ახალ ბულვარში სკეიტპარკს აშენებენ

ბათუმის ახალ ბულვარში სკეიტპარკს ტენდერში გამარჯვებული შპს „ანაგი“ ააშენებს. ბათუმის ბულვარს კომპანიასთან ხელშეკრულება 3,1 მილიონ ლარზე აქვს გაფორმებული. სამუშაოები უკვე დაწყებულია და ხელშეკრულების მიხედვით 2024 წლის 21 თებერვლამდე უნდა დასრულდეს. ახალ ბულვარში სკეიტპარკის მოსაწყობად თავდაპირველი ტენდერი ბულვარის ადმინისტრაციას 1 291 749 ლარით ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა ტენდერი არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. სკეიტპარკის მოწყობაზე …

ბულვარში სკეიტპარკის მოსაწყობად დაგეგმილზე 1,8 მილიონით მეტი დაიხარჯება ბიუჯეტიდან

ბათუმის ბულვარმა სკეიტპარკის მოწყობაზე ხელახალი ტენდერი 3 165 138 ლარით გამოაცხადა. ეს 1,8 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე წინა ტენდერში. წინა ტენდერი ჩავარდა, რის შემდეგაც, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში გვითხრეს, მიიღეს დამატებითი რეკომენდაციები, მათ შორის მსოფლიო სკეიტბორდის ფედერაციისგან. „გარკვეული რეკომენდაციები გავითვალისწინეთ, რის შემდეგაც პროექტში შევიდა ცვლილებები, რათა ის გაუმჯობესებულიყო. შემდეგ ბაზრის კვლევა ჩავატარეთ და, შესაბამისად, ხარჯთაღრიცხვაც გაიზარდა. …

ახალ ბულვარში სკეიტპარკის მოსაწყობად 1,2 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმის ახალ ბულვარში სკეიტპარკის მოწყობას ბულვარის ადმინისტრაცია მაქსიმუმ 1 167 949 ლარად გეგმავს. სკეიტპარკი უკრაინის მოქალაქის პროექტის მიხედვით მოეწყობა, სამუშაოებს კი ბულვარი ტენდერით შეისყიდის. ტენდერის გამოცხადებამდე ბულვარის ადმინისტრაცია ბაზარს იკვლევს. „ელექტრონული ტენდერის დაგეგმვის, ჩატარებისა და შემდგომი ადმინისტრირების მიზნით, მიმდინარეობს წინასწარი ბაზრის კვლევა, პოტენციური მიმწოდებლის გამოცდილების დადგენის მიზნით“ – აღნიშნულია ბულვარის განაცხადში და ის დაინტერესებული პირებისგან …

ახალ ბულვარში სკეიტპარკს მოაწყობენ, რომელიც მიწის დონის ქვემოთ იქნება – კონკურსი

„ბათუმის ბულვარს“ ახალი ბულვარის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილი აქვს სკეიტპარკის მოედნის მოწყობა. გეგმის მიხედვით, „სკეიტპარკი უნდა მოეწყოს მიწის დონის ქვემოთ, ჩაღრმავებაში და ფეხით სასიარულო ცენტრალური ბილიკი უნდა დარჩეს არსებულ ნიშნულზე; სკეიტპარკის ტერიტორიის შემოღობვა დაუშვებელია“. სკეიტპარკის მშენებლობისთვის საჭირო პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადებაზე ბულვარის ადმინისტრაციამ კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო წინადადებების მიღება 2022 წლის 28 აგვისტოს დაიწყება და 2 …

მფრინავი ბავშვები ბორბლებზე ბათუმის სკეიტპარკიდან [Video]

ბათუმის ბულვარის სკეიტპარკი არდაგანის ტბის სიახლოვესაა გაშენებული. საღამოობით აქ ბავშვები, ახალგაზრდები იკრიბებიან და გვიან ღამემდე რჩებიან. ძირითადად სკეიტერები, გოროგოლაჭიანები და ველოსიპედისტები იკრიბებიან, თვითგორიებითაც [სქროლებით] დასრიალებენ. უსაფრთხო არ არის სკეიტპარკი გამოცდილი მოსრიალეებისთვის: ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ შემაღლებული ადგილების კიდეები და კუთხეები ბასრი და წვეტიანია, წაქცევის შემთხვევაშიც არ არის ტერიტორია სახარბიელოდ მოპირკეთებული – ბეტონის საფარი არაფრითაა დაფარული …

85 ათასი ლარი ბულვარში სკეიტპარკის გასარემონტებლად

ბათუმში, ახალ ბულვარში, არდაგანის ტბის გასწვრივ არსებული სკეიტპარკის გასარემონტებლად ბულვარის ადმინისტრაციას 85 867 ლარი აქვს გათვალისწინებული. მომსახურება ითვალისწინებს როგორც სამშენებლო-სამღებრო სამუშაოებს, ასევე ელექტროგანათების მოწყობას. სარემონტო სამუშაოებს ბულვარის ადმინისტრაცია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებს გავითვალისწინებთ, სამუშაოები აგვისტოს ბოლომდე ვერ დასრულდება, ზღვის სეზონი კი, ბათუმში უკვე გახსნილია. სკეიტპარკის სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი მიმდინარე …

Exit mobile version