სომეხი ბიჭი, რომელიც მარნეულში ბავშვების გუნდს წვრთნის

„ჩემს სოფელში ფეხბურთის მწვრთნელად დავბრუნდი. ფეხბურთში ვავარჯიშებ როგორც ბიჭებს, ასევე გოგოებს. მარნეულის მუნიციპალიტეტშია ჩემი სოფელი, წითელსოფელი ჰქვია. ძირითადად სომხურენოვანი მოსახლეობაა, თუმცა გვერდითაა აზერბაიჯანულენოვანი და ქართული სოფლებიც. ამ სხვადასხვანაირი სოფლების მცხოვრებლები სულ ერთად თამაშობდით ბავშვობაში ფეხბურთს. სპორტი უნიკალური რამ არის – ადამიანების გაერთიანება და ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლია. ჩემი მიზანია უფრო აქტიურები გახდნენ საქართველოში მცხოვრები სომეხი ახალგაზრდები, …

ვინ არიან ქალები, ვინც კოვიდ 19-ით ინფიცირებული მეზობლების კარტოფილი გათოხნეს

ნაირა პაქსაძე მარნეულში, სოფელ მარადისში ცხოვრობს. ის ამ სოფელში გაიზარდა. ოჯახი 16 წლის ასაკში იძულებით შექმნა, რადგან, როგორც გვითხრა, მოიტაცეს. ნაადრევი ქორწინების მიმართ ყოველთვის პროტესტი ჰქონდა და ახლა აქტიურად იბრძვის კიდეც მის წინააღმდეგ. „ბოლოს და ბოლოს, კაცებიც მიხვდნენ, რომ ეს ცუდია და ბოლო 3-4 წელია, ჩვენს სოფელში ნაადრევი ქორწინება არ გვქონია“, – გვითხრა მან. ნაირა …

„ზოგი 3-4-ჯერ იღებს დახმარებას, ზოგი ერთი თვე ელოდება“ – რა ხდება მარნეულსა და ბოლნისში

მარნეულსა და ბოლნისში ათობით ოჯახი ისევ ელოდება მთავრობის ე.წ. სურსათის კალათის მიღებას. ადამიანის უფლებებისა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ცხელ ხაზზე დღემდე აქტიურად რეკავენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სასურსათო კალათა ერთი თვის დაგვიანებით მიიღეს ან ჯერ კიდევ არ მიუღიათ. „ამ დროს, აღმოჩნდნენ ისეთი ოჯახები, ვინც 3-4-ჯერ მიიღო სასურსათო დახმარება, მხოლოდ იმიტომ, რომ რწმუნებულებთან ახლობლობენ“, – ამბობს …

„სალამი“: მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის დამაკავშირებელი ხიდები არ არსებობს

ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების მიერ შექმნილი პლატფორმა “სალამი” მარნეულის სოფლებში მიმდინარე პროტესტის ტალღას ეხმიანება. ზუსტად ერთი თვეა, რაც მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად არის გამოცხადებული. „სალამის“ განცხადებით, მათ სჯერათ, რომ აღნიშნული ზომები მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის მიზნით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ამავე დროს ჩაკეტილ ზონებში შექმნილი სოციალური და ეკონომიკური კრიზისი განსაკუთრებით მძიმედ ვლინდება და …

„ხელისუფლებას უნდა სულ არ ამოვიღოთ ხმა“ – მუსლიმი ლიდერი სუს-ში გამოკითხეს

„ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა… ხელისუფლებას უნდა, რომ გავჩუმდეთ, სულ არ ამოვიღოთ ხმა, “ – ამბობს „ბათუმელებთან“ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგ ასადოვი. დღეს, 17 აპრილს, ის სუს-ის თანამშრომლებმა მარნეულში გამოკითხეს. შეიხი და კიდევ რამდენიმე მუსლიმი ლიდერი სუს-ში საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხეს. საქმე მარნეულში 13 აპრილს გამართულ საპროტესტო …

ადამიანები არ იცავენ დისტანციას, არ უკეთიათ პირბადეები – ნილუფარ კურბანოვა მარნეულიდან

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის წარმომადგენელი მარნეულიდან, ნილუფარ კურბანოვა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ფეისბუქგვერდზე ვიდეოს ავრცელებს, სადაც საუბრობს, თუ რა ვითარებაა ამ დროისთვის მარნეულის ქალაქებსა და სოფლებში. ნილუფარ კურბანოვა ვიდეოჩანაწერში ამბობს, რომ მარნეულში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი აქტიურადაა ჩართული მოსახლეობის ინფორმირებაში კორონავირუსის პრევენციის მიმართულებით. ნილუფარის თქმით, მარნეულში მოსახლეობაში პანიკა არ არის, თუმცა ადამიანები ქუჩებში ისევ სეირნობენ და ეს …

162 000 ადამიანი ცხოვრობს მარნეულსა და ბოლნისში, სადაც მკაცრი კარანტინია

საქართველოს ორ მუნიციპალიტეტში – მარნეულსა და ბოლნისში, სადაც მკაცრი კარანტინის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 00:30 საათზე გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, სტატისტიკის სამსახურის 2019 წლის მონაცემებით, 162 200 ადამიანი ცხოვრობს. აქედან მარნეულში  106 800 ადამიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კი 55 400 ადამიანი. გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვერ ხდება მარნეულში მცხოვრები პაციენტის COVID-19-ით ინფიცირების წყაროს დადგენა და ქვეყანა …

RAYON – ახალგაზრდების სათქმელი მარნეულიდან

„რაიონი“ სამოყვარულო კამერით გადაღებული 24-წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომელშიც მარნეულში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებია ნაჩვენები. ფილმს სამი თვის განმავლობაში იღებდნენ ახალგაზრდები ნათხოვარი კამერით და მოყვარული მსახიობებით. ფილმის შემქმნელებიც და მსახიობებიც მარნეულში ცხოვრობენ, მაგრამ სტუდენტები არიან – თბილისში სწავლობენ. ფილმი 23 წლის სტუდენტმა, ელმარ ხალილოვმა გადაიღო  თავის ძმასთან და მეგობრებთან ერთად. სცენარის ავტორი და რეჟისორიც ელმარ ხალილოვია. „რაიონი“ …

აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტებისთვის EMC მიწების რეგისტრაციას ითხოვს

მარნეულში, სოფელ ხიხანში, აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტებისთვის სასოფლო მიწების რეგისტრაციას „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ [EMC] ითხოვს. ორგანიზაცია განცხადებით მიმართავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე მარნეულის მერიას. EMC-ის მონაცემებით, სოფელ ხიხანში სასოფლო მიწის არქონა უკიდურესად აუარესებს ეკომიგრანტების სოციალურ მდგომარეობას. ჩასახლებულები ვერ ეწევიან მეურნეობას. გარდა ამისა, სოფელს აქვს სარწყავი და სამომხმარებლო წყლის პრობლემაც, აქ წყალი …

როცა სოფლის სკოლაში მიდიხარ სამუშაოდ და 16 წელი რჩები – წყვილის გზა ეროვნულ ჯილდომდე

„როცა პირველად წალკაში წავედი, სოფელში ჩასვლისას პირველი რაც გავიფიქრე, იყო ის, რომ რას წაიღებდნენ წლების შემდეგ აქედან ბავშვები. პატარა სოფელია – აიაზმა, აქ ბავშვებისთვის ისტორია და გეოგრაფია უნდა მესწავლებინა. რთული იყო განსხვავებულ კულტურულ თუ კლიმატურ გარემოში ცხოვრება, უცხო ადამიანებთან შეგუება და ერთი გაფიქრება გავიფიქრე კიდეც, რომ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი-მეთქი, თუმცა შემდეგ შემრცხვა ამ ფიქრების. უკან …

იყო თუ არა საღებავი „სუდანი“ ტყემალში – რა დაადგინა სახელმწიფო უწყებამ

ჯანმრთელობისთვის საშიში საღებავი „სუდანი“ დაახლოებით ორი თვის წინ აღმოაჩინეს ტყემალში და სურსათის კიდევ 5 ნიმუშში, რომელსაც საქართველოში აწარმოებენ. კვლევის შედეგები 15 აგვისტოს „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა” [momxmarebeli.ge] გამოაქვეყნა. მაშინ კომპანიების წარმომადგენლებმა ტელევიზიებით საზოგადოებას უთხრეს, რომ ამ კვლევას არ ენდობოდნენ და ალტერნატიულ კვლევას ჩაატარებდნენ, რომლის შედეგიც ერთ თვეში გახდებოდა ცნობილი. კვლევის შედეგების გამოქვეყნებიდან მალევე მაღაზიების …

Exit mobile version