მერაბ ტურავა კობახიძემ იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა

მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ გაათავისუფლა. ბრძანებას ირაკლი კობახიძემ 25 ივნისს მოაწერა ხელი. ბრძანებაში არაა განმარტებული, რის გამო გაათავისუფლეს მერაბ ტურავა. მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო 2020-2025 წლებში. იგი „ოცნების“ მთავრობაში მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2025 წლის 28 აპრილიდან იკავებდა. მერაბ ტურავას თავმჯდომარეობის დროს საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა განეხილა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის …

მერაბ ტურავას, საკონსტიტუციოს ყოფილ თავმჯდომარეს დაცვა დაუნიშნეს

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. „ქართული ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის მიერ 2025 წლის 17 აპრილს გამოცემული განკარგულებაში აღნიშნულია: „მერაბ ტურავას დაენიშნოს/გაუგრძელდეს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე, საჭიროების გასვლამდე, 2026 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად.“ მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო 2020 – 2025 წლებში. 2025 წლის 16 …

„ყველანაირი გრანტი მაქვს მიღებული“ – საკონსტიტუციოს თავმჯდომარე რუსულ კანონზე

„ყველანაირი გრანტი მაქვს მინაღები, ყველანაირი დაფინანსება და მხარდაჭერა…“ – გვითხრა მერაბ ტურავამ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რუსულ კანონზე, რომლის წინააღმდეგაც დღეს, 29 ივლისს, უკვე მესამე სარჩელი საკონსტიტუციოში ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა შეიტანეს. პოლიტიკოსები რუსული კანონის მოქმედების შეჩერებას ითხოვენ მანამ, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ გზავნილი გაგვიმეორა. „სხვა ქვეყნის კარგი ინტერესების გატარება საქართველოში …

რა თქვა საკონსტიტუციოს თავმჯდომარემ კითხვაზე: დაირღვა თუ არა კონსტიტუცია?

„მე არ ვარ პოლიტიკოსი,“ – კითხვაზე თავის არიდება ამ პასუხით სცადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ. მას გუშინ, 5 ივლისს, თბილისი პრაიდზე პოლიციელების თვალწინ მოქალაქეების ჩაგვრაზე, ჟურნალისტების ცემასა და კონკრეტული ოფისების დარბევაზე ვკითხეთ ჟურნალისტებმა. დღეს, 6 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოში ეროვნულმა ბანკმა საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავის აღსანიშნავად საკოლექციო მონეტა წარმოადგინა. მერაბ ტურავას შევახსენეთ, რომ ის საკონსტიტუციო …

მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავა აირჩიეს. ეს არჩევანი დღეს, 25 ივნისს, მოსამართლეების პლენუმმა დახურულ კენჭისყრაზე გააკეთა. ინფორმაცია მერაბ ტურავას არჩევის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი ლომთაძემ მიაწოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფრისმა. კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია თავად მერაბ ტურავას, რადგან ამ დრომდე სხდომა გრძელდება – ასარჩევია თავმჯდომარის მოადგილე. მერაბ ტურავას პლენუმის 9 წევრიდან ხუთმა მოსამართლემ დაუჭირა …

მიმართვა მერაბ ტურავას – „თქვენ სასამართლო კლანის წარმომადგენლებმა დაგასახელეს“

“მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინა ხარ შენ… თქვენ სასამართლო კლანის გამორჩეულმა წარმომადგენლებმა დაგასახელეს,” – მეგაფონიდან ამ სიტყვებით მიმართა მერაბ ტურავას ანა ნაცვლიშვილმა. მერაბ ტურავას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატია. მოსამართლეები ამ წუთებში ფარული კენჭისყრის წესით ირჩევენ თავმჯდომარეს ხუთი წლის ვადით. საპროტესტო აქციას კი საკონსტიტუციო სასამართლოსთან პოლიტიკური მოძრაობა “ლელო” მართავს. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, …

საკონსტიტუციოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი დაასახელეს

უკვე ცნობილია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი – მერაბ ტურავა და ირინე იმერლიშვილი. პლენუმი საბოლოო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ მომავალ კვირაში მიიღებს. „თეორიული შესაძლებლობა არსებობს უფრო,“ – გვიპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა, როცა მას ვკითხეთ, რამდენად შეიძლება მიიღოს მოსამართლეების მხარდაჭერა. ხუთმა მოსამართლემ კანდიდატად მერაბ ტურავა დაასახელა. ეს მოსამართლეები არიან: ევა გოცირიძე, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ …

მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ მერაბ ტურავა გუშინ აირჩიეს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ კენჭისყრის შედეგად არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მერაბ ტურავა“, – წერია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მერაბ ტურავას 2016  წლის  2 ნოემბრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანამდებობა ეკავა. ამ თანამდებობაზე გუშინვე პლენუმმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს …

თვეში 1000 ლარი საკონსტიტუციოს მოსამართლეს ბინის ქირისთვის

საკონსტიტუციო სასამართლოს ერთი მოსამართლის ბინის ქირისთვის თვეში 1000 ლარი დაიხარჯება. გადაწყვეტილება სასამართლოს პლენუმმა გასული წლის ბოლოს მიიღო. ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი ახალი მოსამართლე სარგებლობს ბინის ქირით: მერაბ ტურავა [პირველი იანვრიდან], გიორგი კვერენჩხილაძე და ირინე იმერლიშვილი [პირველი თებერვლიდან], მანანა კობახიძე [20 თებერვლიდან]. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ „ბინის ქირის ხარჯი არ გაწეულა 2017 …

საკონსტიტუციო სასამართლო: ხელისუფლებამ ბინის გადაცემის საკითხი კითხვის ნიშნების გარეშე უნდა გადაწყვიტოს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლე მერაბ ტურავასათვის ბინის გადაცემის საკითხს განცხადებით გამოეხმაურა: „მოსამართლეთა სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფის საკითხი სავსებით ლეგიტიმურად მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნული საკითხის განხილვისას სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მიერ გაკეთდა არაერთი განცხადება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს სასამართლო დამოუკიდებლობას, მის მიუკერძოებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხარისხზე მხოლოდ მისი გადაწყვეტილებები მეტყველებს, ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლო …

ბათუმის საკრებულო მოსამართლისთვის ბინის გადაცემაზე

ბათუმის საკრებულო ხვალ, 20 აპრილს საკონსტიტუციო მოასამართლის, მერაბ ტურავასათვის ბინის გადაცემის საკითხს განიხილავს. საკრებულოს უმრავლესობა საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარს დაუჭერს – ეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა დღეს, 19 აპრილს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა. „საქართველოს ორგანული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ავალდებულებს სახელმწიფოს უზრუნველყოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე საცხოვრებელი ფართით. ამ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულმა ქონების …

ბათუმის მერია მოსამართლე მერაბ ტურავას ბინას გადასცემს

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, მერაბ ტურავას ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე იმ ბინას გადასცემენ, რომელიც დღეს ბათუმის მერიის საკუთრებაშია. ბათუმის მერია თანახმაა ბინა, რომლის ფართობია 125 კვ/მეტრი, უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს, შემდგომში ამ ბინის მერაბ ტურავასთვის სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემის მიზნით. ბათუმის მერიას ბინების გადაცემის ვალდებულება მხოლოდ იმ მოქალაქეების მიმართ აქვს, ვინც ბათუმშია რეგისტრირებული. შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი ბათუმი …

Exit mobile version