„ოჯახური ღირებულებების“ დაცვა უსახლკაროების დაცვის გარეშე – „ოცნების“ დაპირებები

დალი თებიძე 25 წელია ქირით ცხოვრობს, რვა წელია მასთან ერთადაა მისი შვილი სოფო, რომელიც მოძალადე ქმრისგან წამოვიდა და დედასთან ზრდის ორ შვილს. ბავშვები 11 და 13 წლის არიან. ოჯახის შემოსავალი სოციალური დახმარება და სოფოს კონსულტანტობის ხელფასია, რომელიც საბაზისო საჭიროებებსაც კი ვერ სწვდება. „უმცროს შვილიშვილს შაქრიანი დიაბეტი აქვს, ჯანდაცვიდან უფასოდ ეკუთვნის ჩხირები, სენსორი, წამლები, მაგრამ მაინც …

როცა 2 ბავშვი ხანძარში იღუპება, სახელმწიფო და საზოგადოება კი ჩუმადაა

13 აგვისტოს ღამეს, ზუგდიდში, ბინაში გაჩენილმა ხანძარმა ორი ბავშვი, ტყუპი ძმები იმსხვერპლა, მარტოხელა დედა ამ დროს სამსახურში იყო. ოჯახი სოციალურად დაუცველია და ქირით ცხოვრობდა. მეზობლების ინფორმაციით, კომუნალური გადასახადების გადაუხდელობის გამო, შემთხვევის დღეს მათ დენი და გაზი არ ჰქონდათ, ბავშვებს სანთლის შუქზე ეძინათ. პოლიტიკური კომუნიკაციის მკვლევარი და ანალიტიკოსი, პოლიტიკური პარტია „თავისუფლების მოედნის“ თანადამფუძნებელი [კოალიცია „ძლიერი საქართველო“] …

ივლისიდან 50 ლარით იზრდება სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება

2023 წლის 1-ელი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის განკუთვნილი დახმარება 50 ლარით იზრდება და თვეში 200 ლარს შეადგენს. საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება ამის შესახებ გასულ, 2022 წელს მიიღო. ამჟამად სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება თვეში 150 ლარს შეადგენს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 …

მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და შშმ ბავშვების დახმარება 25 ლარით გაიზრდება

დღეს, 6 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე ისაუბრეს. პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა მომავალი წლისთვის დაგეგმილ სოციალურ დახმარებების ზრდაზე გააკეთეს განცხადება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, 2022 წლიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შშმ ბავშვების დახმარება 25 ლარით გაიზრდება. „მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და 18 წლამდე შშმ პირთა …

100 ლარამდე იზრდება სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება – მთავრობა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 2-ჯერ გაიზრდება. პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები 50 ლარის ნაცვლად 100 ლარს მიიღებენ. ასევე გაიზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა. „არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. ეს გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება. აღნიშნული პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან …

ვის აძლევს აჭარის მთავრობა 1000 პლანშეტს, როცა 7000 ბავშვს არ აქვს კომპიუტერი

დღეს, 17 დეკემბერს, აჭარის ბიუჯეტი დაამტკიცეს. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ამბობს, მომავალი წლის განათლების ბიუჯეტი 58 მილიონ 774 ათასი ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტში, როგორც მინისტრი ამბობს, დაახლოებით ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვისთვის პლანშეტური კომპიუტერების შესყიდვაა გათვალისწინებული, რისთვისაც ბიუჯეტიდან 550 ათასი ლარი დაიხარჯება. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის პერიოდმა აჩვენა, რომ კომპიუტერთან და …

ინგლისურ ენას სოციალურად დაუცველ ბავშვებს უფასოდ შეასწავლიან

ამერიკული ორგანიზაცია PH International-ი და „ცვლილებები საზღვრების გარეშე”, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, იწყებენ „ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამას“ (English Access Microscholarship Program). პროგრამა განკუთვნილია სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული ოჯახების ბავშვებისთვის და მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა მოზარდებისთვის. პროგრამა განკუთვნილია 14-18 წლამდე მოზარდებისთვის. პროგრამის მონაწილე ბავშვები შეირჩევიან საქართველოს მასშტაბით 25 …

სიღარიბეში მცხოვრები და-ძმა წიგნებს ითხოვს – სად შეგიძლიათ დატოვოთ ლიტერატურა

„როცა პროდუქტებს ვურიგებდი უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებს, რამდენიმე ბავშვმა მთხოვა წიგნი, წავიკითხავდითო,“ – ამბობს საქველმოქმედო ფონდ „იალქნის“ ხელმძღვანელი, თიკო აბაშიძე. ეს ორგანიზაცია სოციალურად დაუცველ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მუშაობს ბათუმში. თიკო აბაშიძის თქმით, მაგალითად, 13 წლის ანამ, რომლის შესახებ „ბათუმელები“ 4 აპრილს წერდა, „ჰარი პოტერი“ ითხოვა, მის ძმას კი, „ბეჭდების მბრძანებელი“ სურს. ანას პანდემიამდე ძირითადად …

Exit mobile version