ბათუმის სპორტის სასახლე 1,1 მილიონი ლარის ინვენტარს იყიდის ტანვარჯიშისთვის

ბათუმის სპორტის სასახლემ სპორტული ინვენტარის შესყიდვაზე ტენდერი 1 მილიონ 180 ათასი ლარით გამოაცხადა. აღნიშნული ტენდერის ფარგლებში სასახლე მხოლოდ ტანვარჯიშის სპორტულ ინვენტარს შეიძენს. წინადადებების მიღება 2023 წლის 30 სექტემბერს დაიწყება და 5 ოქტომბერს დასრულდება. ინვენტარი კი, სპორტის სასახლეს ამავე წლის 10 დეკემბრამდე უნდა მიაწოდონ. დოკუმენტების მიხედვით, შესასყიდი ინვენტარის ჩამონათვალშია სხვადასხვა რაოდენობის: სტანდარტული და სასწავლო დვირი, დვირის  …

ბათუმში „ბასკოს“ შენობას ანგრევენ

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ყოფილი „ბასკოს“ შენობას ანგრევენ. სასპორტო სკოლის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ორბი“ 170 მეტრი სიმაღლის ორი შენობის აშენებას გეგმავს. ახალი შენობები „ორბი სითისა“ და ფიროსმანის ქუჩას შორის აშენდება და სიმაღლეში „ორბი სითის“ [უკვე აშენებულ ორ და ერთ მშენებარე] შენობებს გაუტოლდება. შესაბამისად, ამ კვარტალში საბოლოოდ 5 თაუერი იქნება. ამ შენობის დემონტაჟისთვის სამუშაოები 2022 …

„ბასკოს“ შენობის დემონტაჟი დაიწყო, აქ „ორბი“ 170 მეტრი სიმაღლის ორ თაუერს ააშენებს

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის [ყოფილი „ბასკოს“] შენობის დემონტაჟი დაიწყო. ეს შენობა და მიმდებარე ტერიტორია აჭარის მთავრობამ 2020 წელს აუქციონზე „ორბი ჯგუფი ბათუმს“იმ პირობით მიყიდა, რომ აქ კომპანია მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებს. პარალელურად, კომპანიას „ბასკოს“ შენობის დანგრევის უფლებაც აქვს. „ორბი“ აქ 170 მეტრი სიმაღლის ორი შენობის აშენებას გეგმავს. ახალი შენობები „ორბი სითისა“ და ფიროსმანის ქუჩას …

„ორბი“ სასპორტო სკოლასთან კიდევ 2 თაუერს ააშენებს – სიმაღლე 170 მეტრი იქნება

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, სასპორტო სკოლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორბი 170 მეტრი სიმაღლის კიდევ ორი შენობის აშენებას გეგმავს. ახალი შენობები „ორბი სითისა“ და ფიროსმანის ქუჩას შორის აშენდება და სიმაღლეში „ორბი სითის“ [უკვე აშენებულ ორ და ერთ მშენებარე] შენობებს გაუტოლდება. შესაბამისად, ამ კვარტალში საბოლოოდ 5 თაუერი იქნება. 170 მეტრი სიმაღლის შენობები, თითოეული 55-სართულიანი იქნება და ისინი შარტავასა …

როდის დაანგრევენ ბათუმის სასპორტო სკოლის შენობას ფიროსმანზე

ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის [ყოფილი „ბასკოს“] შენობასთან კომპანია „ორბი“ ახალ ღობეს ავლებს. შენობა და ტერიტორია „ორბს“ აჭარის მთავრობამ 2 წლის წინ პირობებით მიჰყიდა. კომპანიამ სკოლის შენობა მთავრობასთან შეთანხმებით უნდა დაანგრიოს. სკოლის შენობაში სპორტული სექციებიდან ამ დროისთვის მხოლოდ სამია დარჩენილი – კალათბურთის, ფრენბურთის და ხელბურთის. სასპორტო სკოლის ადმინისტრაცია და სექციები ახალი სპორტული კომპლექსის შენობაში, ლეონიძის …

„ბასკოს“ შენობა და მიმდებარე ტერიტორია უკვე „ორბის“ საკუთრებაა

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის [ყოფილი „ბასკოს“] შენობა და მიმდებარე ტერიტორია დღეიდან, 10 აგვისტოდან, შპს „ორბი ჯგუფი ბათუმის“ საკუთრებაა. 13 540 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი და ჯამში 3000 კვ/მ-მდე შენობა-ნაგებობები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობებიან აუქციონზე 2020 წლის 23 ივლისს 19,5 მილიონ ლარად გაყიდა. ნასყიდობის ხელშეკრულება სამინისტროსა და „ორბი ჯგუფი ბათუმს“ შორის კი, …

ბათუმის სასპორტო სკოლა თავისი ტერიტორიით 19,5 მილიონად გაიყიდა – მყიდველია „ორბი“

ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის, როგორც მას ბათუმში უწოდებენ „ბასკოს“ შენობა და 13 540 კვ/მ მიწის ნაკვეთი დღეს, 23 ივლისს, ელექტრონულ აუქციონზე 19 500 000 ლარად გაიყიდა. მყიდველი „ორბი ჯგუფი ბათუმია“, რომელიც ამ თანხას ეტაპობრივად გადაიხდის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონება პირობიან აუქციონზე 19 მილიონ ლარად ჰქონდა გამოტანილი, ბიჯი 500 ათასი ლარი იყო. ქონება …

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, სასპორტო სკოლას დაანგრევენ, აჭარის მთავრობა მიწას ყიდის

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის [ყოფილი „ბასკოს“] შენობას და 13 540 კვ/მ მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის. ქონების გასაყიდი საწყისი ფასი 19 მილიონი ლარია. აუქციონის პირობის მიხედვით, სასპორტო სკოლის შენობის დემონტაჟის უფლება მომავალ მყიდველს აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით ექნება. მყიდველი ვალდებული იქნება აქ მრავალფუნქციური კომპლექსი ააშენოს [რომელიც აუცილებლად მოიცავს არანაკლებ 100-ნომრიან …

„ორბი ჯგუფს“ ეცნობა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამუშაოები სასპორტო სკოლასთან – სამინისტრო

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით, ბათუმის სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, „მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიას [„ორბი ჯგუფი ბათუმი“] ეცნობა სამუშაოების დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე“. ბათუმის სასპორტო სკოლასთან, ფიროსმანის ქუჩაზე, რამდენიმე დღეა, სავარაუდოდ, გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული ტერიტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და ის იჯარით აქვს გადაცემული კომპანია „ორბი ჯგუფი ბათუმს“. კომენტარისთვის სამინისტროს გუშინ, …

რას თხრის „ორბი ჯგუფი“ ბათუმის სასპორტო სკოლასთან

ბათუმის სასპორტო სკოლასთან, ფიროსმანის ქუჩაზე რამდენიმე დღეა, სავარაუდოდ, გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული ტერიტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და ის იჯარით აქვს გადაცემული კომპანია „ორბი ჯგუფი ბათუმი“-ს. „ორბი“ სპორტსკოლის მიმდებარე ტერიტორიას სამშენებლო მასალების დასაწყობებისთვის იყენებს, ასევე ამუშავებს ბეტონის ქარხანას. კომპანია სკოლის შენობის უკან ორ ცათამბჯენს აშენებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით …

„ორბი ჯგუფი ბათუმის“ მიერ უნებართვოდ დაკავებულ ტერიტორიას სამინისტრო 2 წლით ასხვისებს

ბათუმის სასპორტო სკოლის მიმდებარედ 3022 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და „ორბი ჯგუფი ბათუმის“ მიერ უნებართვოდაა დაკავებული, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე ორი წლით ასხვისებს. საწყისი წლიური სარგებლობის საფასური 157 ათასი ლარია, ბიჯი – 4 ათასი ლარი. სარგებლობის მოქმედების ვადაა 2020 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით. მოიჯარეს წარმოეშვება ვალდებულება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე სამინისტროს შეტყობინების …

ბინა საჩუქრად და მანქანები 44 500 დოლარად – მუხრან ვახტანგაძის ოჯახის წლის შენაძენი

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, ბათუმის სასპორტო სკოლის წინ, ახლახან ლითონის კონსტრუქცია ააგეს, სადაც ავტომანქანებს აჩერებენ. აქ თავის ავტომანქანას აჩერებს საქართველოს პარლამენტის წევრი, მუხრან ვახტანგაძე. ავტოფარეხი ბოქლომით იკეტება. „ეს ავტოფარეხი კომპანია „ორბს“ ვთხოვეთ და გაგვიკეთა. ერთი მანქანა ჩვენია და ერთიც, როცა აქ არის მუხრანი [ვახტანგაძე], ადგილი არის და აჩერებს, კი,“ – გვითხრა სატელეფონო საუბარში „ბათუმის სასპორტო სკოლის“ …

ბათუმის სპორტსკოლასთან მიწის ნაკვეთს მთავრობა 1,3 მილიონ ლარად ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე 3022 კვ/მ მიწის ნაკვეთს, პირობებიან აუქციონზე, 1,3 მილიონ ლარად ყიდის. მიწის ნაკვეთი დღეს აჭარის ქონებას წარმოადგენს და ის გარკვეული პერიოდი ბათუმის სასპორტო სკოლის სარგებლობაში იყო. ამ ტერიტორიაზე სასტუმრო და საცხოვრებელი აპარტამენტები უნდა აშენდეს. ქონების მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში, არქიტექტურული პროექტის მომზადებამდე, სამინისტროში წარადგინოს საპროექტო …

ახალი სპორტული კომპლექსი 23 000 კვ/მ ტერიტორიაზე აშენდება

ბათუმში ლეონიძის ქუჩაზე სპორტული კომპლექსი 23 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე აშენდება. 16 000 კვ.მეტრ შენობაში სხვადასხვა სპორტული სახეობების სექციები – სპორტული ტანვარჯიში;  მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზი;  ბ/რ ჭიდაობის დარბაზი;  თავისუფალი ჭიდაობის დარბაზი;  სპორტული ცეკვების დარბაზი; ჭადრაკის დარბაზი; ტაეკვონდოს დარბაზი; ქართული საბრძოლო ხელოვნების დარბაზი; უნივერსალური ტრანსფორმირებადი დარბაზი; კრივის დარბაზი განთავსდება. თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში გასახდელები, საპირფარეშოები, დამხმარე და …

ფინალური შეხვედრები საბრძოლო ხელოვნების ფესტივალზე [ფოტო]

ბათუმში, სასპორტო სკოლის შენობაში მიმდინარე საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე ფინალური შეხვედრები იმართება. გუშინ, 21 მაისს, საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც 30-მდე ქვეყანა მონაწილეობს, ქართველმა კარატისტებმა ხუთი ოქროს მედალი მოიპოვეს. გუშინვე, ფესტივალს ყატარის პრინცესა შეიხა ბინთ ჰამად ალთანი დაესწრო.  საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი / ბათუმი, 22.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე

Exit mobile version