იმნაძე: ბათუმსა და თბილისში მთლიანად კოვიდის დელტა შტამი ტრიალებს

თბილისსა და ბათუმში დელტა შტამის გავრცელება თითქმის 100 პროცენტია – ამის შესახებ დღეს, 5 აგვისტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში დელტა პლუსის 10 შემთხვევაც არის დადასტურებული. „დელტა შტამი თბილისში და ბათუმში არის თითქმის 100% და მთლიანად საქართველოში 80%-მდე. დელტა პლუსს რაც შეეხება,  10-მდე შემთხვევაა დადასტურებული” – თქვა პაატა …

შეგიძლიათ პირბადის გარეშე იყოთ, თუ ხართ აცრილი და აცრილების გარემოცვაში იმყოფებით – იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კოვიდზე ორჯერ აცრილ ადამიანებს შეუძლიათ პირბადის გარეშე ყოფნა იმ შემთხვევაში, თუ მათ გარშემო არიან ასევე ორჯერ აცრილი ადამიანები. „მეორე ინექციის გაკეთებიდან ჩვეულებრივ ორ კვირაში ითვლება, რომ ადამიანი უკვე არის სრულად იმუნური. აქედან გამომდინარე, დაახლოებით მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად, პირბადის გარეშე …

ნუ მივალთ ახალ წელს ბებია-ბაბუებთან, შვილიშვილებთანაც კი – იმნაძე

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ წელს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ახალი წელი სჯობს მოქალაქეებმა მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღნიშნონ. „მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღვნიშნოთ ოჯახებში ახალი წელი, ნუ მივალთ ჩვენს ბებიებთან, ბაბუებთან, შვილიშვილებთანაც კი. სამწუხაროდ, ეს ახალი წელი გამონაკლისი იქნება ალბათ მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე …

ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით გატესტვის შემდეგ PCR-ი აღარ დაგჭირდებათ – იმნაძე

23 ოქტომბრიდან საქართველოში კორონავირუსის გამოსავლენად განკუთვნილ ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს ისეთივე სადიაგნოსტიკო ღირებულება ექნება, როგორც პჯრ კვლევას. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მიაწოდა. ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტისთვის ნაცხს PCR კვლევის  მსგავსად ცხვირ-ხახიდან  იღებენ. „ანტიგენზე დამყარებული სწრაფი  ტესტი, რომელიც ასევე ცხვირიდან იღება ნაცხი და არა თითიდან სისხლი, ეს რომ …

„სისტემამ საქართველოში აიღო ძალიან მაღალი თამასა“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ უპასუხა დღეს, 30 სექტემბერს, ბათუმში გამართულ ბრიფინგზე აჭარაში მიმდინარე ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს. „ბათუმელების“ კითხვაზე, რომელიც ტესტირების პროცესში არსებულ ხარვეზებს ეხებოდა, იმნაძემ განაცხადა, რომ ტესტირების პასუხი არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არის მზად 24 საათში: „სისტემამ საქართველოში უბრალოდ აიღო ძალიან მაღალი თამასა, 24-საათიანი [ტესტირების …

როგორ იმუშავებენ კლინიკები, რესტორნები, ოფისები ზაფხულში კონდიციონერების გარეშე?

როგორ შეიძლება უმკურნალონ პაციენტებს კლინიკებში, სადაც ზაფხულში არ იქნება კონდენციონერი, ან როგორ იმუშავებენ, მაგალითად, რესტორნები სიგრილის გარეშე? – შეკითხვაზე ზუსტი პასუხი ჯერ არც მთავრობას აქვს და არც ორგანიზაციებს, რომლებსაც კონდიციონერების გამოყენება შესაძლოა აუკრძალონ. გუშინ, 28 მაისს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსის მოადგილე, პაატა იმნაძემ თქვა, რომ საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება პანდემიის დროს საშიშია. „ის კონდიციონერები, რომლებიც ჩვენთან …

„ისეთი წესები იქნება ტურისტებისთვის, პრაქტიკულად, კარანტინში ჩამოდიან“ – ტურიზმი და პანდემია

„ისეთი წესები იქნება ტურისტებისთვის, რომ პრაქტიკულად კარანტინში ჩამოდიან“, – ეს რეპლიკა პაატა იმნაძეს ეკუთვნის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილეს. ასე გამოეხმაურა იგი გუშინ, 20 მაისს, ბრიფინგზე შეკითხვას, რომელიც საზღვრების გახსნასა და ტურიზმს შეეხებოდა. ტურიზმზე შეკითხვას უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემაც. კერძოდ, მან დაადასტურა, რომ ტურიზმი რისკი იქნება დაავადების გავრცელების …

საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელი იქნება ნიღბის ტარება – პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე _____________________ „საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთი ძირითადი, რაც ადამიანებს მოეთხოვებათ, ეს იქნება ნიღბების აუცილებელი ტარება და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად სოციალური დისტანცირება, არ არის ადვილი ტრანსპორტში ეს დაიცვა, ამიტომ ამაზე მიდის მუშაობა, თუ რა გზით მოვახერხოთ ამ პრობლემების გადაჭრა. …თუ ჩვენი მოსახლეობა მაქსიმალურად დაიცავს ვირუსთან თანაცხოვრების …

პაატა იმნაძე გარეთ სეირნობაზე:”იტალია რომ დაგვემართება, მერე ვეღარ ისეირნებენ”

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ——————————————————————————————————– ჟურნალისტი: ვხედავთ, რომ ქალაქებში არის საცობები. მოქალაქეები ამბობენ, რომ  ქუჩაში გადიან მცირე ხნით, სეირნობენ, ამბობენ, რომ იცავენ დისტანციას და უბრალოდ სუფთა ჰაერზე სეირნობენ. ასეთ დროს რა არის გასაკეთებელი, კიდევ არის თუ არა გასამკაცრებელი ზომები? პაატა იმნაძე: „აი, რომ დაემართებათ იგივე, რაც იტალიაში …

პაატა იმნაძე: ნუ წახვალთ ეკლესიაში… ჩვენთან განმეორდება იტალია

„…მესმის, რომ ეს არის უდიდესი დღესასწაული, მაგრამ მოერიდეთ ამას ყველაფერს. მესმის, რომ ტრადიცაა, მაგრამ ერთხელ უარი თქვით ამაზე, რომ ჩვენი ერი გადარჩეს, ეს გავიგოთ, იგივე ეკლესია, რომ გადარჩეს, ამისკენ მოგიწოდებთ, ნუ წახვალთ ეკლესიაში, გადავარჩინოთ ეკლესია,“ – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პირველი არხის“ ეთერში. პაატა იმნაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ. …

შეიძლება დემნა გვასალიამ ასეთი გამოუშვას – პაატა იმნაძე პირბადეებზე

„მერე შეიძლება დემნა გვასალიამ ეგეთი გამოუშვას, იმიტომ, რომ ეგეთი რამეები მოსწონს ხოლმე,“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, დღეს, 10 აპრილს, ბრიფინგზე, როცა მას დაუსვეს შეკითხვა ქართული წარმოების პირბადეების დიზაინის შესახებ. „მე ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ. დღევანდელი თაობა განებივრებულია პირბადეების ნაირსახეობებით, რომელიც არსებობს ბაზარზე, უფრო სწორად, იყო მსოფლიოში. მოგეხსენებათ, დღეს მსოფლიოში ყველგან …

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა კორონავირუსისგან

საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ დღეს, 10 აპრილს, პაატა იმნაძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, განაცხადა ბრიფინგზე. „სამწუხაროდ კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქე გარდაიცვალა სტრასბურგში, ახალგაზრდა ქალბატონი. საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით,“ – განაცხადა იმნაძემ.  

ცხელი უთოს გამოყენება საკმაოდ ეფექტური იქნება – პაატა იმნაძე ფულის დეზინფექციაზე

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე _________________________ „საქართველოს ეროვნული ბანკი და ბანკები ამას უკვე დიდი ხანია აკეთებენ. აქ ლაპარაკია უფრო არა იმაზე, ვთქვათ, ბანკომატიდან ფულს იღებს ადამიანი, არამედ  ხელიდან ხელში რომ ადამიანი ფულს მისცემს. ხელიდან ხელში გადაცემისას ნებისმიერი ნივთი შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი, ამიტომაც არის ყველა ჩვენი რეკომენდაცია შეეხება …

კორონავირუსი აქვს ხანდაზმულს, რომელიც სახლიდან არ გამოდიოდა – იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში COVID-19 აღმოაჩნდა პაციენტს, რომელიც სახლიდან არ გადიოდა. „ერთი შემთხვევა გვაქვს ამ ეტაპზე, ეს არის შემთხვევა, როდესაც საქმე გვაქვს ხანდაზმულ პაციენტთან, რომელიც პრაქტიკულად სახლიდან არ გამოდიოდა და მხოლოდ შვილი და შვილიშვილი მოძრაობდნენ გარეთ. ამიტომ ამ შემთხვევის მოკვლევას განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდებით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ …

„ის გმირია“ – პაატა იმნაძე კორონავირუსით ინფიცირებული ბათუმელი ექთნის შესახებ

დღეს, 1 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირებული ექთნის შესახებ ისაუბრა. იმნაძეს ჰკითხეს, იყო თუ არა მოძიებული მედდის ყველა კონტაქტი და იყვნენ თუ არა იზოლაციაში ან კარანტინში ეს პირები. “გასაგებია, რომ აქ არის პერსონალურ ინფორმაციაზე საუბარი, მაგრამ ეს ჩემი კოლეგა …

„ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას, საჭიროა მისი დამუშავება“

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალური დირექტორის მოადგილე და ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი:  _______________ „ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას. ხელთათმანი როცა გვიკეთია, ზუსტად ისევე უნდა დამუშავება ძალიან ხშირად სპირტის შემცველი სადეზინფექციოთი, იმიტომ, რომ რა განსხვავებაა, ხელთათმანიან ხელს მივიდებთ, ვთქვათ, სახეზე, თვალზე ან ნიღაბს გავისწორებთ და ავიწევთ-ჩავიწევთ. სამწუხაროდ, …

პაატა იმნაძე: თუ არ გინდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ დღეს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანა გადადის კორონავირუსის გავრცელების შიდა ეტაპზე, ამიტომ ყველა ვალდებულია დარჩეს სახლში. პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა მატება ქვეყანას ექნება: „უცხოეთიდან შემოსული მოქალაქეები ყველა კარანტინში მიდის და მათ შორის, შემთხვევის აღმოჩენა, რა თქმა უნდა, იქნება და მოიმატებს ისიც, მაგრამ ყველაფერს აქვს თავის …

როგორ დავიცვათ თავი H1N1 ვირუსისგან – პაატა იმნაძის ექვსი რჩევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის განცხადებით, წელს გრიპის შემთხვევების რაოდენობა მეტია, ვიდრე შარშან იყო, მაგრამ სიტუაცია არ არის მიახლოებული ეპიდემიურ ზღვარს. პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად საქართველოში გრიპის თითქმის ყველა შემთხვევა არის  H1N1 ვირუსით გამოწვეული. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში პაატა იმნაძე რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას: [checklist] …

პაატა იმნაძე: საქართველოში ამჟამად სამი ვირუსი ცირკულირებს

დაავადებათა კონტროლის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში ჯერჯერობით გრიპის ვირუსის შემთხვევები არ დაფიქსირებულა – ამ თემაზე მან თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. პაატა იმნაძის განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში ძირითადად ცირკულირებს სამი ვირუსი, რომელთაც გრიპისმაგვარი სიმპტომები ახასიათებს. ეს ვირუსებია: რინოვირუსი, რომლის დროსაც ადამიანს აღენიშნება სურდო; პარავირუსი, რამაც შეიძლება ბავშვებში ცრუ კრუპის მოვლენები გამოიწვიოს და …

Exit mobile version