სოცდაუცველთა დასაქმების 300-ლარიანი პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება

სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებისთვის 2026 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროგრამა მომავალი წლიდან აღარ გაგრძელდება. „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების“ პროგრამისთვის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე გადამუშავებულ ვარიანტში 113 მილიონ 300 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა მესამე ვარიანტში მხოლოდ 21 მილიონ 600 ათასი ლარია გაწერილი. „აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, …

„ოცნება“ სოცდაუცველების დასაქმების პროგრამას აგრძელებს – დაიხარჯება 103 მილიონზე მეტი ლარი

„ქართული ოცნება“ სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამას 2025 წელსაც განაგრძობს. წელს ამ პროგრამისთვის 103 მილიონ 305 ათასი ლარი დაიხარჯება. სოციალურად დაუცველ პირებს მარტის დასაწყისში დაურიგეს ახალი ხელშეკრულებები. შესაბამისად, ხელფასს ისევ მიიღებენ, მაგალითად, ქედაში, სოფელ წონიარისში საბჭოთა წარსულიდან შემორჩენილი ტანკის დამლაგებლები თუ „ჯოკერისთვის“ სოფელ გულებში მოწყობილი ოთახის დამლაგებელი, ხულოში, სოფელ დიდაჭარაში საბავშვო ბაღში დასაქმებულები, სადაც უკვე 33 …

როგორ იქცა სიღარიბე „ოცნების“ მოკავშირედ

ავტორიტარული მმართველებისთვის სახასიათოა ასეთი ქცევა, როცა ხელისუფალს ადამიანების სიღარიბეში დატოვება სურსო, ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი სალომე კანდელაკი. ასეთი ხელისუფლებისთვის სიღარიბე საყრდენად იქცევა, მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა ძალაუფლება რომ შეინარჩუნოს. პოლიტიკის ანალიტიკოსს სიღარიბის დაძლევის სახელით მოქმედ რამდენიმე პროგრამაზე ვესაუბრეთ, მაგალითად, სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმებაზე, რასაც ხშირად ფორმალური ხასიათი აქვს: მაგალითად, ქედაში, წონიარისში ტანკს ორი ადამიანი ალაგებს. ამდაგვარად დასაქმებული …

„ჩვენ ტვინში ჩაბეჭდილია რა მოხდება, თუ ოცნების წინაშე არასწორად მოვიქცევით“ – სოცდაუცველი

„ჩემი მოვალეობაა – ნაგვის ყუთთან ნაგავი არ უნდა ეყაროს“ – თავის საქმეს გვაცნობს მალხაზ ჭანიძე, სოციალურად დაუცველი ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოდან, რომელიც საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმდა. 40 ათას სოციალურად დაუცველს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სამუშაო გამოუძებნეს. მათი ჯამაგირი თვეში 300 ლარია. ხშირ შემთხვევაში დასაქმებულთა სამუშაოს აღწერა აჩვენებს, რომ მათი დასაქმება ფორმალურია. მაგალითად, ტანკს ქედაში, წონიარისის ცენტრში, …

ვალაგებ ოთახს, სადაც სოფლის ბიჭები ჯოკერს თამაშობენ – დასაქმება ბიუჯეტის ხარჯზე, „ოცნების“ სასარგებლოდ | ვიდეო

„10-20 წუთი სჭირდება დალაგებას, დილით ავდივარ 9 საათზე და ვბრუნდები, დიასახლისი ვარ,“ – გვიყვება ცირა მსხალაძე. იგი ქედაში, სოფელ გულებში ცხოვრობს. სოციალურად დაუცველია და თითქმის ერთი წელია, რაც სოფლის ცენტრში „შეხვედრების ოთახში“ მუშაობს. „შეხვედრების ოთახში“, როგორც ცირა გვიყვება, სოფლის ბიჭები იკრიბებიან და ჯოკერს თამაშობენ, დომინოს ან ნარდს. დასაქმებულ სოციალურად დაუცველს კი, დღეში მაქსიმუმ 20 წუთის …

სოფელ კოკოტაურში 23 კაცი გზის მოვლაზე დაასაქმეს – როგორ ამუშავდა „ოცნების“ წინასაარჩევნო სქემა

„გზაზე ბევრია დასაქმებული, ფურცელს აწევენ თუ რაღაც, ხან გამოდიან გზაზე, ხან – არ გამოდიან. ხელფასს იღებენ, მე კი ყოველდღიურად ვმუშაობ,“ – გვიყვება დალი ქათამაძე-ბერიძე, რომელსაც ქედაში, სოფელ კოკოტაურში შევხდით და სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების შესახებ ვესაუბრეთ. დალი ქათამაძე-ბერიძე, როგორც სოციალურად დაუცველი, კოკოტაურის სკოლაში დამლაგებლად მუშაობს. ამ სოფელში დასაქმებული კიდევ ერთი სოცდაუცველი სოფლის ცენტრს და ადმინისტრაციულ …

ბაღი ხულოში 33 ბავშვით და 20 თანამშრომლით – როგორ ასაქმებს სოცდაუცველებს „ოცნება“ | VIDEO

„ქართული ოცნების“ კოორდინატორი ვიყავი,“ – გვითხრა თეონა შავაძემ, რომელიც როგორც სოციალურად დაუცველი, ხულოში, სოფელ დიდაჭარის საბავშვო ბაღში დაასაქმეს. თეონა სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს, საბავშვო ბაღში კი, სულ 33 ბავშვი და 20 თანამშრომელია – 15 მუდმივი, ხუთი კი, დამატებით დაასაქმეს სოცდაუცველების სახელმწიფო დასაქმების პროგრამის ფარგლებში. ივლისის დასაწყისში, როცა დიდაჭარის საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ადგილზე ვესაუბრეთ, ბაღის გამგეს „ბათუმელებისთვის“ …

„ოცნების კოორდინატორი ვარ“ – 30 000 სოცდაუცველის დასაქმების სქემა წინასაარჩევნოდ

„მათი ამომრჩეველი დაასაქმეს, ოთხ სოფელში მარტო 150 კაცი დამლაგებელი გახადეს. რომ დეინახავ ერთად, გეგონება მიტინგიაო,“ – ირონია ეტყობა შალვა ქობულაძეს, რომელსაც ქედის ერთ პატარა სოფელში – ზვარეში შევხვდით. მან გვიამბო, რა ხდება სოფელში, სადაც სხვა სოფლების მსგავსად სოციალურად დაუცველი ადამიანები დაასაქმეს. შალვა ქობულაძე ეჭვობს, რომ „ოცნებამ“ სოციალურად დაუცველები პოლიტიკური, უფრო ზუსტად კი, საარჩევნო მიზნით დაასაქმა …

Exit mobile version