ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა – დაშავდა ერთი ადამიანი

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშისა და აკაკი შანიძის ქუჩების კვეთაში, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, დაშავდა ერთი ადამიანი. სასწარაფო დახმარების  ბრიგადამ ის კლინიკა მედინაში გადაიყვანა. სასწრაფოს ინფორმაციით, დაშავებულს აღენიშნებოდა დაჟეჟილობა გულმკერდის არეში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე …

ბათუმში ქალს მატარებელი დაეჯახა

დღეს დილით, ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, განთიადის დასახლებაში, 28 წლის ქალს მატარებელი დაეჯახა. ბათუმის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა. სასწრაფოს ექიმის ინფორმაციით, ქალი კონტაქტური იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფატზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად …

ავარია ქობულეთის ცენტრში

21 თებერვალს, საღამოს, ქობულეთის ცენტრში ავტოავარია მოხდა – „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და ტოიოტას მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბობოყვათში საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ავარიაში მოყვა

ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში, საპატრულო პოლიციისა და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად ოთხი მოქალაქე დაშავდა, რომლებსაც საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ. დაშავებულები ქობულეთის საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. შს სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

გონიოში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

დაახლოებით ერთი საათის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გონიოს ხიდზე, სადაც მსუბუქი ავტომანქანა ბოძს შეეჯახა. შსს ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გამოძიება სსკ-ის 276-ე ნაწილის მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი საშუალო ასაკისაა.

ავტოავარია ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე

ბათუმში, მელიქიშვილისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში, ავტოავარია მოხდა. ოპელის მარკის ავტომანქანა და სამარშრუტო მიკროავტობუსი შეეჯახნენ ერთმანეთს. თვითმხილველის თქმით, მიკროავტობუსში ისხდნენ მგზავრებიც, მაგრამ არავინ დაშავებულა.

ბათუმში ავტოავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა

პუშკინისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულს აღენიშნება ზოგადი დაჟეჟილობა, „შესაძლოა იყოს მოტეხილობაც.“ ავტოავარიის შედეგად ერთმანეთს მოპედი და Subaru-ს მარკის ჯიპი შეეჯახა. ახალგაზრდა მამაკაცი მოპედს მართავდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან …

ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ბათუმი – ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარისწყალთან რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა; დაშავებულები სასწრაფო სამაშველო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა; გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ავტოავარია ბათუმში – დაშავდა სამი ადამიანი

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე სამი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. დაშავებულია სამი ადამიანი. ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით დაშავებულთაგან ერთი ბავშთა საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთი რეფერალურ საავადმყოფოში და ერთიც საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში;  პაციენტებს აღენიშნებოდათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე …

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, მსუბუქი ავტომანქანა გზის გამყოფ ღობეს დაეჯახა; ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციისა და „აჭარგანათების“ თანამშრომლები. თვითმხილველის თქმით, დაზიანებულია გამყოფი ღობე და გარეგანათება. შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ადგილი ქონდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.  

ციხისძირში საქორწილო მანქანა ავარიაში მოყვა

ქობულეთში, ციხისძირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებული პირები, მათ შორის პატარძალი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გადაიყვანეს საავადმყოფოში. სასწრაფოს ინფორმაციით, დაშავებულები ქობულეთის კლინიკაში რჩებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, N1 სამარშრუტო ხაზზე მოძრავ მუნიციპალურ ავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. რამდენიმე წუთით შემთხვევის ადგილზე შეზღუდული იყო ტრანსპორტის გადაადგილება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „დამნაშავე მძღოლი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად დაჯარიმდება,“ – აცხადებენ შსს-ში. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის, ბადრი ფარტენაძის თქმით, „საპატრულო პოლიციამ ავტობუსის მძღოლი გაამართლა და ტრანსპორტმა მოძრაობა გააგრძელა“.      

ბათუმში ექვსი წლის ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა

8 ოქტომბერს, საღამოს, ბათუმში, ვაჟა ფშაველას და კომახიძის [ყოფილი მოსკოვის] ქუჩების კვეთაში ექვსი წლის ბავშვს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გონზე მყოფი გადაიყვანა. შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო – “ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც …

ავარია მახუნცეთში – დაშავდა ორი ადამიანი

ქედაში, მახუნცეთთან ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სამი ავტომობილი გახდა. გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლის მიხედვით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ბათუმში სამ ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, საბაგიროს მიმდიბარე ტერიტორიაზე, ფეხით მოსიარულე სამ ახალგაზრდას ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებულები სავაადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით. ამ დროისთვის მძღოლი დაკავებული არ არის.  სამინისტრო ინფორმაციას ერთ-ერთის გარდაცვალების შესახებ არ ადასტურებს.

ერთი დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – სამი ავარია ბათუმში

წუხელ, ხელვაჩაურის გზატკეცილზე ავტომანქანა, რომლითაც სამი მამაკაცი გადაადგილდებოდა, ავტოავარიაში მოყვა. ერთი მათგანი შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, დანარჩენი ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს – ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო მეორეს სხვადასხვა მოტეხილობა აქვს. დღეს  დილით ავტომანქანა ზებრაზე შეეჯახა ფეხით მოსიარულეს ბათუმში. სასწრაფოს ინფორმაციით, ისიც მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს საავადმყოფოში. გარდა ამისა, დღესვე ჯიპის მარკის ავტომანქანა საპატრულო პოლიციის მანქანას შეეჯახა ბათუმში. …

ბათუმში ერთმანეთს სატვირთო და სამარშრუტო მიკროავტობუსი შეეჯახა, არიან დაშავებულები

რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთმანეთს სატვირთო ავტომანქანა და სამარშრუტო მიკროავტობუსი შეეჯახა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაჟეჟილობებით და ნაკაწრი ჭრილობებით 3 პირი გადაიყვანეს რეფერალურ საავადმყოფოში, ერთი – რესპუბლიკურში და 2 ბავშვი გადაყვანილია ბავშვთა საავადმყოფოში. „თავისითაც წავიდა რამდენიმე პირი საავადმყოფოში… სიცოცხლისთვის, და ზოგადად, რაიმე საშიში დაზიანება, ჩვენ მიერ გადაყვანილი პაციენტებიდან, არცე …

ავარია ქობულეთში – ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული

ქობულეთში ავარიის შედეგად  დაშავებული ორი პირი, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ქობულეთის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ერთი დაშავებული ქუთაისშია გადაყვანილი, მეორე კი ქობულეთის საავადმყოფოშია. სასწრაფოს ინფორმაციით, დაშავებულებს ქვემო კიდურების მოტეხილობა აქვთ. ორივე დაშავებული მამაკაცია. ავარიის დროს ერთი  ადამიანი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ 11 სექტემბერს, საღამოს ათი საათისკენ, გასართობ ცენტრ „ციცინათელას“ მიმდებარედ მოხდა. შსს ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილს …

სიკვდილი გზაში

„დილით მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა ქვეითს, ახალგაზრდა ქალი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს გარდაცვლილი დახვდა…“ – წერდა „ბათუმელები“ იმ დღესაც, როცა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.   [checklist] 26 მარტიდან დღემდე ამ ქუჩის ერთ მონაკვეთში, „თიბისი ბანკთან“ მისვლამდე, ექვს ქვეითს დაეჯახა ავტომანქანა, მათ შორის, სამი შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა. 10 წლის ბავშვი გარდაცვლილი დახვდა ექიმებს ასევე ბათუმში, თამარის …

ავარია შუქნიშანთან – ერთმა ავტომობილმა ორი დააზიანა

ავარია მოხდა ბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. თვითმხილველის ინფორმაციით, შუქნიშანთან შეჩერებულ ავტომანქანას უკნიდან  ისეთი ძალით დაეჯახა ავტომანქანა, რომ მის წინ მყოფი მესამე ავტომანქანაც დაზიანდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევის დროს მგზავრები არ დაშავებულან. შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წესით.

ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ოჯახის 5 წევრი დაიღუპა

დღეს დილით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი 6 წლის ბავშვია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. გადარჩა მხოლოდ ერთი წევრი, რომელიც 50 წლის არის. ოჯახი ბათუმში ცხოვრობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გზაზე მიმავალ მისაბმელიან სატვირთო ავტომანქანას მოძვრა მისაბმელი, რომელიც მოძრავ მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა. მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი …

ბავშვები, რომლებიც დედასთან ერთად ავარიაში მოჰყვნენ, საავადმყოფოდან გაწერეს

დღეს, 5 აგვისტოს, დედათა და ბავშვთა ცენტრიდან გაწერეს მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც გუშინ, 4 ივლისს, ავტოავარიაში მოჰყვნენ დედასთან ერთად. როგორც „ბათუმელებს“ საავადმყოფოში უთხრეს, ბავშვებს გაეწიათ ყველა საჭირო დახმარება და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მათი საავადმყოფოში დარჩენა უკვე აღარ იყო საჭირო. ბავშვების დედა ჯერ ისევ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. „იგი განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას, მისი მდგომარეობა სტაბილურად …

ავარიის შედეგად დაშავებული დედა-შვილების ჯანმრთელობას ექიმები აკვირდებიან

4 აგვისტოს ავარიის შედეგად დაზარალებული დედისა და შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები აკვირდებიან. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის დირექტორის, თამარ ბახტაძის თქმით, ბავშვები რეანიმაციულ განყოფილებაში არ არიან მოთავსებულნი: „ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონიტორინგი და კვლევის პროცესი, ჯერჯერობით ვაკვირდებით. რეანიმაციაში არ არიან, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში მიმდინარეობს შესაბამისი დახმარება“. ბავშვების დედა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება. მას მრავლობითი …

ბათუმში ზებრაზე დედასა და ბავშვებს ავტომობილი დაეჯახა

ავტოავარია ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ზებრა გადასასვლელზე, დღეს, 4 აგვისტოს მოხდა. „დედას ბავშვები ზებრაზე გადაჰყავდა, ერთი ბავშვი საბავშვო ეტლში იყო, მეორეც მცირეწლოვანია და სამივეს დაეჯახა მანქანა. რეფერალურ საავამდყოფოში გადავიყვანეთ სამივე“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში. შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თურქეთში დაშავებული პირები საქართველოში დაბრუნდნენ

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თურქეთში აავრიის შედეგად დაშავებული ანსამბლ „ლამპარის“ წევრები საქართველოში დაბრუნდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, 25 ბავშვი საქართველოში დაბრუნდა, თურქეთში რჩება დაახლოებით 4 პაციენტი სხვადასხვა საავადმყოფოში. ავტოავარიის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი გირესუნის, გორელეს და ტრაპიზონის საავადმყოფოებში რჩება. „ჩვენთან ერთად იქ იმყოფებოდა ტრაპიზონის მერი, გუბერნატორი, სხვადასხვა დაწესებულების ხელმძღვანელი. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს სამართალდამცველები იკვლევენ და ვფიქრობ,  ხვალ უკვე …

ქედაში სამარშრუტო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

დღეს, 29 ივნისს, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალზე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანთან, ერთმანეთს, საპირისპიროდ მოძრავი, მსუბუქი ავტომობილი და მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი შეეჯახა. მიკროავტობუსი შუახევიდან ბათუმში მიდიოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა, შემთხვევის გამო კი გაფორმდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

ავტოავარიაში დაშავებული ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა

21 ივნისს მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ იგი კვლავ უგონო მდგომარეობაშია. 23 წლის ახალგაზრდა ქალი ჭავჭავაძის ქუჩას კვეთდა, როცა მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. იგი ქალა-ტვინის დაზიანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება  მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.  

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა

დღეს, 21 ივნისს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ფეხით მოსიარულე ახალგაზრდა ქალს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებული უგონო მდგომარეობაში, ქალა-ტვინის დაზიანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება  მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით. ჭავჭავაძის ქუჩის ამ მონაკვეთზე ბათუმში ხშირად ხდება ავტოავარია.

ავარიის შედეგად ველოსიპედისტი გარდაიცვალა

ველოსიპედისტი, რომელიც ბათუმში დღეს, 19 ივნისს, ავტოავარიაში მოხვდა რუსთაველის ქუჩაზე, გარდაიცვალა. ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ველოსიპედისტი, დაახლოებით 45 წლის მამაკაცი იყო, რომელსაც  მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა და მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება  სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის …

ველოსიპედისტს რუსთაველის ქუჩაზე ავტომობილი დაეჯახა

რამდენიმე  წუთის წინ ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე (დელფინარიუმთან), მსუბუქი ავტომობილი ველოსიპედისტს დაეჯახა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ველოსიპედისტი, დაახლოებით 45 წლის მამაკაცი, მძიმე დაზიანებებით გადაყვანილია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება  სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების …

მოპედი ავტომანქანას შეეჯახა – დაშავებული სასწრაფომ გადაიყვანა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ლუკა ასათიანის ქუჩიდან მემედ აბაშიძის გამზირზე გამოსული მოპედი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მოპედიდან ქალი გადმოვარდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა გადაიყვანა. ადგილზე უკვე იმყოფება საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ მოპედი გაჩერებულ ავტომანქანას დაეჯახა და მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გაფორმდება. ამ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება არ …

ავარიის შედეგად ბათუმში ქალი გარდაიცვალა

ბათუმში, დღეს 20 მაისს, დილით, ჭავჭავაძის ქუჩაზე [თი ბი სი ბანკის მიმდებარედ] ქალს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, „შეტყობინება დღეს დილით 10 საათსა და 20 წუთზე შემოვიდა, ბრიგადა ადგილზე 4 წუთში მივიდა, თუმცა შუახნის ქალბატონი უკვე გარდაცვლილი იყო“. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით. …

ავტოსაგზაო შემთხვევა ციხისძირში – ერთი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალზე სოფელ ციხისძირში, რის გამოც რამდენიმე წუთით შეჩერებული იყო მოძრაობა. თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი პირია გადაყვანილი საავადმყოფოში. ფაქტზე აღძრულია საქმე სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით. ქობულეთის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულის …

ბათუმში ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა

ბათუმში დღეს, 25 აპრილს, საღამოს, ლერმონტოვისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს რამდენიმე ავტომანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თვითმხილველების თქმით, დაზიანებულია ხუთზე მეტი მსუბუქი ავტომანქანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დამნაშავე მძღოლები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებიან.

ავტოავარია ბათუმის პორტთან – მოძრაობა შეფერხებულია

22 აპრილს, ბათუმის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ერთი ადამიანი გადაყვანილია საავადმყოფოში მენჯ-ბარძაყის მოტეხილობით. შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – „ავტომობილის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით …

ავარია ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე [ფოტო]

ახლახანს ბათუმში, რუთაველის ქუჩაზე ავტოავარია მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა და პალმა მოგლიჯა. შს სამინსიტროს ინფორმაციით, მძღოლი არ დაშავებულა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით – სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რაც ჯარიმას ითვალისწინებს.

Exit mobile version