უსკოს თავმჯდომარე პაატა კეშელავა იქნება – მისი ხელფასი 9 600 ლარია

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკოს] თავმჯდომარედ, 13 ხმით და 5 წლის ვადით, აჭარაში „ქართული ოცნების“ უმაღლესმა საბჭომ პაატა კეშელავა აირჩია. ამ საკითხს დღეს, 18 ივნისს, უყარეს კენჭი უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. გახარიას პარტიის ორმა წევრმა „თავი შეიკავა“ და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. უსკოს თავმჯდომარეობა კიდევ ერთ კანდიდატს – მარიამ გუგუნავასაც სურდა, თუმცა კომისიამ არჩევანი პაატა კეშელავაზე …

პაატა კეშელევა უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დაასახელეს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარეობის კანდიდატად პაატა კეშელავა შეარჩიეს. უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად აჭარის უმაღლეს საბჭოში სპეციალური კომისია იყო შექმნილი. უსკოს თავმჯდომარეობა ორ კანდიდატს სურდა – მარიამ გუგუნავას და პაატა კეშელავას. კომისიამ არჩევანი სწორედ ამ ორი კანდიდატიდან გააკეთა. მარიამ გუგუნავა 2020 წლიდან უსკოს წევრია, რაც შეეხება პაატა კეშელავას, ის 2007 წლიდან აჭარის უმაღლეს საბჭოში, …

უსკოს თავმჯდომარის არჩევისა და მთავრობის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი

დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში კენჭი უნდა უყარონ უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ პარმენ ჯალაღონიას კანდიდატურას. წინასწარი ინფორმაციით მას ფრაქცია „ქართული ოცნების“ გარდა მხარს უჭერენ „თავისუფალი დემოკრატები.“ დღესვე, რიგგარეშე სხდომაზე კენჭი უნდა უყარონ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას. საკითხის ინიციატორია „ნაციონალური მოძრაობა“. სხდომა 12 საათზე დაიწყება. უსკოს თავმჯდომარის შესარჩევად ეს რიგით მეოთხე კონკურსია. …

„პაატა გავიდოდა“ – უსკოს თავმჯდომარის ასარჩევი მორიგი რაუნდი

აჭარის მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაატა ჯალაღონია უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად ჯერ არ დარეგისტრირებულა, თუმცა იმაზე, რომ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად სწორედ მას წარადგენს, უკვე დარწმუნებით საუბრობენ. „არ დარეგიტრირებულა? ეგ არაფერია. ხუთშაბათს ექვსს რომ ხუთი წუთი დააკლდება, მაშინ დარეგისტრირდება“, – უთხრა წყარომ „ბათუმელებს“ მთავრობიდან. თავად პაატა ჯალაღონია „ბათუმელებთან“ …

არღვევს თუ არა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კანონს მივლინებაში ყოფნის გამო

უსკოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ კანდიდატს უმაღლეს საბჭოში კიდევ ერთხელ 6 ივნისს უყრიან კენჭს. კანონი კენჭისყრას კანდიდატის წარდგენიდან 14 დღეში ითვალისწინებს. უმაღლესი საბჭოს წევრი პეტრე ზამბახიძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამბობს, რომ ვადა 2 ივნისს იწურებოდა და კანონის მოთხოვნა საბჭოს თავმჯდომარემ მივლინებაში წასვლის გამო დაარღვია. ავთანდილ ბერიძე მივლინებით გერმანიაში იმყოფება. „იმის გამო, რომ არავის აძლევს უფლებას სხდომა ჩაატაროს, …

დავით ქარცივაძე – უსკოს თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატი

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ უმაღლეს საბჭოს დავით ქარცივაძის, ხოლო უსკოს წევრობის კანდიდატებად მამუკა ჯაშისა და ირაკლი გვარამიას კანდიდატურები წარუდგინა. დავით ქარცივაძის საარჩევნო გამოცდილება: 2005-2010 წლებში დავით ქარცივაძე #81 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი იყო N79 ბათუმის საოლქო საარჩევნო …

უსკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებად დარეგისტრირების ვადა იწურება

დავით ფარტენაძე უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დარეგისტრირდა, ყოფილი კანდიდატი კი,  დავით კვაჭაძე ფიქრობს და ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან უმაღლეს საბჭოს სასამართლოში უჩივლა, უარყოფს. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის შესარჩევ კონკურსში კანდიდატების დარეგისტრირების ვადა ორ დღეში, 5 მაისს უნდა დასრულდეს. ამ დრომდე უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ერთი, ხოლო წევრობის კანდიდატად ექვსი პირი დარეგისტრირდა. …

კიდევ ერთხელ დავით კვაჭაძის ასარჩევად

ხვალ, 15 აპრილს აჭარის უმაღლესი სარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევას კიდევ ერთხელ შეეცდებიან. ეს იქნება კენჭისყრის გამართვის მეოთხე მცდელობა ამ თანამდებობაზე დავით კვაჭაძის ასარჩევად. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე განკარგულება უკვე გამოსცა. თუ უმაღლესი საბჭო უსკოს ახალ თავმჯდომარეს ამჯერადაც ვერ აირჩევს, ახალი კანდიდატის შესარჩევად მთავრობა ხელახალ კონკურსს გამოაცხადებს. ეს კი უსკოს …

რა მოხდება, თუ უმაღლესი საბჭო დავით კვაჭაძეს ისევ არ აირჩევს

თუ უმაღლესი საბჭო უსკოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ დავით კვაჭაძეს ისევ არ აირჩევს, მთავრობა ხელახალ კონკურსს გამოაცხადებს. მესამედ გამოცხადებულ კონკურსში დავით კვაჭაძეს მონაწილეობას კანონმდებლობა არ უკრძალავს. მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის [რომელიც იმ კომისიის წევრია, რომელიც უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს არჩევს], დავით გაბაიძის განმარტებით, „თუკი ნორმას მთლიანობაში წავიკითხავთ და კანონის არსიდან გამოვალთ, ამასთან, თუკი უსკოს თავმჯდომარის შერჩევის …

დეპუტატი მედეა ვასაძე არჩილ ხაბაძეს მიმართავს

აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა მედეა ვასაძემ დღეს, 11 აპრილს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, ჟურნალისტებთან შეხვედრისას  აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და უსკოს წევრობის კანდიდატთა ხელახალი კონკურსის შესახებ განცხადება გააკეთა: „მოვუწოდებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თუნდაც ერთხელ საკუთარ თავში შეძლოს პასუხისმგებლობისა და საღი აზრის მობილიზება და სამომავლოდ ჩასატარებელი კონკურსის, [იგულისხმება უსკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევნები] კანდიდატთა შესარჩევი …

დღეს უმაღლეს საბჭოში სხდომა ჩაიშლება

ამ წუთებში აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა უნდა დაიწყოს. სხდომაზე აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და წევრი უნდა აირჩიონ. დადასტურებული ინფორმაციით, სხდომას არ დაესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ასევე „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციის ორი წევრი. ამ ფორმით ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მხრიდან უსკოს თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძის მეორედ წარდგენას აპროტესტებენ. დეპუტატები არც უსკოს წევრად უმაღლესი საბჭოს …

უსკოს წევრობის კანდიდატმა რუსუდან მიქელაძემ კანდიდატურა მოხსნა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატმა რუსუდან მიქელაძემ კანდიდატურა მოხსნა. ის „ნაციონალური მოძრაობის“ სასურველ კანდიდატად განიხილებოდა. ვარაუდობდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მისი მხარდაჭერის სანაცვლოდ უსკოს თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძეს დაუჭერდა მხარს, რომლის არჩევასაც მანამდე ამ პარტიამ მხარი არ დუჭირა. „ჩემი არჩევა არ არჩევის საკითხი სალაპარაკო გახდა. თითქოს მე არ მქონდა უფლება უსკოს წევრი გავმხდარიყავი, რადგან ჩემი …

ოპოზიცია უმაღლეს საბჭოში: დავით კვაჭაძეს მხარს არ დავუჭერთ

დავით კვაჭაძეს გამარჯვების იმედი აქვს, დეპუტუტატები კი, რომლებმაც მას მხარი ერთხელ არ დაუჭირეს, ამბობენ, რომ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რობერტ ჩხაიძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ „დავით კვაჭაძის კიდევ ერთხელ წარდგენა აჭარის მთავრობის თავჯმდომარის მხრიდან უმაღლესი საბჭოს შეურაცხყოფა იყო და ისინი დავით კვაჭაძის არჩევას მხარს არ დაუჭერენ.“ უმაღლესი …

ისევ დავით კვაჭაძე და დავით ქარცივაძე – უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

კომისიამ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად გამოცხადებულ ხელახალ კონკურსშიც არჩევანი იმავე კანდიდატურებზე გააკეთა და აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებად მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს, ისევ დავით კვაჭაძისა და დავით ქარცივაძის კანდიდატურები წარუდგინა. მათგან ერთი მთავრობის თავმჯდომარემ დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინოს. უსკოს წევრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კომისიამ არჩილ ხაბაძეს სოფიო კახაძის, რუსუდან მიქელაძისა და მამუკა ჯაშის …

უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების ახალი სია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ „მარჩიელები“ კიდევ ერთხელ უწოდა მათ, ვინც მიიჩნევს, რომ არჩილ ხაბაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ისევ სამთავრობო კანდიდატად გამოცხადებულ დავით კვაჭაძეს წარადგენს. აჭარის მთავრობამ უსკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველთა სია უკვე გამოაქვეყნა. ამ სიაში ყოფილ გამგებელსაც ნახავთ და უმაღლესი საბჭოს იმ წევრის შვილსაც, რომელმაც ცოტა ხნის წინ უსკოს თავმჯდომარის ექვსი დეპუტატის მხარდაჭერით …

უმაღლესი საბჭოს წევრი: უსკოს თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატები პარტიული პირები არიან

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძე, დღეს 14 მარტს გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატები, კვლავ პარტიული ნიშნითაა შერჩეული. „რამდენიმე დღეა გამოქვეყნდა ახალი კანდიდატების სია, სადაც კვლავ არიან ის პირები, რომლებიც დღესაც წარმოადგენენ პოლიტიკურ პარტიას და არიან „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი  არტიების წევრები. მე მოვუწოდებ აჭარის მთავრობის …

საერთაშორისო გამჭვირვალობა უმაღლეს საბჭოს: უსკოს შესახებ კანონის ამ ფორმით შეცვლას არ ვეთანხმებით

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ისე როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს აჭარის უმაღლეს საბჭოს, ნუ შეიტანს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებებს იმ ფორმით, რასაც ითვალისწინებს უმაღლეს საბჭოში შესული კანონპროექტი, რომლის ინიცირებაც  დეპუტატ ირაკლი (მაილო) ჯაშს ეკუთვნის. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მოსაზრებებს ამ საკუთხზე გთავაზობთ იმ ფორმით, რა ფორმითაც ორგანიზაციამ გაავრცელა: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს …

საია უმაღლეს საბჭოს: არ დაუჭიროთ ცვლილებათა პროექტს მხარი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] წერილობით მიმართავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს და კიდევ 8 დეპუტატს. საიას განცხადება ეხება ინიციატივას, რომელის მიხედვითაც უსკოს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლა იგეგმება. ცვლილების მიხედვით, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება 21-წევრიანი უმაღლესი საბჭოს 7 წევრის მხარდაჭერის შემთხვევაში. მოქმედი კანონით, 21-წევრიანი უმაღლესი საბჭოს 11 წევრის მხარდაჭერის შემთხვევაში ითვლება უსკოს თავმჯდომარე არჩეულად. საიას მიერ მომზადებულ მიმართვის …

კონკურსის ბოლო ეტაპზე მთავრობამ აღმოაჩინა, რომ საკანონმდებლო ნორმა ბუნდოვანია

კონკურსისა და წარდგენა-ვერდამტკიცების პროცურების გავლის შემდეგ, პროცესის ბოლოს, აჭარის მთავრობამ აღმოაჩინა, რომ საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც უსკოს თავჯდომარის პოსტზე კადიდატი უნდა შეერჩიათ და შემდეგ დაემტკიცებინათ, ბუნდოვანია. საკონკურსო კომისიამ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი შეარჩია. მათგან ერთ-ერთი მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინა. უმაღლესმა საბჭომ წარდგენილ კანდიდატურას კენჭი უყარა და ჩააგდო, მეორე და …

Exit mobile version