მთავარი,სიახლეები

მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა

13.01.2018
მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ მერაბ ტურავა გუშინ აირჩიეს.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ კენჭისყრის შედეგად არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მერაბ ტურავა“, – წერია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მერაბ ტურავას 2016  წლის  2 ნოემბრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანამდებობა ეკავა. ამ თანამდებობაზე გუშინვე პლენუმმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნად საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მანანა კობახიძე აირჩია.

მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა 2015 წლის 30 მარტიდან, მანანა კობახიძე კი – 2017 წლის 8 თებერვლიდან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: