როგორ ამოვიცნოთ ინსულტის მომასწავებელი ტრანზიტორული იშემიური შეტევის ნიშნები

ტრანზიტორული იშემიური შეტევა (ტია) სიმპტომატურად ინსულტის მსგავსი მდგომარეობაა, ტიას განვითარების მიზეზი, ინსულტის მსგავსად, თავის ტვინის სისხლძარღვების ბლოკირებაა, რაც სისხლის მიმოქცევის პროცესს აფერხებს. თუმცა განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ამ დროს სიმპტომები გრძელდება მცირე ხნით და არ იწვევს ხანგრძლივ ზიანს. ტია შეიძლება იყოს გაფრთხილება მომავალი ინსულტის შესახებ და ასევე მისი პრევენციის შანსი. ტრანზიტორული იშემიური შეტევის სიმპტომების ამოცნობისა …

რა შედეგი აქვს ინსულტის დროულ მკურნალობას | ინტერვიუ ნევროლოგთან

ინსულტი მწვავე სამედიცინო მდგომარეობაა, რომლის დროსაც ირღვევა ტვინის სისხლით მომარაგება, რაც იწვევს თავის ტვინის ინფარქტს ან სისხლჩაქცევას ტვინში. საქართველოში დაავადებების ტვირთის უმეტესი წილი არაგადამდებ დაავადებებზე მოდის, ინსულტი კი სიკვდილის წამყვანი მიზეზია. ინსულტის ადრეულ ეტაპზე ეფექტურ მართვას შეუძლია სიკვდილიანობისა და ავადობის შემცირება. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ნევროლოგი თამარ თურმანიძე ამბობს, რომ თუ პაციენტი იშემიური ინსულტის განვითარებიდან სამი …

როგორია ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია – ინტერვიუ

საქართველოში ინსულტი სიკვდილის წამყვანი მიზეზია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით კი, ინსულტი უნარშეზღუდულობის რიგით მესამე მიზეზია მსოფლიოში.  ინსულტის დროს ირღვევა ტვინის სისხლით მომარაგება, რაც იწვევს  თავის ტვინის ინფარქტს ან სისხლჩაქცევას ტვინში. ექიმი-რეაბილიტოლოგი ნესტან შაშიკაძე ამბობს, რომ ინსულტის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწრაფ რეაგირებას, მედიკამენტურ თერაპიას, კლინიკაში გადაყვანას და ა.შ. „თუ, მაგალითად, თრომბული მასები გახდა იმის მიზეზი, …

ინსულტის შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაციას სახელმწიფო დააფინანსებს

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაცია დაფინანსდება. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა დღეს, 9 ნოემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. მისი თქმით საქართველოში სამედიცინო დაწესებულებებს ამ დიაგნოზით 6 000-მდე პაციენტი მიმართავს წლის განმავლობაში. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობის …

ინსულტი საქართველოში სიკვდილის წამყვანი მიზეზია – ჯანმო

საქართველოს დაავადებების ტვირთის უმეტესი წილი არაგადამდებ დაავადებებზე მოდის, ინსულტი კი სიკვდილის წამყვანი მიზეზია, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) უახლეს ანგარიშში წერია. „ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადებები და ინსულტი განაპირობებენ სიკვდილიანობის და ავადობის მაღალ მაჩვენებელს. საერთო ჯამში, არაგადამდები დაავადებების შედეგად გამოწვეული ნაადრევი გარდაცვალების ტვირთი იმდენად მაღალია, რომ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მდგრად განვითარებას“, – წერს ჯანმო. ანგარიშის …

რა ნიშნებით ამოვიცნოთ ინსულტი და როგორია მისი პროფილაქტიკა – ექიმის რჩევები

ინსულტი ჯანმრთელობის ერთ-ერთი წამყვანი პრობლემაა საქართველოში, რომელიც მაღალი ავადობითა და სიკვდილობით ხასიათდება. ამას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინიც მოწმობს. ინსულტის განვითარებისას დროულ სამედიცინო დახმარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ ამოვიცნოთ ინსულტი და რა უნდა გავაკეთოთ მისი თავიდან ასაცილებლად. “ბათუმელების” კითხვებს ნევროლოგი ჯამბულ მაკარაძე პასუხობს. ბატონო ჯამბულ, როგორ ამოვიცნოთ ინსულტი? ინსულტის გარეგნული ნიშნები ძალიან …

ხანგრძლივი სამუშაო დღე გულის დაავადებებით გარდაცვალების ზრდის მიზეზია

ჯანმოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის [შსო] შეფასებით, რომელიც ჟურნალ Environment International-ში გამოქვეყნდა, 2016 წელს სამუშაო დღის ხანგრძლივობა ინსულტითა და გულის იშემიური დაავადებებით 745 000 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა. 2016 წლის მონაცემები 2000 წლის მონაცემებზე 29%-ით მეტია. სამუშაო დღის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული გარდაცვალების პირველ გლობალურ ანალიზში ჯანმომ და შსო-მ დათვალეს, რომ 2016 წელს გარდაიცვალა 745 398 ადამიანი, …

„გადამწყვეტია პირველი საათები“- ყველაფერი, რაც ინსულტზე უნდა ვიცოდეთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით წელიწადში დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი ავადდება ინსულტით. კვლევები აჩვენებს, რომ ინსულტით ყველაზე ხშირად განვითარებად ქვეყნებში ავადდებიან. მსოფლიოში ინსულტის შემთხვევების ორი მესამედი სწორედ განვითარებად სამყაროზე მოდის,  თუმცა ინსულტი გლობალური პრობლემაა მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის იმ ქვეყნებისთვის, სადაც მედიცინა კარგადაა განვითარებული. რა იწვევს ინსულტს, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ადამიანს ამ დროს და …

როგორ ამოვიცნოთ ინფარქტი და ინსულტი

 

გულის დაავადებებში ყველაზე ხშირი და სახიფათო დაავადების – მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევათა 10% პაციენტის გარდაცვალებით სრულდება, ამიტომ ინფარქტის ადრეული ნიშნების ცნობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაავადების ამოცნობასა და დროულ მკურნალობაში.

Exit mobile version