ვადაგასული ზღვის პროდუქტები გამოავლინეს ბათუმსა და ქობულეთში

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და აჭარაში სამაცივრე მეურნეობები შეამოწმა. სააგენტოს ინფორმაციით, „ვადაგასული სურსათი გამოვლინდა ქობულეთის რაიონის სოფ. გორგაძეებში [მიდია 125 კგ] და ქ. ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქ N 16 ა-ში [კრევეტები მოხარშული და გაყინული ნაჭუჭში 3780 კგ და ზღვის პროდუქტების ნაზავი -16 კგ]. ვადაგასული სურსათი დაილუქა და განადგურდება კანონმდებლობის შესაბამისად“. „თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შპს …

„ამ ფასების კომისიის ხელში ფასების კლება გამორიცხულია, პირიქით, ზრდა იქნება“ – ფინანსისტი

„ფასების კლება გამორიცხულია. პირიქით, უწინდელზე უფრო დიდი ზრდა იქნება და უარესი ჯერ წინ არის,“ – მიიჩნევს ფინანსისტი ნიკოლოზ შურღაია. მას ე.წ. „ფასების კომისიაზე“ ვესაუბრეთ: რა ჩანს კომისიის სხდომებიდან, შეიძლება ველოდოთ, რომელიმე პროდუქტის გაიაფებას „ოცნების“ დაპირების შემდეგ? „სამართლის და კონსტიტუციური წესრიგის დაბრუნებაა საჭირო. ეს იქნება ეკონომიკის და ფასების ფონის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალება. კარგი მმართველობა, ანგარიშვალდებულება და …

„მეგონა, პენსიაზე 400 ლარი დაგვიმატეს. რა ბედნიერი ვიყავი იცით?!“ – ქუჩის გამოკითხვა ბათუმში ფასებზე

„ვინ თქვა გაიაფდაო? პირიქით, ძვირდება“ – გვითხრეს ბათუმის ქუჩებში, სადაც მოქალაქეებს დღეს, 19 იანვარს, საკვები პროდუქტების ფასების დაკლებაზე ვკითხეთ. „ოცნების“ პროპაგანდისტები ბოლო დღეებია სოციალურ ქსელებში წერენ, რომ საკვები პროდუქტი საქართველოში უკვე გაიაფდა. მოქალაქეებს ასევე დავუსვით შეკითხვა – რას ნიშნავს, როცა პარლამენტარების და დეპუტატების ხელფასი – ათასობით, პენსია კი 20 ლარით იზრდება?

ხაჭაპური 8%-ით გაძვირდა – რომელი პროდუქტების ფასი გაიზარდა

ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება 2024 წლის ოქტომბერში 6.62 ლარამდე გაიზარდა. ეს 8%-იანი ზრდაა 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით. ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებსაც. „ხაჭაპურის ინდექსის“ შთაგონების წყარო ჟურნალ Economist-ის …

ხაჭაპურის საშუალო ფასი 3.3 %-ით გაიზარდა – „მხოლოდ საფუარი გაიაფდა“

2024 წლის თებერვალში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის საშუალო ფასი 6.83 ლარი იყო. ეს 3.3 %-ით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს, თუმცა წლიურ მაჩვენებელში,  2023 წლის თებერვალთან შედარებით, ხაჭაპურის ფასი 1.5%-ით შემცირდა. ეს ISET-ის, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის „ხაჭაპურის ინდექსის“ ახალი მონაცემია. ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. …

ირანული წარმოების კარაქის ნიმუშში სიცოცხლისთვის საშიში ბაქტერია გამოვლინდა – სეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ირანული წარმოების კარაქის ნიმუშში ლისტერია გამოვლინდა. Listeria monocytogenes-ი არის პათოგენური მიკროორგანიზმი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. კარაქის ნიმუში ქუთაისში, შპს „ათინათის“ კუთვნილ საწარმოდან  აიღეს. „ნედლი რძის გადამამუშავებელი საწარმოდან ირანული წარმოების 82,5%-იანი კარაქის (დამზადების თარიღი: 17.06.2023) 5 ნიმუში აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად 1 ნიმუშის 25 …

რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმები აღმოჩნდა – გამოძიება 6 ფაქტზე მიმდინარეობს

გასულ წელს საქართველოში რძის ცხიმის სისუფთავეზე 100 ნიმუში შემოწმდა, რის შედეგად, რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმების აღმოჩენის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით 6 საქმეზე დაიწყო. როგორც momxmarebeli.ge, არასამთავრობო ორგანიზაციის – „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ვებგვერდი წერს, ერთ შემთხვევაში დადასტურდა დანაშაული, ხოლო კიდევ ერთი საქმე სასამართლოში გადაიგზავნა. 2023 წლის მდგომარეობით გამოძიება კიდევ 5 საქმეზე გრძელდება. დარღვევა …

რატომ ღირს გერმანიაში პროდუქტები საქართველოზე ბევრად იაფი – 5 ქვეყნის მაგალითი

საქართველოში საკვები პროდუქტები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე, ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, გერმანიაში: ზეთი, შაქარი, ბრინჯი, მაკარონი და ხილიც კი, გერმანიაში უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში. გერმანიასა და საფრანგეთში, აშშ-ში, თურქეთსა და საქართველოში – ყველგან გეტყვიან, რომ საკვები პროდუქტები ომის დაწყების შემდეგ ძალიან გაძვირდა. „ბათუმელებმა“ ხუთი ქვეყნის მონაცემი შეაგროვა და ერთმანეთს შეადარა ხუთი საკვები პროდუქტის ფასი: პური, შაქარი, …

კიდევ რამდენით მოიმატებს საკვებზე ფასი? – ინტერვიუ

„ხაჭაპურის ინდექსი“ აპრილში წინა წლის აპრილთან შედარებით 31 %-ით გაიზარდა. ისევ ძვირდება ის საკვები პროდუქტი, რისგანაც ხაჭაპურის გამოცხობა შეგიძლიათ. საშუალო ზომის ერთი იმერული ხაჭაპურისთვის აპრილში 5 ლარი და 86 თეთრი დაგჭირდებოდათ. რა დაჯდება იგივე ხაჭაპური მაისში? დავით კეშელავა, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ამბობს, რომ ხაჭაპურის ფასი დიდი ალბათობით, მომდევნო თვეებშიც გაიზრდება, მომავალი წლის დასაწყისში …

საიდან შემოდის ფქვილი, შაქარი, ზეთი – რუსეთის და სხვა ქვეყნების წილი 

რომელი ქვეყნებიდან შემოდის საქართველოში პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები, ისეთი, როგორიცაა: შაქარი, მზესუმზირას ზეთი, ხორბლის ფქვილი, ხორბალი, წიწიბურა, მაკარონი, ბრინჯი, რძის ფხვნილი, ლობიო და მარილი. ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთიდან ძირითადად შემოტანილია ხორბალი, ხორბლის ფქვილი და მაკარონი. სხვა, ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების შემთხვევაში კი, რუსეთი მთავარი მომწოდებელი ანუ იმპორტიორი არ არის …

ნიგოზი, გოჭი, ინდაური, ყველი – რამდენით გაძვირდა საკვები პროდუქტები ბათუმის ბაზარში

„მოდის ხალხი და ფასს რომ იგებს, უკან ბრუნდება, მიდის ცარიელი,“ – ამბობს თამაზ დარჩიძე, რომელიც ბათუმის აგრარულ ბაზარში ყველს ყიდის. წინასაახალწლო დღეებში თითქმის ყველა პროდუქტი გაძვირდა, თუმცა ყველი განსაკუთრებით. ამას ყველით მოვაჭრეებიც არ უარყოფენ. „12 – 13 ლარი რომ ღირდა იმერული ყველი აქამდე, ახლა 18 ლარი ღირს კილოგრამი, სულგუნის ფასი 25 ლარია, შებოლილი სულგუნი – …

გლეხის პროდუქტი გაიაფდა, სხვა ყველაფერი გაძვირდა | ფასები ბათუმის ბაზრიდან

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხშირად მოისმენთ უკმაყოფილო მოქალაქეების საუბრებს საკვებ პროდუქტებზე მომატებული ფასის გამო. კორონავირუსის პანდემიის დროს საქართველოში მართლაც მოიმატა მთელი რიგი პროდუქტების ფასმა. საკვები პროდუქტების ფასების გასაგებად ბათუმის აგრარულ ბაზარს ვეწვიეთ, მიიჩნევა, რომ  აქ პროდუქტი ყველაზე იაფია. ბაზარში გვითხრეს, რომ მხოლოდ გლეხების მიერ ჩამოტანილი პროდუქტი გაიაფდა პანდემიისას. საბითუმო მაღაზიების მოვაჭრეებისა და მფლობელების თქმით კი, …

რა გაძვირდა ბაზარში წინასაახალწლოდ [ფოტო]

„მყიდველი არაა, ხალხს ფული არ აქვს. კი არ გაძვირდა რამე, პირიქით, დაიკლო,“ – ირწმუნებიან ბათუმის აგრარულ ბაზარში. ამას დახლთან მისვლამდე ამბობენ, შემდეგ კი, როცა ფასები ზუსტდება და მოვაჭრეები წინა თვეების ფასებს იხსენებენ, ისინი თავად გამოთქვამენ საყვედურს, გაძვირდა ბაზარიო. „გაძვირდა ქათამი. აქამდე 5 – 6 ლარში ვყიდდი, ახლა შვიდ-ნახევარია. რატომ გაძვირდა, მეც ეს მაინტერესებს, არ ვიცი. …

Exit mobile version