მუნიციპალური განვითარების ფონდი ბათუმში მრავალმილიონიან, მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს, რამდენიმე პროექტი უკვე დაასრულა, თუმცა რიგი გამოწვევები ამ პროექტებთან დაკავშირებით ჯერ ისევ დღის წესრიგშია. ძველ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ისტორიული შენობების ფასადების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესი დაწყებულია და ჯერ არ დასრულებულა. ამავე ფონდმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე ბათუმში რეაბილიტირებული ხეივანი პომპეზურად, პრემიერ-მინისტრის თანდასწრებით გახსნა, 2025 …
Tag Archives: გმირთა ხეივანი
ზებრა, რომელიც მანქანის გზაზე გტოვებს – არაადაპტირებული გადასასვლელები ბათუმში
ბათუმში, ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილზე, სადაც იუსტიციის სახლი, პროკურატურა, სასტუმროები და გმირთა ხეივანია, მოუწესრიგებელი და არაადაპტირებულია ზებრა გადასასვლელები. შარტავას გამზირზე ზებრა გადასასვლელი [ფოტოები იხილეთ ქვემოთ] მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებას გმირთა ხეივანთან აკავშირებს. უფრო სწორად, უნდა აკავშირებდეს, რადგან თუ ამ ზებრაზე გადახვალთ, სამანქანო გზას ვერ გასცდებით – ზებრა გმირთა ხეივნის ნაცვლად ბეტონის ქოთნებთან მიგიყვანს. შემდეგ კი გზა სამანქანო …
Continue reading “ზებრა, რომელიც მანქანის გზაზე გტოვებს – არაადაპტირებული გადასასვლელები ბათუმში”
რკინის თაღის ქვეშ ხიდის მშენებლობა დაიწყო – მეორე ხიდი ბათუმში იუსტიციასთან აშენდება
ბათუმში, შარტავასა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში საფეხმავლო ხიფის მშენებლობა დაწყებულია. ეს ხიდი, აქვე მდებარე რკინის თაღში გაივლის. ხიდის მშენებლობა და მიმდებარე ხეივნების რეაბილიტაცია, როგორც „ბათუმელებს“ ადრე მუნიციპალური განვითარების ფონდში უთხრეს, 2022 წლის სექტემბრის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. აშკარაა, რომ სამუშაოები დარჩენილ 10 დღეში ვერ დასრულდება. სამუშაოებს აქ „საბა კონსტრაქშენი“ აწარმოებს. როდის დასრულდება სამუშაოები, ამ კითხვაზე პასუხს …
ბათუმში, შარტავას გამზირზე, საფეხმავლო ხიდებს ააშენებენ
ბათუმში, შარტავას გამზირზე მდებარე ხეივნებში სამ საფეხმავლო ხიდს ააშენებენ. ერთი ხიდი აბუსერიძის ქუჩაზე გადავა და აქვე მდებარე რკინის თაღში გაივლის, ხოლო ორი ხიდი გმირთა მოედანს არდაგანის ტბასთან დააკავშირებს. ეს ორი ხიდი, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩას გადაკვეთს. საფეხმავლო ხიდები განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში აშენდება. პროექტი ხეივნის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს და აქ სამუშაოებს შპს „საბა …
Continue reading “ბათუმში, შარტავას გამზირზე, საფეხმავლო ხიდებს ააშენებენ”
10.6 მილიონი ლარი გმირთა ხეივანში ხეივნის მოსაწყობად
ბათუმში, ქობულეთში, ქედასა და ხულოში „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება პროექტები, რისთვისაც ხელშეკრულება კერძო კომპანიასთან 20 მილიონ ლარზეა გაფორმებული. ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ თანხით ოთხივე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების მხოლოდ პირველი ეტაპი უნდა დასრულდეს. შესაბამისად, სამუშაოების ღირებულება შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს. კომპანია „საბა კონსტრაქშენში“, რომელიც სამუშაოებს ახორციელებს, „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ ხელშეკრულება პირველი ეტაპის სამუშაოებს ითვალისწინებს, დეტალების დასაზუსტებლად …
Continue reading “10.6 მილიონი ლარი გმირთა ხეივანში ხეივნის მოსაწყობად”
როგორი იქნება გმირთა ხეივანი ბათუმში
ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირზე, გმირთა ხეივანი „მწვანე დერეფნის“ მოწყობის მიზნით შემოღობეს. რა კეთდება ამ ადგილზე? – რენდერის მიხედვით, შარტავას ქუჩაზე გამწვანებასთან ერთად ფეხით მოსიარულეთათვის გადასასვლელი ხიდებიც აშენდება. ამ ხიდების საშუალებით კი, ქვეითებს ავტომანქანების სავალი ნაწილის გადაკვეთა აღარ მოუწევთ. ხიდი ასევე ერთმანეთთან დააკავშირებს ხეივნის სხვადასხვა ნაწილს. პროექტის განსახორციელებლად ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „საბა კონსტრაქშენთან“ მუნიციპალური განვითარების …
რატომ შემოღობეს ბათუმში გმირთა ხეივანი
ბათუმში, შარტავას ქუჩაზე მდებარე გმირთა ხეივანს ღობავენ. ამ ეტაპზე ხეივანი მთლიანად შემოიღობება ფიროსმანის ქუჩიდან იმ ადგილის ჩათვლით, სადაც ჟიული შარტავს მემორიალია. ტერიტორიის შემოღობვის შემდეგ, შარტავას გამზირის აღნიშნულ მონაკვეთში ქვეითად მოსიარულეები ტროტუარის გარეშე რჩებიან და მათ ავტომობილების სავალ გზაზე მოუწევთ გადაადგილება. ბათუმის მერიაში დღეს „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. ადგილზე კი, მუშებმა გვითხრეს, რომ „ამ ადგილზე, …
მუზეუმი ღია ცის ქვეშ გმირთა ხეივანში – ბათუმის მერია კონცეფციაზე მუშაობს
ბათუმის მერის ლაშა კომახიძის ინფორმაციით, მერია გმირთა ხეივნის განვითარების ახალი კონცეფციის შემუშავებაზე დაიწყებს მუშაობას. მისივე თქმით, კონცეფციის შემუშავების შემდეგ ამავე ტერიტორიაზე მოაწყობენ მუზეუმს ღია ცის ქვეშ. ლაშა კომახიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჯერჯერობით არაოფიციალურია და მერია დეტალებზე ჯერ კიდევ მუშაობს. „გვინდა, გმირთა ხეივანი გავხადოთ არა მხოლოდ ცალკეული მემორიალების განთავსების ადგილად, არამედ პარკად, რომელიც ამავე დროს იქნება საქართველოს …
Continue reading “მუზეუმი ღია ცის ქვეშ გმირთა ხეივანში – ბათუმის მერია კონცეფციაზე მუშაობს”
ბათუმში „ყინულის შადრევანი“ იშლება – რას გეგმავს მერია
ბათუმში „ყინულის შადრევანი“, რომელიც გმირთა ხეივნის წინ, იუსტიციის სახლთან მდებარეობს, ფაქტობრივად იშლება – მონუმენტის მინის კონსტრუქციები ჩამოშლილია, კარგა ხანია არ მუშაობს განათება და აუზი. „ყინულის შადრევნის“ მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოა. სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მხოლოდ მასალისთვის, რითაც მონუმენტია აშენებული, 300 000 ლარია საჭირო. „ვმუშაობთ ხარჯთაღრიცხვაზე, თუ რა თანხა დასჭირდება მონუმენტის აღდგენას. ამ …
Continue reading “ბათუმში „ყინულის შადრევანი“ იშლება – რას გეგმავს მერია”
გმირთა ხეივანი ბათუმში, რომელიც 6 წელია ნაგვის ურნების გარეშეა
ბათუმში გმირთა ხეივანი ბათუმში, რომელიც ბაგრატიონისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის, დაახლოებით 1,5 კმ-ის სიგრძეზეა გაშენებული, მეექვსე წელია ნაგვის ურნების გარეშეა. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ ადგილებს, სად განთავსდეს ურნები, მერიის შპს „სანდასუფთავება“ განსაზღვრავს. „სანდასუფთავებაში“ კი განაცხადეს, რომ „ხეივანში უნდა დაიდგას დეკორატიული ურნები. გამოცხადებული იყო ტენდერი, ველოდებით და როგორც კი ურნებს შემოიტანენ, ამ ხეივანშიც აუცილებლად დავდგამთ. …
Continue reading “გმირთა ხეივანი ბათუმში, რომელიც 6 წელია ნაგვის ურნების გარეშეა”
ბათუმის მერიამ ჟიული შარტავას მემორიალისთვის 96 ათასი ლარი გამოყო
ჟიული შარტვას მემორიალი ბათუმში, გმირთა ხეივანში [იუსტიციის სახლის მიმდებარედ] დაიდგმება. მემორიალის დამზადება-მონტაჟის სამუშაოებს ბათუმის მერია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. მაქსიმალური თანხა, რასაც მერია მემორიალში გადაიხდის 96 ათას 650 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მემორიალის პროექტი მომზადებულია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთის საფუძველზე [მემორიალის ავტორი: გ. შხვაცაბაია; არქიტექტორი: ე. კისელიოვი; კონსტრუქტორი: გ. ჭანკვეტაძე]. მემორიალის სიმაღლე 4,5 მეტრი იქნება. …
Continue reading “ბათუმის მერიამ ჟიული შარტავას მემორიალისთვის 96 ათასი ლარი გამოყო”