეშვილის …
Continue reading “საქალაქო ავტობუსები, რომელთა მოძრაობის მიმართულება დროებით შეიცვალა”
ბათუმში დროებით იცვლება №15 ავტობუსის მარშრუტი
ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ვარშანიძის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დროებით იცვლება №15 ავტობუსის მარშრუტი. სამუშაოების დასრულებამდე მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს შემდეგი სამარშრუტო სქემით: ზედა ღელის ქუჩა, ხახულის ქუჩა, ლეონიძის ქუჩა, ორბელიანის ქუჩა, სელიმ ხიმშაიშვილის ქუჩა, ბაგრატიონის ქუჩა, მელიქიშვილის ქუჩა, კომახიძის ქუჩ, ვაჟა ფშაველას ქუჩა, ბრწინვალეს ქუჩა, მელიქიშვილის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა, გოგებაშვილის ქუჩა, ბაქოს ქუჩა, შავშეთის ქუჩა, …
Continue reading “ბათუმში დროებით იცვლება №15 ავტობუსის მარშრუტი”
ბათუმში №9, №11 და №13 სამარშრუტო ხაზების მოძრაობის მიმართულება დროებით იცვლება
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ბაგრატიონისა და ოძელაშვილის ქუჩების კვეთაში მიმდინარე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დროებით იცვლება №9, №11 და №13 სამარშრუტო ხაზების მოძრაობის მიმართულება: სამარშრუტო ხაზი №9 იმოძრავებს: ქათამაძის ქ, ნონეშვილის ქ, ბაქოს ქ, ბარათაშვილის ქ, გორგილაძის ქ, ჯავახიშვილის ქ, ორბელიანის ქ, შარტავა, ბაგრატიონის წრიული, აეროპორტის გზ, მესხის ქუჩა. სამარშრუტო ხაზი №11 შეცვლილია მხოლოდ უკუმიმართულება: ფერიის …
Continue reading “ბათუმში №9, №11 და №13 სამარშრუტო ხაზების მოძრაობის მიმართულება დროებით იცვლება”
ბათუმში №8, №9, №11, №13 და №14 ავტობუსების სამარშრუტო სქემა დროებით იცვლება
ჯავახიშვილისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში მიმდინარე საგზაო–სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დროებით იცვლება ამ ტერიტორიაზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების სამარშრუტო სქემა: №8 სამარშრუტო ხაზი: ჯავახიშვილის ქ, ბაგრატიონის ქ, ლერმონტოვის ქ, კომახიძის ქ, ჯავახიშვილის ქ. უკუმიმართულება: ჯავახიშვილის ქ, კომახიძის ქ, ლერმონტოვის ქ, ორბელიანის ქ, ლეონიძის ქ. №9 სამარშრუტო ხაზი: (უკუმიმართულება) – ბაგრატიონის ქ, ლერმონტოვის ქ. კომახიძის ქ, გრიბოედოვის ქ. …
Continue reading “ბათუმში №8, №9, №11, №13 და №14 ავტობუსების სამარშრუტო სქემა დროებით იცვლება”
წვიმის გამო აღმაშენებლის ქუჩაზე მოძრავი ავტობუსების სამარშრუტო სქემა შეიცვალა
ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, აღმაშენებლის ქუჩის დატბორვის შედეგად, კერძოდ, ბაგრატიონისა და აბუსერიძის ქუჩების მონაკვეთში, მუნიციპალური ავტობუსები ვერ მოძრაობენ, რის შედეგადაც №1, №1ა, №4, №7, №7ა სამარშრუტო ხაზების მოძრაობის მიმართულება შეიცვალა და ამ მომენტისთვის ასე გამოიყურება: №1–აღმაშენებლის ქ, ბაგრატიონის ქ, აეროპორტის გზატკეცილი, ვოქსი, კობალაძის ქ. №1ა–კობალაძის ქ, აეროპორტის გზატკეცილი, ბავშვთა საავადმყოფო, აეროპორტის გზატკეცილი, ბაგრატიონის ქ, აღმაშენებლის ქ. …
Continue reading “წვიმის გამო აღმაშენებლის ქუჩაზე მოძრავი ავტობუსების სამარშრუტო სქემა შეიცვალა”
სად მოძრაობს ახალი სამარშრუტო ხაზი №14
ქალაქის მუნიციპალურ სამარშრუტო ქსელს ახალი ხაზი, №14 დაემატა. ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ახალი სამარშრუტო ხაზი №14 მოძრაობს შემდეგი მიმართულებით: ს. ხიმშიაშვილის ქ, ორბელიანის ქ, ჯავახიშვილის ქ, გორგილაძის ქ, შარტავას ქ, ფიროსმანის ქ, ინასარიძის ქ, შერიფ ხიმშიაშვილის გამზირი, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა, სასტუმრო „ეუფორია“. ასევე ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ძველი ტრანსპორტი სრულად ჩანაცვლდა ახლით შემდეგ სამარშრუტო ხაზებზე: …
ბათუმში #7 ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა
დღეს, 2 სექტემბერს, აჭარის მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ კოვიდსიტუაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში კორონავირუსი #7 ავტობუსის მძღოლს დაუდასტურდა. ავტობუსი მოძრაობს ურეხში [მთისძირის ქუჩაზე], ეგრეთ წოდებული ხოფის ბაზრობის [ტაბიძისა და აღმაშენებლის ქუჩები], აბუსერიძის, გრიბოედოვის, რუსთაველის, თავდადებულის, ბარათაშვილის, ჯორჯიაშვილის, ვარშანიძის ქუჩების გავლით. „მძღოლები 14 დღეში ერთხელ იტესტებოდნენ, …
Continue reading “ბათუმში #7 ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა”
მაიაკოვსკის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოების გამო ავტობუსები სხვა მარშრუტით მოძრაობენ
ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, მაიაკოვსკის ქუჩაზე მიმდინარე სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მუნიციპალური მარშრუტები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით: #1 – აღმაშენებლის ქ, კობალაძის ქ, ხიმშიაშვილის ქ, რუსთაველის ქ, გოგებაშვილის ქ, ბაქოს ქ, ნონეშვილის ქ, მაიკოვსკის ქ, ბაგრატიონის ქ, შავშეთის ქ, წერეთლის ქ, ჭავჭავაძის ქ, თავდადებულის ქ, ბაგრატიონის ქ, ლერმონტოვის ქ, ორბელიანის ქ, ლეონიძის ქ. აღმაშენებლის ქ. #1ა – აღმაშენებლის …
Continue reading “მაიაკოვსკის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოების გამო ავტობუსები სხვა მარშრუტით მოძრაობენ”
ახალი წლის ღამეს მუნიციპალური ტრანსპორტი 03:00 საათამდე იმოძრავებს და უფასო იქნება
ბათუმის მერიის განცხადებით, ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება. გახანგრძლივდება ავტობუსების მუშაობის განრიგიც – 22:00 საათიდან 03:00 საათამდე. ავტობუსები სამარშუტო ხაზებზე – #4, #6, #15 იმოძრავებენ 30-წუთიანი ინტერვალით. #4 ავტობუსი აღმაშენებლის, კობალაძის, ინასარიძის, ფიროსმანის, გორგილაძის, ბარათაშვილის, მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩებზე იმოძრავებს. #6 ავტობუსი ასათიანის, ლერმონტოვის, ჯავახიშვილის, გორგილაძის ქუჩებსა და თბილისის მოედანზე. …
დაკვამლიანების გამო მგზავრებს მუნიციპალური ავტობუსის დაცლა სთხოვეს
დღეს, 15 ნოემბერს, დილით, მუნიციპალურ ავტობუსს ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე გადაადგილების დროს, კვამლი გაუჩნდა. თვითმხილველის თქმით, სალონის დაკვამლიანების შემდეგ მგზავრებს ავტობუსის დაცლა სთხოვეს. ავტობუსი მუნციპალურ ავტოსადგომზე გადაიყვანეს. შპს „ბათუმის ავტოტრასპორტში“ განმარტეს, რომ ავტობუსი ტექნიკურად შემოწმებული იყო, თუმცა გაუთვალისწინებელი პრობლემა შეიქმნა, ავტობუსი სადგომზე უკვე შეაკეთეს და ისევ სამარშრუტო ხაზზე მუშაობს. _____________________ მთავარი ფოტო: მუნიციპალური ავტობუსი, ფოტო თვითმხილველმა …
Continue reading “დაკვამლიანების გამო მგზავრებს მუნიციპალური ავტობუსის დაცლა სთხოვეს”
#3 ავტობუსის მარშრუტი შეიცვალა
ბათუმის ავტოტრანსპორტის ცნობით, #3 მუნიციპალური სამარშრუტო ხაზის მარშრუტი შეიცვალა. “#3 ავტობუსი თამარის დასახლებიდან ჭავჭავაძის ქუჩაზე იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: აბუსერიძის ქუჩა (კარფური), გრიბოედოვის ქუჩა, გორგილაძის ქუჩა, ბარათაშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, ბაქოს ქუჩა, თამარ მეფის გამზირი, თამარის დასახლება. უკუმიმართულება იქნება იგივე,” – ნათქვამია ავტოტრანსპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბათუმის მერია ახალი ავტობუსების შესაძენად ორ მილიონამდე ლარს დახარჯავს
სატრანსპორტო სერვისების განვითარებისთვის ბათუმის მერიამ 2018 წლის ბიუჯეტში ცხრა მილიონ 347 ათას 500 ლარი გაითვალისწინა. აქედან 6,5 მილიონი მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარებას უნდა მოხმარდეს. 1 მილიონ 891 ათას 500 ლარი კი ახალი ავტობუსების შესაძენად დაიხარჯება. დარჩენილი თანხით მერიამ პარკირებისა და საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სხვა სერვისების მართვა უნდა უზრუნველყოს. ბიუჯეტის პროექტის განხილვისას არაერთხელ გამოთქვეს შენიშვნა, რომ …
Continue reading “ბათუმის მერია ახალი ავტობუსების შესაძენად ორ მილიონამდე ლარს დახარჯავს”
უფასო ავტობუსი სასაფლაომდე
ბათუმის მერიის ინფორმაციით, 16 და 17 აპრილს, 07:00 საათიდან 23:00 საათამდე, #11 მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. #11 ავტობუსი, ყოველ 12 წუთში, სავაჭრო ცენტრ „ბათუმიდან“ ფერიის სასაფლაომდე იმოძრავებს.
მუნიციპალურ ავტობუსებში ახალი საბილეთო სისტემა მაისიდან ამოქმედდება
მუნიციპალურ ტრანსპორტში ახალ საბილეთო ელექტროსისტემაზე სრულად გადასვლის ვადა მაისამდე გადაიწია. ახალი სისტემით, მგზავრობის საფასურის გადახდა „ლიბერთი ბანკის“ პლასტიკური ბარათების ნაცვლად, ახლა სპეციალური სატრანსპორტო და „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათებით იქნება შესაძლებელი. შპს “ავტოტრანსპორტის” ინფორმაციით, „ლიბერთი ბანკის“ ელექტრონული ბარათით სარგებლობა ახალი სისტემის პარალელურად, მგზავრთა მოთხოვნით კიდევ ორი თვე იქნება შესაძლებელი. ყველა მუნიციპალური ავტობუსის ასასვლელში უკვე დამონტაჟებულია ბარათის ახალი …
Continue reading “მუნიციპალურ ავტობუსებში ახალი საბილეთო სისტემა მაისიდან ამოქმედდება”
ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ჯარიმებზე კონტროლი გამკაცრდება
ბათუმის ავტოტრანსპორტის გადაწყვეტილებით, მგზავრების მიერ ბილეთის საფასურის გადახდაზე კონტროლის გამკაცრება იგეგმება კონდუქტორების სისტემის შემოღებით. ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ განაცხადა. მუნიციპალურ ტრანსპორტში კონდუქტორების მუშაობის საცდელი პროექტი უკვე 5 თვეა მიმდინარეობს. საცდელ ეტაპზე 50 კონდუქტორია დასაქმებული. კონდუქტორს ავტობუსში მგზავრების ბილეთების ქონა-არ ქონის, წესრიგისა და სისუფთავის დაცვა და მგზავრნაკადის შესწავლა ევალება. …
Continue reading “ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ჯარიმებზე კონტროლი გამკაცრდება”