საკრუიზო ტურიზმის ხიბლი და პრობლემები

 

საკრუიზო გემები ბათუმში უფრო ხშირად უნდა შემოვიდნენ – ეს აჭარის მთავრობის მთავარი გათვლაა მიმდინარე საკურორტო სეზონისთვის, რაც აჭარის ბიუჯეტში შემოსავლის გაზრდით უნდა აისახოს. მსხვილი ტურისტული კომპანიები კი საკრუიზო ტურიზმის განვითარების შესაძლებლობას ეჭვის თვალით უყურებენ. ეჭვის საფუძველი ნავმისადგომის დღეს არსებული ინფრასტრუქტურაა. 

პროექტი ტურიზმის განვითარებისთვის

 

ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, პროექტის  – ” შავი ზღვის აუზის ტურიზმის მდგრადი განვითარების ქსელი – რეგიონში ტურიზმის განვითარების და მარკეტინგის სტრატეგიების” პრეზენტაცია გაიმართა.  

გიდი, როგორც სავიზიტო ბარათი

 

საქართველოში და მათ შორის აჭარაში, ტურისტების რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს – ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით. იზრდება უცხოელი ტურისტების რაოდენობაც. ზოგიერთი მათგანი გიდის დახმარებით ეცნობა ქვეყანას. როგორ განისაზღვრება გიდის კვალიფიციურობა და არიან თუ არა გიდები დასაქმებულები?  


<!** Image 1 align="left" width="300" height="442" >

ფოტოკამერით, ცარცითა და დაფით ტურისტების დასახვედრად

 

დღეს აჭარის  ტურიზმისა და კურორტების  დეპარტამენტში 2013 წლის სეზონის სიახლეს ონლაინ-მარკეტინგული ღონისძიებები წარმოადგინეს. სოციალურ მედიაში, სხვადასხვა ენაზე შექმნილია სპეციალური გვერდები ბათუმის შესახებ. დეპარტამენტმა 10 ქვეყანა შეირჩა (საქართველოს, რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ისრაელი, პოლონეთი) საიტები შექმნილია ინგლისურ, თურქულ და რუსულ ენებზე.  ინფორმაცია ბათუმის ღირსშესანიშნაობების, მიმდინარე ღონისძიებებისა და ტურისტული ობიექტების შესახებ ყოველდღიურად ახლდება Facebook-იქ გვერდზე. ( www.facebook.com/visitbatumi.travel)

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="538" >

დეპარტამენტის ერთ-ერთი ახალი პროექტია „გაიზიარე ბათუმის სიყვარული“. პროექტი ითვალისწინებს უკვე ტურისტად მყოფი ადამიანების შთაბეჭდილებებისა და მოსაზრების გაზიარებას იმ ტურისტებისთვის, რომლებიც სამომავლოდ გეგმავენ საქართველოში ჩამოსვლას. პროექტში ჩართულია ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფი, რომლებიც ფოტოკამერებით, ცარცითა და დაფებით შეიარაღებულები ქალაქის ტურისტულად აქტიურ ადგილებში ხვდებიან უცხოელ ტურისტებს. (www.gobatumi.com)

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, ტურისტული პროექტებისა და სერვისის განყოფილების უფროსის, მამუკა ბერძენიშვილის თქმით, პროექტი – „გაიზიარე ბათუმის სიყვარული“  ხელს შეუწყობს იმ ტურისტებს, რომლებიც მომავალში აპირებენ ჩამოსვლას.

 

ასევე მოქმედებს პროექტი – „Batumi In Your Pocket”  – მცირე ფორმატში მოქცეულია მაქსიმალური ინფორმაცია ბათუმის შესახებ. ბროშურა გამოიცა სამ ენაზე: ინგლისურ, რუსულ და პოლონურ ენებზე. ბროშურები ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებსა და სასტუმროებში ვრცელდება. 

ბილეთები ღვინის დაგემოვნების მსურველი ტურისტებისათვის

 

ტურისტებისთვის და განსაკუთრებით ღვინის ტურებით გატაცებული ვიზიტორების  მოზიდვის მიზნით აჭარაში ღვინის კომპანია „მეღვინეობა ხარებამ“  შექმნა ახალი პროდუქტი -„ბილეთები“, რაც სტუმრებისთვის ღვინის დეგუსტაციას უფრო კომფორტულსა და ხელმისაწვდომს ხდის.

ზღვისპირა ზოლში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები განთავსდნენ

დღეიდან აჭარის ზღვისპირა ზოლში მორიგეობას დაიწყებენ სასწრაფო სამედიცინო ჯგუფები. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრი ავრცელებს.

 

<!** Image 1 align="left" width="150" height="768" > 

ბათუმში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დემეტრე თავადებულის ქუჩის დასწყისში სამაშველო სამსახურის მედპუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება და საჭიროების შემთხვევაში ზღვისპირა პარკის დამსვენებლებს პირველად დახმარებას ყოველდღიუარდ დილის 9:00 საათიდან საღამოს 10 საათამდე გაუწევს.

სადღეღამისო მორიგეობა დაწესდება გონიოში, აქ არსებული ბრიგადა გონიოსთან ერთად სარფისა და კვარიათის დამსვენებლებს მოემსახურება. 
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მუშაობას ქობულეთის ზღვისპირა ზოლშიც დაიწყებს.

ამ ტიპის მომსახურება ზღვის საკურორტო სეზონის დასრულებამდე გაგრძელდება.

 

წლევანდელი საკურორტო სეზონის პერიოდშ ორი ადამიანი დაიღუპა ზღვაში, ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ამ დღეებში დაფიქსირდა. აჭარის მთავრობამ გადაწყვეტილება, სანაპირო ზოლში განათავსოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები, ბოლო შემთხვევის შემდეგ მიიღო.

როდის გაიხსნება საბაგირო გზა ბათუმში

 

კომპანია “ჰესტოკ-ბათუმის” განცხადებით საბაგირო გზასთან დაკავშირებით გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 29 ივლისს ჩაიბარებს. ამ დღეს იგეგმება საბაგიროს ექსპლუატაციაში გაშვებაც. საბაგირო გზა ბათუმს ფერიის მთაზე მდებარე გასართობ კომპლექსთან დააკავშირებს.

ვარშავა-ბათუმის სეზონური პირდაპირი ფრენები იწყება

 

14 ივნისს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ვარშავიდან სეზონის პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდება. 12:00 საათისთვის  ბათუმში  170 პოლონელი ტურისტი  ერთი კვირით ჩამოვა დასასვენებლად.

იღბლიანი სტუდენტები მტირალაზე

 

 

„იღბლიანები მტირალას პარკში“ – ასე ერქვა ტურს, რომლის ფარგლებშიც ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის 56  სტუდენტი მტირალას პარკში სალაშქროდ იმყოფებოდა. სტუდენტები ლოტოტრონის მეშვეობით შეირჩა, იღბლიანებმა ერთი დღე მტირალას პარკში გაატარეს.  

ტურიზმის დეპარტამენტმა საინფორმაციო ბუკლეტები განაახლა

 

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 2013 წლის სარეკლამო მასალების პრეზენტაცია მოაწყო. სულ გამოიცა 18 სახის თემატური ბროშურა, შეიქმნა აჭარა-ბათუმის ახალი გზამკვლევი (გაიდი), რომელიც წინა წლების გაიდებთან შედარებით უფრო ინფორმაციულია და მთლიანად ასახავს რეგიონის ტურისტულ პოტენციალს. 

 

<!** Image 1 align="middle" width="300" height="300" >

ტკბილი ტურიზმი ბათუმში


საკურორტო სეზონზე ჩამოსული სტუმრების გამასპინძლების მიზნით, აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტი,  წელს  25 750  ლარის ღირებულების აჭარულ ბაქლავასა და ბურმეს  შეიძენს. მის დაგემოვნებას ქართულ ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი მოზარდები ტურისტებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შესთავაზებენ.  დეპარტამენტის ინფორმაციით, წელს სეზონზე აქცენტები შიდა ტურიზმზე გაკეთდება.

ქირავდება „ბინა“

ძველი ბათუმის ვიწრო ქვაფენილიან ქუჩაზე პატარა ჭიშკარია, რომლის შეღებაც მეპატრონის გარეშე უცხო ადამიანისთვის სახიფათოა. ეზოში ავი, ყავისფერი ნაგაზია. „ნუ გეშინიათ, ახლა ჩავკეტე და მერე გავაცნობ თქვენს თავს, არ იქნება პრობლემა.“ – ამშვიდებს მეპატრონე ბინის ქირაობის მსურველებს.

 

 

ქეთი ჟვანია 

ტურიზმი წყლის გრაფიკით

”ძლივს ვნახეთ ტურისტები, რომლებსაც ბინა მივაქირავეთ, მაგრამ მეორე დღესვე გაგვექცნენ. წყალი არ გვაქვს და აღარ გაჩერდნენ”, – ამბობენ ხიმშიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები. ამ მრავალსართულიანი კორპუსების მცხოვრებთა უმეტესობისთვის სეზონზე ბინების გაქირავება შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. აგვისტოს თვეში ნინოშვილის უბნის დასახლებაში წყლის მიწოდების გრაფიკი არ შეიცვლება.

გომარდული – სამთო კურორტად გამოცხადებული სოფელი

 

გომარდულის, როგორც ზამთრის სამთო კურორტის, შესახებ ინფორმაცია სულ რამდენიმე წელია რაც გავრცელდა. კურორტის რეკლამირება, სახელმწიფოს მონდომებით იმდენად ხშირად ხდებოდა, რომ ამ ადგილის შესახებ მთელმა რეგიონმა შეიტყო. თუმცა ბევრმა არ იცის, რას წარმოადგენს ეს კურორტი და რამდენად არის აქ დასვენების შესაძლებლობა.

Exit mobile version