„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, სულხან-საბას და სხვა ქართველი მწერლების ნაწარმოებები ამოიღო, სადაც ყველაზე აქტიურადაა განხილული რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, აჯანყება, ნათლადაა ასახული ქართველი ერის იდენტობა და მისი ბრძოლა თავისუფლებისთვის. ამოღებული ნაწარმოებების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია: ილიას „ბედნიერი ერი“, „ჩემო კალამო“, „განდეგილი“, „აჩრდილი“, ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“ და სხვა. …
Tag Archives: სოფო გოგოხია
„ცდილობენ შექმნან მდგომარეობა, რომ ჩამოგვართვან კანდიდატის სტატუსი“ – პედაგოგი რუსულ კანონზე
„იმ ყველაფრის ფონზე, რაც შარშან გადაიტანა ამ ქვეყანამ, პირველი რეაქცია, რაც მქონდა ამის გაგებაზე, რომ დააბრუნეს რუსული კანონი, ერთგვარი ცივი წყლის გადასხმა იყო, თან იმ ეიფორიის ფონზე, როცა ჩვენი ნაკრების გამარჯვებას ვზეიმობდით. შემეშინდა იმისიც, რომ მიუხედავად იმისა, იციან როგორი რეაქცია მოჰყვება ამას ხალხისგან, მაინც გადადგეს ეს ნაბიჯი. ესე იგი რაღაც უარესისთვისაც არიან მზად. მგონია, რომ …
რა მოვთხოვოთ მშიერ ბავშვებს? – პედაგოგი განათლების რეფორმაზე
„ამ მიცემულ „თავისუფლებას“ მე პირადად მაშინ დავიჯერებ, როცა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დირექტორები, სკოლის მასწავლებლები, ბაღის თანამშრომლები სიებით არ ირბენენ, მაგიდის ქვეშ არ დასხდებიან და საეჭვო მასწავლებლების სია ცალკე არ ექნებათ, გარანტირებულად ხმის მიმცემების სია კი – ცალკე. ვიღაცებს ოჯახებში არ მიაკითხავენ საღამოობით და არ ეტყვიან: შენ ხომ ოჯახით გვაძლევ ხმას?“ – ამბობს სოფო გოგოხია, …
Continue reading “რა მოვთხოვოთ მშიერ ბავშვებს? – პედაგოგი განათლების რეფორმაზე”
ვაჟამ თქვა: „ბილწთ არ შავეკვრი ზავითა“, კობახიძე კი სწორედ ამას აკეთებს – მასწავლებელი
მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დასანქცირებული შვილი „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში შემოუშვა, საქართველოს მოქალაქეებმა კი ამ ფაქტის გამო საპროტესტო აქცია გამართეს და ამ ოჯახს ყვარლის ტბაზე დაგეგმილი ქორწილი ჩაუშალეს, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ევროკავშირის მიერ დასანქცირებული რუსების საქართველოში შემოსვლა გააპროტესტა, ბნელები უწოდა და ყვარლის ტბაზე დაგეგმილი ქორწილის …
„უნდათ გავქრეთ რუკიდან და ეს ქართველების ხელით მოხდეს“ – მასწავლებელი რუსულ კანონზე
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, პედაგოგი სოფო გოგოხია მიიჩნევს, რომ რუსული კანონი, საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს გაქრობისკენ არის მიმართული. „ვიღაცას უნდა რომ ჩაგვაბარონ, ცეცხლის და ომის გარეშე მიგვისაკუთრონ და გავქრეთ რუკიდან, აღარ ვიარსებოთ, როგორც სახელმწიფომ. ამ ყველაფერს კი ჩვენი ხელით, ქართველების ხელით აკეთებენ“ – ამბობს სოფო გოგოხია „ბათუმელებთან“. მისი თქმით, თუ პარლამენტი ამ კანონპროექტს მიიღებს, საქართველოსთვის …
„თავისუფლება ვითომ მშვიდობის სანაცვლოდ, ასე არ გამოვა“ – ინტერვიუ პედაგოგთან
რა სჯობს, მშვიდობა თუ თავისუფლება, – „უკრაინელებმა დღეს დაამტკიცეს, რომ არც ილია, არც ვაჟა და არც ჰომეროსი ტყუილ-უბრალოდ არ დაწერილა და ჩვენ ისევ ვსვამთ კითხვას, ვინ არის მტერი?“ – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სოფო გოგოხია, „ბათუმელებთან“ ეროვნული ცნობიერების მნიშვნელობასა და თავისუფლებაზე საუბრობს. ქალბატონო სოფო, დღეს, ისევე როგორც ალბათ წინა წლებში, …
Continue reading “„თავისუფლება ვითომ მშვიდობის სანაცვლოდ, ასე არ გამოვა“ – ინტერვიუ პედაგოგთან”
სადაც ჟურნალისტებს უტევენ, იქ დემოკრატია ბუტაფორიაა – ინტერვიუ მასწავლებელთან
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი სოფო გოგოხია „ბათუმელებთან“ ინტერვიუში სიძულვილის თემაზე საუბრობს. ის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ პროცესებსაც ეხმაურება. ქალბატონო სოფო, მინდა გკითხოთ როგორც პედაგოგს, როგორც ლიტერატურის მასწავლებელს, თქვენი აზრით, რა განაპირობებს იმ დოზით სიძულვილს საზოგადოებაში, რაც 5 ივლისს ვნახეთ რუსთაველზე, რა არის ამ სიძულვილის მიზეზი? სიძულვილი, რაც ვნახეთ რუსთაველზე, ახალი არ არის. თითქმის …
Continue reading “სადაც ჟურნალისტებს უტევენ, იქ დემოკრატია ბუტაფორიაა – ინტერვიუ მასწავლებელთან”
ყველა მალაპარაკებს წარმატებაზე, მე კი მინდა ვინმემ მკითხოს რა არ გამომივიდა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი სოფო გოგოხია ჩხოროწყუში, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. ინტერვიუში ის გვესაუბრება მოსწავლეებზე, მათ სურვილებსა და იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც დგანან ბავშვები და რას ნიშნავს ასწავლო სიყვარულით. ქალბატონო სოფო, თქვენი აზრით რას ნიშნავს კარგი მასწავლებელი? მასწავლებლობა ზუსტად ის არის, რომ ამ კითხვაზე შენი პასუხი უნდა იპოვო. რა თქმა …
Continue reading “ყველა მალაპარაკებს წარმატებაზე, მე კი მინდა ვინმემ მკითხოს რა არ გამომივიდა”