რატომ არ აქვეყნებენ ბათუმის გენგეგმის სგშ-ს საჯარო განხილვის თარიღს – მერია და სააგენტო კანონს არღვევს

ბათუმის გენგეგმის პროექტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ-ს] განხილვასთან დაკავშირებით ბათუმის მერიაც და გარემოს ეროვნული სააგენტოც, გარემოსდაცვით კანონმდებლობას არღვევენ. საქმე ისაა, რომ სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტზე რეკომენდაციების მიღების მიზნით განცხადება გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე 2026 წლის 11 აგვისტოს გამოქვეყნდა. კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე გამოქვეყნდა სგშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვის დროის შესახებ განცხადებაც, თუმცა ეს განცხადება პორტალიდან მალევე აიღეს …

საქართველოში, მათ შორის აჭარა-გურიაშიც, გაავდრდება – სააგენტოს გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ. სააგენტოს ცნობით, 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა. 13-14 აგვისტოს კი აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში, 15 აგვისტოს – ქვემო ქართლის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის წვიმაა მოსალოდნელი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „მოსალოდნელმა …

9-11 აგვისტოს სანაპირო რაიონებში გაავდრდება – სააგენტოს გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ. სააგენტოს ცნობით, 9-11 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 9 აგვისტოს სანაპირო რაიონებში, აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მთიან ზონაში, 10-11 აგვისტოს კახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში – ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა …

ზოგან მოსალოდნელია სეტყვა – 14-16 ივლისს საქართველოში გაავდრდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში: ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიასა და ფოთში დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე …

შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია – ინფორმაციას ამის შესახებ თავად სააგენტო აქვეყნებს. უწყება აღნიშნავს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს, უწყვეტ რეჟიმში, ყოველთვიურად, 12 წერტილში ახორციელებს და სინჯები საანალიზოდ სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ …

სანაპიროზე გამორიყული დელფინები – რა გაარკვია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ

გასულ კვირას კვარიათში ზღვამ კიდევ ერთი მკვდარი დელფინი გამორიყა. სანაპიროზე დელფინების გამორიყვაზე სოციალურ ქსელში დღეს, პირველ ივნისსაც წერენ. ძირითადი შემთხვევების აღრიცხვას იქთიოლოგი, ბიოლოგიის დოქტორი არჩილ გუჩმანიძე აწარმოებს. მისი ინფორმაციით, პირველი მარტიდან პირველ მაისამდე პერიოდში, მხოლოდ სარფი-ანაკლიის მონაკვეთზე, ზღვამ 40-მდე დელფინი გამორიყა და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ათი წლის განმავლობაში. არჩილ გუჩმანიძე შავი ზღვის სანაპიროზე …

რატომ იღუპებიან დელფნები შავ ზღვაში – სპეციალისტის განმარტება

„ბოლო პერიოდში დელფინების დაღუპვის მიზეზებში დაგვემატა მეხუთე ფაქტორი. …თევზჭერა იყო, დაბინძურება, ვირუსული დაავადებები და ნავიგაცია იყო – ეს ოთხი არის მსოფლიოში აღიარებული ფაქტორი შავ ზღვაში, რაც ზღვაში ძუძუმწოვრების დაღუპვას იწვევს. დაგვემატა მეხუთე – ეს არის ომი – საომარი მოქმედებები, რაც მიმდინარეობს შავ ზღვაში აქტიურად, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნაწილში. იქ მუშაობენ ზედაპირული და წყალქვეშა დრონები, გემების ჩაძირვები …

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთებაზე გარემოს სააგენტო თანახმაა

ქობულეთის ორზოლიანი შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების პროექტზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა. ეს იმას ნიშნავს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტს შემდეგ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა უკვე აქვს. პროექტის განხორციელების მიზნით შემსრულებელი კომპანიის შესარჩევად საერთაშორისო ტენდერი უნდა გამოაცხადონ. ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალის 4-ზოლიან გზად მოდერნიზების პროექტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს 2024 წლის ნოემბერში წარუდგინეს. სააგენტოს უფროსის ბრძანების …

დასავლეთ საქართველოში გაავდრდება – სააგენტოს გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ. სააგენტოს ცნობით, 3 თებერვლიდან 4 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 -ბალიანი შტორმული ღელვა. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ …

მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება – სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ. სააგენტოს ცნობით, 9 იანვრიდან 10 იანვრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. „ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე …

მოსალოდნელია ნალექი, შტორმი, მეწყრული პროცესები – სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ. სააგენტოს ცნობით: „29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს …

მოსალოდნელია ნალექი, ზღვაზე 6 ბალამდე შტორმი – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით. „შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში – ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული. 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ელჭექი, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში – ზვავსაშიშროება“ – წერს სააგენტო. უწყების ცნობით, დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, …

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ქარი – სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ. სააგენტოს ცნობით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელვა-ჭექა, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს – საფრთხის დონე საშუალო“ – იუწყება სააგენტო.

ხვალ საქართველოში გაავდრდება – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხვალ, პირველი ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან 3 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით წვიმა, ელვა-ჭექა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-ბალიანი შტორმული ღელვა. „მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს პატარ-პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე – საშუალო“ – იუწყება სააგენტო.  

აჭარაში, გურიაში და სხვა რეგიონებში მოსალოდნელია ზოგან ძალიან ძლიერი წვიმა – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. „26 ივნისს აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი, ზოგან ძალიან ძლიერი წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი, დღისით აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის …

შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების თანახმად, შავი ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია. „კვლევებისას ისაზღვრება ჰიდრობიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის: 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში …

25 ივნისს გაავდრდება, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ქარი – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხვალ, 25 ივნისის დღის ბოლოდან 26 ივნისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე მოსალოდნელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. „მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“ – …

მოსალოდნელია ხანმოკლე, ზოგან ძლიერი წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 ივნისიდან 22 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“ – იუწყება სააგენტო და გავრცელებულ ინფორმაციაში აზუსტებს, რომ „საფრთხის დონე საშუალოა“.  

შესაძლოა მეწყრული პროცესები გააქტიურდეს – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ. სააგენტოს ცნობით, დღეს, 9 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან და ასევე, ხვალ, 10 ივნისს, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. „მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების …

დასავლეთ საქართველოში შესაძლებელია მეწყრული პროცესების გააქტიურება – სააგენტო

გარემოს ეროვნული საანგეტოს ცნობით, დღეს, 17 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში თოვლი,  შესაძლებელია ნისლი. „მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა ინტერსიურმა თოვლის დნობამ და მოსალოდნელმა თანდართულმა ძლიერმა წვიმამ დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების …

ხვალ ბათუმში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 დეკემბერს საქართველოში შედარებით გამოიდარებს და დათბება. 28 დეკემბერს კვლავ მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ხოლო 29-31 დეკემბერს და ახალი წლის დღეებში საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 27 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს წვიმა და …

ხვალ ისევ გაავდრდება, მოსალოდნელია წვიმა და ზოგან ძლიერი თოვა – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხვალ, 23 ნოემბერს, დღის მეორე ნახევრიდან გვიან საღამომდე დასავლეთ საქართველოში ისევ გაავდრდება. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში – თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ზვავსაშიშროება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროებისა …

16 ნოემბერს საქართველოში გაავდრდება, მთაში მოთოვს – სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ. სააგენტოს ცნობით 16 ნოემბერს, დღის ბოლოდან, 17 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა – ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) და თოვა მაღალმთიან რეგიონებში. სააგენტოს ინფორმაციით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმული ღელვაა მოსალოდნელი. „მოსალოდნელმა ძლიერმა …

აჭარასა და გურიაში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ. სააგენტოს ცნობით, დღეს, 18 ოქტომბრის დღის ბოლოდან 19 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე, კავკასიონის ქედის მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა. აჭარა და გურიის რეგიონებში ზოგან ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი და დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. „მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან …

ძლიერი ნალექი შენარჩუნდება, მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლჭყაპი – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს, ხოლო 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კვლავ ძლიერი ნალექები, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ცნობით, 9 სექტემბრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა და მაღალმთიან …

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა – გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ჭექა-ქუხილი, ზოგან სეტყვა. სააგენტოს ინფორმაციით, 8 სექტემბერს, დღისით, ნალექის ინტენსივობა შედარებით შესუსტდება, ხოლო 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ძლიერი ნალექი, ელვა-ჭექა და სეტყვაა მოსალოდნელი. იქროლებს …

ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 სექტემბრიდან 9 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელვა-ჭექა, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. სააგენტოს ცნობით, სანაპირო რაიონებში – ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში, 7-8 სექტემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა  და ელვა-ჭექა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი იქნება. თბილისში 6 სექტემბრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმადა ელვა-ჭექა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში …

გაავდრდება, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა – სააგენტოს გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ. სააგენტოს ცნობით, 2 და 3 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან, 4 სექტემბრის დილამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი. ასევე, სეტყვა და ქარი. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“ – წერს …

შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია – გარემოს მონიტორინგი

დღეს, 22 აგვისტოს, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტგორინგი 5 და 9 აგვისტოს ჩატარდა. „კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ – ქიმიური …

Exit mobile version