არსებობს „დიპ სტეიტი“? რას ამბობს ხალხი ბათუმში – ქუჩის გამოკითხვა

რას ამბობს ხალხი ბათუმის ქუჩებში „დიპ სტეითზე“, რაზეც „ქართული ოცნება“ საუბრობს? ვინ ან რა არის „დიპ სტეიტი“? – ქუჩის გამოკითხვა ბათუმში.

საპატრულო პოლიციას არანაირი შეტყობინებები არ გაუგზავნია მოქალაქეებთან – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 2 ოქტომბრის, დილიდან საპატრულო პოლიციის ცხელ ხაზზე მოქალაქეების ზარები შევიდა, რომლებიც ამბობენ, რომ პირად მეილებზე პოლიციისა სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს. პოლიცია მეილების დაგზავნას არ ადასტურებს. „საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ცხელ ხაზზე დღეს დილიდან იურიდიული და კერძო პირების მიერ არაერთი სატელეფონო ზარი შემოვიდა,  მოქალაქეები მიუთითებენ, რომ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საპატრულო …

რატომ ბლოკავენ ხულოს მერიის ფეისბუქის გვერდზე მოქალაქეებს? – რას ამბობენ მერიაში

მოქალაქეები საჯარო თუ პირად საუბარში ამბობენ, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ფეისბუქ გვერდებზე მათ ბლოკავენ. მათი თქმით, ზოგიერთმა მათგანმა იმის გასარკვევად, თუ რა გახდა დაბლოკვის მიზეზი და რამდენ ხანს გაგრძელდება მათთვის ინფორმაციის შეზღუდვა, ხულოს მერიის შესაბამის სამსახურს მიაკითხა. თუმცა, როგორც მოქალაქეები ამბობენ, მათ მცდელობას გაერკვიათ, რა ხდებოდა, შედეგი არ მოჰყოლია და ისინი დღემდე დაბლოკილები …

„ყველა რეგიონი უნდა მოვიარო არჩევნებამდე, მე მინდა ევროპული გზა“ – 83 წლის კაცი ბათუმიდან

„მინდა, 26 ოქტომბრამდე ყველა რეგიონი მოვიარო და ჩემი შეხედულება გავაცნო ხალხს, ვუთხრა ადამიანებს, რომ საქართველოს მომავალი იყოს ახალგაზრდების მხარეს, ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს გზა ევროპისკენ… მე მინდა ევროპული გზა და ახალგაზრდების მხარდაჭერა,“ – გვითხრა ბათუმში მცხოვრებმა ბორის სამსონაძემ. 83 წლის კაცი თავისი ძალებით აპირებს სხვა მოქალაქეებს შეხვდეს და დაარწმუნოს, რამდენად აუცილებელია არჩევნებზე წასვლა და აქტიურობა. …

„რუსეთის მოქალაქემ ბინის კარზე გაკრული სტიკერები ჩამომიხია“ – მოქალაქე

ინჟინერი ქეთი ყურმაშვილი თბილისში, საბურთალოზე ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, მან საკუთარი ბინის კარებთან, ლიფტსა და სადარბაზოს კედელზე უკრაინის სოლიდარობის გამომხატველი პლაკატები გამოაკრა. კედლებზე ასევე ნახავთ სტიკერებს წარწერით: „Fuck Russia“, „რუსკი ვაენნი კარაბლ იდი ნახუი“. გუშინ საღამოს კი ამ შინაარსის სტიკერები, ასევე საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები მეზობელმა კაცმა ჩამოუხია, რომელიც რუსეთის …

რატომ არ შეუშვეს მოქალაქეები ბათუმის საკრებულოს სხდომაზე

„საკრებულოს სხდომაზე არ გვიშვებენ“, – აცხადებენ მოქალაქეები. ისინი დღეს, 29 სექტემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს. სხდომაზე დღეს 4 მოქალაქე ვერ შევიდა. მოქალაქეების სხდომაზე დაშვება პრობლემა გახდა მას შემდეგ, როცა საკრებულოს წევრთა რაოდენობა 25-დან 35-მდე გაიზარდა. ამ სიახლის მიუხედავად საკრებულოს სხდომები ისევ იმ დარბაზში ტარდება, სადაც წინა მოწვევის საკრებულო იკრიბებოდა. შესაბამისად, დარბაზში რკალისებურად განლაგებულ მაგიდებსა …

ალეკო ელისაშვილის პარტია ბათუმში დაიშალა

“ხანგრძლივი ფიქრის და განსჯის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია “მოქალაქეები”, ოჯახი, რომლის მშენებლობაშიც სული და გული ჩავდე ჩემს მეგობრებთან ერთად,” – წერს ფეისბუქგვერდზე პარტია “მოქალაქეების” პოლიტსაბჭოს წევრი გენრი დოლიძე. მან პარტია “მოქალაქეები” დატოვა გიორგი გაბაიძესთან, მირიან მერცხალაძესთან და გუჯა ხაბაძესთან ერთად. “ეს არ უკავშირდება ალეკო ელისაშვილის პარლამენტში შესვლას… ეს უფრო იყო შიდაპარტიული დემოკრატიის საკითხი, რაზეც …

200-ლარიანი დახმარების პროგრამა 6 თვით განახლდება – მთავრობა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ახალი დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის პირები, რომლებიც ფორმალურად იყვენ დასაქმებულები, 200-ლარიან დახმარებას კვლავ მიიღებენ. „რაც შეეხება ფორმალურად დასაქმებულ პირებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, მიიღებენ 1 200 ლარს 6 თვის განმავლობაში და 200 ლარს ყოველთვიურად, ეს პროგრამა პირველი იანვრიდან ხელმეორედ დაიწყება და გაგრძელდება დამატებით 6 თვის განმავლობაში. ყველა ის ადამიანი …

ელისაშვილის პარტიამ აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა

პარტია „მოქალაქეებმა“, რომლის ლიდერი ალეკო ელისაშვილია, აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. საქართველოს პარლამენტში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმიდან იქნება გენრი დოლიძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში კი – გიორგი მასალკინი. რაც შეეხება მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატს, ალეკო ელისაშვილმა ამ პოზიციაზე გიორგი გაბაიძე დაასახელა. პარტიას არ დაუსახელებია მაჟორიტარობის კანდიდატი ქობულეთში. „ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციაში ერთადერთი დიდი პოლიტიკური გამოცდილების …

თურქეთიდან მიწვევა გვაქვს, მაგრამ საზღვარზე არ გვიშვებენ – 2 მოქალაქე

მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში სამუშაოდ წასვლისთვის დამსაქმებლის ოფიციალური მიწვევა დასჭირდებოდათ, ერთი კვირა გავიდა. დღეს „ბათუმელებს“ ის მოქალაქეები დაუკავშირდნენ, რომლებმაც უკვე მიიღეს მიწვევა თურქეთის რესპუბლიკიდან, თუმცა ისინი საზღვარს მაინც ვერ კვეთენ. როგორც მოქალაქე გიორგი დიასამიძე ამბობს, მას სარფის საბაჟო გამშვებ-პუნქტზე უთხრეს, რომ მიწვევის მიუხედავად საზღვარს ვერ გადაკვეთს, …

ჩაბნელებული ქუჩები ბათუმში – რამდენად მასშტაბურია პრობლემა

ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე ღამის განათება არ მუშაობს. განათება გამორთულია, შესაბამისად, სიბნელეში უწევთ გადაადგილება მოქალაქეებს შემდეგ ქუჩებზე: ლადო ასათიანის, ბაგრატიონის, მელიქიშვილის, რურუას, ჩოლოყაშვილის, ტბეთის, პარიზის კომუნას და კიდევ რამდენიმე ქუჩაზე. დაახლოებით ათი ჩაბნელებული ქუჩის შესახებ აცნობეს „ბათუმელებს“ მოქალაქეებმა. მოქალაქე დავით ყულეჯიშვილი წერს, რომ თამარის დასახლებაში, ტბეთის ქუჩაზე, დიდი ხანია გამორთულია ღამის განათება. კიდევ ერთი მოქალაქე, ია …

თამარ გურჩიანის ლექცია ბათუმში – როგორ უნდა მიაწვდინო ხმა ხელისუფლებას

28 ოქტომბერს ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი თამარ გურჩიანი ისაუბრებს თემაზე , სამოქალაქო საზოგადოება და გაერთიანების უფლება საქართველოში. საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, რომელსაც არც პარტიული პოლიტიკური გზით სურს სიარული და არც რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრია. როგორ უნდა მიაწვდინოს ხმა ხელისუფლებას, როგორ უნდა მოახდინოს …

შინაგანი ჯარების უფროსს მიწების მიტაცებაში ადანაშაულებენ

მოქალაქეები ნიაზ მიქელაძე და ქაზიმ სურმანიძე შინაგანი ჯარის სამხედრო ნაწილი 2060-ს მეთაურს, მიწის ნაკვეთის მიტაცების თაობაზე უჩივიან. მომჩივანთა მტკიცებით, შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილი 2060-ის მეთაურმა მურად ცინცაძემ, მათ ხელვაჩაურის რაიონის მახვილაურის ციტრუსების მეურნეობისაგან იჯარით აღებული მიწის ნაკვეთი თანამდებობის ბოროტად გამოყენებით წაართვა. პირველ ინსტანციაში სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა და დაზარალებულები გამართლდა. ცინცაძე, რა თქმა უნდა, პოზიციას …

Exit mobile version