„ქართულმა ოცნებამ“ ჩინეთი ჯერ სტრატეგიულ პარტნიორად გამოაცხადა, შემდეგ კი ვიზიტებს მოუხშირა ამ ქვეყანაში. არაერთი ვიზიტით იმყოფებოდა „ოცნების“ განათლების მინისტრი გივი მიქანაძეც კომუნისტურ ჩინეთში. ბოლო ვიზიტი ივნისის დასაწყისში ჰქონდა და პრესრელიზების მეშვეობით გვამცნო, რომ საქართველოსა და ჩინეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა. მიქანაძის აზრით, ჩინეთთან გაფორმებული პარტნიორული ურთიერთობები ქართველ ახალგაზრდებს მისცემს „უნიკალურ შესაძლებლობებს“ …
Tag Archives: საქართველო-ჩინეთი
კობახიძის სპეცბრიფინგი ჩინეთთან კავშირებსა და სტრატეგიულ ურთიერთობაზე სასაუბროდ
„როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გაფორმდა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის. ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.მას შემდეგ, რაც 3 წლის წინ ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას, ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ძალზე დინამიურად განვითარდა:– მხოლოდ გასული 6 თვის განმავლობაში, ჩინეთში შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის …
Continue reading “კობახიძის სპეცბრიფინგი ჩინეთთან კავშირებსა და სტრატეგიულ ურთიერთობაზე სასაუბროდ”
რას ნიშნავს აშშ-ის კონგრესში მიღებული რუსულ-ჩინური გავლენების საწინააღმდეგო აქტი საქართველოსთვის – ინტერვიუ
8 ივნისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა მიიღო „კავკასიაში ჩინეთის კონტროლისთვის წინააღმდეგობის გაწევის აქტი“, რომელიც მთავრობას ავალებს, დეტალურად შეისწავლოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის გავლენა. კანონპროექტი კონგრესში 2026 წლის 24 თებერვალს წარადგინა ორმა ამერიკელმა კონგრესმენმა – ჯო უილსონმა რესპუბლიკური პარტიიდან და სტივ კოენმა დემოკრატიული პარტიიდან. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ინიციირებული კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში რუსული და ჩინური …
რა იცვლება კობახიძის ჩინეთში ვიზიტით? – ინტერვიუ
რა იცვლება „ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ჩინეთში ვიზიტით? – თანამედროვე ჩინეთის სპეციალისტი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე უცნობია, რეალურად რამდენად გაღრმავდება სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან, თუმცა „ამის პოტენცილი არის“. „საფრთხე არის სხვა რამ: თუკი ქართული ინფრასტრუქტურის მოდერნიზება ვერ მოხერხდა ისე, რომ მართლაც შეუძლებელი იყოს ამხელა რაოდენობის ტვირთის გატარება, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩაგვანაცვლებს ზანგეზური. …
Continue reading “რა იცვლება კობახიძის ჩინეთში ვიზიტით? – ინტერვიუ”
ჩინელებს ჯერ ფულის დახარჯვა არ უნდათ, ეს კი ივანიშვილს არ აწყობს – ინტერვიუ
შუა დერეფანზე გაამახვილა ყურადღება ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 76-ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 29 სექტემბერს. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჰელსინკის კომისიას მიმართა: „საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა არ უნდა შერჩეს ჩინურ, რუსულ და ირანულ გავლენებს…“ რეალურად, რა ინტერესი აქვს ჩინეთს საქართველოში? „მარტო გზებში ჩინური კომპანიების მიერ მიღებული სატენდერო თანხები თითქმის …
Continue reading “ჩინელებს ჯერ ფულის დახარჯვა არ უნდათ, ეს კი ივანიშვილს არ აწყობს – ინტერვიუ”
ჩინეთმა გაეროში მხარი არ დაუჭირა დევნილების დაბრუნებას აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში
3 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საქართველოსა და 63 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნებაზე. რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს და წელს მას რეკორდული რაოდენობის — 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა რუსეთმა და მისმა მოკავშირე 8 ქვეყანამ: ბელარუსმა, კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ, ეკვატორული გვინეამ, მალიმ, ნიკარაგუამ, სუდანმა და …
რა შეცვალეს ანაკლიის პორტის პროექტში – კონსულტანციებში 3,4 მილიონი დაიხარჯება
ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის შერჩეულ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა ხელშეკრულების გაფორმებას არ ჩქარობს. პარალელურად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო კონსულტანტების დაქირავებაში მიმდინარე წელს 3,4 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს უტენდეროდ. კიდევ ერთმა სახელმწიფო კომპანიამ – „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“კი პორტის მშენებლობის პროექტში ცვლილებები შეიტანა. „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ ინფორმაციით, პროექტში შეტანილი ცვლილებების გამო საჭირო გახდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების …
Continue reading “რა შეცვალეს ანაკლიის პორტის პროექტში – კონსულტანციებში 3,4 მილიონი დაიხარჯება”
ჩინეთის მსგავსად არც ირანმა დაუჭირა გაეროში აფხაზეთსა და ცხინვალიდან დევნილებზე რეზოლუციას
ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ, სადაც საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი ბოლო ვიზიტით იმყოფებოდა ამ ქვეყნის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე, გაეროში მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალში დევნილების დაბრუნებას ეხება. ირანმაც, ჩინეთის მსგავსად, რომელიც საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორია, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან [სამხრეთ ოსეთი], საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ …
ჩინეთი აფხაზეთში დევნილების დაბრუნებას მხარს არ უჭერს – ახალი სტრატეგიული პარტნიორის პოლიტიკა
2008 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, საქართველოს ახალ სტრატეგიულ პარტნიორს, ჩინეთს, რომელიც თავის მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი და ახლო სტრატეგიული პარტნიორია რუსეთისთვის, მხარი არასდროს დაუჭერია გაეროში საქართველოს მიერ შეტანილი რეზოლუციისთვის – „იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. მეტიც, 2022 წლის 8 ივნისს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე თვის თავზე, ჩინეთმა პირველად და ერთადერთხელ მისცა ხმა რეზოლუციის კენჭისყრაზე …