საპენსიო სესხი მაღალი პროცენტით – 4 წლის წინ 960 ლარი გამოვიტანე და დღემდე ვიხდი

„პენსიას უნდა ვიღებდე 495 ლარს და მერიცხება 280 ლარი… ეკონომიკური წინსვლააო, რომ ამბობენ, სადაა? პენსიონერი ქალი თურქეთში დავდივარ, რომ ლუკმა-პურის ფული ვიშოვო“, – ეს 71 წლის პენსიონერმა გვითხრა, რომელიც ერთ-ერთია იმ ასიათასობით მოქალაქეს შორის, ვისაც საქართველოში ყველაზე ძირიანი, ანუ საპენსიო სესხი აქვს. ქალბატონ ფატის [მან გვარის დასახელება არ ისურვა] შემთხვევით ავტობუსის გაჩერებასთან შევხვდით აეროპორტის გზატკეცილზე, …

რას აზიანებს ცხვირის სპრეის გადაჭარბებული გამოყენება

ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა: გრიპი, მწვავე სურდო, ჰაიმორიტი და სინუსური ინფექციები, გაჭედილი ცხვირის გასახსნელად რეკომენდებულია მყისიერი მოქმედების ე.წ. დეკონგესტანტური სპრეისა თუ წვეთების გამოყენება, თუმცა აუცილებელია ვიცოდეთ იმ რისკების შესახებ, რაც ამ საშუალებების ჭარბად მოხმარებას ახლავს.  მედიკამენტური, იგივე წამლისმიერი რინიტი არის ცხვირის შეშუპების ტიპი, რომელიც ჩნდება ცხვირის სპრეის გადაჭარბებული გამოყენების შედეგად. ეს იწვევს გაღიზიანებას და ანთებას …

შაკიკის წინააღმდეგ FDA-მ დაამტკიცა სწრაფი მოქმედების ცხვირის სპრეი

აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ დაამტკიცა Pfizer Inc-ის ცხვირის სპრეი შაკიკის სამკურნალოდ. კომპანია „პფაიზერის“ მიერ შექმნილ სპრეის – zavegepant-ს, რომელიც გაიყიდება „ზავზპრეტის“ (Zavzpret) სახელით, შეუძლია მოხსნას ან/და შეამსუბუქოს ტკივილი და შაკიკის სხვა შემაწუხებელი სიმპტომები გამოყენებიდან უკვე 15 წუთის შემდეგ, განაცხადა წამლის მწარმოებელმა კომპანიამ პრესრელიზში. შეფასებულია, რომ შაკიკი გავლენას ახდენს გლობალური მოსახლეობის 10%-ზე მეტზე. შაკიკი დაახლოებით …

მაღალი წნევის ერთ-ერთ მედიკამენტში გენოტოქსიკური მინარევი აღმოჩნდა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო  ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორებს მიმართავს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ანტიჰიპერტენზიული ანუ მაღალი წნევის საწინააღმდეგო მედიკამენტ “ლოსარ/კოლოსარ დენკის” რეალიზაცია. სააგენტო კომპანიებს აფრთხილებს, ფარმაცევტული ბაზრიდან მედიკანენტი გამოითხოვონ. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო იუწყება, რომ „Denk Pharma GmbH & Co. KG“-ს წერილი მიიღო, აქტიურ ფარმაცევტულ ინგრედიენტში (Losartan potassium) გენოტოქსიკური მინარევის აღმოჩენის თაობაზე. გენოტოქსიკურად …

ვის შეუძლია მედიკამენტების უფასოდ მიღება – რა კითხვებს არ პასუხობს ჯანდაცვის სამინისტრო

ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიკამენტებს ვეღარ იღებენ. ზოგიერთი პაციენტის თქმით, პროგრამის ფარგლებში ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტებს აფთიაქები არ გასცემენ, ზოგი კი აცხადებს, რომ მედიკამენტი გამოუცვალეს.  პაციენტების თქმით, სწორედ ამ მიზეზების გამო ისინი იძულებული არიან მედიკამენტები საკუთარი ხარჯებით შეიძინონ. სახელმწიფოს მიერ დაწესებულია კვოტით, პაციენტი საჭირო რაოდენობის მედიკამენტს ვერ იღებს. დეფიციტურ მედიკამენტებზე ჯანდაცვის სამინისტროდან …

ჯანდაცვის სამინისტროს გაუგებარი პასუხი დეფიციტურ მედიკამენტებზე

სახელმწიფოს, კონკრეტულად კი სამედიცინო რეგულირების სააგენტოს განმარტებით, შეუძლებელია გაიგო, რატომ აქვს სახელმწიფოს კვოტები დაწესებული იმგვარად, რომ ადამიანები სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტებს ვერ ყიდულობენ. დადასტურებული ფაქტია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ზოგიერთი წამალი აფთიაქებში არ იშოვება. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს „ბათუმელებმა“ 18 იანვარს კონკრეტულ, დეფიციტურ მედიკამენტთან დაკავშირებით მიმართა. საუბარია პრეპარატ „ციკლოდოლზე,“ რომელიც პარკინსონით დაავადებულ ზოგიერთ პაციენტს აუცილებლად …

„ერთი კვირაა წამალი ვერ ვიშოვე, დედა დაიღუპება მის გარეშე“ – ვისი პასუხისმგებლობაა ციკლოდოლის დეფიციტი

„ამ წამლის გარეშე ცუდად გრძნობს თავს, კანკალი დაეწყება, გადაადგილებას ვერ შეძლებს, სხეული ჩაეკეტება. სამი დღის წინ უკვე ვეღარ ვიშოვეთ ვერც ერთ აფთიაქში, მარტო ბათუმში არა, რეგიონებში და თბილისშიც ვეძებეთ,“ – გვიყვება ბათუმში მცხოვრები ქალი, ვისი 74 წლის დედაც პარკინსონითაა დაავადებული. ქალის თქმით, მისი დედა ამ მედიკამენტს დღეში სამჯერ იღებს. წამალს რეცეპტით ყიდულობენ, ამიტომ ვერც თურქეთიდან …

როდის მიიღებენ პარკინსონით დაავადებულები საჭირო მედიკამენტებს? – მინისტრის პასუხი

„ტენდერი გამოცხადებულია და მიმდინარეობს კონსულტაციები ფარმამომწოდებლებთან. ეს ნაკლი, რომელიც იყო ახალი პროგრამიდან გამოწვეული, იქნება აღმოფხვრილი,“ – გვითხრა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკა ტიკარაძემ მედიკამენტ „ნაკომის“ შეძენის გაჭიანურებასთან დაკავშირებით. ეს მედიკამენტი პარკინსონით დაავადებულ ადამიანებს სჭირდებათ და მას პროგრამის ფარგლებში იღებდნენ. უკვე მესამე თვეა აჭარაში ეს მედიკამენტი აღარ გაიცემა. რა იყო „ნაკლი“? – ჩვენ ამის დაზუსტებაც ვთხოვეთ მინისტრს, …

Exit mobile version