ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში 18 იანვრის დღის 2 საათის მდგომარეობით თოვლის საფარისგან ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები გაწმენდილია. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, მხოლოდ მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშულებებით, ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით გადაადგილდნენ და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები.“ – წერია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ორდღიანი თოვის …
Tag Archives: მაღალმთიანი აჭარა
აჭარის სოფლების გაზიფიცირების შეფერხების მიზეზად 4 წლის წინ და დღესაც ხულო-ზარზმის გზის სამუშაოებს ასახელებენ
აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირებისთვის 1 მილიონ 400 000 ლარი უნდა დახარჯულიყო ბიუჯეტიდან 2025 წლის 3 კვარტალში, თუმცა მხოლოდ 487 ათას 100 ლარი აითვისეს. ანუ, ქვეპროგრამის ცხრა თვის შესრულებამ გეგმის მხოლოდ 34,8 პროცენტი შეადგინა. ქვეპროგრამა შუახევის მუნიციპალიტეტის, ხიჭაურის დასახლებაში, კერძოდ გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს. აჭარის ფინანსთა და ეკნომიკის სამინისტრო 2025 წლის 9 თვის …
„ოცნების“ დაპირებები არ სრულდება, მათ უკვე აღარ ვენდობი“ – მემთეურები გომისმთიდან
„ბათუმელები“ გომისმთაზე იმყოფებოდა, სადაც შუახევის სხვადასხვა სოფლიდან მთაში ამოსულ მემთეურებს ესაუბრა. მემთეურები საუბრობენ სიღარიბეზე, მათ სოფლების ახალგაზრდებისგან დაცლა აწუხებთ ყველაზე მეტად და ასევე, ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური სიტუაცია. შუშანა გოგრაჭაძე სოფელ წყავროკიდანაა. ამბობს, რომ მემთეურობის ტრადიცია ნელ-ნელა ქრება, რადგან ახალგაზრდები სოფლიდან მიდიან, მოხუცებს კი ძალა აღარ შესწევთ. „წავიდა ახალგაზრდობა სოფლიდან, მაგრამ რა ქნან, ფული უნდათ. …
Continue reading “„ოცნების“ დაპირებები არ სრულდება, მათ უკვე აღარ ვენდობი“ – მემთეურები გომისმთიდან”
„ქიძინიძეების სკოლაში 18 მოსწავლე დარჩა, ადრე ერთ კლასში ვიყავით ამდენი“ – დაცლილი სოფლები აჭარაში
„აქ სულ ცარიელი სახლებია. დაცარიელდა, მინდა, რომ აქ იცხოვრონ, ფუტი აადინონ,“ – მწვანებალახიან ეზოში გამოდის ნელი ბეჟანიძე, ხის ღობეს უახლოვდება და ხელით გვანიშნებს სოფელ ქიძინიძეებში რამდენიმე სახლს, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოუკეტავთ. შუახევის სოფლები დღვანი და ქიძინიძეები ბოლო წლებია აქტიურად იცლება. აქ აღარც საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის. სოფელში დარჩენილები ამბობენ, რომ სოფელი შემოსავლის გარეშე დარჩა, მოსავალს …
ზემო აჭარაში გზებზე მოძრაობა მაღალი გამავლობის მანქანებით და ჯაჭვებითაა რეკომენდებული
ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მოძრაობა რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით – აცხადებს დღეს, 14 იანვარს, აჭარის გზების დეპარტამენტი. დეპარტამენტის ინფორმაციით, მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და „ყველა მიმართულება ეტაპობრივად გაიწმინდება“. მთავარი ფოტო: თოვლი მაღალმთიან აჭარაში / გზების დეპარტამენტი — გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის …
უშუქობა და უგზოობა – მაღალმთიან აჭარაში თოვს
მაღალმთიან აჭარაში გუშინ დილიდან გადაუღებლად თოვს. ადგილობრივების თქმით, თოვლის საფარი დღეს, 25 დეკემბერს, 1,5 მეტრამდე აღწევს. „ჩაკეტილია გზები. აღარც შუქი გვაქვს და აღარც კვალი. გუშინს შემდეგ უშუქობა გვაქვს”, – გვითხრა ხულოს სოფელ ბეღლეთის მკვიდრმა. „მაღალმთიან აჭარაში მოსულ უხვ ნალექს ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა არ გამოუწვევია. დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო დაზიანებულია რამდენიმე ელექტრო სადგური. მაგალითად, ვაშლოვნის, რიყეთისა …
Continue reading “უშუქობა და უგზოობა – მაღალმთიან აჭარაში თოვს”
სოფლებში გზების გაწმენდა დილიდან განახლდება – აჭარის მთაში ინტენსიურად თოვს
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის მაღალმთიან სოფლებში ამ დროისთვის ინტენსიურად თოვს, თუმცა გადაადგილების სერიოზული პრობლემები ამ ეტაპზე არ არის. „ხულოში, დაბაში თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს, სოფლებში კი, 50 სანტიმეტრს გადააჭარბა; შუახევის სოფლებში – 40 სანტიმეტრს. თოვლის საფარისგან ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები აქტიურად იწმინდებოდა მთელი დღის განმავლობაში. სოფლის ცენტრებთან მისასვლელი გზები ყველგან გაწმენდილი იყო, თუმცა, …
Continue reading “სოფლებში გზების გაწმენდა დილიდან განახლდება – აჭარის მთაში ინტენსიურად თოვს”
ახალგაზრდა მასწავლებლის ცხოვრება ღორჯომში – „მეც მინდოდა ბავშვობაში ფერადი კლასი“
დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის 25 წლის მასწავლებელზე, ლუიზა შანიძეზე უნდა გიამბოთ, რომელიც ხულოში, ღორჯომში, გორგაძეების საჯარო სკოლაში ასწავლის. ლუიზამ გორგაძეების სკოლაში წელს დაიწყო მუშაობა და საცხოვრებლად მაღალმთიან აჭარაში წავიდა. ახალგაზრდა მასწავლებელს უნდა, რომ ღორჯომის, ადგილობრივებისა და მათი ყოველდღიურობის თუ ტრადიციების შესახებ სხვებსაც მოუყვეს და ამიტომ ღორჯომში მისი ცხოვრების შესახებ „ტიკტოკზე“ ვიდეოების გადაღება დაიწყო. ლუიზას …
Continue reading “ახალგაზრდა მასწავლებლის ცხოვრება ღორჯომში – „მეც მინდოდა ბავშვობაში ფერადი კლასი“”
შემოდგომა აჭარის მთებში | ფოტო
მაღალმთიან აჭარაში სულ უფრო მეტად იგრძნობა შემოდგომა. მაღალ მთებში პირველი თოვლი 10 ოქტომბერს მოვიდა.
ინგლისურის მასწავლებელი შუახევის სკოლიდან – „მანამდე ამ სკოლაში ინგლისური არ ისწავლებოდა“
ინგლისური ენის მასწავლებელი, 42 წლის ხათუნა ფარტენაძე უკვე 12 წელია შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში ასწავლის. ხათუნა ამ სკოლის პირველი ინგლისური ენის მასწავლებელია. ხათუნა ამბობს, რომ სკოლის ასაკშივე ზუსტად იცოდა, მისი მომავალი პროფესია მასწავლებლობა რომ უნდა ყოფილიყო და არჩევანი არც ერთხელ არ უნანია. ის ინგლისურისა და ფრანგული ენების სერტიფიცირებული მასწავლებელია. მისი თქმით, ორივე ენასთან …
„40 000 ლარად ვინ მომყიდის სახლს?“ – რას ელიან მეწყრით დაზარალებული ოჯახები
მაღალმთიან აჭარაში მეწყრით დაზარალებულები აჭარის მთავრობისგან დახმარებას ელიან. მეწყრული პროცესების გათვალისწინებით წელს ყველაზე მოწყვლად ადგილად გეოლოგებმა ქედის მუნიციპალიტეტი დაასახელეს. 6 მარტს ამ მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში მეწყერმა ერთი ოჯახის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები მთლიანად გაანადგურა და ოჯახს, სადაც 3 მცირეწლოვანი ბავშვია, არ დარჩა არც მიწა, რომელზეც ცხოვრება საფრთხის შემცველი არ იქნება. ისინი ახლა ქირით ცხოვრობენ. …
Continue reading “„40 000 ლარად ვინ მომყიდის სახლს?“ – რას ელიან მეწყრით დაზარალებული ოჯახები”
აჭარაში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 10 მილიონი გამოიყო, ვინ მიიღებს ამ დახმარებას
სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და ინფრასტრუქტურის აღსადგენად აჭარის ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყოფა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობა ავრცელებს. ეს თანხა აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება. „აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მეწყრული პროცესების შედეგად მიყენებული ზიანის, მოსახლეობის უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფის და ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა… დაზარალებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ …
აჭარაში 192 ოჯახი მეწყერსაშიში ზონიდან გაიყვანეს – ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს
მაღალმთიან აჭარაში შესწავლილი მეწყრული ზონების შესახებ უკვე გაეგზავნა გეოლოგიური დასკვნების დიდი ნაწილი ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებს. ამის შესახებ „ბათუმელები“ მამუკა ფუტკარაძეს ესაუბრა, აჭარის გარემოსდაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსს. მისი თქმით, ხულოს მუნიციპალიტეტში დასკვნები უკვე მომზადდა სოფელ ჭერისა და გურძაულის შესახებ, ხოლო რიყეთის თემისა და მიმდებარე სოფლების შესახებ გეოლოგიური დასკვნები, სავარაუდოდ, მომავალი …
Continue reading “აჭარაში 192 ოჯახი მეწყერსაშიში ზონიდან გაიყვანეს – ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს”
რა ღირს ზაფხულში დასვენება ბეშუმში, გოდერძისა და გომარდულში
რა ღირს დასვენება 2022 წლის ზაფხულში მაღალმთიან აჭარაში და აისახა თუ არა გაძვირებული ფასები მთის კურორტებზეც? „ბათუმელები“ რამდენიმე ადამიანს ესაუბრა ბეშუმში, რომლებიც კოტეჯებს აქირავებენ. მათი თქმით, წელს, შარშანდელთან შედარებით, ფასები გაზრდილია. მადონა რიჟვაძე ბეშუმში კოტეჯს 20 დღით 1300 ლარად აქირავებს. ამ თანხაში კომუნალური გადასახადებიც შედის. „ეს შედარებით იაფია, რადგან ამაზე ძვირიც ღირს კოტეჯები. ზოგიერთ კოტეჯში …
Continue reading “რა ღირს ზაფხულში დასვენება ბეშუმში, გოდერძისა და გომარდულში”
ზამთრის ღამე აჭარის სოფელში | ფოტორეპორტაჟი
ხულოს სოფლები განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, თოვლიან ღამეს. დათოვლილი ნაძვები, ხის სახლები, შეშის ღუმელი, ყვითელი შუქი ფანჯრებში, გატკეპნილი თოვლიანი ბილიკები და ზამთრის სასიამოვნო სუსხი. ფოტოები სოფელ დიდაჭარაში გადაიღო ავთო შერვაშიძემ.
როგორ სწავლობენ ბავშვები სოფელში, სადაც ტელეფონის სიხშირეც კი არ არის
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელი ნაღვარევი ზღვის დონიდან 1347 მეტრზე მდებარეობს. ამ დროისთვის სოფელში დაახლოებით 170 ადამიანი ცხოვრობს. საჯარო სკოლაში 23 ბავშვი სწავლობს. წელს ამ სოფელში ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და სკოლას თავისუფლად შეეძლო სწავლა სასკოლო გარემოში განეახლებინა, მაგრამ ასე არ მოხდა. ნაღვარევის სკოლის მოსწავლეების თქმით, მათ სოფელში ტელეფონის სიხშირე ძალიან ხშირად სუსტია და მასწავლებლებთან …
Continue reading “როგორ სწავლობენ ბავშვები სოფელში, სადაც ტელეფონის სიხშირეც კი არ არის”
დღეს ვაქცინაცია აჭარის სოფლებშიც დაიწყო – ჯანდაცვის სამინისტრო
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 26 აგვისტოდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მაღალმთიანი აჭარის სოფლებშიც იქნება შესაძლებელი. „ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში ამცრელი ბრიგადები თემის საექიმო ამბულატორიებში ვაქცინაციას სისტემატურად ჩაატარებენ. გასვლითი ბრიგადების ვიზიტების მიზანია იმუნიზაციის გეოგრაფიული არეალის გაზრდა და მაქსიმალური მოცვა, ასევე მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისის ხელმისაწვდომობა“, – აცხადებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში „ბათუმელებმა“ …
Continue reading “დღეს ვაქცინაცია აჭარის სოფლებშიც დაიწყო – ჯანდაცვის სამინისტრო”
ვაქცინაციის მობილური ჯგუფები სოფლებისთვის ხელმისაწვდომი არ არის
როგორ მიმდინარეობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აჭარის მთაში და აქვთ თუ არა წვდომა ადამიანებს ინფორმაციაზე, თუ როგორ და სად შეუძლიათ ვაქცინაცია? აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მაღალმთიან აჭარაში ვაქცინაციის პროცესი გააქტიურებულია და აჭარაში ჩატარებული ვაქცინაციის 8 პროცენტი სწორედ მაღალმთიან აჭარაზე მოდის. შავიშვილის თქმით, რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია შეუძლიათ მოქალაქეებს „ევექსის“ კლინიკებში, …
Continue reading “ვაქცინაციის მობილური ჯგუფები სოფლებისთვის ხელმისაწვდომი არ არის”
ქედის მერიამ ტურიზმის განხრით შპს შექმნა და 200 ათასი ლარით დააფინანსა
ქედის მერიამ შპს „ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი“ 2020 წლის 4 მარტს დააფუძნა და მის 100% წილს ფლობს. ეს ორგანიზაცია ქედის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2020 წელს 71 450 ლარით დააფინანსეს, 2021 წლის ბიუჯეტიდან კი, რომელიც უკვე დამტკიცებულია, 133 000 ლარით. ბიუჯეტის შესახებ კანონში აღნიშნულია, რომ ცენტრმა უნდა ჩაატაროს ქედის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის კვლევა, რომლის საფუძველზე შეიქმნება …
Continue reading “ქედის მერიამ ტურიზმის განხრით შპს შექმნა და 200 ათასი ლარით დააფინანსა”
ღორჯომი ზამთრისთვის ემზადება [ფოტო]
ღორჯომი ზღვის დონიდან 1200 მეტრზე მაღლა მდებარე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თემია აჭარის მაღალმთიანეთში ხისგან ნაშენი ძველი სახლებით, უძველესი ტრადიციებით, ადგილობრივი კერძებით და შთამბეჭდავი პეიზაჟებით წელიწადის ნებისმიერ დროს, თუმცა ზამთრობით ღორჯომში ბარიდან ასვლა დიდთოვლობის გამო რთულია. აქ მცხოვრები ადამიანები მესაქონლეობით, მიწათმოქმედებით ირჩენენ თავს. შემოდგომა ღორჯომელებისთვის ჭირნახულის დაბინავებისა და გრძელი ზამთრისთვის მზადების დროა. ღორჯომის ხედი ბახმაროსკენ …
„ნათესები და ნარგავები გაგვინადგურდა, დაგვეხმარეთ“ – სეტყვა აჭარის 21 სოფელში
აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სეტყვამ 21 სოფელი დააზარალა. დაახლოებით 200-ზე მეტ ოჯახს, სასოფლო-სამეურნეო ნარგავები და ნათესები გაუნადგურა. ხულოში, გუშინ და დღეს, 3 ადმინისტრაციული ერთეულის 15 სოფელი დაისეტყვა. „ბათუმელებს“ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მთისუბნიდან დაუკავშირდა ნანა შაინიძე, რომელმაც თქვა, რომ სეტყვისგან მიყენებული ზარალი ძალიან დიდია. „ყველაფერი განადგურებულია. ყურადღებას არავინ გვაქცევს. როცა თხილვანის სეტყვის ვიდეო ვნახე თქვენს გამოცემაში, გადავწყვიტე, …
Continue reading “„ნათესები და ნარგავები გაგვინადგურდა, დაგვეხმარეთ“ – სეტყვა აჭარის 21 სოფელში”
„მშიერს გვტოვებენ, სოფელს მივატოვებთ და მიიღებენ ახალ „ოცნების ქალაქებს“ – მეთამბაქოეები
დღეს, 18 ნოემბერს, აჭარის მთავრობის შენობასთან შუახევის, ხულოს და ქედის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობა თამბაქოზე აქციზის გადასახადს აპროტესტებს. მათი განცხადებით, აქციზის გადასახადი 1კგ თამბაქოზე საბაზრო ღირებულებაზე მაღალია. გლეხების თქმით, თუკი ეს რეგულაცია არ შეიცვლება და ისინი არ გათავისუფლდებიან აქციზის გადასახადისგან, თამბაქოს აღარავის მოიყვანს, ეს კი მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. „გამოდი!“ -ამ შეძახილებით …
„თამბაქო განადგურდება“- გლეხები თამბაქოზე აქციზის გადასახადის დაწესებას აპროტესტებენ
დღეს, 13 ნოემბერს, ქედის მერიის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. ქედაში, შუახევსა და ხულოში მცხოვრები, დაახლოებით 500 მოქალაქე, სახლის პირობებში დამზადებულ თამბაქოზე აქციზის გადასახადის დაწესებას აპროტესტებს. აქციის მონაწილე, სოფელ კოკოტაურის მცხოვრები ეთერ მახარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ 1 კილოგრამ თამბაქოზე აქციზის გადასახადი 60 ლარია, რისი გადახდაც გლეხებს არ შეუძლიათ. ბათუმში, ბაზარზე დაჭრილი 1 კილოგრამი თამბაქო 50-60 ლარი …
დასეტყვილი სოფლები აჭარის მაღალმთიანეთში – სტიქიის შედეგები
12 ივნისს მაღალმთიანი აჭარის სოფლები სეტყვამ დააზიანა. მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სტიქიამ ყველაზე მეტად ქედა დააზარალა. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, 12 ივნისს სეტყვის შედეგად დაზიანებულია მიწის სავარგულები, ნარგავები და მრავალწლოვანი კულტურები. მუნიციპალიტეტში განვითარდა მეწყრული პროცესებიც. კერძოდ, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის კოკოტაურის მონაკვეთზე მეწყერი განვითარდა, რამაც მოძრაობა შეაფერხა. ქედის მერიის ცნობით, ამჟამად პრობლემა აღმოფხვრილია. კოკოტაურში, ძანაძეების უბანში, მიწის …
Continue reading “დასეტყვილი სოფლები აჭარის მაღალმთიანეთში – სტიქიის შედეგები”
გასტრონომიული თავგადასავალი ბათუმარანში – ნაცნობი და უცნობი აჭარული კერძები
არ აქვს მნიშვნელობა, ტურისტი ხართ თუ ბათუმში ცხოვრობთ, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად აპირებთ სადმე წასვლას თუ სტუმრებისთვის საინტერესო სივრცის ჩვენება გსურთ – რესტორანი „ბათუმარანი” ნებისმიერ შემთხვევაში მყუდრო, საინტერესო გარემოს გთავაზობთ, სადაც ზოგი მაღალმთიან აჭარასთან დაკავშირებულ საკუთარ ბავშვობას შეხვდება, ზოგიც მისთვის აქამდე უცნობ კუთხეს აღმოაჩენს ამბებად და უგემრიელეს არომატებად. რესტორანში ერთდროულად დაგხვდებათ ეთნოგრაფიული გარემო და აჭარული …
Continue reading “გასტრონომიული თავგადასავალი ბათუმარანში – ნაცნობი და უცნობი აჭარული კერძები”
რას ირჩევენ გოგოები აჭარის მთაში
„მაღალმთიანეთში მცხოვრები ქალების მხსნელები შვილები არიან. შვილები, რომლებმაც განათლება მიიღეს, ახლა ვალდებულნი არიან, თავიანთ დედებს დაეხმარონ,” – ასე მიიჩნევენ ზემო აჭარაში მცხოვრები გოგოები. ახლა გოგოები გამოწვევის წინაშე დგანან – ისინი იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის, ხარისხიანი, მათთვის სასურველი განათლებისათვის, დასაქმებისათვის. გოგოებს მიაჩნიათ, რომ განათლება ერთგვარი თავდაცვის საშუალებაა, რომ განათლების გარეშე ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევენ და ვერ განვითარდებიან. ნახეთ ხუთი …
„რატომ ვერ ვისწავლე“ – ქალები მთიდან
„განათლება ერთადერთი სტიმულია ქალის ცხოვრებაში. განათლება აძლევს ქალს იმის საშუალებას, რომ უფრო თამამი იყოს. განათლებული ადამიანი უფრო კულტურულია,“ – ასე ფიქრობენ ქალები, რომლებმაც სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურული წინაღობების გამო განათლების მიღება ვერ მოახერხეს. ამ ფოტორეპორტაჟის გმირებიდან რამდენიმემ არათუ საშუალო სკოლა დაამთავრა, არამედ სრული საბაზო განათლებაც ვერ მიიღო. ისინი იმ ეპოქაში დაიბადნენ, როცა საკითხს, მიეღო თუ …
მაღალმთიან აჭარას სამი ახალი მარკირებული ტურისტული მარშრუტი შეემატება
წელს მაღალმთიან აჭარას სამი ახალი მარკირებული ტურისტული მარშრუტი შეემატება: ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის წრიული მარშრუტი; გოდერძი-მწვანე ტბა- შავი ტბა- დანისპარაულის წრიული მარშრუტი და ხულო- თაგო -სხალთის საფეხმავლო მარშრუტი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, პროექტის ფარგლებში მარშრუტზე განთავსდება ტურისტული დაფები და მანიშნებლები, მარშრუტში მოინიშნება ზედ არსებული ყველა ტურისტული ობიექტი, მათ შორის …
Continue reading “მაღალმთიან აჭარას სამი ახალი მარკირებული ტურისტული მარშრუტი შეემატება”
ბავშვების გამოუცხადებლობის გამო მაღალმთიან აჭარაში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეფერხდა
მოსწავლეების გამოუცხადებლობის გამო ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არ მიმდინარეობს, რაც შეეხება სკოლებს, ხულოს მერის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის სასწავლო პროცესი მხოლოდ ექვს სკოლაში მიმდინარეობს. სასწავლო პროცესი შეწყდა ქედის მუნიციპალიტეტის ხარაულის საჯარო სკოლაში. ქედის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, სოფიო ხაბაზის ინფორმაციით, სოფელ ხარაულაში ქარბუქი იყო და მოსწავლეები სკოლაში არ გამოცხადდნენ. ბავშვების …
აითვისებენ თუ არა აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები თანხას
აჭარის ბიუჯეტის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აჭარის მაღალმთიანმა მუნიციპალიტეტებმა წელს 5 მილიონ 054 ათას 492 ლარი მიიღეს, რითაც მთლიანობაში 11 პროექტი დაფინანსდა. ხუთი მილიონიდან ყველაზე მეტი თანხა, 2 054 717 ლარი, შუახევის მუნიციპალიტეტმა მიიღო. აჭარის მთავრობის მუნიციპალური ფონდიდან დაფინანსებულ პროექტებს შორის შუახევში, ყველაზე ძვირადღირებული პროექტი ჩანჩხალოსა და ნიგაზეულის სოფლების წყალმომარაგების სისტემების მოწყობაა, რაც 1,5 მილიონი ლარითაა …
Continue reading “აითვისებენ თუ არა აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები თანხას”
მემთეურები [ფოტოამბავი]
ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი როცა კალენდარზე ივნისი დგება, მზე მაღლა-მაღლა ადის და მწველი ხდება, აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრებნი ბარგს კრავენ და საზაფხულო იალაღებზე მიდიან. იალაღები სოფლებიდან მოშორებით, თურქეთ-საქართველოს საზღვრისპირა მთებშია გაბნეული. იმ დროს, როცა მთისკენ საქონელს ათეულობით კილომეტრზე მამაკაცები ფეხით მირეკავენ, ქალები და ბავშვები ზამთარში ჩაკეტილი ქოხების დალაგება-დასუფთავებას იწყებენ, თვეობით დაუნთებელ ღუმელებს წმენდენ და შეშას აგროვებენ. …
აჭარის მთიანეთის საოჯახო სასტუმროებში ტურისტების ნაკლებობაზე საუბრობენ
ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად აჭარის მთაში საოჯახო ტიპის სასტუმროების ზოგიერთი მფლობელი ტურისტების ნაკლებობას უჩივის, ზოგიერთი კი სეზონით კმაყოფილია. ტურისტების რაოდენობა გაცილებით მეტია მთიანი აჭარის შედარებით დაბალ სოფლებში, რაც შეეხება მაღალი ზონის სოფლებს, იქ დამსვენებელთა რაოდენობა, ადგილობრივების თქმით, ყოველწლიურად იკლებს. ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ მაისში, ქართველ და უცხოელ ტურისტებს ემზარ სამნიძის საოჯახო სასტუმრო უკვე მეორე წელია მასპინძლობს. ემზარის თქმით, …
Continue reading “აჭარის მთიანეთის საოჯახო სასტუმროებში ტურისტების ნაკლებობაზე საუბრობენ”
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა 71 500 ლარად მანქანები შეისყიდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის მხარდაჭერით „აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა“ მაღალი გამავლობის 3 ავტომანქანა შეიძინა, რომლებიც მაღალმთიანი რეგიონისთვის არის განკუთვნილი. ავტომანქანების ღირებულება 71 500 ლარია. სამინისტროს განმარტებით, ავტომანქანები კლიმატურ-გეოგრაფიული პირობების გათვალისწინებით არის შესყიდული, რაც გადამდები დაავადებების ინფექციის წყაროს დროულად იდენტიფიცირების და ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შეუწყობს ხელს. ოფიციალური ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტომანქანები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქედის, …
Continue reading “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა 71 500 ლარად მანქანები შეისყიდა”
როგორ გეგმავს „აჭარისწყალი ჯორჯია” მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის მხარდაჭერას
2017 წელს „შუახევიჰესი“ ოპერირებას იწყებს, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“კი სოციალური პროექტების გაგრძელებას მშენებლობის დასრულების შემდგომაც გეგმავს. „შუახევიჰესის“ მშენებლობის დაწყების დღიდან კომპანიის პრიორიტეტი მაღალმთიანი აჭარის გრძელვადიანი განვითარება იყო. რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური კვლევის თანახმად გამოიკვეთა სამი ძირითადი მიმართულება: განათლება და ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივი თემების გაძლიერება და ინფრასტრუქტურული განვითარება. ამ მიზნით, კომპანიამ 70-ზე მეტი სოციალური პროექტი განახორციელა შუახევისა და ხულოს …
Continue reading “როგორ გეგმავს „აჭარისწყალი ჯორჯია” მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის მხარდაჭერას”
ვინ წარადგენს მაღალმთიან აჭარას პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში
ახალი საოლქო გადანაწილების მიხედვით მაღალმთიან აჭარას სამი მაჟორიტარის ნაცვლად ერთი მაჟორიტარი ეყოლება პარლამენტში. ვინ დაიცავს ქედის, ხულოსა და შუახევის მოსახლეობის ინტერესებს საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში და რას ჰპირდებიან მმართველი გუნდისა თუ ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატები მოსახლეობას? საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, ქედის (მახუნცეთის თემის გარდა), შუახევისა და ხულოს მოსახლეობამ მხოლოდ ერთი მაჟორიტარი უნდა აირჩიოს საქართველოს …
Continue reading “ვინ წარადგენს მაღალმთიან აჭარას პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში”
150 წლის ყაბალახი და 10 ათასი წლის წინანდელი თოხი – რას ნახავთ მაღალმთიანი აჭარის მუზეუმებში
აჭარის მაღალმთიანეთში ტურისტს შესაძლებლობა აქვს ნახოს როგორც ისტორიული, ასევე არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ცნობილი საზოგადო მოღვაწეების სახლ- მუზეუმები. აქ სულ რვა მუზეუმი ფუნქციონირებს – სამი შუახევში, სამი ხულოში და ორიც ქედაში. აჭარის მთიანეთის უძველესი ყოფის ამსახველ ექსპონატებს ქედის ისტორიული მუზეუმი ინახავს. აქ ვიზიტორი 8-10 ათასი წლის წინანდელი ქვის თოხსა თუ შურდულის ქვებს ნახავს, რომლებსაც, როგორც ისტორიული წყაროებით …