„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სია გამოაქვეყნა

„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე კოალიციის საარჩევნო სია გამოაქვეყნა. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, 26 ოქტომბერს გაიმართება რეგიონში. სიის პირველი ნომერი ელგუჯა ბაგრატიონია. აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სია: 1. ელგუჯა ბაგრატიონი 2. მიშა ბოლქვაძე 3. ედიშერ ჟღენტი 4. ლია ჯაყელი 5. გოგიტა სოლომონიძე 6. როინ ზოიძე 7. მამული სურმანიძე 8. …

ვინ შევა ბათუმის საკრებულოში ლაშა კილაბერიას ნაცვლად, რომელიც აშშ-ში წავიდა

ბათუმის საკრებულომ ოპოზიციის ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარის საკრებულოდან გასვლის პროცედურა დაიწყო. ენმ-ს ფრაქციის წევრი, ლაშა კილაბერია, ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკის გავლით წავიდა. მოგვიანებით მან „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ ეს იყო იძულებითი გადაწყვეტილება, რადგან სუს-ი მის მეგობრებზე ზეწოლას ახდენდა და ოპოზიციის ფრაქციის თავმჯდომარის პოლიტიკურად „განეიტრალებას“ სთხოვდა. ბათუმის საკრებულოს წევრი მექსიკის გავლით აშშ-ში, ემიგრაციაში წავიდა 21 ივლისს, საკრებულოს მორიგ …

კირთაძე ამბობს, რომ არ იცის, რატომ გაუნაწყენდა ვარშალომიძე – რა ხდება ენმ-ს აჭარის ორგანიზაციაში

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აღარ მალავენ, რომ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლევან ვარშალომიძე, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის გადადგომას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მის გადაყენებას ითხოვდა. ითქვა ისიც, რომ ლევან ვარშალომიძეს არც ენმ-ის ბათუმის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის პოზიციაზე ნოდარ დუმბაძის არჩევის გადაწყვეტილება მოსწონს. ნოდარ დუმბაძემ ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა ლაშა კილაბერიას გადადგომის შემდეგ დაიკავა. „მე …

რა ხდება აჭარის ენმ-ში? – ვარშალომიძესთან ერთად და მის წინააღმდეგ

„რატომ ნიკა მელია? – მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება და უნდა იყოს ის მთავარი ძალა, რომელიც შეძლებს ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოშლას და ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებას, რასაც მარტო ვერ შეძლებ. საჭიროა ერთი დიდი პოლიტიკური ერთობის გაკეთება“, – ასე ახსნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობს“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ, პარტიის მოქმედი თავმჯდომარისთვის ღიად გამოცხადებული მხარდაჭერა. ენმ-ის თავმჯდომარის …

ბათუმში ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბი შეიქმნა

ბათუმში ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბი შეიქმნა. შტაბს ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი მირდატ ქამადაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ დღეს, 14 იანვარს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციიის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ განაცხადა. მან ასევე განმარტა, რომ იმ დროს, როცა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად პარტიამ საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება შეძლო, შიდაპარტიული არჩევნების დრო არ იყო, თუმცა, რადგან არჩევნები დანიშნულია …

რა ჯანდაბა უნდა – დეკანოზი კაცზე, რომელიც ამბობს, რომ „ნაციონალობის“ გამო ტაძარში არ უშვებენ

„რა უნდა მაგას, რა ჯანდაბა უნდა?“ – კითხვა შემოგვიბრუნა დეკანოზმა ლუკა მიქაბერიძემ, რომელიც ორთაბათუმის თემში, ყოროლისწყლის ტაძრის მღვდელია და სოფელ ყოროლისთავში მცხოვრებ ირაკლი დიასამიძეს და მისი ოჯახის წევრებს დაუპირისპირდა. მიზეზი მოქალაქეების პოლიტიკური გემოვნებაა – ოპოზიციას, კონკრეტულად კი, „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერენ მხარს. სასულიერო პირი კი, ამის გამო უხერხულობას არ გრძნობს, პირიქით – მოქალაქეს ჩვენთან საუბრის დროს …

„დავაი“ ანუ ვისი ბრძანებით დააკავეს 23 ოპოზიციონერი – სისტემა თავისუფლების წინააღმდეგ

6 მაისს, ღამით, აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 24 ადამიანი დააკავეს. 23 ოპოზიციონერი და ერთი გამვლელი, რომელიც დაკავების პროცესს შეესწრო და ტელეფონით გადაღება დაიწყო. დაკავებულები მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეები იყვნენ და იურისტების შეფასებით, დაკავების მომენტში კანონს არ არღვევდნენ. „ნებისმიერი აქციის დროს, რომელიც იმართება მთავრობის მისამართით, მაქსიმალურად იყენებს კანონმდებლობას ხელისუფლება იმისათვის, რომ სამუდამოდ ჩაახშოს კრიტიკული …

აჭარიდან სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი წავიდა – ენმ

დღეს, 14 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება. თბილისში აქციაზე უკვე წავიდნენ აჭარის ენმ-ის ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები. მიკროავტობუსებისა და ავტომობილების კოლონები ბათუმიდან დილით გავიდა. „ბევრნი ვართ წასული, 5 ათასზე მეტი ადამიანი ვართ აჭარიდან, როგორც მე ვიცი“ – გვითხრა გიორგი კირთაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატმა. ფეისბუქზე ენმ-ის მიერ გავრცელებულ ვიდეო …

„აჭარის ტურისტული განვითარების სტრატეგია მზადაა“ – ტურიზმის დეპარტამენტის პასუხი ენმ-ს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგს ეხმაურება, რომელიც დღეს, 24 ივლისს, გაიმართა. ბრიფინგზე აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური პარტიის დეპუტატებმა მთავრობის ტურიზმის პოლიტიკა გააკრიტიკეს და აჭარის მთავრობას ტურიზმის განვითარების ხუთპუნქტიანი გეგმა შესთავაზეს. „აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ბოლო წლებია სწორედ ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით ვმუშაობთ და ამ შემთხვევაში რეგიონში რეკლამირება აქტიურად მიმდინარეობს როგორც ტრადიციულ, ისე ახალ …

ენმ-ს ყრილობაზე აჭარიდან 700 დელეგატი გაემგზავრება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 20 იანვრისთვის დაგეგმილ ყრილობაზე აჭარიდან 700 დელეგატი გაემგზავრება. ამის შესახებ „ბათუმელებთან“ პარტიის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა. „დღეს ხულოში ჩატარდება კონფერენცია სადაც შეირჩევა 58 დელეგატი. კონფერენციას ატარებს საორგანიზაციო კომისია, რომელსაც დავალებული აქვს დელეგატების შერჩევა ყრილობისთვის, საორგანიზაციო კომისიის წარმომადგენელი კი მე გახლავართ.  აჭარაში ყველა დელეგატი ფაქტობრივად შერჩეულია, ხულოშიც შევარჩევთ და ამით აჭარა მზად …

Exit mobile version