უკრაინამ ყირიმის ხიდს წყალქვეშ დაარტყა – კიდევ ერთი სპეცოპერაცია

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური წერს, რომ ახალი უნიკალური სპეცოპერაცია ჩაატარეს და ყირიმის ხიდს მესამედ დაარტყეს, ამჯერად წყალქვეშ. „ოპერაცია რამდენიმე თვე გაგრძელდა. უშიშროების სამსახურმა ამ უკანონო ობიექტის სვეტები დანაღმა, დღეს კი, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გარეშე, დილის 4:44 საათზე პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. წყალქვეშა საყრდენი სვეტები მნიშვნელოვნად არის დაზიანებული – ამას ხელი შეუწყო 1100 კგ აფეთქებამ ტროტილის ეკვივალენტში. …

რუსეთმა ყირიმის ხიდის აფეთქების ბრალდებით საქართველოს მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა

საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძესა და უკრაინის მოქალაქე სერგეი ანდრეიჩენკოზე, რომლებსაც რუსეთის პროკურატურა 2022 წელს, ყირიმის ხიდის დაბომბვაში ადანაშაულებს, რუსეთმა „სახელმწიფოთაშორისო ძებნა“ გამოაცხადა. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია იუწყება. „ბრალდებულებს ბრალი ედებათ ერთდროულად რამდენიმე დანაშაულში: ტერაქტის ჩადენაში, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, ასევე, ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენასა და კონტრაბანდაში” – წერს რუსული პროპაგანდისტული მედია „კომერსანტი“. ყირიმის ხიდზე …

ყირიმის ხიდი უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდი უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეა, რადგან ოკუპანტებს ამ ხიდით იარაღი გადააქვთ. მისი თქმით, ეს სამიზნე უნდა „განეიტრალდეს“. „მიზანი მთელი ყირიმის დაბრუნებაა, რადგან ეს არის ჩვენი სუვერენული ტერიტორია… ქერჩის ხიდი არ არის პატარა ლოჯისტიკური გზა, იგი გამოიყენება საბრძოლო მასალის მიწოდებისა და ყირიმის ნახევარკუნძულის მილიტარიზაციისთვის. ჩვენთვის ნათელია, რომ ეს მტრის ობიექტია, რომელიც …

„მათთვის დადგება განკითხვის დღე“ – მედვედევის მუქარა ყირიმის ხიდის დაზიანებაზე 

უკრაინაში ყირიმის ხიდის დაზიანებას რუსული მედია ტერორიზმად აფასებს. ამ ფაქტს გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევიც. კრემლის პროპაგანდისტული „რია ნოვოსტის“ თანახმად, დიმიტრი მედვედევი ამჯერადაც შურისძიებით ემუქრება უკრაინას. „მსოფლიო და საკუთარი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ტერორიზმს არ შეიძლება ებრძოლო საერთაშორისო სანქციებით, შეშინებით თუ შეგონებით. მათ მხოლოდ ძალის ენა ესმით. ამიტომ აუცილებელია მათი სახლების, ასევე მათი …

პუტინმა ყირიმის ხიდზე მანქანით გაიარა – კრემლისტური მედია

კრემლისტური მედიით ვრცელდება ინფორმაცია და ვიდეო, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირიმის ხიდზე იმყოფებოდა. მან ხიდზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. რუსული პროპაგანდისტული საიტები ხაზს უსვამენ, რომ პუტინი Mercedes-Benz-ის საჭესთან თავად დაჯდა და ხიდის შეკეთებულ ნაწილზე გაიარა, გზად კი ვიცე-პრემიერ მარატ ხუსნულლინისგან ხიდის აღდგენითი სამუშაოების შესახებ ანგარიშს ისმენდა. „ჩვენ ახლა მივდივართ მარჯვენა მხარეს. ხიდის მარცხენა ნაწილი, როგორც …

ყირიმის ხიდის დაზიანების გამო რუსეთს სერიოზული პრობლემა აქვს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ლოგისტიკური პრობლემები, რომლებსაც რუსეთის არმია უკრაინის სამხრეთში აწყდებოდა, 8 ოქტომბერს ქერჩის ხიდის დაზიანების შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა. უწყება აღნიშნავს, რომ შეკეთების სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება, ყირიმის ხიდი მხოლოდ ნაწილობრივაა ღია და იქ სატვირთო მანქანების უზარმაზარი რიგები დგება. „უკრაინის სამხრეთში მყოფი რუსეთის ძალები მატერიალურ ტექნიკური მარაგების შევსებას მარიუპოლის გავლით ცდილობენ და ცდილობენ, …

ФСБ: ყირიმის „ტერაქტზე“ 8 პირი დავაკავეთ, ტვირთის გადატანაში 2 ქართველიც მონაწილეობდა

კრემლისტური მედიის ცნობით, ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე ФСБ-მ 8 ადამიანი დააკავა – 5 რუსეთის მოქალაქე, 3 – უკრაინისა და სომხეთის, „ტერაქტის“ ორგანიზატორად კი უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი კირილო ბუდანოვი დაასახელა. „ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი იყო უკრაინის სამხედრო დაზვერვა, მისი ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი, მისი თანამშრომლები და აგენტურა. ასაფეთქებელი მოწყობილობა შენიღბული იყო რულონებში სამშენებლო პოლიეთილენის ფენით 22 …

მოსკოვში სამხედროების დაპატიმრება დაიწყო – უკრაინის დაზვრევა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ეროვნული გვარდიის ელიტური ნაწილები შევიდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი დღეს მშვიდად ვერ არის – ქალაქიდან არაერთი სამხედროს დაკავებაზე ვრცელდება ცნობები. „რუსეთის დედაქალაქში სამხედროების წინააღმდეგ კომპლექსური „ზომების“ მიღება დაიწყო. ცენტრში გადაადგილება შეზღუდულია. ქალაქში შევიდა ძერჟინსკის სახელობის ოპერატიული დანიშნულების დივიზია – რუსული …

Happy Birthday, Mr. President – დანილოვი ყირიმის ხიდის ხანძარზე

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი ყირიმის ხიდზე ხანძარს ფეისბუქპოსტით ეხმაურება. „დილა მშვიდობისა უკრაინა“ წერს დანილოვი და ვიდეოკოლაჟს აქვეყნებს – კოლაჟის ერთ ნაწილში ჩანს ხანძარი ყირიმის ხიდზე, მეორეში კი 1962 წლის ცნობილი ვიდეო, რომელშიც ამერიკელი ვარსკვლავი მერილინ მონრო პრეზიდენტ ჯონ კენედის დაბადების დღეს სიმღერით ულოცავს – Happy Birthday, Mr. President (დაბადები დღეს გილოცავთ, …

ყირიმის ხიდზე ძლიერი ხანძარია

უკრაინული და რუსული მედიის ცნობით, დღეს, 8 ოქტომბერს, ყირიმის ხიდზე ძლიერი ხანძარია. სოციალურ ქსელებში ხანძრის ამსახველი არაერთი ვიდეო და ფოტო ვრცელდება. რუსული მედიის ცნობით, ოფიციალური ვერსიით, ცეცხლი გაუჩნდა სატვირთო მატარებლის საწვავის ავზს, თუმცა სოციალურ ქსელებში თვითმხილველების მიერ გამოქვეყნებული არაერთი ვიდეოკადრიდან ჩანს, რომ ხიდზე რკინიგზის ხაზის გარდა დაზიანებული გზის ნაწილიც. ამ დროისთვის ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია. უკრაინულ …

ყირიმის ხიდი უკანონო მშენებლობაა, ასეთი ობიექტები უნდა განადგურდეს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი The Guardian-თან ინტერვიუში ყირიმის ხიდს „უკანონო მშენებლობას“ უწოდებს და მიანიშნებს, რომ უკრაინა მას ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ განიხილავს. „ეს უკანონო მშენებლობა და მთავარი გზაა ყირიმში რუსეთის არმიის მოსამარაგებლად. ასეთი ობიექტები უნდა განადგურდეს,“ – ეუბნება ბრიტანულ გამოცემას პოდოლიაკი. პრეზიდენტის მრჩეველი The Guardian-თან კიდევ ერთხელ იმეორებს რამდენიმე დღის წინ, „საკის“ აეროდრომზე მომხდარი აფეთქების …

ყირიმის ხიდი რაც შეიძლება მალე უნდა განადგურდეს – ჩუბაროვი

რუსეთმა ქერჩის ხიდი [იგივეა, რაც ყირიმის ხიდი] უკანონოდ ააგო და ახლა უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. შესაბამისად, ეს ხიდი ძალიან მალე უნდა დაინგრეს. ამის შესახებ ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარემ, რეფატ ჩუბაროვმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ნოვოფედოროვკაში რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები ააფეთქეს. 9 აგვისტოს, ამ აფეთქების შედეგად, რუსეთის საჰაერო ძალებმა უდიდესი დანაკარგი განიცადა – მინიმუმ 9 თვითმფრინავია განადგურებული. ჩუბაროვმა …

რუსებმა თავდასხმის შიშით ყირიმის ხიდის დაცვა გააძლიერეს – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თქმით, რუსეთი ისეა შეშინებული ყირიმის ხიდზე შესაძლო სარაკეტო დარტყმით, რომ ყველა შესაძლო საშუალებით ცდილობს ხიდის უსაფრთხოების დაცვას. „ძალიან დაძაბულები არიან ყირიმის ხიდის გამო. საფუძვლიანად იცავენ. თითქმის ყოველდღიურად გადიან წვრთნებს. სრულიად წარმოუდგენელი რაოდენობის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები განალაგეს. ეს ნიშნავს, რომ ძალიან სერიოზულად უყურებენ იმ შეიარაღებას, რომელიც უკვე აქვს უკრაინას. …

Exit mobile version