დენის გადასახადი იზრდება – სემეკი ახალ ტარიფებს დაადგენს

ელექტროენერგიის გადასახადი იზრდება. ახალ ტარიფებს სემეკი 2025 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე დაადგენს. რამდენით გაიზრდება დენის გადასახადი, სემეკში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ. „მარეგულირებელი კომისია 29 დეკემბერს კომისიის სხდომაზე დაადგენს ახალ სამომხმარებლო ტარიფებს ელექტროენერგიის სექტორში. ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს. თუმცა დღეს კონკრეტული ციფრის და კონკრეტული ზრდის პროცენტის დასახელება გამიჭირდება, ვინაიდან მარეგულირებელი კომისია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს საკითხზე.“ – …

სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დენის გადასახადის ნაწილს მთავრობა დაუფინანსებს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მთელი წლის განმავლობაში იმ ოჯახებს, რომელთა სოციალური ქულა არის 150 000 და ნაკლები, ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს მთავრობა დაუფარავს. ამის შესახებ დღეს, 17 იანვარს, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. „დაახლოებით მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს. აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან, გრძელდებოდა 2 წელი, ახლა იანვარში შეწყდა ეს სუბსიდირების პროგრამა და ამიტომ …

დენის ფასი ივლისიდან კიდევ გაიზრდება? – რამდენს დაფარავს სახელმწიფო

მიმდინარე წლის ივლისიდან „ენერგო-პრო ჯორჯია“ და „თელასი“ მოსახლეობას დენს უშუალოდ აღარ მიაწვდიან. დენის [უნივერსალური] მიმწოდებლები იქნებიან ახალი კომპანიები, რომლებისთვისაც ტარიფებს სემეკი ხელახლა დაადგენს. დიდი ალბათობით, უნივერსალური მიმწოდებლები ისევ ამ კომპანიების შვილობილი კომპანიები იქნებიან. სემეკში ამბობენ, რომ ეს სამომხმარებლო ტარიფს არ გააძვირებს, „თუმცა, გააჩნია რა მდგომარეობა იქნება“. როგორ მოხდება დენის საფასურის სუბსიდირება 2021 წელს მოსახლეობისთვის მოსახლეობას, ანუ …

რომელ ბიზნესს გადაუხდის დენის ფასს სახელმწიფო ნაწილობრივ – რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 12 იანვრის დადგენილებით, „მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესი და პირობები“ დაამტკიცა. ახალი წესის მიხედვით, სახელმწიფო, 2021 წლის განმავლობაში, თითოეულ თვეში [ლიცენზიატის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდში] მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და 2020 წელს მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50 პროცენტის სუბსიდირებას მოახდენს იმ მეწარმე …

დენის გაზრდილ ტარიფს 2021 წელს სახელმწიფო დაასუბსიდირებს – გახარია

ელექტროენერგიის და წყლის გადასახადი გაიზრდება, – განაცხადა დღეს, 29 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ. თუმცა, მისი განცხადებით, 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ელექტროენერგიაზე „ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ“. „ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს კომისია, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გახარიას თქმით, ტარიფების …

შეღავათი ვისაც ეხება, დენის გათიშვაზე სმს-ებს ყურადღება არ მიაქციონ – „ენერგო-პრო ჯორჯია“

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს, რომლებმაც მარტის თვეში 36 ლარის და 43 თეთრის ან ამაზე ნაკლები თანხის ელექტროენერგია მოიხმარეს, დენის გადასახადს სახელმწიფო დაუფარავს. შესაბამისი შეტყობინებები ამ კატეგორიის მომხმარებლებმა კომპანიისგანაც მიიღეს, თუმცა ზოგიერთ მათგანს იგივე კომპანიისგან კვლავ მიუვიდა შეტყობინებები, რომ თუ მარტის თვის დავალიანებას არ გადაიხდიან, შეუწყდებათ დენის მიწოდება. „ბათუმელები“ დაუკავშირდა „ენერგო-პრო ჯორჯიას“. კომპანიაში განაცხადეს, რომ ეს არის …

მარტში 36 ლარის ან ნაკლები დენი თუ მოიხმარეთ, სახელმწიფო დაგიფინანსებთ

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ იმ აბონენტებს, რომლებმაც მარტის თვეში 36 ლარის და 43 თეთრის ან ნაკლები თანხის ელექტროენერგია მოიხმარეს, დენის გადასახადს სახელმწიფო დაუფარავს. სახელმწიფო დაფარავს ასევე აპრილსა და მაისშიც მოქალაქეების მიერ იმავე ოდენობის ფარგლებში მოხმარებული დენის გადასახადსაც. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც თვეში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში, …

რა უნდა გააკეთოთ თუ მაღალმთიანეთში დენის გადასახადზე შეღავათით ვერ სარგებლობთ

2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონის ის მუხლი, რომლითაც მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათით უნდა ესარგებლა, თუმცა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა ბევრმა ოჯახმა „მთის კანონით“ გაწერილი ეს სარგებელი ვერ მიიღო. ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე მერაბ ტაკიძე ამბობს, რომ ქედაში ელექტროენერგიის შეღავათით ძირითადად იმ ოჯახებმა ვერ ისარგებლეს, რომელთა სააბონენტო ქვითარზე მითითებული …

Exit mobile version