„ბავშვს ყველა გაჭირვება ვანახე“ – როგორ ეხმარება მარტოხელა მშობლებს საქართველო და EU-ს ქვეყნები

მალვინა ზაქარაძე 8 წლის შვილს მარტო ზრდის. ქმრის ოჯახიდან ოთხი წლის წინ წამოვიდა და შვილთან ერთად ქირით ცხოვრობს. „ვმუშაობ ნახევარფაბრიკატებში, 12 საათი ვდგავარ ფეხზე, დღეში 50 ლარი ხან გამოდის, ხან – არა. თუ გინდათ გადაამოწმეთ, ყოველ დღე ვმუშაობ, კვირაში ერთი დღეა დასვენება. ბავშვს გეფიცები დღეს ქირა მაქვს გადასახდელი – 500 ლარი. არ მაქვს. უფროსს ვთხოვე …

რას სთავაზობს სახელმწიფო ღარიბ ადამიანს საქართველოში და რას ბელგიაში

42 წლის შორენა ცეცხლაძე, ორ არასრულწლოვან შვილთან და შშმ დედასთან ერთად რვა წელია ქირით ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც მეუღლეს გაშორდა, ორ შვილთან ერთად ღია ცის ქვეშ დარჩა. მისი შვილები, ალიმენტსაც კი ვერ იღებენ მამისგან. შორენას არც მიწა აქვს და არც სხვა რაიმე უძრავი ქონება, ამიტომ სახელმწიფო დახმარება, რომელიც 600 ლარს შეადგენს, მთლიანად ბინის ქირაში იხარჯება. …

რატომ დატოვეს 7 წლის ბავშვი და მისი ოჯახი ბათუმში მშიერი – ვიდეო

„იმ ღამით ძალიან აფორიაქებული იყო, შფოთავდა. ამბობდა მომბეზრდა ყველაფერიო. შემდეგ მითხრა – მე უნდა გავიდე. შემდეგ ბავშვს აკოცა. ალბათ ემშვიდობებოდა. გვიანი იყო, როცა მეორე ოთახიდან ხმაური შემომესმა და გავედი. არასდროს ამოვა ის წუთები ჩემი თვალებიდან… არ ვიცი, როგორ მოვახერხე, მაგრამ თოკი გადავჭერი… სახეზე ხელი შემოვარტყი და მოვასულიერე. შემდეგ მოვიდა სასწრაფო და პოლიციაც“, – გვეუბნება 40 …

აჭარაში ყოველი მესამე სოციალურად დაუცველთა ბაზაშია

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, აჭარაში მცხოვრები ყოველი მეორე თუ არა, ყოველი მესამე ადამიანი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაშია. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, აჭარაში მცხოვრები 147 002 ადამიანია შეყვანილი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის ბოლო მონაცემებით კი, აჭარაში სულ 361 411 ადამიანი ცხოვრობს. ამ მონაცემებს თუ შევადარებთ, აჭარაში …

„შემწეობა არ მომცეს. არ ვიცი, დღეს რა ვჭამოთ“ – მეეზოვე ქალი და მწოლიარე ავადმყოფი ქმარი 

„არ ვიცი, დღეს რა უნდა ვჭამოთ… ალბათ, ისევ მაღაზიაში გადავალ და ვთხოვ, ავადმყოფი ქმრისთვის სუპი მაინც მომცენ,“ – გვიყვება მაყვალა მჟავანაძე, რომელიც 22 წელია ბათუმში მეეზოვედ მუშაობს და ნაქირავებ, ბარაკული ტიპის სახლში ცხოვრობს, სადაც აბაზანაც კი არ არის. მაყვალა მჟავანაძის ქმარი წელიწად-ნახევარია მწოლიარე ავადმყოფია. „ბათუმელები“ ამ ცოლ-ქმრის შესახებ 2021 წლის ივნისშიც წერდა. ამჯერად მაყვალა მჟავანაძემ …

როდის დაიწყება შეჩერებული საარსებო შემწეობების გაცემა

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საარსებო შემწეობას მიიღებს ყველა ის ოჯახი, ვისაც 1-ლი იანვრიდან დღემდე პერიოდში შეჩერებული ჰქონდა ამ დახმარების მიღება. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ასეთ ოჯახებს შემწეობა აპრილის დასაწყისში უნდა მიეღოთ, ბევრმა ოჯახმა ის დღემდე ვერ მიიღო: ამ თემაზე: შეჩერებული სოციალური დახმარება მოქალაქეებს დაერიცხებათ შემდეგ კვირაში – სააგენტო სააგენტოში …

შეჩერებული სოციალური დახმარება მოქალაქეებს დაერიცხებათ შემდეგ კვირაში – სააგენტო

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ოჯახებს სოციალური დახმარება შეუჩერეს, თანხა და პროდუქტის ვაუჩერი მათ 21 მარტს უნდა მიეღოთ. ოჯახებს ცხელ ხაზზე უპასუხეს, რომ  მორიგი გადამოწმების შემდეგ „ქულები დასათვლელია“ და, შესაბამისად, დახმარება შეჩერებულია. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ინფორმაციით, სოციალური დახმარება აქ 45-ზე მეტ ოჯახს შეუწყდა – მათ შორის ბევრს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და მათთვის საკვები პროდუქტებისა  და ჰიგიენური საშუალებების …

რამდენიმე ათეულ ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს

ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ასამდე ოჯახს სოციალური შემწეობა შეუწყდა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ინფორმაცია ამ დასახლებაში მცხოვრებმა პირებმა მოაწოდეს. ალექსანდრე ჯაბნიძეც აღნიშნულ დასახლებაში ცხოვრობს. პენსიონერია და ოჯახში მის გარდა კიდევ ხუთი ადამიანი დარჩა სოციალური დახმარების გარეშე. სახლში ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ. ჯაბნიძე ამბობს, რომ სოციალური შემწეობა ოჯახს მეოთხე თვეა არ მიუღია. „ქულა მოვიდა მაღალი, თუმცა ოჯახში …

დამნაშავეობა სოციალური რაკურსით

ავტორი: ესმა გუმბერიძე ხშირად მეფიქრება გამდიდრების შესახებ ფილმებზე. მაგალითად, „უოლსტრიტის მგელი“ ან ფილმები კრიმინალურ სამყაროზე, სადაც ნაჩვენებია ლამაზი ცხოვრება, ფუფუნება, ძვირადღირებული მანქანები, ჩემოდნებით ფული, სეიფები. მთავარი გმირი ბოლოს კი გადარჩება და დიდ წარმატებას მიაღწევს, მაგრამ იმავე ფილმში რამდენი ადამიანი იღუპება, რამდენი კოტრდება, რამდენს არ გამოსდის ამ გზით სიმდიდრის მოხვეჭა და წარმატების მიღწევა. ფილმში ესეც არის …

უკანონოდ შესახელებულ პირებს სახელმწიფო სოციალურ დახმარებაზე უარს ვეღარ ეტყვის

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონი, რომლის მიხედვითაც უკანონოდ შესახლებულ საქართველოს მოქალაქეს, უფლება არ ჰქონდა სოციალური შემწეობით ესარგებლა. კერძოდ, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი, საქართველოს …

რატომ არ აძლევს მთავრობა სოციალურ შემწეობას უსახლკაროებს

ვლადიმერ ჩიტაია საქართველოს მთავრობასa და პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. ის სოციალურ შემწეობას ვერ იღებს. სოციალური მომსახურების სააგენტო განცხადების დარეგისტრირებასა და დეკლარაციის შევსებაზე უარს ეუბნება, რადგან ვლადიმერი უსახლკაროა. „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“ სავალდებულო მოთხოვნაა შემწეობის მისაღებად. ვლადიმერ ჩიტაიას სარჩელი წარმოებაში საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს მიიღო. „კანონმდებლობაში არსად წერია განმარტება, რა იგულისხმება „მუდმივ საცხოვრებელ ადგილში“. შესაბამისად, არსებობს განსხვავებული პრაქტიკა. …

Exit mobile version