ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორმა, თორნიკე მარჯანიშვილმა პოსტი დატოვა. ყოფილი დირექტორის თქმით, სამსახურიდან ნებაყოფლობით გათავისუფლების შესახებ განცხადება ახალ წლამდე დაწერა. საპარლამენტო არჩევნებში თორნიკე მარჯანიშვილი ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს პარტიიდან – “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი”. ამ პარტიაში „ქართული ოცნებისგან“ გამოყოფილი დეპუტატები წევრიანდებოდნენ. საარჩევნო კამპანიის დროს მარჯანიშვილი ოპერის დირექტორად მუშაობდა. გასული წლის აპრილში ერთ-ერთ შეხვედრაზე კულტურის …
Tag Archives: ქუთაისი
ვინ იმუშავა გელათის რესტავრაციაზე და რა კავშირები აქვთ მათ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან
გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის პროცესში არასწორად მოწყობილი სახურავის გამო, უნიკალური ფრესკები დაზიანდა. ახლა ერთ-ერთი მთავარი საკითხი იმის გარკვევაცაა, ვინ დაუშვა შეცდომა და ვის მოსთხოვენ პასუხს მსოფლიო მნიშვნელობის სამონასტრო კომპლექსისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების გამო. კანონმდებლობით, ძეგლის დაცვაზე მთავარი პასუხიმგებლობა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს ეკისრება, რომელიც ამ პროექტის დამკვეთი და მთავარი მაკონტროლებელია. ძეგლების მოვლა-პატრონობა სახელმწიფოს სწორედ ამ …
გელათში წმინდა გიორგის ტაძარი ისევ დროებითი გადახურვის გარეშეა
გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი წმინდა გიორგის ტაძარი ისევ დროებითი გადახურვის გარეშეა. ტაძრის დროებითი გადახურვა 18 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ორი კალთაა გადახურული, წმინდა გიორგის ტაძარი კი თოვლის საფარველქვეშაა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩემი სახლიას“ ხელმძღვანელი თორნიკე ბარათაშვილი დეტალურად აღწერს, რა სიტუაციაშია ახლა წმინდა გიორგის ტაძარი. „მხოლოდ ორი კალთაა გადახურული – დაბალი რეგისტრის კალთები,“ …
Continue reading “გელათში წმინდა გიორგის ტაძარი ისევ დროებითი გადახურვის გარეშეა”
გელათის კედლის მხატვრობა – რა განადგურდა და რისი გადარჩენა შეიძლება
გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში, რომლის რეაბილიტაცია-კონსერვაციის პროცესი 7 წელი მიმდინარეობდა, არასწორად მოწყობილი სახურავიდან წყალი ჩავიდა და კედლის მხატვრობა დააზიანა. ის ფაქტი, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში წყალი ჩადიოდა და ტაძრის უნიკალური მხატვრობა სველდებოდა, 2020 წლის მარტში აღმოაჩინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 11 მარტს სააგენტომ სამუშაოების განმახორციელებელს …
Continue reading “გელათის კედლის მხატვრობა – რა განადგურდა და რისი გადარჩენა შეიძლება”
რა დაემართა გელათს – ფაქტები და კომენტარები
მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის – გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი მთავარი ტაძარი დაზიანებულია. ახალგადახურული ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კრამიტი დატყდა, ტაძარში წყალი ჩავიდა და კედლის მხატვრობა დასველდა. გამოშრობის შემდეგ კი მხატვრობის ფრაგმენტები ჩამოცვივდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ის, რაც გელათში უკვე განადგურდა, ვეღარ აღდგება. მიუხედავად იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ [საია] პროკურატურას …
Continue reading “რა დაემართა გელათს – ფაქტები და კომენტარები”
ქუთაისში ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონოდ ვაჭრობისთვის ერთი პირი დააკავეს
ქუთაისში ერთ-ერთი აფთიაქიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების უნებართვოდ გაყიდვის გამო ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, დანაშაულში მხილებული პირი, ქუთაისში მდებარე სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე მოქმედი და შესაბამისი ნებართვის არმქონე ერთ-ერთი აფთიაქიდან რეცეპტის გარეშე, მოქალაქეებზე სისტემატურად ახდენდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების …
Continue reading “ქუთაისში ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონოდ ვაჭრობისთვის ერთი პირი დააკავეს”
ქუთაისთან ახლოს, მაგისტრალზე, ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა
ქუთაისთან ახლოს, ავტომაგისტრალზე მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველის თქმით, მძღოლმა წრიულთან სავარაუდოდ ავტომანქანა ვერ დაიმორჩილა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა. ამ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტომანქანა ჯებირთან შეჯახების შედეგად აალდა, ხოლო მძღოლმა ავტომანქანიდან გადმოსვლა მოასწრო. დაწყებულია ადმინისტრტაციული სამართალწარმოება. მთავარი ფოტო: ავტომანქანას ავტომაგისტრალზე ცეცხლი გაუჩნდა. როინ გუნდაძის ფოტო
“ზაოდი” – ომში დაღუპულთა მემორიალზე იტალიაში ქუთაისის ერთ-ერთი უბნის სახელი მიაწერეს
იტალიაში, ქალაქ გრავინა ინ პულიაში, პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალზე ქუთაისის ერთ-ერთი უბნის სახელი – “ზაოდი” მიაწერეს. წარწერის ამსახველი ფოტო ფეისბუქში გრავინა ინ პულიას მერმა ალესიო ვალენტემ გამოაქვეყნა და იმ ადამიანის დასჯა მოითხოვა, ვინც ეს გააკეთა. „ჩვეულებრივი იდიოტები. წუხელ ისინი ომის მემორიალს დაესხნენ თავს. მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს მათ ხსოვნას, ვინც თავიანთი თავგანწირვით ამ იდიოტებს მისცა …
15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო ქუთაისში ნაძვის ხეს საზეიმოდ აღარ აანთებენ
21 დეკემბერს ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონია აღარ გაიმართება – ამის შესახებ ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობ მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. 15 წლის მოზარდის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ შეძრა ჩვენი საზოგადოება. ჩვენ, ყველა, ერთად ვართ პასუხისმგებელნი ამ ტრაგედიაზე. შექმნილი მდგომარეობის გამო, 21 დეკემბერს ქუთაისის მთავარი ნაძვის …
Continue reading “15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო ქუთაისში ნაძვის ხეს საზეიმოდ აღარ აანთებენ”
მესხიშვილის თეატრი ქუთაისში მოსკოვის თეატრს მასპინძლობს – აქტივისტები აქციას გეგმავენ
დღეს, 19 ოქტომბერს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრი მოსკოვის თეატრს „ნიკიტკის კარიბჭეს“ მასპინძლობს. აფიშის მიხედვით თეატრმა ქუთაისში ორი სპექტაკლი უნდა ითამაშოს – „არ დამივიწყო“ 19 ოქტომბერს, ხოლო „ჩვენი ეზოს სიმღერები“ 20 ოქტომბერს. დაგეგმილი გასტროლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, პროტესტი მოჰყვა ქუთაისში მცხოვრებ სამოქალაქო აქტივისტებში. მოქალაქეები, ამბობენ რომ დაუშვებელია ოკუპანტი ქვეყნის თეატრის მსახიობებმა ქუთაისში სპექტაკლი ითამაშონ. …
ქუთაისში ინოვაციების ფესტივალზე აფეთქების შედეგად მოსწავლეები დაშავდნენ
ქუთაისში, ცენტრალურ ბაღში გამართულ ინოვაციურ და მეცნიერების ფესტივალზე ქიმიური კვლევის დროს კოლბა აფეთქდა. ნამსხვრევებმა 5 მოსწავლე მსუბუქად დააზიანა. მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს. ფესტივალში ქუთაისის რამდენიმე საჯარო სკოლა მონაწილეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლის შესაბამისად, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მთავარი ფოტო: ტელეკომპანია მეგა TV …
Continue reading “ქუთაისში ინოვაციების ფესტივალზე აფეთქების შედეგად მოსწავლეები დაშავდნენ”
ბაღდათი, ქუთაისი და სხვა ქალაქები – სად არ ითხოვენ არაფერს მოქალაქეები ბოლო 2 წელია პეტიციით
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, იმერეთის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები არასაკმარისადაა გამოყენებული. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა იმის დასადგენად, თუ რამდენად არიან ჩართულები ადგილობრივი მცხოვრებლები გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რამდენად აბარებენ არჩეული და დანიშნული თანამდებობის პირები ანგარიშს მოქალაქეებს და რამდენად ეფექტიანია საქართველოს თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული მოქალაქეთა ჩართულობის …
არა ოკუპაციას – საპროტესტო აქცია ქუთაისში
ქუთაისში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილმა ასობით ახალგაზრდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას აპროტესტებდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად მესხიშვილის თეატრის წინ გამოდიოდნენ, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ პარლამენტის ყოფილი შენობისკენ. ———————————————– ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და …
Continue reading “არა ოკუპაციას – საპროტესტო აქცია ქუთაისში”
ქუთაისის მერიამ ბიუჯეტის ხარჯზე ჟურნალისტებს ფურშეტი გაუმართა
დღეს, 21 მარტს, ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიამ ჟურნალისტები ადმინისტრაციულ შენობაში მიიწვია და ალაფურშეტი გაუმართა. როგორც ქუთაისის მერიის პრესსამსახური განმარტავს, ქალაქის მერიაში მიღებაზე ქუთაისში მოქმედი ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტი მიიწვიეს. წვეულებას ასევე ესწრებოდნენ ყოფილი ჟურნალისტებიც. ფურშეტის ამსახველი ფოტოები ფეისბუქზე ქუთაისის მერიის პრესსამსახურის თანამშრომლებმა გაავრცელეს. “ბათუმელები” დაინტერესდა, რა თანხა დახარჯა ქუთაისის მერიამ ბიუჯეტიდან აღნიშნული ღონისძიების გასამართად. როგორც …
Continue reading “ქუთაისის მერიამ ბიუჯეტის ხარჯზე ჟურნალისტებს ფურშეტი გაუმართა”
რობერტ პლანტის ფანი ქუთაისიდან
19 ივლისს ემზარ ჯინჭარაძე ქუთაისიდან შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე რობერტ პლანტის კონცერტზე დასასწრებად ჩავიდა. თან Led Zeppelin-ის ვინილის ფირფიტები წაიღო და იმედი ჰქონდა, რომ რომელიმეზე რობერტ პლანტის ავტოგრაფი გაჩნდებოდა. ემზარმა ლეგენდარულ მუსიკოსს ცოცხლად მოუსმინა, თუმცა მისი ავტოგრაფის მიღება ვერ შეძლო. ემზარმა დახმარება გიორგი კერესელიძეს „ისთერნ პრომოუშენის“ დირექტორსაც სთხოვა, თუმცა უშედეგოდ. „საერთოდ უარი ჰქონდა ნათქვამი ავტოგრაფის …