სწავლა 2-3 ცვლაში – რა პრობლემებს უქმნით ბავშვებს სკოლების გაჭიანურებული მშენებლობა

„მე-5 საჯარო სკოლის დაუსრულებელი და გაუთავებელი რემონტის გამო, ჩვენი შვილები სწავლობენ ორთაბათუმის საჯარო სკოლაში. ის განსაკუთრებით შორსაა ჩვენი ოჯახებიდან. მე მახინჯაურში ვცხოვრობ, ზოგი ახალშენში, ზოგიც ანგისაზე. სკოლას [სადაც ახლა ბავშვები დადიან] არ გააჩნია ნორმალური გათბობა, რის გამოც ხშირად ავადმყოფობენ ბავშვები. მოგეხსენებათ, როგორ გაძვირდა ექიმთან ვიზიტი და მედიკამენტები. გაცდენები კი იწვევს აკადემიურ ჩამორჩენას. ძალიან გთხოვთ, გულთან …

გასულ წელს 814-მა მოსწავლემ კლასი ვერ დაძლია

2021-2022 სასწავლო წელს ანუ შარშან 814-მა მოსწავლემ ვერ დაძლია კლასი. მათ შორის იყო 21 პირველკლასელი და 51 მოსწავლე მეორედან მეხუთე კლასის ჩათვლით. კლასი ვერ დაძლია ანუ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საკლასო მასალა ვერ დაძლია 742-მა უფროსკლასელმაც. მეცხრე კლასი – 230 მოსწავლე მეათე კლასი – 146 მოსწავლე მეთერთმეტე კლასი – 116 მოსწავლე  მეთორმეტე კლასი – 81 …

უნდა მივცეთ თუ არა ბავშვს საშინაო დავალება? – რას ამბობენ მასწავლებლები და მოსწავლეები

როგორი უნდა იყოს საშინაო დავალება, რა შემთხვევაში ამართლებს და რა შემთხვევაშია ის არაეფექტური? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ესაუბრა. ამ თემაზე ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ისაუბრა ცნობილმა პედაგოგმა და ფსიქოლოგმა შალვა ამონაშვილმაც. მან თქვა, რომ საშინაო დავალება ბავშვებისთვის ზედმეტი ტვირთია, რომელიც მოსწავლეს სკოლამ აჰკიდა და საშინაო დავალება ხშირად ბავშვებსა და მშობლებს შორის უთანხმოების მიზეზიც …

როგორ კვებავენ ბავშვებს ესტონეთისა და აშშ-ის სკოლებში – რას გვიყვებიან ქართველი პედაგოგები

„ხშირად მაქვს შემთხვევა, როცა ბავშვს გული წაუვა, მოვა სამედიცინო დახმარება და გამოკითხვის შემდეგ ბავშვი ამბობს, რომ „დღეს არ მისაუზმია“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ფერიის საჯარო სკოლის დირექტორი, ლეილა დუმბაძე. მისი თქმით, სკოლებში უფასო კვების დანერგვა აუცილებელია, რადგან ხშირად ბავშვები სახლიდან ცხრის ნახევარზე გამოდიან და საუზმობას ვერ ასწრებენ. „ ბავშვები სკოლაში სამ საათამდე მშიერი იმყოფება. ზოგიერთს ჯანმრთელობა …

ოქროსა და ვერცხლის მედლები მოსწავლეებმა შესაძლოა ვერც წელს მიიღონ

ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს კუთვნილი მედლები შესაძლოა ვერც 2020 სასწავლო წლის ბოლოს გადასცენ, რადგან როგორც „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში“ ამბობენ, ოქროსა და ვერცხლის მედლების შესყიდვაზე შარშანდელი ტენდერი ჩაიშალა, ახალი კი ჯერ არ გამოცხადებულა. ოქროსა და ვერცხლის მედლები მოსწავლეებს არც 2019 წელს მიუღიათ. ოფიციალური ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო  წლების ოქროსა და ვერცხლის მედლების შესყიდვისთვის …

2020 წლიდან მოსწავლეები ტესტირებას გაივლიან – ახალი პროექტი

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლიდან მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის ახალი პროექტი დაიწყება, რომელიც ტესტირებას გულისხმობს. ტესტირება ჩატარდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება). როგორც გამოცდების ცენტრში განმარტავენ, სპეციალურად ამ პროექტისთვის იქმნება სასკოლო შეფასების ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მოხდება როგორც მოსწავლეთა რეგისტრაცია, ასევე მათი ტესტირება. თუმცა, ცენტრის ინფორმაციით, ტესტირების დროს მიღებული …

სკოლის არდადეგების 2018-2019 წლის სრული გრაფიკი

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 15 იანვრამდე გაგრძელდება. საგაზაფხულო არდადეგები კი დაიწყება 8 მარტიდან და 15 მარტამდე გაგრძელდება. ზაფხულის არდადეგები 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდეა გათვალისწინებული, მხოლოდ მე-2 და მე-11 კლასებისთვის. პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი 27 მაისს დასრულდება, მე-12-კლასელებისთვის კი – 20 მაისს. როგორც სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა …

ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის – გაიცემა ფულადი პრიზი

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE), გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, აცხადებს ესეების კონკურსს სკოლის მოსწავლეთათვის რეგიონებში. კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქალაქო მხარდაჭერის გაძლიერებაა. კონკურსის მონაწილეებმა განაცხადში მითითებული პირობების დაცვით უნდა გაგზავნონ  ესეი ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე. ესეში შესაძლოა განხილული იყოს: • გენდერული ნიშნით ძალადობის …

Exit mobile version