„უკანასკნელი პლაცდარმი, რომლის შენარჩუნებასაც ახერხებდა საქართველოს რესპუბლიკა იყო დასავლეთ საქართველოში – გურია და აჭარა. ფრონტის ხაზი გადიოდა რიონის გასწვრივ გურიის მისადგომებთან. ასევე, ბათუმი იყო ქალაქი, სადაც იყო ბაზირებული რესპუბლიკის მთავრობა, მისი დამფუძნებელი კრება, სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ევაკუაციით ჯერ ქუთაისში გადავიდნენ, შემდეგ – ბათუმში,“ – 105 წლის ამბებს იხსენებს ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი. 1921 წლის 25 თებერვალს …
Tag Archives: ირაკლი ხვადაგიანი
ივანიშვილი ქართველი ხალხია, თუ ერთი ჯგუფის კარიკატურული ბელადი? – ინტერვიუ
„ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, პირდაპირ არის ხალხზე დადებული სანქცია“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. ასევე მმართველი პარტიის სხვა ლიდერები ორკესტრირებულად იმეორებენ, რომ „ასეთი“ ანუ ივანიშვილის დამსანქცირებელი ევროპა არ უნდათ. ამ უარს კი ისინი „ქართველი ხალხის“ სახელით იტყვიან. არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველო და ქართველი ხალხი? – ამ თემაზე საბჭოთა წარსულის მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი ესაუბრა …
Continue reading “ივანიშვილი ქართველი ხალხია, თუ ერთი ჯგუფის კარიკატურული ბელადი? – ინტერვიუ”
კობახიძის დაჯილდოება გზავნილია, რომ რაც არ უნდა უკმაყოფილო ვიყოთ, უნდა შევეგუოთ – ხვადაგიანი
ხვალ, 20 თებერვალს, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან მეასე წელს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კობახიძეს თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოვებენ. რას ნიშნავს კობახიძისთვის ამ ჯილდოს გადაცემა მას შემდეგ, როცა სწორედ მისი მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში სერგეი გავრილოვი, რომელსაც საზოგადოების ძლიერი პროტესტის ფონზე მოუწია საქართველოს დატოვება, ირაკლი კობახიძეს კი – პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ …
რატომ თქვა მეუფე იოანემ, რომ ილიას მკვლელობა „დაკვეთა იყო ევროპიდან“ – რუსული პროპაგანდა?
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, იმდროინდელი სოციალ-დემოკრატების გავლით, „ევროპას“ დაუკავშირა და განაცხადა, რომ მკვლელობის „დაკვეთა ევროპიდან იყო“. მის ამ ნათქვამს – ილიას მკვლელობის ევროპასთან დაკავშირებას – ისტორიკოსები „წარმოუდგენელ აბსურდს“ უწოდებენ. მიტროპოლიტი იოანეს ძველ ნათქვამ-ნააზრევის ფონზე, ზოგიერთი კომენტატორი მის ახალ განცხადებაში რუსული პროპაგანდის კიდევ ერთ მოქნილ, მავნე გამოვლინებას ხედავს, ხოლო …
„მხოლოდ კაგებეშნიკს თუ შეუძლია იხტიბარგაუტეხლად ილაპარაკოს სხვა სახელმწიფოს ისტორიაზე“
ამ თემაზე: პუტინი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და გენოციდში ადანაშაულებს ირაკლი ხვადაგიანი, ისტორიკოსი: „მხოლოდ კაგებეშნიკს და საბჭოთა ტოტალიტარული სახელმწიფოს მემკვიდრეს თუ შეუძლია იხტიბარგაუტეხლად ილაპარაკოს სხვა სახელმწიფოს 1918 წლის ისტორიაზე. ქვეყანას, რომელსაც ფორმალურადაც კი არ გაუსამართლებია საბჭოეთის დანაშაულებები, მასობრივი ტერორი და მათი პაპების (Деды) კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები, მათ შორის სუვერენული სახელმწიფოების ოკუპაცია, ეთნიკური …
ნაპოვნი სამარხებით გაღვიძებული ტკივილი – დიდი ტერორის 1050 მსხვერპლი აჭარიდან
1938 წლის იანვარია ბათუმში, საღამო. რუსთაველის ქუჩაზე, ორ ოთახში, განათლების განყოფილების თანამშრომელი ხასან გოგიტიძე ცხოვრობს 20 წლის ცოლთან, ასიკოსთან და შვილებთან ერთად. უფროსი შვილი წლის და ოთხი თვისაა, უმცროსი – სამი თვის. ხასანი ეს-ეს არის დაბრუნდა სახლში და ტყავის პორტფელი კართან დადო. ოჯახი სავახშმოდ ემზადება. ვახშმის შემდეგ თეატრში მიდიან, ასიკომ საგანგებოდ ამ დღისთვის მანიკიურიც კი …
Continue reading “ნაპოვნი სამარხებით გაღვიძებული ტკივილი – დიდი ტერორის 1050 მსხვერპლი აჭარიდან”
ისტორიკოსი: სამარხი შეიძლება არა რეპრესირებულების, არამედ თურქი ჯარისკაცების იყოს
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ დღეს, 5 აპრილს, ფეისბუქზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს ბათუმში დახვრეტილ ადამიანების ნეშტებს 21 აპრილს დაკრძალავენ. ინფორმაციას თან ერთვის ფოტომასალაც. ნეშტები რამდენიმე თვის წინაა ნაპოვნი, თუმცა ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის დღეს გახდა ცნობილი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გათხრებში არ ყოფილან ჩართული არქეოლოგები, ასევე უცნობია, რა კვლევები ჩაატარა ეპარქიამ სამარხის შესასწავლად. საბჭოთა …
Continue reading “ისტორიკოსი: სამარხი შეიძლება არა რეპრესირებულების, არამედ თურქი ჯარისკაცების იყოს”