რუსეთს დრონების მარაგი შეუმცირდა და ეცდება მის შევსებას – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის პირველი მარტის ანგარიში „შაჰიდებთან“ უკრაინის ბრძოლას მიმოიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2023 წლის 27 თებერვალს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ღამის განმავლობაში 14 „შაჰიდით“ თავდასხმა. მათგან უკრაინამ 11 დრონის ჩამოგდება მოახერხა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერხი პოპკოს განცხადებით, ჩამოგდებული დრონებიდან 9 კიევის საჰაერო სივრცის სიახლოვეს იყო. დანარჩენი სამი „შაჰიდი“ კი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, …

წუხელ კიევის თავზე მფრინავი ყველა ირანული დრონი ჩამოვაგდეთ – უკრაინა

29 დეკემბერს, ღამით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევსა და რეგიონში რუსების მიერ გაშვებული ყველა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. წუხელ, ღამით, კიევის ოლქზე რუსული დრონების თავდასხმის შედეგად ინფრასტრუქტურული ობიექტები არ დაზიანებულა. თუმცა კიევში საბრძოლო მასალა ჩამოვარდა გოლოსეევსკის რაიონის ადმინისტრაციულ შენობაში. შენობის ნაწილი დანგრეულია. კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ოლექსი კულებას თქმით, …

ირანი რუსეთს დამატებით ბალისტიკურ რაკეტებსა და დრონებს უგზავნის – CNN

ირანის ხელისუფლება რუსეთისთვის დაახლოებით 1000 ერთეული იარაღის გასაგზავნად ემზადება, კერძოდ ლაპარაკია „მიწა-მიწის“ ტიპის ახლო მანძილზე მოქმედ ბალისტიკურ რაკეტებზე და უპილოტო საფრენ აპარატებზე – ინფორმაციას დასავლელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით CNN ავრცელებს. CNN-ის წყაროები ამბობენ, რომ ირანის მომავალ გზავნილს ყურადღებით დააკვირდებიან, რადგან ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც თეირანი მოსკოვს უკრაინასთან ომში გამოსაყენებლად მოწინავე მაღალი სიზუსტის მართვად რაკეტებს აწვდის. …

ერთ თვეში უკრაინამ 200-ზე მეტი ირანული „შაჰედი“ ჩამოაგდო – საჰაერო ძალები

ბოლო 36 დღეში უკრაინის თავდაცვამ 223 ირანული კამიკაძე-დრონი „შაჰედ 136“ ჩამოაგდო – ამის შესახებ ფეისბუქზე უკრაინის საჰაერო ძალების შტაბი წერს. „19 ოქტომბრის მონაცემებით, იმ პირველი შემთხვევის შემდეგ, როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე ირანული წარმოების დრონი „შაჰედ 136“ ჩამოვაგდეთ (2022 წლის 13 სექტემბერი, კუპიანსკი), საჰაერო ძალებისა და სხვა დანაყოფების მიერ განადგურებულია ამ ტიპის 223 უპილოტო საფრენი აპარატი“ – …

უკრაინის თავდაცვა მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გადაიღონ ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი მოუწოდებს უკრაინელებს, არავითარ შემთხვევაში არ გადაიღონ და არ გამოაქვეყნონ ჩამოვარდნილი დრონების ნარჩენები. მინისტრის მოადგილის თქმით, ყველა, ვინც ასეთ ფოტოებს აქვეყნებს, უნებლიეთ რუსეთს ეხმარება. „თითქოს არაფერი საშიში არაა – ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ეფექტიანობით, მაგრამ ნელ-ნელა უნდა ვისწავლოთ სამხედროებივით აზროვნება და ცოტა წინაც გავიხედოთ,“ – წერს მალიარი და დასძენს, …

ირანი რუსეთისთვის კამიკაძე-დრონების მიწოდებას უარყოფს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თეირანს რუსეთისთვის უკრაინასთან ომში გამოსაყენებლად უპილოტო საფრენი აპარატები არ მიუწოდებია. სამინისტროს წარმომადგენლის, ნასერ კანაანის კომენტარს სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით Европейская правда ავრცელებს.   „გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანმა რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა, პოლიტიკურადაა მოტივირებული და მას დასავლეთის წყაროები ავრცელებენ. ჩვენ არ მიგვიწოდებია შეიარაღება ომში ჩართული არც ერთი მხარისთვის“, …

კიევის დაბომბვისას 3 ადამიანი დაიღუპა, ნანგრევებიდან 19 ამოიყვანეს – უკრაინული მედია

პირველადი ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა დღეს დილით კიევის დაბომბვის შედეგად. ერთ-ერთი რაკეტა დედაქალაქის ცენტრალურ უბანში, შევჩენკოეს რაიონში საცხოვრებელ კორპუსს დაეცა – ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. დაღუპულებს შორის ერთი 59 წლის ქალი და ორი 30 წლამდე ახალგაზრდა ცოლქ-მარი [ქალი ორსული იყო]. კიდევ სამი ადამიანი, სხვადასხვა დაზიანებით, კლინიკაში იმყოფება. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, …

ირანმა რუსეთს დრონების მსხვილი პარტია გადასცა – WP

ირანმა რუსეთს დამრტყმელი დრონების პირველი მსხვილი პარტია გადასცა უკრაინაში გამოსაყენებლად – ინფორმაციას ამერიკული The Washington Post-ი ამერიკის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ რუსეთის სატვირთო თვითმფრინავებმა ჯერ კიდევ 19 აგვისტოს წამოიღეს ირანიდან Mohajer-6 და Shahed სერიის ორი ტიპის ლეტალური უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებსაც რადარებზე, არტილერიასა და სხვა სამხედრო სამიზნეებზე დასარტყმელად საბრძოლო მასალების გადატანა შეუძლიათ. …

რუსეთმა „ჰაიმარსების“ წინააღმდეგ ომში ირანული დრონები ჩართო

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი უკრაინის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა უკრანასთან ომში უკვე ჩართო ირანისგან მიღებული 46 დრონი, რომლებსაც, დიდი ალბათობით, ამერიკულ „ჰაიმარსებზე“ თავდასხმისთვის გამოიყენებს. უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ ირანული დრონები უკვე დააფიქსირა. „ირანული უპილოტო საფრენი აპარატი წინა თაობის მანქანაა, თუმცა თავისი ამოცანების ნაწილს ის მაინც ასრულებს, რადგან ამ ომში საბავშვო …

Exit mobile version