მდინარის ადიდების გამო ხულოს სამ სოფელთან მისასვლელი გზები ჩაიკეტა

დღეს, 6 ივლისს, დილიდან, სეტყვისა და ძლიერი წვიმის გამო ხულოს მუნიციპალიტეტში [სხალთისა და ღორჯომის მიმართულებით] მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, რის გამოც ზოგიერთ სოფელთან მისასვლელი გზა ჩაიხერგა. ჩვენი ინფორმაციით, ეს სოფლებია: ბაკი-ბაკო, მთისუბანი, ასევე ზედა და ქვედა თხილვანა. „ბათუმელები“ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბესიკ ბაუჩაძეს დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ამ დროისთვის საგანგაშო მდგომარეობა არ არის, ქვემო თხილვანასთან გზა არის, თუმცა …

ქედისა და შუახევის გამგებელები – მუნიციპალიტეტებში ვითარება სტაბილურია

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის ვითარება ქედაში სტაბილურია, მდინარე აკავრეთაში წყლის დონემ ღამით დაიკლო და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. რაც შეეხება სოფლებს შორის დამაკავშირებელ დაზიანებულ და წაღებულ ხიდებს, გამგებელის თქმით აღდგენითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. „სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დიდია. აკავრეთას ხეობაში მთლიანობაში ხუთი ხიდია წაღებული, მათ შორის ერთი საცალფეხო, მისასვლელი გზა არ …

წაღებული ხიდები და ევაკუირებული ოჯახები – სტიქია მაღალმთიან აჭარაში

28 ივნისს, საღამოს, ძლიერმა წვიმამ აჭარის მაღალმთიანეთს ზიანი მიაყენა. შუახევის მუნიციპალიტეტში სოფლები: წაბლანა, ცინარეთი, მოფრინეთი და სამოლეთი მოწყვეტილნი არიან ცენტრს, რადგან ადიდებულმა მდინარემ წაიღო კვირიაულისა და წაბლანას ხიდები. შუახევის გამგეობის ინფორმაციით სტიქიამ გაანადგურა მდინარის პირას არსებული სავარგულები. შუახევის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის თქმით, უჩამბის ხეობაში მდინარემ 3 ხიდი წაიღო: “10 ოჯახი გადავიყვანეთ, წვიმამ ახლა ცოტა გადაიღო, …

საბავშვო ბაღების ალტერნატივა აჭარის მაღალმთიან სოფლებში

არასამთავრობო ორგანიზაცია „Civitas Georgia“ აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების შორეულ სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის საბავშვო ბაღის მსგავს ცენტრებს – „ალტერნატიულ ჯგუფებს” ხსნის. ასეთი ცენტრი ქედის ორ, ხოლო შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ოთხ-ოთხ სოფელში მოეწყობა. „ალტერნატიული ჯგუფი“ – ასე ეწოდება სკოლამდელი განათლების ცენტრებს, რომლებიც სამი მუნიციპალიტეტის ათ სოფელში სექტემბრის თვიდან გაიხსნება. „ალტერნატიულ ჯგუფებს“ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „Civitas Georgia“ პოლონეთის …

არჩევანის თავისუფლება [ვიდეო]

რამდენად აძლევენ მშობლები შვილებს არჩევანის თავისუფლებას და როგორია მათი დამოკიდებულება შვილების მიერ გაკეთებული არჩევანის მიმართ. სიუჟეტში ასახულია, როგორც მშობლების ისე შვილების პოზიცია. სიუჟეში ასევე მოისმენთ ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის შეხედულებებსა და რჩევებს ამავე საკითხთან მიმართებაში. სიუჟეტი მომზადდა პროექტის “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია” ფარგლებში, NED-ის დაფინანსებით. ამავე თემაზე: ნათია ფანჯიკიძე – თაობათა ურთიერთობა [ვიდეო]

„ჩვენთან ის ცხოვრება არაა, ექიმთან პრევენციის მიზნით იარო“ – რას ამბობენ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მაღალმთიან აჭარაში

რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად ექიმს მაღალმთიან აჭარაში იშვიათად მიმართავენ. გინეკოლოგის კაბინეტთან ძირითადად გათხოვილ, მეტწილად ორსულ ქალებს შეხვდებით. რეპროდუქციული ჯანმრთელობა ის საკითხია, რაზეც აქ ხმამაღლა არავინ საუბრობს. ხულოს საავადმყოფოს გინეკოლოგიურ კაბინეტთან ხალხმრავლობაა. თავის რიგს აქ ბევრი ორსული ქალი ელოდება. 30 წლის დარინა მეორედაა ორსულად. იგი ამბობს, რომ გინეკოლოგს მხოლოდ ორსულობის დროს აკითხავს, არც ძუძუსა და საშვილოსნოს …

მხოლოდ 6 დირექტორი ქალი ხულოს 49 სკოლაში

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლას არსებობის მანძილზე ქალი დირექტორი არ ჰყოლია. ღორჯომის თემის შორეულ სოფელში ეს სკოლა არსებობის საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის. სკოლამ დღემდე არაერთი დირექტორი გამოიცვალა, თუმცა ყველა მათგანი მამაკაცი იყო და დღესაც წამყვან პოზიციას სკოლაში კაცი ინარჩუნებს. ხულოს მუნიციპალიტეტში 49 საჯარო სკოლაა. ქალი დირექტორი მათგან მხოლოდ 6 სკოლას ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ …

ვინ მიიღებს ნერგებს აჭარაში

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მრავალწლოვანი კულტურის ბაღების გასაშენებლად წელს მილიონ 613 085 ლარს დახარჯავს. მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოსგან 80% თანადაფინანსებით თხილის, კაკლის, მანდარინისა და ლურჯი მოცვის ნერგებს მხოლოდ იმ ფერმერებს დაურიგებენ, რომლებსაც მიწის საკუთრების დამადასტურებელი ცნობა მოეპოვებათ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო „მრავალწლოვანი კულტურების ფერმერთა და მეწარმეთა უზრუნველყოფის~ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ბაღების გასაშენებლად ფერმერებს წელს თხილის, …

ქედაში წყლის ფულს გადაიხდიან, ხულოსა და შუახევში – არა

ქედის მუნიციპალიტეტში, დაბა ქედასა და აწჰესის ტერიტორიაზე მცხოვრებ იმ ოჯახებს, რომლებსაც სასმელი წყლით შპს „ქედის წყალკანალი“ ამარაგებს, მრიცხველები დაუმონტაჟეს. თუმცა ქედაში სასმელ წყალზე ჯერ საფასური არ დაუწესებიათ და არც გამრიცხველიანების პროცესი დასრულებულა. „ქედის წყალკანალს” დაბა ქედასა და აწჰესის ტერიტორიაზე სულ 652 აბონენტი ჰყავს. მათგან 413 აბონენტს მრიცხველი უკვე დაუმონტაჟეს და დანარჩენსაც უახლოეს პერიოდში დაუმონტაჟებენ. მრიცხველების …

ქობულეთში 6 000 აბონენტი გათიშულია – რა მდგომარეობაა აჭარის მუნიციპალიტეტებში

აჭარაში დილიდან თოვს, თუმცა, მუნიციპალიტეტების გამგეობების ცნობით, გზებზე გადაადგილება შეზღუდული არ არის. ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება ორ მუნიციპალიტეტს – ქობულეთსა და შუახევს. ხულოს გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ხულოს სოფლებში თოვლის საფარი 20-15 სანტიმეტრია, დაბაში კი – 10 სანტიმეტრი. „ტექნიკა მზად არის, დაახლოებით 13-15 ერთეული, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იქნება ამოქმედებული. რაც შეეხება დანისპარაულის მიმართულებას, სადაც უფრო მაღალია …

ხიჭაურის სკოლის მოსწავლე: მამა ლაზარემ თათარი დაგვიძახა [ვიდეო]

ხიჭაურის სკოლის მენეჯერის, ნუგზარ ზოსიძის გათავისუფლების მოსწავლეების საპროტესტო აქცია მოჰყვა. გუშინ, 23 იანვარს სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეების მშობლები დაიბარა სასწავლებელში.ვიდეო მასალაში ჩანს მშობლებისა და ერთ-ერთი სასულიერო პირის დიალოგი. მშობლები აპროტესტებენ იმას, რომ მათი შვილები ერთ-ერთმა მღვდელმა “კედელთან გააჩერა” და ასევე იმას, რომ ბავშვებს სასულიერო პირმა „თათრები” დაუძახა.

მუნიციპალიტეტებში დაბალ ანაზღაურებაზე

სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებიდან ყველაზე დაბალი ანაზღაურება აჭარის მაღალმთიანეთში კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებულებს აქვთ, თუმცა ეს არ არის ერთადერთი სფერო აჭარის მთის მუნიციპალიტეტებში, სადაც დასაქმებულები ხელფასის სიმცირეს უჩივიან და გაზრდას ითხოვენ, დაბალ ანაზღაურებაზე ჩივიან, მაგალითად, მუზეუმში, საბავშვო ბაღებში, ბაგირგზასა და წყალკანალში. მოთხოვნის მიუხედავად, ხელფასების გაზრდისთვის საჭირო თანხა მუნიციპალიტეტების 2016 წლის ბიუჯეტის გეგმაში ასახული არ …

Exit mobile version