ბათუმში, აბუსერიძის ქუჩა #57-ში მშენებარე კორპუსის მესაკუთრეებმა დღეს, 4 სექტემბერს აქცია გამართეს. აქციის მიზეზი კორპუსია, რომლის მშენებლობის დასრულება უკვე 10 წელი შეჩერებულია. „აშენებულია 13 სართული, 19 უნდა იყოს… კორპუსს სახურავიც კი არ აქვს, გვაწვიმს. ვინც შემოვედით საცხოვრებლად წლების წინ, შემოვედით იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ გვქონდა, გაგვიფუჭდა რემონტი. წყალი ხშირად არ გვაქვს, რადგან კორპუსი ჩაბარებული …
Tag Archives: სამშენებლო ბიზნესი
ძმებმა ზურაბ და ზებურ დუმბაძეებმა და მათმა პარტნიორებმა „ოცნებას“ 1 მლნ შესწირეს – კვლევა
ბათუმში სამშენებლო ბიზნესში ჩართული ძმების, ზებურ და ზურაბ დუმბაძეებისგან და მათი ბიზნესპარტნიორებისგან „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულების სახით, 2020-2024 წლებში, 965 000 ათასი ლარი მიიღო, ძმებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი ბოლო წლებში 6 სამშენებლო ნებართვა მიიღეს, რაც საერთო ჯამში ბათუმში 75,456 კვადრატული მეტრ მშენებლობას ითვალისწინებს – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. „გამჭვირვალობის“ ცნობით, ზურაბ და ზებურ …
1 მილიარდის დაკვეთა „ანაგს“ მთავრობისგან – მფლობელი რუსულ კანონს მხარს უჭერს
„გარემომ, სადაც მნიშვნელოვანი პროცესები გამჭვირვალე არ არის, შესაძლოა ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყნის სტაბილურობაზე და საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროპულ მომავალს, დასავლურ მომავალს, სადაც სტაბილურობა და გამჭვირვალობა ერთ-ერთი მთავარი ფასეულობებია“, – ასე ასრულებს შპს „ანაგის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ზაზა გოგოტიშვილი განცხადებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. ეს განცხადება ევროპაზე, გამჭვირვალობასა და სტაბილურობაზე ბიზნესმენმა 29 აპრილს, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე …
Continue reading “1 მილიარდის დაკვეთა „ანაგს“ მთავრობისგან – მფლობელი რუსულ კანონს მხარს უჭერს”
ბათუმში რუსულ EXPO-ზე არ ვმონაწილეობთ – ქართული სამშენებლო კომპანიები
ბათუმში, „პორტა თაუერში“, ანბანის კოშკის მახლობლად, 29-30 ივლისს EXPO-2023 გაიმართება, სადაც საქართველოში უძრავი ქონების ბაზარს წარმოადგენენ. გამოფენის შესახებ ინფორმაცია რუსულ ენაზე ვრცელდება. ინფორმაციაში, რომელიც ექსპოს ვებგვერდზეა განთავსებული, ვკითხულობთ: „საქართველო სთავაზობს უცხოეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შესყიდვის ფართო შესაძლებლობებს. თქვენ არ გჭირდებათ ყველაფრის დამოუკიდებლად გარკვევა. ჩვენ, უძრავი ქონების სააგენტო People, გიწვევთ პირველ ექსპოზე, რომელიც ეძღვნება ბათუმში საუკეთესო …
Continue reading “ბათუმში რუსულ EXPO-ზე არ ვმონაწილეობთ – ქართული სამშენებლო კომპანიები”
გაუმართავი ლიფტები, დაუსრულებელი ფასადი და ჩაუბარებელი კორპუსი ბათუმში
მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით გაუმართავ ლიფტებზე, ახალაშენებულ მაღლივ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა ხშირად ჩივის. „გთხოვთ ამ საკითხით დაინტერესდეთ“ – ამ შინაარსის შეტყობინება „ბათუმელებმა“ არაერთხელ მიიღო. ბოლოს ამ თემაზე ბათუმში, ფიროსმანის #29- ში მდებარე 19-სართულიანი კორპუსიდან მოგვწერეს. აქ მაცხოვრებლები ჰყვებიან, რომ ლიფტი ძირითადად არ მუშაობს, გარდა ამისა პრობლემურია ისიც, რომ მშენებელმა ნახევრად მოპირკეთებული ფასადი დატოვა: „წყალი შემოდის, წვიმაში …
Continue reading “გაუმართავი ლიფტები, დაუსრულებელი ფასადი და ჩაუბარებელი კორპუსი ბათუმში “
კომპანიებისგან ბინებს სახელმწიფო კონკურსის წესით შეისყიდის – ამისთვის 200 მილიონი დაიხარჯება
საქართველოს მთავრობამ, 25 ივნისს, „სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ დადგენილება მიიღო, რომელიც დღეიდან, 26 ივნისიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია „ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს შეფერხებული ეკონომიკური აქტივობის სამშენებლო სექტორზე უარყოფითი გავლენის მინიმიზაცია და უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობის ხელშეწყობა – სახელმწიფოს მიერ მენაშენეებთან საცხოვრებელი ფართების გაყიდვის ოფციის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების საშუალებით“, ამ პროგრამით დადგენილი წესითა …
5 მაისიდან სამშენებლო სექტორი მუშაობას განაახლებს – გახარია
დღეს, 4 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხვალიდან, 5 მაისიდან, სამშენებლო სფეროში მომუშავე ყველა კომპანიას მუშაობის განახლება შეუძლია. ასევე, იმ კომპანიებს, რომლებიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებით. „ყველა ის კომპანიები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სამშენებლო ბიზნესთან, ხვალიდან მუშაობას შეძლებენ. თუმცა შემოწმებები, რომელსაც ახორციელებს სპეციალური გუნდი ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე, გააგრძელებს მუშაობას. მოვუწოდებთ …
Continue reading “5 მაისიდან სამშენებლო სექტორი მუშაობას განაახლებს – გახარია”
ირაკლი კვერღელიძე სამშენებლო მასალების ვარდნაზე: უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყო
„ეს იყო სტიქია, უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყო,“ – აცხადებს ირაკლი კვერღელიძე, კომპანია „ორბი ჯგუფის“ დირექტორი. მან დღეს, 27 მაისს უპასუხა ჩვენს სატელეფონო ზარს. შემთხვევა 25 მაისს მოხდა – ხიმშიაშვილის ქუჩაზე „ორბის“ მშენებარე კორპუსიდან სამშენებელო მასალები გადმოვარდა და ოთხი ავტომანქანა დაზიანდა. გამოძიება ამ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს მუხლი ნივთის დაზიანებას, ან …
საკრებულო „ლუჟკოვის სახლის“ ადგილას ახალი გრგ-ს დამტკიცებაზე ორ დღეში იმსჯელებს
ე.წ. ლუჟკოვის სახლის ადგილზე, ახალი მშენებლობის მიზნით, „ალიანს სიტიმ“ განაშენიანების რეგულირების გეგმა [გრგ] მოამზადა. საკითხი საკრებულოს მომავალი სხდომის დღის წესრიგშია ჩასმული და მას ორ დღეში, 25 აპრილს განიხილავენ. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს რამდენიმე წევრმა ამ ადგილზე შედარებით დაბალი პროექტი მიიჩნია სასურველად და ამის შესახებ ხმამაღლაც თქვეს, სავარაუდოდ, „ოცნების“ უმრავლესობა მის დამტკიცებას შეძლებს. განკარგულების პროექტს, რომელიც …
Continue reading ” საკრებულო „ლუჟკოვის სახლის“ ადგილას ახალი გრგ-ს დამტკიცებაზე ორ დღეში იმსჯელებს”
სუს-ის თანამშრომლები სადავო სამშენებლო ბიზნესში
ოთხი წლის განმავლობაში 191 ბინის მესაკუთრემ მშენებარე კორპუსში საკუთარი დანაზოგი ჩადო. ხელშეკრულებით სამშენებლო კომპანია „შენ სახლს“ მათთვის ბინები 2017 წლის ბოლოს უნდა ჩაებარებინა. მშენებლობა მეორე წელია შეჩერებულია. ბინების მომავალმა მესაკუთრეებმა არ იციან, როდის დასრულდება ეს მშენებლობა. ამასობაში, თითქმის 18-მილიონიანი ქონების მფლობელი „შენი სახლი“ 200 ლარად გაიყიდა, ისე, რომ კომპანიის მესაკუთრეებმა არაფერი იცოდნენ. გეგმის თანახმად, ბათუმში, …
Continue reading “სუს-ის თანამშრომლები სადავო სამშენებლო ბიზნესში”