ბათუმში სამი მარკეტის დაყაჩაღებისთვის ერთი პირი დააკავეს

ყაჩაღობის ფაქტზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 22 წლის ე.კ. დააკავა. პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულმა ბათუმში სამი სუპერმარკეტი დააყაჩაღა. გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან, დანის მუქარით, მოლარეს 900 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმავე დღეს ე.კ.-მ ბათუმში კიდევ 2 სუპერმარკეტი დააყაჩაღა, საიდანაც 829 ლარი და სიგარეტები გაიტაცა. სამართალდამცველებმა ე.კ. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს. ამოღებულია დანა …

14 წლის გოგოს დაყაჩაღებაში ბრალდებული მოსამართლეს: ერთი თვეა მეც იგივე კითხვა მაქვს

“ერთი თვეა ჩემს თავთანაც იგივე კითხვა მაქვს, რომ რა მოხდა,” – ასე უპასუხა ყაჩაღობაში ბრალდებულმა იმედა მ. მოსამართლეს ტრადიციულ შეკითხვაზე: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ? იმედა მ.-ს გამოძიება 14 წლის გოგოს დაყაჩაღებას ედავება. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა ბაგრატიონის ქუჩაზე, ღამის 11 საათზე, გოგოს კისერთან დანა მიადო და მობილური ტელეფონი სიცოცხლის მოსპობის მუქარით წაართვა. რამდენიმე დღის შემდეგ …

მამაკაცმა ქალს ვალუტის ჯიხურთან ფული წაართვა და წაიქცა

ბათუმში, გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში, ქალს ფული წაართვეს. თვითმხილველის თქმით, ქალს ვალუტის გადაცვლის ჯიხურიდან გამოჰქონდა ფული, როცა მას ახალგაზრდა კაცი თავს დაესხა. მამაკაცმა ქალს ფული ჩანთასთან ერთად გამოსტაცა და გაიქცა. თვითმხილველების თქმით, კაცი, რომელმაც ქალს ფული წაართვა, რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ, მეორე სკოლის წინ, ტროტუარზე წაიქცა – მან ბოძკინტს წამოჰკრა ფეხი. წაქცეულ კაცს გაქცევის …

პოლიციამ სარფში ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 15 ივლისს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე 2 პირი  სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი საქართველოს დატოვებას ცდილობდნენ. შს სამინისტროს  განმარტებით, სამართალდამცველების მიერ მათი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა და დანაშაულებრივი გზით წაღებული თანხის ნაწილი. მიმდინარეობს ოპერატიული-საგამოძიებო ღონისძიებები დარჩენილი გატაცებული …

სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღება ბათუმში – ბრალდებული საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღებაში ბრალდებულის საქმის განხილვა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დაიწყო. „ნასვამი ვიყავი და არ ვიცოდი, რა გავაკეთე… სათამაშო პისტოლეტით ვიყავი შესული,“ – უთხრა ბრალდებულმა გენადი მ.-მ მოსამართლეს. შემთხვევა 4 მაისს, დღისით მოხდა. თავდამსხმელი სავალუტო ჯიხურში შევარდა და მოლარეს იარაღის მუქარით ფული მოსთხოვა. თვითმხილველების თქმით, ჯიხურს ორი პირი დაესხა თავს, თუმცა დაკავებული მხოლოდ …

შსს: ყაჩაღობისა და უკანონო საზღვრის კვეთის ბრალდებით სარფსა და თბილისში ნათესავები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატების დაყაჩაღების ფაქტი გახსნეს. სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და უკანონო საზღვრის კვეთის ბრალდებით ნათესაურ კავშირში მყოფი რ.ხ. და ლ.ზ. თბილისში და სარფში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-იდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამინისტროს განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულებმა სწრაფი ჩარიცხვის …

შსს: ყაჩაღობის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1988 წელს დაბადებული რ.გ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს, ცივი იარაღით შეიარაღებული, …

მოიტყუა თუ არა შსს-მ ბათუმში, სავალუტო ჯიხურში შეიარაღებული პირის დაკავებაზე

შაბათს, 4 მაისს, შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ყაჩაღობაში ბრალდებული ბათუმში „ცხელ კვალზე დააკავეს“. თვითმხილველების თქმით კი, ბრალდებული სამოქალაქო ფორმაში მყოფმა პირმა დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა“, – ამ სათაურით გავრცელებული განცხადების თანახმად, ბრალდებულმა ბათუმში, სავაჭრო ცენტრში მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, მოლარეს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა. შს სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის …

მოხუცი ქალის დაყაჩაღების საქმე – ბრალდებულია ორი არასრულწლოვანი

ჩაქვში მომხდარი ყაჩაღობის საქმეზე მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა არასრულწლოვანი ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. მეორე არასრულწლოვან ბრალდებულთან კი საპროცესო შეთანხმება შედგა. შემთხვევა გასული წლის 6 ნოემბერს მოხდა. მოხუც ქალს, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობს და არაყს ყიდდა, ორი შენიღბული პირი თავს დაესხა და დანის მუქარით 100 ლარი მოსთხოვა. მოხუცმა თავდამსხმელებს 80 ლარი და ძვირფასეულობა მისცა. რამდენიმე დღეში სამართალდამცველებმა 17 …

ყაჩაღობაში ბრალდებული სასამართლომ გაამართლა

ყაჩაღობაში ბრალდებულ სტეფან გოგაიას დღეს, პირველ მაისს, მოსამართლე ლევან გელოვანმა გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. საუბარია გასული წლის ივლისში ბენზინგასამართ სადგურ „რომპეტროლის“ დაყაჩაღებაზე. შენიღბულმა თავდამსხმელმა სადგურიდან 500 ლარი წაიღო. საქმეში მთავარი მოწმეები დაზარალებულები იყვნენ – ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორები. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დაზარალებულებმა თქვეს, რომ თავდამსხმელს ნიღაბი ჩამოუცურდა და მისი სახე დაინახეს. სასამართლო პროცესზე იმავე დაზარალებულებმა აღნიშნეს, რომ …

ჩამოუცურდა თუ არა ყაჩაღს ნიღაბი – მოწმე ჩვენებას ცვლის, გამოძიებას 9-თვიანი ვადა ამოეწურა

ყაჩაღობა, რომლის საქმეზეც დაზარალებულებმა ჩვენება შეცვალეს, გასული წლის ზაფხულში მოხდა. ბრალდებულ სტეფან გ.-ს 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ხვალ, პირველ მაისს ეწურება. სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. კანონის მიხედვით, თუ 9-თვიანი ვადის ამოწურვამდე გამოძიება ბრალს ვერ დაამტკიცებს, პატიმარი უნდა გათავისუფლდეს. პროკურატურის ვერსიით, ადრე ყაჩაღობაში ნასამართლევმა სტეფან გ.-მ იარაღის მუქარით ბათუმში, გორგილაძის ქუჩის ბოლოში მდებარე ბენზინგასამართი სადგური …

მოწმე 20 წლის წინანდელ ყაჩაღობის ფაქტზე: აღარ მახსოვს, რისი მოწმე ვარ

„აღარ მახსოვს, რისი მოწმე ვარ. არც ის მახსოვს, რომ ჩვენება მივეცი გამოძიებას,“ – უთხრა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს მოწმის სახით დაბარებულმა ნინო დუმბაძემ. ჯგუფური ყაჩაღობის შემთხვევა, რომელიც ბათუმში 20 წლის წინ მოხდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ახლა განიხილება. გამოძიების ვერსიით, სამმა შეიარაღებულმა პირმა ლუდმილა და ვალერი ბლაგოვეშინსკების ოჯახი 1998 წლის 14 მაისს, დილის 5 საათზე დააყაჩაღა. წაღებულია …

ყაჩაღობა სათამაშო რევოლვერით და მიტაცებული 10 ათასი ლარი – „სანტას საქმე“

ყაჩაღობაში ბრალდებული ჯემალ მ. ბრალს არ აღიარებს, თუმცა დაკავების დროს, წინასწარი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აღიარა, რომ მან ახალი წლის საღამოს ჩაიცვა სანტას ფორმა და სუპერმარკეტ „იალჩინში“ სავალუტო ჯიხური დააყაჩაღა სათამაშო რევოლვერის მუქარით. „სანტას ყაჩაღობის საქმეს“ მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ყაჩაღობაში ბრალდებულ „სანტას“ 5-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. „მე ჩავატარე ბალისტიკური ექსპერტიზა, უნდა გამოგვერკვია, …

ყაჩაღობაში ბრალდებული „სანტას“ გასამართლება

„თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან“, – უპასუხა მოსამართლეს ბრალდებულმა ჯ.მ.-მ კითხვაზე: „ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“. ბრალდებულს ედავებიან იმას, რომ ის სანტას ფორმაში გამოეწყო და ახალი წლის ღამეს, ფიროსმანის ქუჩაზე, მარკეტ „იალჩინში“ სავალუტო ჯიხური დააყაჩაღა. „შემოსულია საქმე 394 ფურცელზე“, – თქვა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ. მან დღეს წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილა. საქმეზე 26 მოწმე დაიკითხება. მთავარი …

ბათუმში სუპერმარკეტის ბუღალტრის დაყაჩაღების საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

მიმდინარე წლის 3 იანვარს ბათუმში „იალჩინ მარკეტის“ ბუღალტერი დააყაჩაღეს. აღნიშნულ ფაქტზე, შსს-მ 1980 წელს დაბადებული გ.ა. და ამავე წელს დაბადებული  ს.ყ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 19 იანვარს დააკავა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ორი დღის წინ ამავე ფაქტზე და ანალოგიური ბრალდებით, პოლიციამ კიდევ ერთი პიროვნება დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მესამე პირის დაკავება დაგვიდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით: „გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე …

ყაჩაღობაში ბრალდებულების დაკავებისას შსს-მ ცივი იარაღი და დიდი ოდენობით თანხა ამოიღო

შსს-ს ინფორმაციით, 1980 წელს დაბადებული გ.ა. – ფოთში, ხოლო 1980 წელს დაბადებული ს.ყ. ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ბათუმელების ინფორმაციით ორი პიროვნება შსს-მ 19 იანვარს დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 3 იანვარს ბრალდებულები იარაღის მუქარით თავს დაესხნენ შპს „იალჩინ მარკეტის“ ბუღალტერს და აღნიშნული შპს-ს კუთვნილი 148 546 ლარი, ასევე, პირადი თანხა და …

ბათუმსა და ქობულეთში ყაჩაღობაში ბრალდებულები დააკავეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში მიმდინარე წლის 3 იანვარს, ხოლო ქობულეთში 15 იანვარს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტები გახსნილია. 3 იანვარს, ბათუმში სუპერმარკეტ „იალჩინის“ თანამშრომლები დააყაჩაღეს. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე პოლიციამ ორი პიროვნება წუხელ, ყაჩაღობის ბრალდებით, აჭარის რეგიონის გარეთ დააკავა. 15 იანვარს კი, ქობულეთის ცენტრში აფთიაქი დააყაჩაღეს. აღნიშნულ ფაქტზე, ასევე ჩვენი ინფორმაციით, ერთი პიროვნებაა დაკავებული. ბრალდებულთა დაკავების შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად „ბათუმელები“ შს …

ყაჩაღობაში ბრალდებულ “სანტას“ წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა 26 წლის ჯემალ მ-ს, რომელსაც ყაჩაღობაში ედება ბრალი. აღმკვეთი ღონისძიება ბრალდებულს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ შეუფარდა. გამოძიების ვერსიით, 31 დეკემბრის საღამოს სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა ბრალდებულმა სუპერმარკეტ „იალჩინში“ მდებარე სავალუტო ჯიხურიდან სათამაშო იარაღის მუქარით 8820 ლარი გაიტაცა. წინასასამართლო სხდომა საქმეზე თებერვალში შედგება. პროკურატურა ჯემალ მ.-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავება, რაც …

ბათუმში ყაჩაღობაში ბრალდებული „სანტა“ დაკავებულია

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული ჯ.მ., ყაჩაღობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის 31 დეკემბერს, ღამით, სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილი ბრალდებული ბათუმში, სუპერმარკეტში მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში შეიჭრა და სათამაშო იარაღის მუქარით 8 820 ლარი გაიტაცა. სამართალდამცველებმა ჯ.მ. ბათუმში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“ – …

ყაჩაღობის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში

დავით თ.-ს ყაჩაღობის ჩადენას ედავებიან. გამოძიების ვერსიით, მან 4 წლის წინ ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომელს მისი სახლის სადარბაზოში ჩანთა წაართვა.  გამოძიებამ ყაჩაღობის საქმე გახსნილად რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა და დავით თ.-ს წაუყენა ბრალი. საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს. სასამართლომ სუპერკამრკეტის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომლის ჩვენება მოისმინა, რომლის თქმით, დაზარალებული თამარ ე. ნამდვილად სუპერმარკეტში მუშაობდა და იმ დღეს …

Exit mobile version