რუსეთიდან პირდაპირი ინვესტიციები გაორმაგდა – მესამე კვარტალის სტატისტიკა

რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 2025 წლის მესამე კვარტალში 8,8 მილიონი ლარით გაიზარდა 2024 წლის მესამე კვარტალთან შედარებით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირმა ინვესტიციამ რუსეთიდან 17,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა [სულ, მიმდინარე წლის სამ კვარტალში ერთად კი – 56,8 მილიონი აშშ დოლარი]. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში …

აჭარაში, 140 კომპანიაში, რუსეთიდან პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა – 3 თვის მონაცემი 

აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანობაში შემცირებულია, თუმცა გაზრდილია პირდაპირი ინვესტიციები რუსეთიდან. აჭარაში მოქმედ კომპანიებში, 2023 წლის პირველ კვარტალში, 10,7 მილიონი აშშ დოლარის რუსული ინვესტიცია ჩაიდო, რაც 1 მილიონი დოლარით მეტია, 2022 წელთან შედარებით [შარშან აჭარაში რუსეთიდან პირდაპირმა ინვესტიციამ 9,7 მილიონი დოლარი შეადგინა]. 2022 წელს რუსული ინვესტიცია …

აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები I კვარტალში $27,6 მილიონით შემცირდა – საქსტატი

აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27,6 მილიონი აშშ დოლარითაა შემცირებული. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში აჭარაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამში 58 184 100 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში – 30 494 600 აშშ დოლარი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარაში პანდემიამდე და შემდეგ: 2019 …

აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით, გაიზარდა – სტატისტიკა

2020 წლის პირველ 6 თვეში აჭარაში 73 160 300 აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 9 494 700 დოლარით მეტია. მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა [საქსტატი] გამოაქვეყნა. ამავე მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში, შარშანდელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 140 მილიონი აშშ დოლარითაა შემცირებული. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები …

აჭარის მთავრობა მალავს რეალურ სურათს – ენმ რეგიონში უცხოურ ინვესტიციებზე

„აჭარის მთავრობა მალავს რეალურ სურათს და არ აქვეყნებენ ციფრებს უცხოური ინვესტიციების შესახებ რეგიონში, ამიტომ ამბობენ, რომ თითქოს ინვესტიციებს ვერ ითვლიან. ასევე ჩანს, რომ მთავრობა მორიგი ტყუილებით ცდილობს გადაფაროს არსებული მძიმე რეალობა, რაც რეგიონში მასშტაბური პროექტების გაჩერებას მოჰყვა“, – განაცხადა დღეს, 23 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია აბულაძემ. „გასულ წელს აჭარის მთავრობამ განაცხადა, …

აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია – საქსტატი

აჭარაში 2019 წლის პირველ და მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27,4 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] მონაცემებით, გასული წლის პირველ ორ კვარტალში უცხოურმა ინვესტიციებმა აჭარაში 76 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, 2019 წლის პირველ ორ კვარტალში კი – 48,6 მილიონი აშშ დოლარი. 2019 წლის პირველ კვარტალში აჭარაში …

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარაში 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, 5,5-ჯერ შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარაში 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, 5,5-ჯერ, 158 მილიონ 723 ათას 600 აშშ დოლარითაა შემცირებული. შესაბამისად, 2017 წელს აჭარის რეგიონში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იყო 193 მილიონი აშშ დოლარი, 2018 წელს კი [წინასწარი მონაცემებით] მხოლოდ 35 მილიონი აშშ დოლარი. რა ოდენობის უცხოური, ასევე ადგილობრივი კერძო სექტორის ინვესტიციები განხორციელდა აჭარაში …

აჭარის ეკონომიკის სამინისტრო: რეგიონში კერძო ინვესტიციებზე ინფორმაციას არ ვფლობთ

რა რაოდენობის უცხოური, ასევე ადგილობრივი კერძო სექტორის ინვესტიციები განხორციელდა აჭარაში 2017 და 2018 წელს – ამ ინფორმაციის მისაღებად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წერილობით მივმართეთ. სამინისტროდან ასევე წერილობით გვიპასუხეს, რომ ასეთ ინფორმაციას არ ფლობენ. „თქვენი განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, მეთოდოლოგიის დახვეწის აუცილებლობის გამო, 2017 წლიდან აღარ აღრიცხავს კერძო სექტორის …

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წელს 1 მილიარდ 351 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6 პროცენტით აღემატება 2014 წლის წინასწარ შედეგებს და 23 პროცენტით ნაკლებია ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. 2015 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები ასე განაწილდა: აზერბაიჯანი, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, თურქეთი, …

Exit mobile version