„გეი მეგობრები მყავს“ – რა „ცოდვაზე“ ლაპარაკობს უმაღლესი საბჭოს წევრი და რას ეძახის პროპაგანდას

„ქართული ოცნების“ ინიციატივაზე მიიღოს ჰომოფობიური კანონპროექტი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ცოტნე ანანიძემ კომენტარისას მსგავსი რამ თქვა: „მიდგომა იქნება კონსტიტუციური და ქრისტიანული – ებრძვი ცოდვას და არა ცოდვილს“. რა ცოდვაზე საუბრობს უმაღლესი საბჭოს წევრი და რას მიიჩნევს პროპაგანდად? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ცოტნე ანანიძეს ესაუბრა. ბატონო ცოტნე, რა ცოდვაზე საუბრობდით, ვის მიიჩნევთ ცოდვილებად და რა შუაშია …

რა მოხდა ქობულეთში, სადაც ცოტნე ანანიძეს საოლქომ 22 ხმა დაუმატა?

22 ხმით ცოტნე ანანიძემ ქობულეთში არჩევნები მოიგო. ხმების დათვლა ქობულეთში გუშინ საღამოს დაასრულეს და აღმოჩნდა, რომ გამარჯვებული არავინ იყო – „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ცოტნე ანანიძეს ზუსტად 50 პროცენტი ჰქონდა, მეორე ადგილზე კი, ელგუჯა ბაგრატიონი გავიდა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი. მან უსკოს მონაცემებით, ამომრჩევლის ხმების 36.6 პროცენტი მიიღო. მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად ამომრჩევლის ხმების 50 %-ს …

დეპუტატი, რომელიც 9 წლის წინ გაასამართლეს ტელევიზიის ხელშეშლისთვის: „პარალელი არასწორია“

ჯერ უცნობია, მოჰყვება თუ არა რეაგირება აჭარის ტელევიზიის შესასვლელთან დღეს, პირველ ივნისს, კარვის ჩადგმას. 9 წლის წინ, როცა ტელევიზიის ცენტრალური შესასვლელი ჩაკეტეს, მენეჯმენტმა სწორედ ის განაცხადა, რაც დღევანდელმა მენეჯმენტმა თქვა: „ეს ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლაა“. 2011 წლის 21 მაისს აქციის მონაწილეები თავისუფალ აჭარის ტელევიზიას ითხოვდნენ. დღესაც იმავეს ითხოვენ – უკვე მეოთხე დღეა ტელევიზიასთან შიმშილობს ალექსანდრე მილორავა …

ცოტნე ანანიძე: რესოციალიზაცია არის სასჯელის ყველაზე ჰუმანური მიზანი

ცოტნე ანანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სამწუხაროდ, სტერეოტიპები საზოგადოებაში ყოფილ პატიმრებზე არსებობს. ეს მემკვიდრეობა ჩვენ საბჭოთა კავშირიდან მივიღეთ, რადგან არ ვცნობდით სასჯელის ყველაზე მთავარ მიზანს – რესოციალიზაციას. საზოგადოებამ, მათ შორის, დამსაქმებლებმაც რესოციალიზაცია უნდა აღიქვან ჯეროვნად. ყოფილი პატიმარი არ ნიშნავს იმას, რომ ის ხელახლა ჩაიდენს დანაშაულს – ამ თემაზე მეც მისაუბრია დამსაქმებლებთან. …

ცოტნე ანანიძე ციხიდან გამოსვლის შემდეგ: წყლის პრობლემა გამოსასწორებელია

ბათუმის ციხეში პატიმრებს, რომლებმაც ხელში მავუთულები გაიყარეს, ცოტნე ანანიძე შეხვდა, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. მისი თქმით, პატიმრები ამ დროისთვის დეესკალაციის ოთახში განმარტოებით იმყოფებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „მათ აღარ აქვთ გაყრილი ხელში მავთულები… ერთ-ერთს პატიმარს აქვს მხოლოდ ხელში მავთული. მე სამივე პატიმარს ცალ-ცალკე შევხვდი და სამივე მათგანმა დაადასტურა, რომ აქვთ წყლისა …

უნივერსიტეტი პროკურატურას ულტიმატუმს უყენებს – 8 ნოემბრის აქცია მეთერთმეტედ გაიხსენეს

8 ნოემბრის აქცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მეთერთმეტედ გაიხსენეს. ამჯერადაც აჩვენეს კადრები და ფოტოები, თუ როგორ შევარდნენ სპეცრაზმელები 2007 წლის 8 ნოემბრის დილას უნივერსიტეტის აუდიტორიებში და დაარბიეს სტუდენტები, ლექტორები… დარბეული და ამ დრომდე გამოუძიებელი აქცია კიდევ ერთხელ გაიხსენეს ამ აქციის თვითმხილველებმა. „ზოგი მათგანი ცოცხალიც კი აღარ არის,“ – დასძინა რექტორმა, მერაბ ხალვაშმა თავის გამოსვლაში და …

რა პრობლემებზე ესაუბრნენ პატიმრები ცოტნე ანანიძეს

„მთავარი პრობლემა, რაზეც პატიმრები საუბრობენ, არის ჯანმრთელობის დაცვის მომსახურება,“ – უთხრა ბათუმის ციხიდან გამოსულმა ცოტნე ანანიძემ „ბათუმელებს“. აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარის შეხვედრა პატიმრებთან რამდენიმე საათს გაგრძელდა. ცოტნე ანანიძე დაწესებულებაში სასჯელაღსრულების სამინისტროს ნებართვის საფუძველზე შევიდა. ცოტნე ანანიძის თქმით, იგი ბათუმის ციხის მთავარ ექიმსაც შეხვდა: „მითხრა, რომ ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას უწევენ პატიმრებს. ჩემი …

დეპუტატ ცოტნე ანანიძეს ბათუმის ციხეში პატიმრებთან შესვლის უფლება მისცეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე – ცოტნე ანანიძე დღეს, 6 ივლისს, ბათუმის ციხეში პატიმრებს მოინახულებს. დღემდე პატიმრებმა არაერთხელ ითხოვეს ცოტნე ანანიძესთან შეხვედრა, თუმცა უმაღლესი საბჭოს წევრები, მათ შორის ცოტნე ანანიძე იქ შესვლას ვერ ახერხებდნენ. „კომისიის თავმჯდომარე არასდროს ამოდის ჩვენთან,“ – გვწერდნენ ციხიდან გამოგზავნილ წერილში პატიმრები. ისინი აღნიშნავდნენ იმასაც, რომ ცოტნე ანანიძე ყოფილი …

BMW X1 და მინიკუპერი – ოპოზიციონერი დეპუტატის საჩუქრები ცოტნე ანანიძეს და ტურიზმის დეპარტამენტს

„ომეგა მოტორსმა“ დღეს, 7 ივნისს, ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე BMW-სა და MINI-ს სადილერო ცენტრები გახსნა. ცენტრების გახსნის ცერემონიალზე „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ამჟამად აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“, ზაზა ოქუაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს BMW X1-ის მარკის ავტომობილი გადასცა. თუმცა, როგორც მოგვიანებით განმარტა, ავტომობილი კონკრეტულად დეპუტატ ცოტნე ანანიძის საჩუქარი იყო. ცოტნე ანანიძის გარდა საჩუქარი აჭარის ტურიზმის …

სამინისტრო: პატიმრების მონახულების ნებართვისთვის უმაღლესმა საბჭომ ხელახლა უნდა მოგვმართოს

რატომ ვერ მიიღო უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ  რამდენიმე თვის მანძილზე, პენიტენციალურ დაწესებულებაში შეცვლის ნებართვა? – ამის თაობაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განმარტებას „ბათუმელებთან“ აკეთებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ  სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს კიდევ ერთხელ უნდა მიმართოს წერილობით, „რადგან წერილში არ იყო მხოლოდ ცოტნე ანანიძეზე საუბარი, უმაღლესი  საბჭოს სხვა წევრებზეც …

რა ძალისხმევა გაიღო დეპუტატმა ბათუმის ციხეში შესასვლელად

18 მაისს ბათუმის მე-3 დაწესებულებიდან პატიმრებმა „ბათუმელებს“ წერილი გამოუგზავნეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან საპატიმრო დაწესებულებაში შესვლას ითხოვდა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა ძალისხმევა გაიღო აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ საიმისოდ, რომ მე-3 დაწესებულებაში შესვლის უფლება მოეპოვებინა? უმაღლესმა საბჭომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ბათუმის მე-3 დაწესებულებაში შესვლის უფლების მისაღებად შვიდი თვის წინ მიმართა. თუმცა …

პატიმრები ცოტნე ანანიძეზე: კომისიის თავმჯდომარე არასდროს ამოდის ჩვენთან

პატიმრები ბათუმის ციხიდან გამოგზავნილი წერილით დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, ბათუმის მე-3 დაწესებულებაში არსებობს სამედიცინო მომსახურების, ასევე ბრალდებულების შემთხვევაში – თარჯიმნისა და უფასო იურიდიული დახმარების მიღების პრობლემები. წერილში აღნიშნულია ისიც, რომ ისინი ვერ ახერხებენ ცოტნე ანანიძესთან შეხვედრას. ცოტნე ანანიძე ყოფილი პოლიტიკური პატიმარი, ამჟამად კი აჭარის უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარეა. „აჭარის უზენაესი საბჭოს ადამიანის …

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ლგბტ ადამიანების უფლებებზე

რატომ ვერ გრძნობენ თავს დაცულად სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ქუჩაში, ქვეყანაში და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ყველა მოქალაქის სიცოცხლისა და გამოხატვის უფლება იყოს დაცული? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები საუბრობენ. ცოტნე ანანიძე, „ქართული ოცნება“: „სახელმწიფოს რა ვალდებულებაც აქვს, ეს არის კანონით რეგულირებული. პირველ რიგში, ყველა ადამიანის უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული და ნებისმიერი …

უმაღლესი საბჭოს წევრს სახეში ქვა მოხვდა

„უმაღლესი საბჭოს წევრის, ირაკლი ჭეიშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის არის დამაკმაყოფილებელი, თუმცა აუცილებლად საოპერაციოა, რადგან ძალიან დიდი ქვა მოხვდა სახეში, საფეთქლის ქვემოთ, რენტგენი გადაუღეს და სახის ძვალი აქვს გახეტილი. სხვა დაშავებული იყვნენ საავადმყოფოში, ძირითადად პოლიციელები არიან“-გვეუბნება სულხან ღლონტი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი წევრის, დავით ბაციკაძის ინფორმაციით, სავარაუდოდ დამტვრეულია ირაკლი ჭეიშვილის და ცოტნე ანანიძის …

Exit mobile version