ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთების პროექტის საჯარო განხილვის დრო ცნობილია

ქობულეთის შემოვლითი ორზოლიანი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად გადაკეთების პროექტთან დაკავშირებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ წარადგინა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ვიდრე სააგენტო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, მანამდე დაგეგმილია პროექტის საჯარო განხილვა. გზების დეპარტამენტის მიერ სააგენტოში წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის [გზშ] საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს …

ხელოვნური კუნძულის განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა ბათუმის მერიაში გაიმართება

ბათუმში ხელოვნური კუნძულის განაშენიანების დეტალური გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ-ის] ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განცხადებით: სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილია: 2025 წლის 20 მარტი, 15:00 საათი, ქალაქ ბათუმის მერიის შენობა [მის: ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა 25] „საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს …

ბათუმი-სარფის ავტობანის პროექტის საჯარო განხილვა ბათუმსა და ჭარნალში გაიმართება

ბათუმი[ჭოროხი]-სარფის[თურქეთის საზღვარი] საავტომობილო ახალი გზის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] ანგარიშის განხილვა ბათუმსა და ჭარნალშია დაგეგმილი. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განცხადებით, გზშ-ს ანგარიშის განხილვა გაიმართება: 2024 წლის 11 სექტემბერს, 15:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში [ლუკა ასათიანის ქ. N25] 2024 წლის 12 სექტემბერს, 11:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის კულტურის სახლის შენობაში საჯარო …

ბათუმში ხელოვნური კუნძულის გზშ-ს საჯარო განხილვა 12 იანვარს გაიმართება

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტთან დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ბათუმში 2024 წლის 12 იანვარსაა დაგეგმილი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხელოვნური კუნძულის გზშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვა 12 იანვარს, დღის 12:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გაიმართება (მისამართი: ლუკა ასათიანის ქ. N25). საჯარო განხილვის ორგანიზატორია სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. „საჯარო …

იძლევით გარანტიას, რომ იქ არ ჩაიძირება ყველაფერი? – ცხარე დებატები რივიერას დირექტორთან 

გაიზრდება თუ არა საფრთხეები ბათუმის კონცხისთვის მას შემდეგ, რაც მის მიმდებარედ დაგეგმილ მრავალსართულიან 5 კოშკს ააშენებენ – ეს იყო საკითხი, რომელმაც დღეს გამართულ შეხვედრაზე მწვავე დისკუსია გამოიწვია. დღეს, 15 აგვისტოს, ბათუმის მერიაში შპს „რივიერა ბათუმის“ მიერ წარდგენილი ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა განიხილეს. საჯარო განხილვა მერიამ დაგეგმა. საკითხი ეხება ბათუმის კონცხთან არსებული 6 ჰექტარის განაშენიანების გეგმას. ეს …

რატომ არ მივიდნენ „რივიერას“ პროექტის განხილვაზე „ბათომის“ წევრები

დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში პროექტ „რივიერა ბათუმის“ განაშენიანების რეგულირების გეგმა განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, არქიტექტორები და დაინტერესებული მოქალაქეები. შეხვედრაზე არ მივიდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ წარმომადგენლები, რომლებიც ამ პროექტს ეწინააღმდეგებიან და ამ საკითხზე კითხვები სხდომათა დარბაზშიც დასვეს. „ბათომის“ ერთ-ერთი წევრის შოთა გუჯაბიძის განმარტებით, გამომდინარე იქედან, რომ საკრებულოში …

„რივიერას“ საკითხზე პოზიციის დასაფიქსირებლად 3 წუთი გექნებათ – გრგ-ს საჯარო განხილვა

2019 წლის პირველ აგვისტოს, დღის 11 საათზე, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ („რივიერას“) პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება. ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, პროექტის საჯარო განხილვაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. „ფორმატით გათვალისწინებულია: კომპანია შპს „ბათუმი-რივიერას“ წარმომადგენლის მიერ პროექტის პრეზენტაცია [20 წუთი]; საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოსაზრების წარდგენა [10 წუთი]. საზოგადოებრივი …

ბათუმის მერიაში გრანირებული კარბამიდი მიიტანეს – დისკუსია ახალი ტერმინალის მშენებლობაზე 

“ჩვენ ძალიან თანამედროვე ტერმინალი უნდა ავაშენოთ… ეს განავითარებს ეკონომიკას და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს”, – მიმართა ბათუმის მერიაში შეკრებილებს კომპანია Wondernet Express-ის პროექტის მენეჯერმა, ჯალელ ავეზოვმა. ეს ის კომპანიაა, რომელიც ბათუმის პორტში ახალ ტერმინალს აშენებს. ახალი ტერმინალის მშენებლობის თემაზე დღეს, 18 იანვარს, ბათუმის მერიაში საჯარო დისკუსია გაიმართა. კომპანია Wondernet Express-ის ხელმძღვანელმა, გიორგი ზარიძემ პრეზენტაციის დროს …

„მერმაც იკითხა, ასეთ ხალხს ვიპოვითო?“ – საჯარო განხილვა ბათუმის განაშენიანებაზე

ბათუმის მერია კონკურსის გამოცხადებას აპირებს იმ კომპანიის შესარჩევად, რომელმაც ბათუმის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაცია უნდა დადოს. კონკურსის ჩატარებას ბათუმის მერია მარტიდან გეგმავს. რა დავალება უნდა მისცეს მერიამ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიას – დისკუსია ამ თემაზე ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. მერიის მიერ დაქირავებულმა ექსპერტმა, ვახტანგ ჯოხაძემ შეხვედრის მონაწილეებს ტექნიკური დავალება გააცნო. ტექნიკური დავალების მიხედვით, კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ …

გეგმა ბათუმისთვის: მსუბუქი ავტომანქანები ავტობუსებმა და ველოსიპედებმა უნდა ჩაანაცვლოს

„მერიამ ადამიანები კერძო ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში უნდა გადაიყვანოს,“ – ეს გეგმის ავტორების მთავარი გზავნილია. როგორ უნდა შეიცვალოს ბათუმში სატრანსპორტო სისტემა – სტრატეგიული განვითარების გეგმის საჯარო განხილვა ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დღეს მოეწყო. გეგმა გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ექსპერტებმა შეიმუშავეს და იგი 2030 წლამდე კონკრეტული აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს. „პარკირება არის საცობის გამომწვევი მთავარი პრობლემა. როცა ადამიანმა …

22 ფაქტობრივი შეცდომა ახალ სახელმძღვანელოებში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლების I-VI კლასებისთვის ახალ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით საჯარო განხილვები დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ განხილვას საჯარო ჰქვია, როგორც სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, ახალ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით დაწერილი მოსაზრებები და შეფასებები დახურულია და სხვა დაინტერესებულ პირებს მათი ნახვის შესაძლებლობა არ აქვთ. განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოების შეფასებებთან დაკავშირებით მხოლოდ ციფრებს აქვეყნებს. ოფიციალური ინფორმაციით, ახალი სახელმძღვანელოების შინაარსის …

განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოების საჯარო განხილვას იწყებს

სამინისტრო სახელმძღვანელოების საჯარო განხილვის პროცესს დღეს, 5 მარტს, იწყებს. საჯარო განხილვა ხორციელდება ელექტრონული პორტალის მეშვეობით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია პორტალზე: grifireba.emis.ge, დაათვალიეროს შეფასებისთვის წარმოდგენილი წიგნები და მიაწოდოს თავისი მოსაზრება როგორც შემფასებელთა ჯგუფს, ასევე ავტორებს. ოფიციალური ინფორმაციით, სახელმძღვანელოების განხილვაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საჯარო  სკოლების I-VI კლასებისათვის ახალი სახელმძღვანელოების შერჩევის პროცესი. სამინისტროს განცხადებით, გრიფირების …

აჭარის კონსტიტუციის განხილვა ქედაში

დღეს, 24 იანვარს, ქედის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში აჭარის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე საჯარო განხილვა გაიმართა. კანონპროეტის არსებული რედაქცია აუდიტორიას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ გააცნო. დავით გაბაიძის განცხადებით, აჭარის კონსტიტუციის დღემდე მოქმედ რედაქციაში გარკვეული ტიპის ხარვეზებია და მუშაობა ამ ხარვეზების აღმოფხვრასა და უფლებამოსილებების გამიჯვნაზე მიმდინარეობს. „აჭარის კონსტიტუციის წარმოდგენილი პროექტი ბევრად გაუმჯობესებული ვარიანტია იმ რეგულაციებისა და …

„აჭარის კონსტიტუციის“ საჯარო განხილვები იწყება

ორშაბათიდან „აჭარის კონსტიტუციაში“ შესატანი ცვლილებების საჯარო განხილვები დაიწყება. უმაღლეს საბჭოში დღეს, 20 იანვარს შეიკრიბება საორგანიზაციო კომისია, რომელიც საჯარო შეხვედრების ფორმატზე უნდა შეთანხმდეს. კანონის მიხედვით, დადგენილების მიღებიდან უმაღლეს საბჭოს ორკვირიანი ვადა აქვს საჯარო დისკუსიებისთვის. კანონპროექტი „აჭარის კონსტიტუციაში“ ცვლილებებზე 15 იანვარს გამოქვეყნდა. საორგანიზაციო კომისიის წევრი და უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია ამბობს, რომ შეხვედრები აჭარის …

Exit mobile version