ხელვაჩაურში „ალტ-ინფოს“ პრორუსულ პარტიას ოფისი დაატოვებინეს, პარტია უარყოფს

ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, „ალტ-ინფოს“ პრორუსულ პარტიას – „კონსერვატიულ მოძრაობას“ ოფისი დაატოვებინეს. მესაკუთრის თქმით, პარტიის წარმომადგენლებმა ოფისი უკვე დატოვეს. „არ ვიცოდი ვინ იყვნენ, მერე ვნახე ინტერნეტში, „ალტ-ინფო“ ყოფილა, რაც არ მიმაჩნია ნორმალურად,“ – ამბობს „ბათუმელებთან“  როლანდ ფუტკარაძე, უძრავი ქონების მესაკუთრე, სადაც პარტიის ოფისი დაახლოებით ორი თვის წინ გაიხსნა. „თვეში 1600 ლარს მიხდიდნენ, მაგრამ აგვიანებდნენ გადახდას. …

„ალტ-ინფოს“ პარტიის ქობულეთის ოფისთან 3 კაცს სცემეს – პროკურატურა 5 პირის დაკავებაზე

ჯგუფურად ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ 5 პირი დააკავა. მათ გამოძიება ქობულეთში, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან, 22 მარტის აქციაზე ძალადობის ჩადენას ედავება. 22 მარტს ქობულეთში პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის წინ, საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა ოფისის დახურვა მოითხოვეს. აქციაზე რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამჯერად კი, 5 პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოკვეთა პროკურატურამ. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა ჯგუფურად …

ვინც მემუქრება, პოლიციას არ გამოუკითხია – სამირას ალტ ინფოს პარტიამ „2 დღე მისცა“

„არ ვიცი, რა გააკეთეს ჩემი უსაფრთხოებისთვის… 10 ადამიანზე მივაწოდე ინფორმაცია, ვინც მემუქრება და არავინ გამოუკითხავთ. მე რეალურ საფრთხეს ვხედავ“, – ამბობს სამირა ბაირამოვა, სამოქალაქო აქტივისტი მარნეულიდან. მან 14 მარტს მარნეულში პრორუსული „ალტ-ინფოს“ პოლიტიკური პარტიის – „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის ფანჯრებზე პროტესტის ნიშნად უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა. სამირა ბაირამოვამ ფეისბუქის მესინჯერში შეურაცხმყოფელი და მუქარის შინაარსის შემცველი …

პრორუსულ „ალტ-ინფოს“ პარტიისთვის ნაქირავები ოფისი შუახევშიც დაატოვებინეს

ხულოს შემდეგ პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი შუახევშიც დახურეს. „3 დღის წინ იქირავეს ჩემი საკუთრება. მე მეგონა ძიძიგურის პარტია, კონსევრატორები ვართო, ასე მითხრეს და მერე გავიგე, რომ თურმე სხვა პარტია ყოფილა… 600 ლარი უნდა გადაეხადათ, ასე შევთანხმდით ზეპირად, ხელშეკრულება არ დაგვიდია. არ მომწონს ის, როგორც მოიხსენებენ ისინი მუსლიმებს, მე ეს გადმომცეს და ვნახე… მოვთხოვე …

ხულოში „ალტ-ინფოს“ პარტიისთვის ნაქირავები ოფისი დაატოვებინეს

„ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებულ პარტიას „კონსერვატიული მოძრაობა“ ხულოში პარტიის ოფისი დაატოვებინეს. როგორც ხულოს მცხოვრებლები სოციალურ ქსელებში წერდნენ, პარტიამ ოფისი გუშინ, 7 მარტს, გახსნა, თუმცა პარტიის წარმომადგენლებს ფართობის მესაკუთრე დაუკავშირდა და ოფისის დაცლა მოსთხოვა. „თავიდან არ ვიცოდი ვინ ქირაობდა ფართობს, მაგრამ შემდეგ გავიგე ვინც იყვნენ და მოვთხოვე ოფისის დაცლა“ – გვითხრა ფართობის მესაკუთრემ, დათო სოლომონიძემ. დათო სოლომონიძე …

ახალი პარტია, რომელიც გონიოში რუსეთის ჯარის დაბრუნებას აპირებს

„რუსებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბაზა იყოს გონიოსთან,“ – რუსეთის სურვილებთან საკუთარი ნების თანხვედრას არც მალავს რამდენიმე დღის წინ დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე. პოლიტიკური გაერთიანება რეესტრში ოფიციალურად ჯერ არ დარეგისტრირებულა, თუმცა ცნობილია, რომ „ალტ-ინფოს“ სახეების და წარმომადგენლების ნაწილი ამჯერად უკვე რუსული ინტერესების დაცვას პოლიტიკური პარტიის სახელითაც ეცდებიან საქართველოში. 20 ნოემბერს, „სოციალისტური მოძრაობის“ დამფუძნებელი კრების შემდეგ, …

Exit mobile version