გვინდა უზარმაზარი კედლის მიღმა დარჩეს რუსეთი და რუსები – უკრაინელი ჟურნალისტი ომზე

როგორია იყო ჟურნალისტი და იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც სრულმასშტაბიან ომშია – პირად და სარედაქციო გამოცდილებაზე „ბათუმელებს“ უკრაინული მედიაკომპანია „ბაბელის“ ინგლისურენოვანი გამოცემის რედაქტორი, ანტონ სემიჟენკო უყვება. 15 წელი ჟურნალისტიკაში და ომით გამოწვეული რადიკალური ცვლილებები დაახლოებით 15 წელია ჟურნალისტიკაში ვარ. ყველაფერი რადიოდან დაიწყო. შემდეგ იყო სხვა მედიაპლატფორმები. „ბაბელში“ ბოლო ერთი წელია ვმუშაობ. „ბაბელი“ ომამდე იყო კომერციულად მომგებიანი …

რატომ უნდა დავეხმაროთ ჟურნალისტებს უკრაინაში – #უკრაინულიმედიისთვის

კამპანია მედიის მხარდასაჭერად უკრაინულმა ორგანიზაციებმა ომის პირველი დღეებიდანვე წამოიწყეს და მასში მალევე ჩაერთნენ დასავლეთის გავლენიანი მედიასაშუალებები და ფონდები. მედია ყველა ქვეყანაში ერთიანდება იმისთვის, რომ უკრაინაში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა გადაარჩინოს. დღეიდან ამ კამპანიას „ბათუმელები & ნეტგაზეთიც“ უერთდება. ეს არის უკრაინული მედიის მხარდასაჭერი კამპანია, რომლის მიზანიც ომში მომუშავე ჟურნალისტების დახმარებაა და რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია – მოქალაქეებს, ცალკეულ …

ომის მთავარი მოწმე – როგორ იბრძვის უკრაინის მედია რამდენიმე ფრონტზე

ავტორი: თამარ რუხაძე ____________________ უკვე მეორე თვეა, ჟურნალისტები საკუთარი სიცოცხლის ფასად მუშაობენ უკრაინაში. მათ ემუქრებიან, იტაცებენ, აწამებენ, კლავენ. ამ ომს აშუქებს მსოფლიოს ყველა მედია, თუმცა რუსული აგრესიის მთავარი მემატიანეები მაინც ადგილობრივი რეპორტიორები არიან. ამ ბრძოლაში უკრაინის მედიას წარმოუდგენელ სირთულეებთან უწევს გამკლავება. უპრეცედენტო საინფორმაციო ომში ჩართულებმა უნდა იზრუნონ ფიზიკურ გადარჩენაზე, აღჭურვილობაზე, მუშაობისთვის საჭირო რესურსებზე, რაც ამ …

გვტკივა იმის ნახვა, თუ როგორ ანადგურებენ ქალაქებს, კლავენ ჩვენს მოქალაქეებს – ინტერვიუ

ავტორი: თამარ რუხაძე ალისა იურჩენკოს მობილურსა და ელექტრონულ ფოსტაზე, ყოველდღიურად, ათობით ფოტო, ვიდეო და ინფორმაცია მიდის რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ქალაქებიდან თუ სოფლებიდან, მისთვის ნაცნობი და საყვარელი ადგილებიდან. ყოველი ახალი შეტყობინება ახალ ტკივილს ნიშნავს, უკვე იცის, რა შეიძლება დახვდეს მის მიღმა – მაინც მუშაობენ, სჯერათ, რომ ახლა ყველამ უნდა აკეთოს ის, რაც იცის და შეუძლია. …

ჩვენ ვეძებთ რუს სამხედროებს უკრაინაში და ვადგენთ მათ სიას – ინტერვიუ

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჟურნალისტებზე „ნადირობაა“ გამოცხადებული – რუსი სამხედროები ჟურნალისტებს იტაცებენ, ემუქრებიან და ფიზიკურად უსწორდებიან. ომის გაშუქებისას დაიღუპა 20-მდე უკრაინელი და უცხოელი ჟურნალისტი. საგრძნობლად გართულდა უკრაინული მედიასაშუალებების მუშაობაც – ისინი ფინანსური, ლოგისტიკური და სხვა პრობლემების წინაშე დგანან. როგორ შეცვალა უკრაინული მედიის ყოველდღიურობა ომმა, როგორ უმკლავდებიან ისინი ემოციურ და ფსიქოლოგიურ სტრესს …

1 კვირა ოკუპანტების ტყვეობაში – როგორ გადავურჩი ФСБ-ს და კადიროველებს

ვიქტორია როშჩინა ციფრული ტელევიზიის – „ჰრომადსკეს“ ჟურნალისტია, რომელმაც რუსი სამხედროების ტყვეობაში ერთი კვირა გაატარა. ვიქტორია მაშინ დააკავეს, როდესაც ალყაში მოქცეულ მარიუპოლში შესვლას ცდილობდა. რეპორტაჟში, რომელიც ჟურნალისტმა გათავისუფლების შემდეგ გამოაქვეყნა, ის დეტალურად ჰყვება თავისი დაკავებისა და პატიმრობაში გატარებული დღეების შესახებ. ______________________ „12 მარტის დილას ზაპოროჟიეში ვიყავი. გადავწყვიტე, მარიუპოლამდე მიმეღწია და იქიდან რეპორტაჟი მომემზადებინა. მიმაჩნდა, რომ ალყაშემორტყმულ …

75 წლის მამა წაიყვანეს, სვეტლანას სანაცვლოდ დავაბრუნებთო – რუსების ბრძოლა ჟურნალისტებთან

„ბათუმელები“ გთავაზობთ უკრაინელი ჟურნალისტის, კატერინა სერგაცკოვას წერილს, რომელიც The Guardian-ში გამოქვეყნდა. კატერინა Zaborona Meida-ს მთავარი რედაქტორი და „2402 ფონდის“ თანადამფუძნებელია. ის აშუქებდა ომს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ერაყიდან. _______________ „23 მარტს, დილის შვიდის საათზე, „რია-მელიტოპოლის“ მთავარმა რედაქტორმა, სვეტლანა ზალიზეცკაიამ შეიტყო, რომ მის სახლთან შეიარაღებული კაცები მივიდნენ. თვითონ ქალაქში არ იყო, მაგრამ მეზობლებმა უთხრეს, რომ დაინახეს, როგორ …

Exit mobile version